განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.12.2018
საქმის ნომერი
330310017002196210
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002196210

საქმე №3ბ/2946-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - ბ-------------ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ----------–--ე;

წარმომადგენელი - ვ-–----------------ე,მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ი;

წარმომადგენელი - ა---------------ე,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა -

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ დაკმაყოფილდეს ზ----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ზ----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------ის №------- ბრძანება ზ----------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა; ზ----------–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. ს.ს. „------–----------–----------------“-ს 2----–-–----------ის №------ წერილის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საწვავის ბარათიდან განხორციელებული საწვავის ჩასხმების და მათი ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, ასევე, ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები გამოთხოვილ იქნა სს „------–----------–----------------“ და სს „-----------------–------“ ბენზინგასამართი სადგურებიდან (ს.ფ. 50-59, 104, 105, 149, 151, 152).

 

2.2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოიკითხა ზ----------–--ე. გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ის თანამდებობაზე მუშაობდა 2----–-–-----. სამსახურებრივი საჭიროებისათვის, 2----–-–----- სარგებლობაში ჰყავდა „-----“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით:----------- რომლისთვისაც საწვავის კორპორაციულ ბარათზე ყოველთვიურად ერიცხებოდა 400 ლიტრი ბენზინის საწვავი. საწვავის ჩასხმა შესაძლებელი იყო სს „------–----------–----------------“ ბენზინგასამართ სადგურებზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2-------- წლებში ავტომანქანა ინტენსიურად საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ, მას ჰქონდა ძრავის პრობლემა, ხშირად იყო საჭირო მისი თ---–--–ი ჩაყვანა.

 

ზ----------–--ის განმარტებით, 2----–-–-------------–ში ავტომანქანა გაჩერებული იყო თ---–--–ი მდებარე „------ს“ სერვისცენტრში. დაახლოებით მ------- თვის ბოლოს, ზ----------–--ემ მის დაქვემდებარებაში მყოფ უ-----------------ს ს-----------------ს ავტომანქანა გაატანა თ---–--–ი, რისთვისაც მას გადასცა საწვავის ბარათიც. მისივე განმარტებით, ჩ-----------ის რაიონში არსებულ სს „------–----------–----------------“ ბენზინგასამართი სადგურიდან მ------- თვის ბოლოს სამსახურის ავტომანქანისათვის საწვავი ვალით არ აუღია, თუმცა პირად საკუთრებაში არსებული მ---------ის მარკის ავტომანქანისათვის, სახელმწიფო ნომრით--------- - საწვავი აიღო ვალით. მ------- თვეში ვალით აიღო დაახლოებით 70-80 ლიტრი ბენზინი. აღსანიშნავია, რომ ვალის აღების დროს ზ----------–--ე საქმის კურსში აყენებდა ბენზინგასამართი სადგურის მ--------ს - თ-------------–---–ს, ხოლო თუ სამსახურში არ იყო, მას ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა. ანალოგიურად მოხდა ა-----–ის თვის დასაწყისშიც - სამსახურებრივი ავტომანქანა სარემონტოდ თ---–--–ი გადააყვანინა ევაკუატორის საშუალებით, რომლის ხარჯიც გადაიხადა გ------ს პ---–-–-------------------მა. დაახლოებით სამი დღის შემდეგ მის წამოსაყვანად ზ----------–--ემ გააგზავნა უ-------------------------------- ნ------------------ე და გადასცა საწვავის ბარათი, რომლითაც ჩაასხა ავტომანქანაში ბენზინი. ვინაიდან ავტომანქანა ჩ-----------ში ყოფნის დროსაც ხშირად იყო გაფუჭებული, ზ----------–--ე სამსახურებრივი საჭიროებისათვის სარგებლობდა პირად საკუთრებაში არსებული ავტომანქანით და შესაბამისად, საწვავსაც ასხამდა თავის ავტომანქანაში. ა-----–ის თვის ბოლოს სამსახურებრივი ავტომანქანა შესაკეთებლად თ---–--–ი გადააყვანინა უბნის ი------------------------–ს ვ------------------ეს. მანქანაში იყო გარკვეული რაოდენობის საწვავი, რის გამოც მხოლოდ 30 ლიტრი საწვავი დაუმატა ვალზე. ა-----–ის თვის ბოლოს, ვალზე საწვავი აიღო საკუთარი ავტომანქანისათვის, ასევე, ვალით დაახლოებით 20 ლიტრი ბენზინი ჩაუსხა უ----------------- ზ--------------ეს ვ-------- მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით--------, 20 ლიტრი საწვავი - ვ------------------ეს კუთვნილ „-----“-ს მარკის ავტომანქანაში (ნომერი სავარაუდოდ----). ა-----–ის თვეში ჯამში ვალით აიღო დაახლოებით 120 ლიტრი.

 

ზ----------–--ის განმარტებით, ვალით აღებული საწვავების სანაცვლოდ ბენზინგასამართი სადგურის მ--------ს თ-------------–---–ს ა-----–ის და მ---ის თვეების დასაწყისში გადასცა სამინისტროს კუთვნილი საწვავის ბარათი, რომელზედაც სამსახურებრივი საჭიროებისათვის ირიცხებოდა 400 ლიტრის ბენზინის საწვავი. ორივე შემთხვევაში ბარათი დატოვებული იყო დაახლოებით 2-3 დღე. დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბარათიდან საწვავის ვალის გადახდა და ასევე, არ არის ცნობილი, თუ როგორ ასწორებდა თ-------------–---–ი ვალით აღებულ საწვავს. მანვე განმარტა, რომ საწვავის უკმარისობის პრობლემისა და ვალით აღების შესახებ ხელმძღვანელობისათვის არ უცნობებია. ამასთან, ზ--------------ისათვის არ იყო ცნობილი საწვავის ჩასხმა მოხდა ვალით თუ ბარათიდან. საწვავის ბარათი მხოლოდ ზემოხსენებულ შემთხვევებში ჰქონდა სხვა პირებზე გადაცემული, ხოლო მათთვის საწვავის ტალონი არასოდეს გადაუცია, ვინაიდან სამინისტროდან ტალონის სახით არ ხდება საწვავის მიღება (ს.ფ. 60-61).

 

2.2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში თ-----------------–---–ის მიერ 2----–-–----------ს მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2----–-–----- მუშაობს სს „------–----------–----------------“ ჩ-----------ის ბენზინგასამართი სადგურის მ--------ის თანამდებობაზე. კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამზადებული აქვს საწვავის ბარათები, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ავტომანქანებში საწვავის ჩასმა. ასეთი ბარათიდან საწვავის ჩასხმა შესაძლებელია ორი ხერხით, მათ შორის, შემდეგნაირად, ბენზინგასამართ სადგურზე მყიდველი იხდის გარკვეული რაოდენობის ნაღდ ფულს, რის შემდეგაც ჩ-------–--------------ი ავტომანქანის ავზში მოათავსებს საწვავის პისტოლეტს და საოპერატორო კომპიუტერში მიუთითებს არა მყიდველისაგან გადახდილ თანხას, არამედ ავზის გავსებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ბარათი არ არის მოთავსებული კომპიუტერში, პისტოლეტის სახელურზე ხელის მოჭერით დაიწყება საწვავის ჩასხმა. ოპერატორს სახელურზე ხელის გაშვებით შეუძლია შეწყვიტოს საწვავის ჩასხმა ავზის გავსებამდე, კონკრეტულად იმ ღირებულებაზე, რაც გადაიხდა მყიდველმა. ამის შემდეგ, საწვავის კორპორაციულ ბარათს მოათავსებს საოპერატორო კომპიუტერში, ხოლო კომპიუტერზე გამოტანილი გადახდის შესაძლო სამი ვარიანტიდან აირჩევს კორპორაციული ბარათით გადახდა და შესაბამისად, ბარათიდან მოიხსნება ჩასხმული საწვავის რაოდენობა. შედეგად, საწვავის მყიდველიდან მიღებული თანხა არ ეკუთვნის ბენზინგასამართ სადგურს და წარმოადგენს ჩ-------–--------------ის საკუთრებას.

 

თ-----------------–---–ის განმარტებით, სს „------–----------–----------------“ საწვავის კორპორაციული ბარათი დამზადებული აქვს შსს კუთვნილ „-----“-ს მარკის ავტომანქანისათვის, სახელმწიფო ნომრით----------- (ექსპლუატაციის შედეგად, ბარათზე ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი არის გადაშლილი), რომელიც სამსახურებრივად ემსახურებოდა ზ----------–--ეს. ეს უკანასკნელი მუშაობდა ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში და ვინაიდან ორივე ჩ-----------ის რაიონის მკვიდრია, იცნობენ ერთმანეთს. მისივე განმარტებით, თითქმის ყოველი თვის ბოლოს ზ----------–--ისთვის ავტომანქანაში ასხამდა საწვავს ვალზე, ხოლო თვის დასაწყისში ამ საწვავს ზ----------–--ე აბრუნებდა კორპორაციული ბარათზე დარიცხული საწვავით. ზ----------–--ისთვის ვალით ჩასხმული საწვავის ფულს ბენზინგასამართის სალაროში დებდნენ თ-----------------–---–ი ან მისი ოპერატორები. ამასთან, რიგ შემთხვევაში თ-----------------–---–ს შსს-ს კუთვნილი ბარათიდან საწვავი ჩაუსხამს თავის კუთვნილ მ---------ის ფირმის ავტომანქანაში. აღნიშნული მეორდებოდა თითქმის ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ ჩასმული საწვავის რაოდენობა იყო სხვადასხვა. ასევე, რიგ შემთხვევაში ზ----------–--ის მიერ ტელეფონის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სამინისტროს ბარათიდან საწვავი გაცემულა სხვა ავტომანქანებზე, ზ----------–--ის თანამშრომლებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი კონკრეტულ ავტომანქანაზე იყო გაცემული. პოლიციელებს თავადაც იცნობს თ-----------------–---–ი.

 

დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, თ-----------------–---–მა განმარტა, რომ სამინისტროს ბარათიდან გაყიდული საწვავის ფული თანხა ზ----------–--ისათვის არასდროს გადაუცია. მისი განმარტებით, ზ----------–--ეს ახსნა-განმარტების დროისათვის არ გააჩნია ვალდებულება.

 

თ-----------------–---–მა 2----–-–------------- დამატებით განმარტა, რომ 2----–--–- პერიოდულად, თვის ბოლო რიცხვებში შსს თანამშრომლებს ეწურებოდათ საწვავის თვიური ლიმიტი. შესაბამისად, იგი როგორც ზ----------–--ეს, ასევე, სხვა პოლიციელებს საწვავს უსხამდა უსასყიდლოდ, ახალი თვის დადგომამდე. აღნიშნულ დავალიანებას ისინი იხდიდნენ 1-2 რიცხვში (ს.ფ. 62-64, 190).

 

2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოიკითხნენ სს „------–----------–----------------“ ჩ-----------ის ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები მ--–--------------–--ე, კ--------–------ე, ა---------------–--ე, ბ------–-------------–---–ი.

 

გამოკითხულთა ახსნა-განმარტებების თანახმად, 2-------- წლებიდან მუშაობენ სს „------–----------–----------------“ ჩ-----------ის ბენზინგასამართ სადგურზე, ჩ-------–--------------ებად. მ--------თან თ-------------–---–თან შეთანხმებით, თვის ბოლო რიცხვებში ზ----------–--ის სარგებლობაში არსებულ „-----“-ს მარკის ავტომანქანასა და ასევე, მისი მითითებით სხვა ავტომანქანებში ჩაუსხამთ საწვავი. ამასთან, ჩასხმული საწვავის ფულს დებდა თ-------------–---–ი. მათივე განმარტებით, ვალად გაცემული ბენზინის ოდენობას ოპერატორები იწერდნენ ე.წ. შავ ფურცელზე, რომელსაც აგდებდნენ ვალის დაბრუნების შემდეგ.

 

ბენზინგასამართი სადგურის ჩ-------–--------------ების განმარტებით, ვალის დაბრუნების მიზნით, ზ----------–--ე თ-----------------–---–თან ტოვებდა საწვავის ბარათს, რომელიც ოპერატორებს გადაეცემოდათ და კონკრეტულ დღეს ისინი ბარათიდან ხსნიდნენ იმ რაოდენობის საწვავს, რაც წინა თვეს ჰქონდათ ზ----------–--ის მითითებით ჰქონდათ გაცემული. მიღებულ თანხას კი თავად იტოვებდნენ.

 

2----–-–----------ს მ--–--------------–--ემ სამინისტროს კუთვნილი ბარათიდან მოხსნა 140,25 ლარის ბენზინი, ხოლო თანხა გადასცა მ--------ს თ. ჩ-----–---–ს, ვინაიდან მითითებული ოდენობის საწვავი „ნისიად“ ჰქონდა ჩასხმული ზ----------–--ის სარგებლობაში არსებულ „-----“-ს მარკის ავტომანქანაში.

 

გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებების თანახმად, კორპორაციული ბარათიდან გაყიდული საწვავის თანხიდან მათ ზ----------–--ისათვის არასდროს გადაუციათ. უმეტეს შემთხვევაში, თანხას აძლევდნენ მ--------ს. ამასთან, ახსნა-განმარტებების დროისთვის ზ----------–--ეს მათი ვალი არ გააჩნია (ს.ფ. 65-72).

 

2.2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოიკითხა გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------ი ზ----------------–---–ი. მისი ახსნა-განმარტების თანახმად, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობს 2----–-–---------ის თვიდან და ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ზ----------–--ე. მოადგილეებს ჰყავთ „-----“-ს მარკის ავტომანქანები, რომლებისთვისაც დამზადებულია სს „------–----------–----------------“ საწვავის ბარათები. თითოეულ ბარათზე ყოველთვიურად სამინისტროდან ირიცხება 400 ლიტრი საწვავი. ასევე, კონკრეტული რაოდენობის საწვავი ირიცხება სამსახურებრივი საქმიანობისათვის გამოყოფილ სხვადასხვა ავტომანქანაზე.

 

ზ----------------–---–ი მიიჩნევს, რომ ზ----------–--ის ავტომანქანისათვის გამოყოფილი 400 ლიტრი საწვავი სრულიად საკმარისი იყო მისი ფუნქციებისა და ავტომანქანის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული ავტომანქანა გამოყოფილი იყო მხოლოდ მისთვის და არა სხვა თანამშრომლებისათვის. შესაბამისად, ზ----------------–---–ის ხელმძღვანელობის პერიოდში არ დამდგარა დამატებით საწვავის მოთხოვნის საჭიროება. აღნიშნული მოთხოვნით არც ზ----------–--ეს მიუმართავს მისთვის. უფრო მეტიც, მისთვის უცნობი იყო ზ----------–--ის მიერ ბენზინგასამართ სადგურიდან საწვავის ვალად აღების თაობაზე.

 

გამოკითხული პირის განმარტებით, ზ----------–--ე არის ინერტული და როგორც ხელმძღვანელი ნაკლებად ხედავს მის მოტივაციას შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებით. მისივე განმარტებით, ზ----------–--ის ავტომანქანა 2----–--–- რამდენჯერმე იყო გადაყვანილი თ---–--–ი შესაკეთებლად და იგი სამსახურში დადიოდა პირად საკუთრებაში არსებული ავტომანქანით. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ საწვავის ბარათით სარგებლობდა და თავის ავტომანქანაში საწვავს ასხამდა სამსახურებრივი ბარათიდან (ს.ფ. 73-75).

 

2.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–------------ს გამოიკითხა ს----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს დეპარტამენტში. 2----–-–-----------ს ს-----------–-------------------------–ის ზ----------–--ის თხოვნით წავიდა თ---–--–ი, „-----“-ს მარკის ავტომანქანის ჩამოსაყვანად, რომელიც დაახლოებით 15 დღის მანძილზე იმყოფებოდა „------ს“ სერვისცენტრში. ზ----------–--ემ მასვე გადასცა საწვავის ბარათი და თბილისიდან წამოსვლამდე, დ------ში „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში ჩაასახა 30 ლიტრი ბენზინი და დაბრუნდა ჩ-----------ში. ავტომანქანა გააჩერა ჩ-----------ის სამმართველოს ეზოში (ს.ფ. 76-77).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–-----------------------------ს გამოიკითხა ნ------------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შსს გ------ს პ---–-–-------------------ში ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში. 2----–-–------------–ს იმყოფებოდა თ---–--–ი, პირად საქმესთან დაკავშირებით. ზ----------–--ის თხოვნით, მას თბილისიდან უნდა წაეყვანა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით------------, რომელიც დაახლოებით ერთი კვირით ადრე შესაკეთებლად გადაიყვანეს თ---–--–ი, ევაკუატორით. თ---–--–ი წასვლამდე ზ----------–--ემ ნ------------------ეს გადასცა საწვავის ბარათი, საიდანაც ამ უკანასკნელმა თ---–------------–--–ში, დ------ში არსებულ „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში ჩაასხა 40 ლიტრი საწვავი. ჩ-----------ში დაბრუნებულმა ავტომანქანა გააჩერა სამმართველოსთან, ხოლო გასაღები და საწვავის ბარათი დაუბრუნა ზ----------–--ეს. მან დამატებით განმარტა, რომ ზ----------–--ის საწვავის ბარათით კუთვნილ ავტომანქანაში არასდროს ჩაუსხამს საწვავი (ს.ფ. 78-79).

 

2.2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოკითხულმა ვ------------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში. 2----–-–---------------–ს ს-----------–-------------------------–ის ზ----------–--ის თხოვნით, თ---–--–ი „------ს“ ცენტრში შესაკეთებლად წაიყვანა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით-----------. წასვლამდე, ზ----------–--ემ ჩ-----------ში არსებულ „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხა 40 ლიტრი საწვავი. 2----–-–------------–ს, ქ. თ---–--–ი მითითებულ ავტომანქანაში ვ------------------ემ საკუთარი სახსრებით ჩაასხა 70 ლარის ღირებულების საწვავი. რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე თვეს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ჩ-----------ში, „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე იქ მომსახურე პირებთან გასაუბრების შემდეგ, ზ----------–--ემ ვ------------------ის კუთვნილ „------ს“ ფირმის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით----------- ჩაასხა 20 ლიტრი საწვავი. ვ------------------ემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული შემთხვევის გარდა, ზ----------–--ეს მისთვის საწვავი არ ჩაუსხამს არც კორპორაციული ბარათიდან და არც თავისი სახსრებით. ასევე, მისთვის უცნობია, მსგავსი შემთხვევები სხვა თანამშრომლებთან დაკავშირებით (ს.ფ. 80-81).

 

2.2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის მიერ მოძიებული ინფორმაციით დგინდება, რომ შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ემ პ---–-–--------–-------მა ზ---- ნ-------ის ძე დ---–---მ 2----–-–------------------ს შსს საინფორმაციო ცენტრის პორტალზე არასამსახურებრივად მოიძია და გასცა 1----–-–---------------ს დაბადებულ მოქალაქე ლ------ ჩ------–---–ის შესახებ პირადი ინფორმაცია.

 

დადგენილია, რომ შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ი-----------------------–ის კ------–--–---–--–---–ის სახელზე რიცხული კომპიუტერიდან, 2----–-–------------------ს, 11:32:54 სთ-ზე მოძიებული იქნა ინფორმაცია ლ------ ჩ------–---–ის შესახებ (ს.ფ. 82-86).

 

2.2.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოკითხული ზ----------–--ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–------------------ს, დღის საათებში (ზუსტი დრო არ ახსოვს) მოძრაობდა ჩ-----------ის რაიონის ცენტრში, მასზე განპიროვნებული „-----“-ს მარკის, სამსახურებრივი ავტომანქანით. ს------–-------–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე იყო ავტომანქანა გაჩერებული, რომ ხელს შეუშლიდა სხვა ავტომანქანებს მოძრაობაში. მისი სანომრე ნიშნები ზ----------–--ეს არ ახსოვს. შესაბამისად, მისი გადამოწმებისა და მესაკუთრესთან დაკავშირების მიზნით, ზ----------–--ემ დარეკა მ------------------------- - ზ--------------ესთან. მას არ ახსოვს მოქალაქის სახელი და გვარი, რომელიც მორიგემ უთხრა. ამასთან, 15-20 წუთის შემდეგ ავტომანქანა იმ ადგილზე აღარ იდგა. ზ----------–--ის განმარტებით, იგი მითითებულ მოქალაქეს არ დაკავშირებია, ასევე მის შესახებ ინფორმაცია არავისთვის არ გადაუცია (ს.ფ. 87-88).

 

2.2.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოკითხული კ------–--–---–--–---–ისა და ზ--------------ის ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ 2----–-–-----------------ის 10:00 სთ-დან 2----–-–-----------------ის 10:00 სთ-მდე იმყოფებოდა მორიგე ცვლაში კ------–--–---–--–---–ი, ხოლო 2----–-–------------------ს - ზ--------------ე. ამასთან, ს-----------ში დევს კ------–--–---–--–---–ის სახელზე განპიროვნებული მოწყობილობა ე.წ „დ--------“, რომლითაც სარგებლობენ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. სამმართველოს თანამშრომლების თხოვნით, მისი მეშვეობით მოწმდება სხვადასხვა მონაცემები, რაც შეთანხმებულია სამმართველოს ხელმძღვანელობასთან. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, კ------–--–---–--–---–მა განმარტა, რომ ლ------ ჩ------–---–ის შესახებ მონაცემები დაცულ კომპიუტერულ ბაზაში (------------ზე) არ მოუძებნია, არავისთვის შეუტყობინებია და ფიზიკური სახით არავისთვის არ გადაუცია.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე ს-----------ს მობილურ ტელეფონზე ზ--------------ეს დაუკავშირდა ზ----------–--ე, რომელმაც სთხოვა სამინისტროს კომპიუტერულ ბაზაში მოეძებნა ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით------------) შესახებ ინფორმაცია და მის მფლობელს ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციული ჯარიმები. შესაბამისად, ზ--------------ემ ისარგებლა ს-----------ში არსებული „დ--------თ“ და კომპიუტერულ ბაზაში (------------ზე) მოიძია მის დაინტერესებაში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, ავტომანქანის მფლობელი იყო ლ------ ჩ------–---–ი. აღნიშნული ინფორმაცია მან შეატყობინა ზ----------–--ეს. ამასთან, მისთვის უცნობია, თუ რისთვის სწირდებოდა ზ----------–--ეს მითითებული ინფორმაცია (ს.ფ. 89-92).

 

2.2.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------------ს გამოკითხული ნ----------–--ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–-------იდან მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში ს------–-----–--------------–ად. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, თვეში 3 დღე უწევს ჩასვლა გ------ში, სადაც კოლეგის რჩევით, ღამეს ათენებს ლ------------ის ოჯახში. ო---------ის თვეში, კერძოდ, 1-----------------ს, გ------ში წასული იყო მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით-----------, რომელიც შეიძინა 2----–-–---------------ს და თავის სახელზე აღრიცხა 2----–-–------------------ს. მისივე განმარტებით, 2----–-–------------------ს, დაახლოებით 5 საათზე ავტომანქანა გააჩერა სახლის წინ, ჩ-----------ში და მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოძრაობდა. 2--------------ს, დაახლოებით 1 საათზე წამოვიდა თ---–--–ი. დასმულ შეკითხვაზე ნ----------–--ემ უპასუხა, რომ ზ----------–--ის სახელი და გვარის მისთვის უცნობია.

 

ნ----------–--ემ 2----–-–------------- დამატებით განმარტა, რომ 2----–-–------------------ს, 11:30 საათზე ჩ-----------ში მდებარე ა-----ის კლინიკიდან გამოვიდა და თავისი ავტომანქანით გაემართა სს „-----------–----------“ ბანკომატისკენ. კლინიკა მ------–ის მიმდებარედ, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შემდეგ შევიდა მაღაზიაში, შეიძინა პირადი სარგებლობის ნივთები და წავიდა ჩ-----------იდან. მითითებულ მისამართზე ავტომანქანა იდგა დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში (ს.ფ. 93-94, 188-189).

 

2.2.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოკითხული ზ----------------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–---------------ს, 18:00 საათზე სამსახურში გამართულ თათბირს ესწრებოდა 10 წუთის განმავლობაში. ადმინისტრაციული შენობის დატოვების შემდეგ, სიგარეტის შეძენის მიზნით წავიდა მაღაზიაში. მაღაზიის შესასვლელის წინ, მისთვის უცნობი მოქალაქეების საუბრიდან შეიტყო „---------“ ბენზინგასამართ სადგურთან, ზ----------–--ის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანით ჩ-----------ის გ--------ში დასაქმებული კ----------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან შეჯახების შესახებ. ვინაიდან ბენზინგასამართ სადგურზე მისულმა ზ----------------–---–მა ვითარება ვერ გაარკვია, დაახლოებით 18:40 საათზე დაუკავშირდა ზ----------–--ეს. ზ----------–--ემ მას განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს გამოსდო ავტომანქანა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთა. ავტომანქანა ხელოსანთან დატოვა შესაკეთებლად. ზ----------------–---–მა ავტომანქანის დათვალიერებისას შეიტყო, რომ ფრთა იყო შეწეული და ხელოსანი ასწორებდა, ასევე, მას საღებავი ჰქონდა მოცილებული. ზ----------------–---–ის შეკითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ოფიციალურად და რატომ ახდენდა დაფარულად ავტომანქანის შეკეთებას, ზ----------–--ემ უპასუხა, რომ დაზიანება იყო უმნიშვნელო და აუცილებლად არ ჩათვალა შესაბამისი პირების ინფორმირება. მათ შორის აღნიშნულთან დაკავშირებული საუბარი მეორე დღესაც გაიმართა. მოგვიანებით, დაახლოებით 20:50 სთ-ზე ს----------- ნაწილში ოფიციალურად შევიდა ზ----------–--ის შეტყობინება, რომელიც დაეწერა მ-----–-–--------ს. ზ----------–--ის მიერ მითითებულ შეჯახების ადგილზე მოხდა შესაბამისი ნახაზის და დოკუმენტაციის შედგენა. ზ----------–--ემ შეჯახებასთან დაკავშირებით დააფიქსირა იგივე ინფორმაცია, რაც ზ----------------–---–ს მიაწოდა. ამასთან, მ-----–-–-------ის მიერ ადგილის დათვალიერებისას შეჯახების კვალი არ იქნა აღმოჩენილი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ზ----------------–---–მა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის დ-----------ს (ს.ფ. 95-99).

 

2.2.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოიკითხა ზ----------–--ე. მისი განმატებით, 2----–-–---------------ს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე საცხოვრებელი სახლის ეზოდან სამსახურებრივი ავტომანქანის უკუსვლით გაყვანისას, ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთის ნაწილი ოდნავ დაზიანდა, ეზოს კარზე. ვინაიდან დაზიანება უმნიშვნელო იყო, გზა გააგრძელა და ჩ-----------ის ცენტრის გავლით სოფელ გ--------ში წავიდა დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად. „---------“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, ცენტრის მიმართულებით ძალიან ახლოს დაინახა „----------ის“ მარკის ავტომანქანა და მაშინვე დაამუხრუჭა. ავტომანქანების შეჯახება არ მომხდარა. ზ----------–--ეს ავტომანქანის შეკეთებამდე ხელმძღვანელობისათვის არ უცნობებია მითითებული ფაქტის შესახებ. შეჯახებიდან დაახლოებით 20 წუთში, ზ----------–--ეს დაურეკა ს-----------–-------------მა ზ----------------–---–მა და ჰკითხა, თუ რა შეემთხვა. მან უთხრა, რომ ავტომანქანის წინა ფრთა დააზიანა ჭიშკართან. ს-----------–-------------მა განუმარტა, რომ ფაქტზე კანონის შესაბამისად უნდა მომხდარიყო რეაგირება. შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთის დაზიანებასთან დაკავშირებით, 8:30 სთ-ზე ს-----------ში განახორციელა შეტყობინება.

 

ზ----------–--ის განმარტებით, მისი შეტყობინების შემდეგ შსს თანამშრომლებმა შეადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მისივე განმარტებით, ავტომანქანა შეაკეთა საკუთარი ხარჯით (ს.ფ. 101-103, 106, 111-118).

 

2.2.15. სანოტარო წესით დამოწმებული, თ---------------ის 2----–-–----- ა-----–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–------------------ს, 2 საათიდან 4 საათამდე ავტომანქანის საამქროში მიაკითხა ზ----------–--ემ, რომელსაც მანამდეც იცნობდა. იგი იყო თ------------ის „–-----ით“ და უთხრა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოდან გასვლისას ეზოს კარზე დააზიანა ავტომანქანის მარჯვენა ფრთა („კრილო“). დაზიანება იყო დაახლოებით 15-20 სმ-ის (ს.ფ. 224).

 

2.2.16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოში გამოიკითხნენ კ----------–--ე და გ-----------------–--ე.

 

კ----------–--ის განმარტებით, 2----–-–----ნ მუშაობს ჩ-----------ის გ--------ში და მის მფლობელობაშია შ---------ის „----------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით-------------------. მისივე განმარტებით, 2----–-–---------------ს, დაახლოებით 18:00 საათზე მოძრაობდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. „---------“ ბენზინგასამართ სადგურთან მიახლოებისას, დაინახა, რომ გზაჯვარედინზე, ბ----------------- შემოვიდა თ------------ის „–-----ა“. ორივემ შეანელეს და შემდეგ გააგრძელეს მოძრაობა. ავტომანქანები ოდნავ შეეხნენ ერთმანეთს, შეჯახება არ მომხდარა, რის გამოც ავტომანქანებიდან გადმოსვლის გარეშე, გააგრძელეს გზა. მათ ავტომანქანები გააჩერეს რ---------ის წინ და დათვალიერებისას ნახეს, რომ კ----------–--ის ავტომანქანის მოხვევის მაჩვენებელი, რომელიც წინა დღეებში ჰქონდა გატეხილი, მთლიანად ჩაიმსხვრა. მისთვის არ არის ცნობილი რა დაზიანება ჰქონდა ზ----------–--ის ავტომანქანას. ამასთან, იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნია დაზიანება, რომ არავისთვის არ უცნობებია ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, არანაირი პრეტენზია არ ჰქონია ზ----------–--ის მიმართ.

 

გ-----------------–--ის განმარტებით, 2----–-–-------------იდან მუშაობს ბენზინგასამართ სადგურზე „------- პ--------–----ი“, რომელიც მდებარეობს ჩ-----------ი-ო----------ის შემაერთებელ საავტომობილო გზის პირას. 2----–-–---------------ს იყო მორიგე. დაახლოებით 17:00-18:00 საათზე, ბენზინგასამართი სადგურის ოფისში გაიგო ავტომანქანების შეჯახების ხმა და ოფისიდან გასულმა დაინახა მ----------ის „----------ის“ მარკის და თ------------ის „–-----ას“ ფირმის ავტომანქანების შეჯახების ფაქტი. სადგურიდან მისი გასვლის დროს, ავტომობილები ტოვებდნენ შემთხვევის ადგილს. მათ სწრაფად დატოვეს ტერიტორია (ს.ფ. 119-122).

 

2.2.17. დადგენილია, რომ კ----------–--ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--–------, რომლის თანახმად, 2----–-–---------------ს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი, ასევე, სატრანსპორტო საშუალება შემთხვევის ადგილიდან გადააადგილა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-- პ---–-–-------------------ის გ------ს მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის №-------- დადგენილებით არ დაკმაყოფილდა კ----------–--ის საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№--–------ საჯარიმო ქვითარი) (ს.ფ. 170-171, 226-227).

 

2.2.18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურში ექსპერტის 2----–-–------------ის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანას „-------------“ სახელმწიფო ნომრით----------- ნაწილობრივ ჩატარებული აქვს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები (სათუნუქე, საფითხი-სამღებრო), ხოლო 2--------- წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის ტრანსპორტის ბარათის გათვალისწინებით წარდგენილ ავტომანქანაზე ვიზუალური დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს - 1360 ლარს (ს.ფ. 199-202).

 

2.2.19. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანებით, ამავე სამინისტროს გ-------–------------–იის 2----–-–----- ა-----–ის დასკვნის გათვალისწინებით, შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ეს, პ---–-–--------–------- ზ---- ნ-------ის ძე დ---–---ს შეეფარდა „-აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი „-აყვედური“ (ს.ფ. 123).

 

2.2.20. „პ---–-–--------–------- ზ----------–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის უფროსის/დეპარტამენტის დ-----------ის მიერ 2----–-–---------------ს დამტკიცებული M---------------- დასკვნის თანახმად, პ---–-–--------–-------მა ზ----------–--ემ ჩაიდინა შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შსს-ში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში და შემდგომი გამოყენების მიზნით შსს-ს კუთვნილი ქონების (საწვავის ბარათის) მესამე პირისათვის გადაცემაში; სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარ მოპყრობაში, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და შსს-ს მიადგა ქონებრივი ზიანი; ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობასა და შემთხვევის ადგილის თვითნებურად მიტოვებაში, მოსალოდნელი ადმინისტრაციული სახდელისაგან თავის არიდების მიზნით; ასევე, შსს გ-------–-----------–--ში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში, შს მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანების (ა-------–-----–-------------------------------------------------–-----------------–------------–-------–---------------------------------------–--–----------------------------------) მოთხოვნათა დარღვევაში. მითითებული დასკვნით გათვალისწინებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანებით დაკისრებული დისციპლინური სახდელი და ხელმძღვანელობის მხრიდან ზ----------–--ის უარყოფითად დახასიათება, შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მის მიმართ დისციპლინური სახდელი „-ამსახურიდან დათხოვნის“ გამოყენებ (ს.ფ. 50-56).

 

2.2.21. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------ის №------- ბრძანებით, შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ე, პ---–-–--------–-------ი ზ---- ნ-------ის ძე დ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში (ს.ფ. 49).

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა „-აჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „-აჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა), ხოლო თავის მხრივ, სახელმწიფო სამსახური განმარტებულია როგორც საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას.

 

მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეებზე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „-აჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ ზ----------–--ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ედ. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობითა და „-აჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესითა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით; კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

სასამართლომ მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ის დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ზ----------–--ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ედ, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------ის №------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა), „-“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით.

 

ამასთან, „-აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აეკრძალათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გ-------–------------–ია. სამინისტროს გ-------–------------–იის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გ-------–------------–ია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „-აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გ-------–------------–ია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გ-------–------------–ია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

 

სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დადგენილ გარემოებებზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-------------–--- ზ----------–--ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო ს.ს. „------–----------–----------------“-ს 2----–-–----------ის №------ წერილის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საწვავის ბარათიდან განხორციელებული საწვავის ჩასხმების და მათი ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამასთან, წარმოების ფარგლებში ზ----------–--ის მიმართ გამოიკვეთა სხვა ფაქტებიც. კერძოდ, შსს-ში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლა და შემდგომი გამოყენების მიზნით შსს-ს კუთვნილი ქონების (საწვავის ბარათის) მესამე პირისათვის გადაცემა. სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარი მოპყრობა, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და შსს-ს მიადგა ქონებრივი ზიანი; ამასთან, მოსალოდნელი ადმინისტრაციული დისციპლინური სახდელისაგან თავის არიდების მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობა და შემთხვევის ადგილის თვითნებურად მიტოვება; ასევე, შსს გ-------–-----------–--ში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილი არაგულწრფელობა; შს მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გამოიკითხნენ ის პირები, ვისაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდათ მითითებულ შემთხვევებთან დაკავშირებით; ასევე, ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები გამოთხოვილ იქნა სს „------–----------–----------------“ და სს „-----------------–------“ ბენზინგასამართი სადგურებიდან. მიღებული ახსნა-განმარტებებისა და მოძიებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-------------–--- დაასკვნა, რომ ზ----------–--ემ გამოიჩინა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვა ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა, მან ჩაიდინა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ასევე, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გ-------–------------–იის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის 2----–-–--------------ის M---------------- დასკვნის ცალსახად გაზიარებისა და დამატებითი დასაბუთების გარეშე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------ის №------- ბრძანებით ამავე სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ე, პ---–-–--------–-------ი ზ---- ნ-------ის ძე დ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ შეუფასებია დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა, რომ ზ----------–--ემ შსს-ში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლით, შემდგომი გამოყენების მიზნით შსს-ს კუთვნილი ქონება (საწვავის ბარათი) მესამე პირებს გადასცა; ასევე, დაუდევრად მოეპყრა სამსახურებრივ ავტომანქანას, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და ამით სამინისტოს მიადგა ქონებრივი ზიანი; ამასთან, მოსალოდნელი ადმინისტრაციული დისციპლინური სახდელისაგან თავის არიდების მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სათანადო პირებს არ შეატყობინა და შემთხვევის ადგილი თვითნებურად მიატოვა; ასევე, ზ----------–--ემ სამსახურებრივი შემოწმებისას გამოიჩინა არაგულწრფელობა; მანვე შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემები მოიპოვა, გამოიყენა და გაავრცელა არასამსახურებრივი მიზნით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება ზ----------–--ე სამსახურებრივად გამოყოფილ საწვავს იყენებდა პირადი სარგებლობისათვის თუ სამსახურებრივი დანიშნულებით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კონკრეტული სამსახურებრივი დანიშნულების ავტომანქანისათვის გამოყოფილი საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვადასხვა ავტომანქანაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზ----------–--ისათვის გამოყოფილი სამსახურის ავტომანქანა ხშირად იყო შესაკეთებელი, იგი სამსახურებრივი დანიშნულებით სარგებლობდა მისი კუთვნილი ავტომანქანითაც; ამასთან, ზ----------–--ის დაქვემდებარებაში მყოფ პირთა გამოკითხვით, რიგ შემთხვევებში ისინი ასრულებდნენ ზ----------–--ის მითითებებს და მათ კუთვნილ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმა ხდებოდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზ----------–--ის სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი დანიშნულების ავტომანქანა მიეყვანათ დანიშნულების ადგილზე; შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა რომ ზ----------–--ე სხვა პირებს გადასცემდა სამინისტროს კუთვნილ ქონებას - საწვავს, წარმოდგენილი მასალით არ დგინდება.

 

სასამართლომ სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობასა და შემთხვევის ადგილის თვითნებურად მიტოვებასთან დაკავშირებით მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ზ----------–--ემ კონკრეტულ დღეს დაზიანებული ავტომანქანა შეაკეთა საკუთარი სახსრებით; ამასთან, მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, თუკი მან ჩაიდინა მითითებული ქმედება, უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმ ფაქტის დადგენა, რომ ზ----------–--ემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანა და აღნიშნულთან დაკავშირებით არ მოახდინა შესაბამისი პირების ინფორმირება, ასევე მიატოვა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი, უტყუარად ვერ მოხდება.

 

ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ----------–--ის დავალებით მოხდა შიდა საინფორმაციო სისტემის გამოყენებით მოქალაქის შესახებ პირადი მონაცემების მოპოვება, მაგრამ მისი არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება ანდა გავრცელება არ მომხდარა, საქმეზე გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებების შეჯერებით აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადდასტურებული, რაც ასევე დამატებით შეფასებას საჭიროებს.

 

ამდენად, სასამართლომ უტყუარად არ მიიჩნია დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებები, რამდენადაც არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადავო გარემოებები და შესაბამისი შეფასება მისცეს მათ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------ის №------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ზ----------–--ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეები სამსახურიდან უკანონო დათხოვნის/ გათავისუფლების, დაქვეითების ან წოდების უკანონო ჩამორთმევის შემთხვევაში ექვემდებარებიან აღდგენას თანამდებობაზე, ასევე უბრუნდებათ ჩამორთმეული წოდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი „-აჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

სასამართლომ მითითებულ მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი ზ----------–--ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, „დისციპლინური წესით დასჯისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------ის №------- ბრძანების სახით და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და სხვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მინისტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის გ-------–------------–იის საშუალებით. საქართველოს შს მინისტრის N1-23 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის დებულების" მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გ-------–------------–იის ამოცანაა სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, ხოლო ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, გ-------–------------–იის უფროსი მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გ-------–------------–იის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისად, მინისტრი მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებულ დასკვნას, მათ შორის დასკვნა გაიზიარა, მიზანშეწონილობის ნაწილშიც. აპელანტს მიაჩნია, რომ გ-------–------------–იის დასკვნაში, დეტალურადაა მიმოხილული ჩადენილი გადაცდომების სიმძიმე, ასევე სახდელის შეფარდების მიზანშეწონილობის ნაწილში მითითებულია, რომ ზ----------–--ეს გააჩნდა მოქმედი დისციპლინური სახდელი და გათვალისწინებულია მისი უარყოფითი დახასიათება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა შეიცავს გასაჩივრებული აქტის გამოცემის დასაბუთებას როგორც კანონშესაბამისობის, ასევე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მიზანშეწონილობის ნაწილშიც.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რომ მოქალაქის პირად სფეროში სამართალდამცავის უკანონო ჩარევის დასადგენად აუცილებელია ასევე მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენების ან გავრცელების დადასტურებაც. მხოლოდ ის ფაქტი რომ ზ----------–--ემ არასამსახურებრივად მოიპოვა მოქალაქის პირადი ინფორმაცია წარმოადგენს აღნიშნული მოქალაქის პირად სფეროში უკანონო ჩარევას, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 1-ლი თავის მე-6 პუნქტით აღიარებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის უგულვებელყოფას, ამავე კოდექსის მე-2 თავის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის ბოროტად სარგებლობას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N709 ბრძანების 1-ლი პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აეკრძალათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით. გარდა ამისა დარღვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო კანონმდებლობის არასწორი განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი ნორმებისა და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის დასადგენად აუციელებელია ასევე მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენების და გავრცელების დადასტურებაც.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე არასწორად განმარტა კანონმდებლობის ნორმები, შესაბამისად არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ზ----------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. ს.ს. „------–----------–----------------“-ს 2----–-–----------ის №------ წერილის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საწვავის ბარათიდან განხორციელებული საწვავის ჩასხმების და მათი ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, ასევე, ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები გამოთხოვილ იქნა სს „------–----------–----------------“ და სს „-----------------–------“ ბენზინგასამართი სადგურებიდან (ს.ფ. 50-59, 104, 105, 149, 151, 152).

 

4.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოიკითხა ზ----------–--ე. გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ის თანამდებობაზე მუშაობდა 2----–-–-----. სამსახურებრივი საჭიროებისათვის, 2----–-–----- სარგებლობაში ჰყავდა „-----“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით:----------- რომლისთვისაც საწვავის კორპორაციულ ბარათზე ყოველთვიურად ერიცხებოდა 400 ლიტრი ბენზინის საწვავი. საწვავის ჩასხმა შესაძლებელი იყო სს „------–----------–----------------“ ბენზინგასამართ სადგურებზე. იმის გათვალისწინებით, რომ 2-------- წლებში ავტომანქანა ინტენსიურად საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ, მას ჰქონდა ძრავის პრობლემა, ხშირად იყო საჭირო მისი თ---–--–ი ჩაყვანა.

 

ზ----------–--ის განმარტებით, 2----–-–-------------–ში ავტომანქანა გაჩერებული იყო თ---–--–ი მდებარე „------ს“ სერვისცენტრში. დაახლოებით მ------- თვის ბოლოს, ზ----------–--ემ მის დაქვემდებარებაში მყოფ უ-----------------ს ს-----------------ს ავტომანქანა გაატანა თ---–--–ი, რისთვისაც მას გადასცა საწვავის ბარათიც. მისივე განმარტებით, ჩ-----------ის რაიონში არსებულ სს „------–----------–----------------“ ბენზინგასამართი სადგურიდან მ------- თვის ბოლოს სამსახურის ავტომანქანისათვის საწვავი ვალით არ აუღია, თუმცა პირად საკუთრებაში არსებული მ---------ის მარკის ავტომანქანისათვის, სახელმწიფო ნომრით--------- - საწვავი აიღო ვალით. მ------- თვეში ვალით აიღო დაახლოებით 70-80 ლიტრი ბენზინი. აღსანიშნავია, რომ ვალის აღების დროს ზ----------–--ე საქმის კურსში აყენებდა ბენზინგასამართი სადგურის მ--------ს - თ-------------–---–ს, ხოლო თუ სამსახურში არ იყო, მას ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა. ანალოგიურად მოხდა ა-----–ის თვის დასაწყისშიც - სამსახურებრივი ავტომანქანა სარემონტოდ თ---–--–ი გადააყვანინა ევაკუატორის საშუალებით, რომლის ხარჯიც გადაიხადა გ------ს პ---–-–-------------------მა. დაახლოებით სამი დღის შემდეგ მის წამოსაყვანად ზ----------–--ემ გააგზავნა უ-------------------------------- ნ------------------ე და გადასცა საწვავის ბარათი, რომლითაც ჩაასხა ავტომანქანაში ბენზინი. ვინაიდან ავტომანქანა ჩ-----------ში ყოფნის დროსაც ხშირად იყო გაფუჭებული, ზ----------–--ე სამსახურებრივი საჭიროებისათვის სარგებლობდა პირად საკუთრებაში არსებული ავტომანქანით და შესაბამისად, საწვავსაც ასხამდა თავის ავტომანქანაში. ა-----–ის თვის ბოლოს სამსახურებრივი ავტომანქანა შესაკეთებლად თ---–--–ი გადააყვანინა უბნის ი------------------------–ს ვ------------------ეს. მანქანაში იყო გარკვეული რაოდენობის საწვავი, რის გამოც მხოლოდ 30 ლიტრი საწვავი დაუმატა ვალზე. ა-----–ის თვის ბოლოს, ვალზე საწვავი აიღო საკუთარი ავტომანქანისათვის, ასევე, ვალით დაახლოებით 20 ლიტრი ბენზინი ჩაუსხა უ----------------- ზ--------------ეს ვ-------- მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით--------, 20 ლიტრი საწვავი - ვ------------------ეს კუთვნილ „-----“-ს მარკის ავტომანქანაში (ნომერი სავარაუდოდ----). ა-----–ის თვეში ჯამში ვალით აიღო დაახლოებით 120 ლიტრი.

 

ზ----------–--ის განმარტებით, ვალით აღებული საწვავების სანაცვლოდ ბენზინგასამართი სადგურის მ--------ს თ-------------–---–ს ა-----–ის და მ---ის თვეების დასაწყისში გადასცა სამინისტროს კუთვნილი საწვავის ბარათი, რომელზედაც სამსახურებრივი საჭიროებისათვის ირიცხებოდა 400 ლიტრის ბენზინის საწვავი. ორივე შემთხვევაში ბარათი დატოვებული იყო დაახლოებით 2-3 დღე. დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბარათიდან საწვავის ვალის გადახდა და ასევე, არ არის ცნობილი, თუ როგორ ასწორებდა თ-------------–---–ი ვალით აღებულ საწვავს. მანვე განმარტა, რომ საწვავის უკმარისობის პრობლემისა და ვალით აღების შესახებ ხელმძღვანელობისათვის არ უცნობებია. ამასთან, ზ--------------ისათვის არ იყო ცნობილი საწვავის ჩასხმა მოხდა ვალით თუ ბარათიდან. საწვავის ბარათი მხოლოდ ზემოხსენებულ შემთხვევებში ჰქონდა სხვა პირებზე გადაცემული, ხოლო მათთვის საწვავის ტალონი არასოდეს გადაუცია, ვინაიდან სამინისტროდან ტალონის სახით არ ხდება საწვავის მიღება (ს.ფ. 60-61).

 

4.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში თ-----------------–---–ის მიერ 2----–-–----------ს მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 2----–-–----- მუშაობს სს „------–----------–----------------“ ჩ-----------ის ბენზინგასამართი სადგურის მ--------ის თანამდებობაზე. კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დამზადებული აქვს საწვავის ბარათები, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ავტომანქანებში საწვავის ჩასმა. ასეთი ბარათიდან საწვავის ჩასხმა შესაძლებელია ორი ხერხით, მათ შორის, შემდეგნაირად, ბენზინგასამართ სადგურზე მყიდველი იხდის გარკვეული რაოდენობის ნაღდ ფულს, რის შემდეგაც ჩ-------–--------------ი ავტომანქანის ავზში მოათავსებს საწვავის პისტოლეტს და საოპერატორო კომპიუტერში მიუთითებს არა მყიდველისაგან გადახდილ თანხას, არამედ ავზის გავსებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ბარათი არ არის მოთავსებული კომპიუტერში, პისტოლეტის სახელურზე ხელის მოჭერით დაიწყება საწვავის ჩასხმა. ოპერატორს სახელურზე ხელის გაშვებით შეუძლია შეწყვიტოს საწვავის ჩასხმა ავზის გავსებამდე, კონკრეტულად იმ ღირებულებაზე, რაც გადაიხდა მყიდველმა. ამის შემდეგ, საწვავის კორპორაციულ ბარათს მოათავსებს საოპერატორო კომპიუტერში, ხოლო კომპიუტერზე გამოტანილი გადახდის შესაძლო სამი ვარიანტიდან აირჩევს კორპორაციული ბარათით გადახდა და შესაბამისად, ბარათიდან მოიხსნება ჩასხმული საწვავის რაოდენობა. შედეგად, საწვავის მყიდველიდან მიღებული თანხა არ ეკუთვნის ბენზინგასამართ სადგურს და წარმოადგენს ჩ-------–--------------ის საკუთრებას.

 

თ-----------------–---–ის განმარტებით, სს „------–----------–----------------“ საწვავის კორპორაციული ბარათი დამზადებული აქვს შსს კუთვნილ „-----“-ს მარკის ავტომანქანისათვის, სახელმწიფო ნომრით----------- (ექსპლუატაციის შედეგად, ბარათზე ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი არის გადაშლილი), რომელიც სამსახურებრივად ემსახურებოდა ზ----------–--ეს. ეს უკანასკნელი მუშაობდა ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში და ვინაიდან ორივე ჩ-----------ის რაიონის მკვიდრია, იცნობენ ერთმანეთს. მისივე განმარტებით, თითქმის ყოველი თვის ბოლოს ზ----------–--ისთვის ავტომანქანაში ასხამდა საწვავს ვალზე, ხოლო თვის დასაწყისში ამ საწვავს ზ----------–--ე აბრუნებდა კორპორაციული ბარათზე დარიცხული საწვავით. ზ----------–--ისთვის ვალით ჩასხმული საწვავის ფულს ბენზინგასამართის სალაროში დებდნენ თ-----------------–---–ი ან მისი ოპერატორები. ამასთან, რიგ შემთხვევაში თ-----------------–---–ს შსს-ს კუთვნილი ბარათიდან საწვავი ჩაუსხამს თავის კუთვნილ მ---------ის ფირმის ავტომანქანაში. აღნიშნული მეორდებოდა თითქმის ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ ჩასმული საწვავის რაოდენობა იყო სხვადასხვა. ასევე, რიგ შემთხვევაში ზ----------–--ის მიერ ტელეფონის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სამინისტროს ბარათიდან საწვავი გაცემულა სხვა ავტომანქანებზე, ზ----------–--ის თანამშრომლებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი კონკრეტულ ავტომანქანაზე იყო გაცემული. პოლიციელებს თავადაც იცნობს თ-----------------–---–ი.

 

დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, თ-----------------–---–მა განმარტა, რომ სამინისტროს ბარათიდან გაყიდული საწვავის ფული თანხა ზ----------–--ისათვის არასდროს გადაუცია. მისი განმარტებით, ზ----------–--ეს ახსნა-განმარტების დროისათვის არ გააჩნია ვალდებულება.

 

თ-----------------–---–მა 2----–-–------------- დამატებით განმარტა, რომ 2----–--–- პერიოდულად, თვის ბოლო რიცხვებში შსს თანამშრომლებს ეწურებოდათ საწვავის თვიური ლიმიტი. შესაბამისად, იგი როგორც ზ----------–--ეს, ასევე, სხვა პოლიციელებს საწვავს უსხამდა უსასყიდლოდ, ახალი თვის დადგომამდე. აღნიშნულ დავალიანებას ისინი იხდიდნენ 1-2 რიცხვში (ს.ფ. 62-64, 190).

 

4.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოიკითხნენ სს „------–----------–----------------“ ჩ-----------ის ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები მ--–--------------–--ე, კ--------–------ე, ა---------------–--ე, ბ------–-------------–---–ი.

 

გამოკითხულთა ახსნა-განმარტებების თანახმად, 2-------- წლებიდან მუშაობენ სს „------–----------–----------------“ ჩ-----------ის ბენზინგასამართ სადგურზე, ჩ-------–--------------ებად. მ--------თან თ-------------–---–თან შეთანხმებით, თვის ბოლო რიცხვებში ზ----------–--ის სარგებლობაში არსებულ „-----“-ს მარკის ავტომანქანასა და ასევე, მისი მითითებით სხვა ავტომანქანებში ჩაუსხამთ საწვავი. ამასთან, ჩასხმული საწვავის ფულს დებდა თ-------------–---–ი. მათივე განმარტებით, ვალად გაცემული ბენზინის ოდენობას ოპერატორები იწერდნენ ე.წ. შავ ფურცელზე, რომელსაც აგდებდნენ ვალის დაბრუნების შემდეგ.

 

ბენზინგასამართი სადგურის ჩ-------–--------------ების განმარტებით, ვალის დაბრუნების მიზნით, ზ----------–--ე თ-----------------–---–თან ტოვებდა საწვავის ბარათს, რომელიც ოპერატორებს გადაეცემოდათ და კონკრეტულ დღეს ისინი ბარათიდან ხსნიდნენ იმ რაოდენობის საწვავს, რაც წინა თვეს ჰქონდათ ზ----------–--ის მითითებით ჰქონდათ გაცემული. მიღებულ თანხას კი თავად იტოვებდნენ.

 

2----–-–----------ს მ--–--------------–--ემ სამინისტროს კუთვნილი ბარათიდან მოხსნა 140,25 ლარის ბენზინი, ხოლო თანხა გადასცა მ--------ს თ. ჩ-----–---–ს, ვინაიდან მითითებული ოდენობის საწვავი „ნისიად“ ჰქონდა ჩასხმული ზ----------–--ის სარგებლობაში არსებულ „-----“-ს მარკის ავტომანქანაში.

 

გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებების თანახმად, კორპორაციული ბარათიდან გაყიდული საწვავის თანხიდან მათ ზ----------–--ისათვის არასდროს გადაუციათ. უმეტეს შემთხვევაში, თანხას აძლევდნენ მ--------ს. ამასთან, ახსნა-განმარტებების დროისთვის ზ----------–--ეს მათი ვალი არ გააჩნია (ს.ფ. 65-72).

 

4.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოიკითხა გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------ი ზ----------------–---–ი. მისი ახსნა-განმარტების თანახმად, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობს 2----–-–---------ის თვიდან და ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ზ----------–--ე. მოადგილეებს ჰყავთ „-----“-ს მარკის ავტომანქანები, რომლებისთვისაც დამზადებულია სს „------–----------–----------------“ საწვავის ბარათები. თითოეულ ბარათზე ყოველთვიურად სამინისტროდან ირიცხება 400 ლიტრი საწვავი. ასევე, კონკრეტული რაოდენობის საწვავი ირიცხება სამსახურებრივი საქმიანობისათვის გამოყოფილ სხვადასხვა ავტომანქანაზე.

 

ზ----------------–---–ი მიიჩნევს, რომ ზ----------–--ის ავტომანქანისათვის გამოყოფილი 400 ლიტრი საწვავი სრულიად საკმარისი იყო მისი ფუნქციებისა და ავტომანქანის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული ავტომანქანა გამოყოფილი იყო მხოლოდ მისთვის და არა სხვა თანამშრომლებისათვის. შესაბამისად, ზ----------------–---–ის ხელმძღვანელობის პერიოდში არ დამდგარა დამატებით საწვავის მოთხოვნის საჭიროება. აღნიშნული მოთხოვნით არც ზ----------–--ეს მიუმართავს მისთვის. უფრო მეტიც, მისთვის უცნობი იყო ზ----------–--ის მიერ ბენზინგასამართ სადგურიდან საწვავის ვალად აღების თაობაზე.

 

გამოკითხული პირის განმარტებით, ზ----------–--ე არის ინერტული და როგორც ხელმძღვანელი ნაკლებად ხედავს მის მოტივაციას შესასრულებელ სამუშაოებთან მიმართებით. მისივე განმარტებით, ზ----------–--ის ავტომანქანა 2----–--–- რამდენჯერმე იყო გადაყვანილი თ---–--–ი შესაკეთებლად და იგი სამსახურში დადიოდა პირად საკუთრებაში არსებული ავტომანქანით. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ საწვავის ბარათით სარგებლობდა და თავის ავტომანქანაში საწვავს ასხამდა სამსახურებრივი ბარათიდან (ს.ფ. 73-75).

 

4.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–------------ს გამოიკითხა ს----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს დეპარტამენტში. 2----–-–-----------ს ს-----------–-------------------------–ის ზ----------–--ის თხოვნით წავიდა თ---–--–ი, „-----“-ს მარკის ავტომანქანის ჩამოსაყვანად, რომელიც დაახლოებით 15 დღის მანძილზე იმყოფებოდა „------ს“ სერვისცენტრში. ზ----------–--ემ მასვე გადასცა საწვავის ბარათი და თბილისიდან წამოსვლამდე, დ------ში „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში ჩაასახა 30 ლიტრი ბენზინი და დაბრუნდა ჩ-----------ში. ავტომანქანა გააჩერა ჩ-----------ის სამმართველოს ეზოში (ს.ფ. 76-77).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–-----------------------------ს გამოიკითხა ნ------------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს შსს გ------ს პ---–-–-------------------ში ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში. 2----–-–------------–ს იმყოფებოდა თ---–--–ი, პირად საქმესთან დაკავშირებით. ზ----------–--ის თხოვნით, მას თბილისიდან უნდა წაეყვანა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით------------, რომელიც დაახლოებით ერთი კვირით ადრე შესაკეთებლად გადაიყვანეს თ---–--–ი, ევაკუატორით. თ---–--–ი წასვლამდე ზ----------–--ემ ნ------------------ეს გადასცა საწვავის ბარათი, საიდანაც ამ უკანასკნელმა თ---–------------–--–ში, დ------ში არსებულ „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ავტომანქანაში ჩაასხა 40 ლიტრი საწვავი. ჩ-----------ში დაბრუნებულმა ავტომანქანა გააჩერა სამმართველოსთან, ხოლო გასაღები და საწვავის ბარათი დაუბრუნა ზ----------–--ეს. მან დამატებით განმარტა, რომ ზ----------–--ის საწვავის ბარათით კუთვნილ ავტომანქანაში არასდროს ჩაუსხამს საწვავი (ს.ფ. 78-79).

 

4.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------ს გამოკითხულმა ვ------------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონულ სამმართველოში. 2----–-–---------------–ს ს-----------–-------------------------–ის ზ----------–--ის თხოვნით, თ---–--–ი „------ს“ ცენტრში შესაკეთებლად წაიყვანა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით-----------. წასვლამდე, ზ----------–--ემ ჩ-----------ში არსებულ „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხა 40 ლიტრი საწვავი. 2----–-–------------–ს, ქ. თ---–--–ი მითითებულ ავტომანქანაში ვ------------------ემ საკუთარი სახსრებით ჩაასხა 70 ლარის ღირებულების საწვავი. რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე თვეს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ჩ-----------ში, „------–-ს“ ბენზინგასამართ სადგურზე იქ მომსახურე პირებთან გასაუბრების შემდეგ, ზ----------–--ემ ვ------------------ის კუთვნილ „------ს“ ფირმის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით----------- ჩაასხა 20 ლიტრი საწვავი. ვ------------------ემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული შემთხვევის გარდა, ზ----------–--ეს მისთვის საწვავი არ ჩაუსხამს არც კორპორაციული ბარათიდან და არც თავისი სახსრებით. ასევე, მისთვის უცნობია, მსგავსი შემთხვევები სხვა თანამშრომლებთან დაკავშირებით (ს.ფ. 80-81).

 

4.1.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის მიერ მოძიებული ინფორმაციით დგინდება, რომ შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ემ პ---–-–--------–-------მა ზ---- ნ-------ის ძე დ---–---მ 2----–-–------------------ს შსს საინფორმაციო ცენტრის პორტალზე არასამსახურებრივად მოიძია და გასცა 1----–-–---------------ს დაბადებულ მოქალაქე ლ------ ჩ------–---–ის შესახებ პირადი ინფორმაცია.

 

დადგენილია, რომ შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ი-----------------------–ის კ------–--–---–--–---–ის სახელზე რიცხული კომპიუტერიდან, 2----–-–------------------ს, 11:32:54 სთ-ზე მოძიებული იქნა ინფორმაცია ლ------ ჩ------–---–ის შესახებ (ს.ფ. 82-86).

 

4.1.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოკითხული ზ----------–--ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–------------------ს, დღის საათებში (ზუსტი დრო არ ახსოვს) მოძრაობდა ჩ-----------ის რაიონის ცენტრში, მასზე განპიროვნებული „-----“-ს მარკის, სამსახურებრივი ავტომანქანით. ს------–-------–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე იყო ავტომანქანა გაჩერებული, რომ ხელს შეუშლიდა სხვა ავტომანქანებს მოძრაობაში. მისი სანომრე ნიშნები ზ----------–--ეს არ ახსოვს. შესაბამისად, მისი გადამოწმებისა და მესაკუთრესთან დაკავშირების მიზნით, ზ----------–--ემ დარეკა მ------------------------- - ზ--------------ესთან. მას არ ახსოვს მოქალაქის სახელი და გვარი, რომელიც მორიგემ უთხრა. ამასთან, 15-20 წუთის შემდეგ ავტომანქანა იმ ადგილზე აღარ იდგა. ზ----------–--ის განმარტებით, იგი მითითებულ მოქალაქეს არ დაკავშირებია, ასევე მის შესახებ ინფორმაცია არავისთვის არ გადაუცია (ს.ფ. 87-88).

 

4.1.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოკითხული კ------–--–---–--–---–ისა და ზ--------------ის ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ 2----–-–-----------------ის 10:00 სთ-დან 2----–-–-----------------ის 10:00 სთ-მდე იმყოფებოდა მორიგე ცვლაში კ------–--–---–--–---–ი, ხოლო 2----–-–------------------ს - ზ--------------ე. ამასთან, ს-----------ში დევს კ------–--–---–--–---–ის სახელზე განპიროვნებული მოწყობილობა ე.წ „დ--------“, რომლითაც სარგებლობენ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. სამმართველოს თანამშრომლების თხოვნით, მისი მეშვეობით მოწმდება სხვადასხვა მონაცემები, რაც შეთანხმებულია სამმართველოს ხელმძღვანელობასთან. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, კ------–--–---–--–---–მა განმარტა, რომ ლ------ ჩ------–---–ის შესახებ მონაცემები დაცულ კომპიუტერულ ბაზაში (------------ზე) არ მოუძებნია, არავისთვის შეუტყობინებია და ფიზიკური სახით არავისთვის არ გადაუცია.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2----–-–------------------ს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე ს-----------ს მობილურ ტელეფონზე ზ--------------ეს დაუკავშირდა ზ----------–--ე, რომელმაც სთხოვა სამინისტროს კომპიუტერულ ბაზაში მოეძებნა ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით------------) შესახებ ინფორმაცია და მის მფლობელს ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციული ჯარიმები. შესაბამისად, ზ--------------ემ ისარგებლა ს-----------ში არსებული „დ--------თ“ და კომპიუტერულ ბაზაში (------------ზე) მოიძია მის დაინტერესებაში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, ავტომანქანის მფლობელი იყო ლ------ ჩ------–---–ი. აღნიშნული ინფორმაცია მან შეატყობინა ზ----------–--ეს. ამასთან, მისთვის უცნობია, თუ რისთვის სწირდებოდა ზ----------–--ეს მითითებული ინფორმაცია (ს.ფ. 89-92).

 

4.1.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–----------------ს გამოკითხული ნ----------–--ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–-------იდან მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში ს------–-----–--------------–ად. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, თვეში 3 დღე უწევს ჩასვლა გ------ში, სადაც კოლეგის რჩევით, ღამეს ათენებს ლ------------ის ოჯახში. ო---------ის თვეში, კერძოდ, 1-----------------ს, გ------ში წასული იყო მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით-----------, რომელიც შეიძინა 2----–-–---------------ს და თავის სახელზე აღრიცხა 2----–-–------------------ს. მისივე განმარტებით, 2----–-–------------------ს, დაახლოებით 5 საათზე ავტომანქანა გააჩერა სახლის წინ, ჩ-----------ში და მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოძრაობდა. 2--------------ს, დაახლოებით 1 საათზე წამოვიდა თ---–--–ი. დასმულ შეკითხვაზე ნ----------–--ემ უპასუხა, რომ ზ----------–--ის სახელი და გვარის მისთვის უცნობია.

 

ნ----------–--ემ 2----–-–------------- დამატებით განმარტა, რომ 2----–-–------------------ს, 11:30 საათზე ჩ-----------ში მდებარე ა-----ის კლინიკიდან გამოვიდა და თავისი ავტომანქანით გაემართა სს „-----------–----------“ ბანკომატისკენ. კლინიკა მ------–ის მიმდებარედ, ბანკომატიდან თანხის გამოტანის შემდეგ შევიდა მაღაზიაში, შეიძინა პირადი სარგებლობის ნივთები და წავიდა ჩ-----------იდან. მითითებულ მისამართზე ავტომანქანა იდგა დაახლოებით 30-45 წუთის განმავლობაში (ს.ფ. 93-94, 188-189).

 

4.1.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოკითხული ზ----------------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–---------------ს, 18:00 საათზე სამსახურში გამართულ თათბირს ესწრებოდა 10 წუთის განმავლობაში. ადმინისტრაციული შენობის დატოვების შემდეგ, სიგარეტის შეძენის მიზნით წავიდა მაღაზიაში. მაღაზიის შესასვლელის წინ, მისთვის უცნობი მოქალაქეების საუბრიდან შეიტყო „---------“ ბენზინგასამართ სადგურთან, ზ----------–--ის მიერ სამსახურებრივი ავტომანქანით ჩ-----------ის გ--------ში დასაქმებული კ----------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან შეჯახების შესახებ. ვინაიდან ბენზინგასამართ სადგურზე მისულმა ზ----------------–---–მა ვითარება ვერ გაარკვია, დაახლოებით 18:40 საათზე დაუკავშირდა ზ----------–--ეს. ზ----------–--ემ მას განუმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს გამოსდო ავტომანქანა, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთა. ავტომანქანა ხელოსანთან დატოვა შესაკეთებლად. ზ----------------–---–მა ავტომანქანის დათვალიერებისას შეიტყო, რომ ფრთა იყო შეწეული და ხელოსანი ასწორებდა, ასევე, მას საღებავი ჰქონდა მოცილებული. ზ----------------–---–ის შეკითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა ოფიციალურად და რატომ ახდენდა დაფარულად ავტომანქანის შეკეთებას, ზ----------–--ემ უპასუხა, რომ დაზიანება იყო უმნიშვნელო და აუცილებლად არ ჩათვალა შესაბამისი პირების ინფორმირება. მათ შორის აღნიშნულთან დაკავშირებული საუბარი მეორე დღესაც გაიმართა. მოგვიანებით, დაახლოებით 20:50 სთ-ზე ს----------- ნაწილში ოფიციალურად შევიდა ზ----------–--ის შეტყობინება, რომელიც დაეწერა მ-----–-–--------ს. ზ----------–--ის მიერ მითითებულ შეჯახების ადგილზე მოხდა შესაბამისი ნახაზის და დოკუმენტაციის შედგენა. ზ----------–--ემ შეჯახებასთან დაკავშირებით დააფიქსირა იგივე ინფორმაცია, რაც ზ----------------–---–ს მიაწოდა. ამასთან, მ-----–-–-------ის მიერ ადგილის დათვალიერებისას შეჯახების კვალი არ იქნა აღმოჩენილი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ზ----------------–---–მა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის დ-----------ს (ს.ფ. 95-99).

 

4.1.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-----------–--ში 2----–-–---------------ს გამოიკითხა ზ----------–--ე. მისი განმატებით, 2----–-–---------------ს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე საცხოვრებელი სახლის ეზოდან სამსახურებრივი ავტომანქანის უკუსვლით გაყვანისას, ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთის ნაწილი ოდნავ დაზიანდა, ეზოს კარზე. ვინაიდან დაზიანება უმნიშვნელო იყო, გზა გააგრძელა და ჩ-----------ის ცენტრის გავლით სოფელ გ--------ში წავიდა დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად. „---------“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, ცენტრის მიმართულებით ძალიან ახლოს დაინახა „----------ის“ მარკის ავტომანქანა და მაშინვე დაამუხრუჭა. ავტომანქანების შეჯახება არ მომხდარა. ზ----------–--ეს ავტომანქანის შეკეთებამდე ხელმძღვანელობისათვის არ უცნობებია მითითებული ფაქტის შესახებ. შეჯახებიდან დაახლოებით 20 წუთში, ზ----------–--ეს დაურეკა ს-----------–-------------მა ზ----------------–---–მა და ჰკითხა, თუ რა შეემთხვა. მან უთხრა, რომ ავტომანქანის წინა ფრთა დააზიანა ჭიშკართან. ს-----------–-------------მა განუმარტა, რომ ფაქტზე კანონის შესაბამისად უნდა მომხდარიყო რეაგირება. შესაბამისად, სამსახურებრივი ავტომანქანის წინა მარჯვენა ფრთის დაზიანებასთან დაკავშირებით, 8:30 სთ-ზე ს-----------ში განახორციელა შეტყობინება.

 

ზ----------–--ის განმარტებით, მისი შეტყობინების შემდეგ შსს თანამშრომლებმა შეადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მისივე განმარტებით, ავტომანქანა შეაკეთა საკუთარი ხარჯით (ს.ფ. 101-103, 106, 111-118).

 

4.1.15. სანოტარო წესით დამოწმებული, თ---------------ის 2----–-–----- ა-----–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2----–-–------------------ს, 2 საათიდან 4 საათამდე ავტომანქანის საამქროში მიაკითხა ზ----------–--ემ, რომელსაც მანამდეც იცნობდა. იგი იყო თ------------ის „–-----ით“ და უთხრა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოდან გასვლისას ეზოს კარზე დააზიანა ავტომანქანის მარჯვენა ფრთა („კრილო“). დაზიანება იყო დაახლოებით 15-20 სმ-ის (ს.ფ. 224).

 

4.1.16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოში გამოიკითხნენ კ----------–--ე და გ-----------------–--ე.

 

კ----------–--ის განმარტებით, 2----–-–----ნ მუშაობს ჩ-----------ის გ--------ში და მის მფლობელობაშია შ---------ის „----------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით-------------------. მისივე განმარტებით, 2----–-–---------------ს, დაახლოებით 18:00 საათზე მოძრაობდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. „---------“ ბენზინგასამართ სადგურთან მიახლოებისას, დაინახა, რომ გზაჯვარედინზე, ბ----------------- შემოვიდა თ------------ის „–-----ა“. ორივემ შეანელეს და შემდეგ გააგრძელეს მოძრაობა. ავტომანქანები ოდნავ შეეხნენ ერთმანეთს, შეჯახება არ მომხდარა, რის გამოც ავტომანქანებიდან გადმოსვლის გარეშე, გააგრძელეს გზა. მათ ავტომანქანები გააჩერეს რ---------ის წინ და დათვალიერებისას ნახეს, რომ კ----------–--ის ავტომანქანის მოხვევის მაჩვენებელი, რომელიც წინა დღეებში ჰქონდა გატეხილი, მთლიანად ჩაიმსხვრა. მისთვის არ არის ცნობილი რა დაზიანება ჰქონდა ზ----------–--ის ავტომანქანას. ამასთან, იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნია დაზიანება, რომ არავისთვის არ უცნობებია ამ ფაქტის შესახებ. შესაბამისად, არანაირი პრეტენზია არ ჰქონია ზ----------–--ის მიმართ.

 

გ-----------------–--ის განმარტებით, 2----–-–-------------იდან მუშაობს ბენზინგასამართ სადგურზე „------- პ--------–----ი“, რომელიც მდებარეობს ჩ-----------ი-ო----------ის შემაერთებელ საავტომობილო გზის პირას. 2----–-–---------------ს იყო მორიგე. დაახლოებით 17:00-18:00 საათზე, ბენზინგასამართი სადგურის ოფისში გაიგო ავტომანქანების შეჯახების ხმა და ოფისიდან გასულმა დაინახა მ----------ის „----------ის“ მარკის და თ------------ის „–-----ას“ ფირმის ავტომანქანების შეჯახების ფაქტი. სადგურიდან მისი გასვლის დროს, ავტომობილები ტოვებდნენ შემთხვევის ადგილს. მათ სწრაფად დატოვეს ტერიტორია (ს.ფ. 119-122).

 

4.1.17. დადგენილია, რომ კ----------–--ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--–------, რომლის თანახმად, 2----–-–---------------ს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის მძღოლმა მიატოვა შემთხვევის ადგილი, ასევე, სატრანსპორტო საშუალება შემთხვევის ადგილიდან გადააადგილა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-- პ---–-–-------------------ის გ------ს მთავარი სამმართველოს 2----–-–------------ის №-------- დადგენილებით არ დაკმაყოფილდა კ----------–--ის საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (№--–------ საჯარიმო ქვითარი) (ს.ფ. 170-171, 226-227).

 

4.1.18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურში ექსპერტის 2----–-–------------ის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომანქანას „-------------“ სახელმწიფო ნომრით----------- ნაწილობრივ ჩატარებული აქვს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები (სათუნუქე, საფითხი-სამღებრო), ხოლო 2--------- წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის ტრანსპორტის ბარათის გათვალისწინებით წარდგენილ ავტომანქანაზე ვიზუალური დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს - 1360 ლარს (ს.ფ. 199-202).

 

4.1.19. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანებით, ამავე სამინისტროს გ-------–------------–იის 2----–-–----- ა-----–ის დასკვნის გათვალისწინებით, შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ეს, პ---–-–--------–------- ზ---- ნ-------ის ძე დ---–---ს შეეფარდა „-აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი „-აყვედური“ (ს.ფ. 123).

 

4.1.20. „პ---–-–--------–------- ზ----------–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის უფროსის/დეპარტამენტის დ-----------ის მიერ 2----–-–---------------ს დამტკიცებული M---------------- დასკვნის თანახმად, პ---–-–--------–-------მა ზ----------–--ემ ჩაიდინა შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა შსს-ში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში და შემდგომი გამოყენების მიზნით შსს-ს კუთვნილი ქონების (საწვავის ბარათის) მესამე პირისათვის გადაცემაში; სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარ მოპყრობაში, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და შსს-ს მიადგა ქონებრივი ზიანი; ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობასა და შემთხვევის ადგილის თვითნებურად მიტოვებაში, მოსალოდნელი ადმინისტრაციული სახდელისაგან თავის არიდების მიზნით; ასევე, შსს გ-------–-----------–--ში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილ არაგულწრფელობაში, შს მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანების (ა-------–-----–-------------------------------------------------–-----------------–------------–-------–---------------------------------------–--–----------------------------------) მოთხოვნათა დარღვევაში. მითითებული დასკვნით გათვალისწინებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–----------ის №------- ბრძანებით დაკისრებული დისციპლინური სახდელი და ხელმძღვანელობის მხრიდან ზ----------–--ის უარყოფითად დახასიათება, შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მის მიმართ დისციპლინური სახდელი „-ამსახურიდან დათხოვნის“ გამოყენებ (ს.ფ. 50-56).

 

4.1.21. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------ის №------- ბრძანებით, შსს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ე, პ---–-–--------–-------ი ზ---- ნ-------ის ძე დ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში (ს.ფ. 49).

 

4.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხომ არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზ----------–--ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ედ, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------ის №------- ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-------------–--- ზ----------–--ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო ს.ს. „------–----------–----------------“-ს 2----–-–----------ის №------ წერილის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საწვავის ბარათიდან განხორციელებული საწვავის ჩასხმების და მათი ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით. წარმოების ფარგლებში ზ----------–--ის მიმართ გამოიკვეთა სხვა ფაქტებიც, კერძოდ, შსს-ში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლა და შემდგომი გამოყენების მიზნით შსს-ს კუთვნილი ქონების (საწვავის ბარათის) მესამე პირისათვის გადაცემა. სამსახურებრივი ავტომანქანისადმი დაუდევარ მოპყრობა, რასაც შედეგად მისი დაზიანება მოჰყვა და შსს-ს მიადგა ქონებრივი ზიანი; ამასთან, მოსალოდნელი ადმინისტრაციული დისციპლინური სახდელისაგან თავის არიდების მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეუტყობინებლობა და შემთხვევის ადგილის თვითნებურად მიტოვება; ასევე, შსს გ-------–-----------–--ში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმებისას გამოჩენილი არაგულწრფელობა; შს მინისტრის 2----–-–--------------------- ბრძანების მოთხოვნათა დარღვევა.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გამოიკითხნენ ის პირები, ვისაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდათ მითითებულ შემთხვევებთან დაკავშირებით; ასევე, ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სს „------–----------–----------------“ და სს „-----------------–------“ ბენზინგასამართი სადგურებიდან. მიღებული ახსნა-განმარტებებისა და მოძიებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–-------------–--- დაასკვნა, რომ ზ----------–--ემ გამოიჩინა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვა ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა, მან ჩაიდინა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ასევე, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-------–------------–იის 2----–-–-----------------------------------------------ის M---------------- დასკვნა გაზიარებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------ის №------- ბრძანებით და ამავე სამინისტროს გ------ს პ---–-–-------------------ის ჩ-----------ის რაიონული ს-----------–-------------------------–ე, პ---–-–--------–-------ი ზ---- ნ-------ის ძე დ---–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.

 

პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

 

პალატა ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით ცალსახად არ დგინდება ზ----------–--ე სამსახურებრივად გამოყოფილ საწვავს იყენებდა პირადი სარგებლობისათვის თუ სამსახურებრივი დანიშნულებით. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კონკრეტული სამსახურებრივი დანიშნულების ავტომანქანისათვის გამოყოფილი საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვადასხვა ავტომანქანაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზ----------–--ისათვის გამოყოფილი სამსახურის ავტომანქანა ხშირად იყო შესაკეთებელი, იგი სამსახურებრივი დანიშნულებით სარგებლობდა მისი კუთვნილი ავტომანქანითაც; ამასთან, ზ----------–--ის დაქვემდებარებაში მყოფ პირთა გამოკითხვით, რიგ შემთხვევებში ისინი ასრულებდნენ ზ----------–--ის მითითებებს და მათ კუთვნილ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმა ხდებოდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზ----------–--ის სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი დანიშნულების ავტომანქანა მიეყვანათ დანიშნულების ადგილზე; შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა რომ ზ----------–--ე სხვა პირებს გადასცემდა სამინისტროს კუთვნილ ქონებას - საწვავს, წარმოდგენილი მასალით არ დგინდება.

 

ზ----------–--ის მიერ ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ ავტომანქანა მოსარჩლემ თავად შეაკეთა, რაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის მატერიალური ზიანის მიეყენების ფაქტს აქარწყლებს.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ზ----------–--ის დავალებით მოხდა შიდა საინფორმაციო სისტემის გამოყენებით მოქალაქის შესახებ პირადი მონაცემების მოპოვება, მაგრამ მისი არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება ან-და გავრცელება არ მომხდარა, საქმეზე გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებების შეჯერებით აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული, რაც ასევე დამატებით შეფასებას საჭიროებს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ უტყუარად არ დასტურდება დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებები, იგი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადავო გარემოებები და შესაბამისი შეფასება მისცეს მათ. ამასთან, ახალი ადმიინსტრაციული წარმოების წარმგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა განახორციელოს მასზედ დაკისრებული დისკრეციული უფლებამოსილება, დარღვევის უტყუარად დადასტურების პირობებში, საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსის დაცვით უნდა მოახდინოს პასუხისმგებლობის იმ ზომის შეფარდება, რომელიც აღმოჩნდება დარღვევის აღმოფხვრის საკმარისი საშუალება. ყველაზე უფრო მკაცრი სანქციის დასაბუთება საჭიროებს ადეკვატური გადაცდომის არსებობას, გამყარებულს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–--------------ის №------- ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ზ----------–--ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დავალებიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და სხვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს განსახილველ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

5.2. სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა