განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №100210118002391173
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1159-18 22 მარტი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლაურა მიქავა
მოსამართლეები - ირმა პერანიძე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - ეკ--------- ბ------ე - ან- გ------------ი - თ-- მ------–-–---–ი - თა---- წ--------–ი
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- ეკ--------- ბ------ის სარჩელი თ-- მ------–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის განმარტებით, იგი მუდმივად ცხოვრობს ს----------–- ქალაქ ა----–-. ს----------–- ცხოვრების პერიოდში მას გარკვეული სახის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ლ---- ტ------------ მათი ურთიერთობა გარკვეული პერიოდის შემდგომ შეწყდა. მოსარჩელისვე განმარტებით თ-- მ------–-–---–სა და ლ---- ტ--------ს ჰყავთ საერთო შვილი, თუმცა ფაქტობრივ ან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან. ლ---- ტ--------ის გამო თ-- მ------–-–---–ის მიერ ეკ--------- ბ------ის მიმართ გაგზავნილი შეტყობინებები შეიცავენ მუქარის შემცველ განცხადებებს, რაც დასტურდება ელექტრონული შეტყობინებით. მოპასუხის განმარტებით იგი იმყოფება ი----–--–-, ხოლო ქმარი-ლ---- ტ--------ი კი ს----------–-ა. დადგენილია, რომ მოპასუხის პოზიციით მოსარჩელესა და მოპასუხის დიალოგი არ მოიცავს მუქარას. მოსარჩელის გაფრთხილებით, მან ოჯახი გადაარჩინა დანგრევას;
2.2. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე სისტემატიურად ემუქრება მას, რომ სამუშაო მისამართზე გაუგზავნის წერილებს, შეულახავს რეპუტაციას და სამსახურს დააკარგვინებს. მოსარჩელისვე განმარტებით ეკ--------- ბ------ეს პროფესიიდან გამომდინარე როგორც თარჯიმანს უწევს გონებრივად მუშაობა, შესაბამისად თ-- მ------–-–---–ის ქმედებით მიყენებული სულიერი ტკივილი, უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა, რომელიც გამოწვეულია ღამის საათებში მისული შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით აბსოლუტურად უარყოფითად აისახება მის სამსახურზე. მოსარჩელის განმარტებით მან მის წინააღმდეგ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობის გავრცელების შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც დაუკავშირა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქ--------–- ს---–--“ წარმომადგენელი დ-------- ღ----–--ე და მოახსენა რომ თ-- მ------–-–---–მა მიაწოდათ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მის შესახებ;
2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელის პოზიციით მესამე პირებისათვის (ოჯახის წევრები, ნათესავები და არასამთავრობო ორგანიზაციები), მიწოდებული ინფორმაცია არის არასწორი, უხამსი, პატივისა და ღირსების შემლახველი და აგებული შანტაჟზე. ეკ--------- ბ------ის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელება მისივე განმარტებით დასტურდება წერილებიდან, რომელსაც იგი თ-- მ------–-–---–ი უგზავნის მას, კერძოდ მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული იკვეთება შემდეგ წინადადებებში: ,,ეხლა სასამართლოში გამოვაგზავნი პატარა შეტყობინებას ბარემ გაიგოს ყველამ ვინც ხარ”, ,,შენ დედიკოსაც იცნობენ ჩემი მეგობრები..იმასაც მალე მოვახსენებ ვინ ხარ ვის გადაეკდე შენ ჯერ კიდევ არ იცი“. დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობა ელექტრონული შეტყობინებებით, რომელიც ასევე მოიცავს უცენზურო სიტყვებს. აღნიშნულ დიალოგში ასევე წარმოდგენილია ერთმანეთის შეფასებები. დადგენილია, რომ მოსარჩელე კონკრეტულ წინადადებებს და სიტყვებს არ ასახელებს იგი პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებად მიუთითებს მთლიანად დიალოგის შინაარსს შესაბამისი მონიშვნებით. მოსარჩელე თვლის, რომ მოცემული ინფორმაცია მოპასუხის მიერ გავრცელდა ელექტრონული საშუალებით. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერა, რომლითაც იგი თვლის, რომ შეილახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია ეკ--------- ბ------ის პატივი და ღირსება;
2.4. მხარეები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ წერილებში მოხსენიებული ლ---- ტ--------ს იცნობენ, რომელიც ორივე სუბიექტთან თანამშრომლობს. დადგენილია, რომ მესამე პირებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხის მხრიდან საქმეში არ იძებნება;
2.5. ეკ--------- ბ------ემ მის მიმართ განხორციელებული ქმედებების აღკვეთის მიზნით 2018 წლის 05 მარტს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ----ს----------–--- პოლიციის სამმართველოს განცხადებით და მოითხოვა სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე მოეხდინათ სათანადო რეაგირება;
2.6. 2018 წლის 09 მარტს მოსარჩელის მიერ მიღებული იქნა მასთან გასაუბრების ოქმის ასლები. გასაუბრების ოქმში მოსარჩელე აფიქსირებს, რომ თ-- მ------–-–---–ი და სხვა პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას. დაუდგენელია სასარჩელო მოთხოვნის - 65000 ლარის გაანგარიშების წესი და დასაბუთება. მოსარჩელის განმარტებით ეს რაოდენობა დადგენილია სარჩელის შინაარსის შესაბამისად;
2.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ წარმოადგინა ასევე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა, მოსარჩელის ნაწილში. აღნიშნული დიალოგის ამსახველი მიმოწერით მოპასუხე თვლის, რომ მისი ოჯახი, რომ არ დანგრეულიყო, ამიტომ ჩაერთო მოსარჩელესთან დიალოგში. მოსარჩელის სასიყვარულო ურთიერთობებმა დაარღვია მისი ოჯახის სიმყუდროვე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. მოცემულ შემთხვევაში ს----------–--- მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის განმარტებით პირი სისტემატიურად მოიხსენიებს მას შეურაცხმყოფელი, უხამსი სიტყვებით და მის წინააღმდეგ ავრცელებს პატივის და ღირსების შემლახველ, ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. განსახილველი საკითხია ასევე მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული ან მესამე პირებისათვის მიწოდებული ინფორმაციის, ცალკეული მოსაზრებების ცილისწამებად მიჩნევის მართლზომიერება. დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს აღნიშნულის საფუძველზე თ-- მ------–-–---–ს ეკ--------- ბ------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით;
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს ს----------–--- მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან;
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის ჩანაწერი - ,,კანონით დადგენილი წესით გულისხმობს, როგორც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლს, ასევე ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონს;
2.11. განსახილველ საქმეში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ს----------–--- მიერ დადგენილია, რომ მესამე პირებისათვის თ-- მ------–-–---–ის მიერ რაიმე ინფორმაციის გავრცელების ამსახველი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელე მხოლოდ განმარტავს, რომ მას დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქ--------–- ს---–--“ წარმომადგენელი დ-------- ღ----–--ე და მოახსენა, რომ თ-- მ------–-–---–მა მიაწოდათ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მის შესახებ. ასევე მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს, რომ მოპასუხე სისტემატიურად უკავშირდება ეკ--------- ბ------ის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს მოსარჩელეს და ავრცელებს არასწორ, უხამს, პატივისა და ღირსების შემლახველ ინფორმაციას;
2.12. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო;
2.13. სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ საქმეში არ დასტურდება მოპასუხის მიერ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია დიალოგის ამსახველი მიმოწერა;
2.14. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ე” პუნქტის შესაბამისად ე) ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
2.15. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. ამ შემთხვევაში როგორც მოპასუხე ისე მოსარჩელეები კერძო პირები არიან;
2.16. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა;
2.17. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას;
2.18. ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება.ამდენად,მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ს----------–--- მიერ დადგენილია, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ მესამე პირებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი;
2.19. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ელექტრონული მიმოწერით წარმოდგენილია დიალოგი. თვით მოპასუხე მიუთითებს რომ წერილებში მოყვანილი სადავო გამონათქვამები წარმოადგენს მისი მოსაზრებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხის მიერ ინფორმაცია იქნებოდა გავრცელებული ან მესამე პირებისათვის გადაცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იქნებოდა გარკვეულიყო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს). აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან „სიტყვისა დაგამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მითითებული კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება, ხოლო, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით;
2.20. ფაქტისა და აზრის გამიჯვნისათვის აუცილებელია გამიჯვნის კრიტერიუმების დადგენა. ამისათვის უნდა მივმართოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, რომელიც მინიმალურ სტანდარტს აწესებს აზრისა და ფაქტის გამიჯვნისათვის, კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი,რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ;
2.21. აზრის დეფინიცია მოცემულია ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;
2.22. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ დადასტურებული არ არის მოპასუხის მიერ ინფორმაციის გავრცელების ან მესამე პირებისათვის გადაცემის ფაქტი მოსარჩელის შესახებ;
2.23. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებლია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში;
2.24. განსახილველ შემთხვევაში, არ შეიძლება ფაქტებად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული დიალოგის შინაარსი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ინფორმაციის გავრცელებასთან ან მესამე პირებისათვის გადაცემასთან. სახეზეა ორ პირს შორის არსებული უთანხმოება გარკვეულ საკითხზე, რომელსაც განიხილავენ ერთმანეთში და ერთმანეთის მიმართ აქვთ გარკვეული მოსაზრებები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელემ რაიმე სახის ზიანი მიიღო მოპასუხის მოქმედებით;
2.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებით. „გონივრული“, „სამართლიანი შეფასებითი ცნებებია და იმისათვის, რომ განისაზღვროს არაქონებრივი ზიანის ოდენობა, აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორებიც. კერძოდ, მორალური ზიანის ხარისხი, ასევე დაძაბულობა და ზარალის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება არ გახდეს უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ეკ--------- ბ------ემ
ს-----–-–--- საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, ს----------–--- მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საქმესთან შემხებლობის მქონე მტკიცებულებებს;
3.2. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ეკ--------- ბ------ის მიმართ გამოთქმული აშკარად მუქარის შემცველი განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ თ-- მ------–-–---–ი სისტემატურად აშანტაჟებდა, პერმანენტულად აყენებდა შეურაცხყოფას, უგზავნიდა პირად შეტყობინებებში ღირსებისა და პატივის შემლახველ შეტყობინებებს და ემუქრებოდა, რომ სამუშაო მისამართზე გაუგზავნიდა წერილებს, შეულახავდა რეპუტაციას და დააკარგვინებდა სამსახურს.
3.3. სასამართლომ ერთი მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-- მ------–-–---–ის მიერ მესამე პირებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახლდათ არასწორი, უხამსი, პატივისა და ღირსების შემლახველი და აგებული შანტაჟზე, თუმცა მეორე მხრივ თ-- მ------–-–---–ის ქმედებები შეფასებისა და რეაგირების გარეშე დატოვა, რის გამოც მოპასუხე მხარე დღემდე ახდენს მის დისკრედიტაციას;
3.4. განსახილველ შემთვევაში, მოპასუხე მხარეს საქმის განხილვის ეტაპზე არც უარყვია ეკ--------- ბ------ის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელების ფაქტი, პირიქით ს----------–--- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თ-- მ------–-–---–ის ქმედებას მისი წარმომადგენელი უწოდებს "ყოჩაღ მოქმედებას", რისი საშუალებითაც ოჯახი გადაარჩინა დანგრევას. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ თ-- მ------–-–---–ი არც ფაქტობრივ და არც რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება ლ---- ტ------------ და ცხოვრობს საზღვარგარეთ, შესაბამისად გაუგებარია თუ რომელი ოჯახის გადარჩენას გულისხმობდა მოპასუხე მხარე;
3.5. მოპასუხე მხარე, უცენზურო, უხამს და აშკარად ღირსების შემლახველ გამონათქვამებს მიიჩნევს "ადამიანურ გაფრთხილებად", რაც თ-- მ------–-–---–ისთვის წარმოადგენს ჩვეულებრივ ქმედებას და ვერ აღიქვამს მათ შეურაცხყოფად, მიუხედავად იმისა, რომ ს----------–--- მიერ დადგენილია, რომ თ-- მ------–-–---–ის მიერ ეკ--------- ბ------ის მისამართით გაჟღერებული განცხადებები წარმოადგენს აშკარად უხამსს, პატივის, ღირსების შემლახველს;
3.6. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2, მე-6 ნაწილებზე, 413-ე მუხლზე მითითებით აპელანტმა განმარტა, რომ მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს ეკ--------- ბ------ის სულიერი და მორალური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოპასუხე მხარის მართლსაწინაარმდეგო მოქმედებით და რომელიც ხელყოფს მოსარჩელის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს;
3.7. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებულ მორალური ტანჯვის ხარისხს. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია, მისი მიზანია დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება და კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე;
3.8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ს----------–--- მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ეკ--------- ბ------ის მიმართ დაირღვა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და სახეზე გახლდათ მორალური ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა კერძოდ: 1. სახეზეა ეკ--------- ბ------ის პატივისა და ღირსების შელახვა; 2. გავრცელებულია პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები; 3. გავრცელებული ცნობები შეუსაბამოა სინამდვილესთან;
3.9. ამ უფლებათა შელახვა გულისხმობს პირის შესახებ სინამდვილესთან შეუსაბამო და თან ისეთი ცნობების გავრცელებას, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ; ჩამოთვლილ უფლებათა შემლახავი ცნობების გავრცელება გულისხმობს ასეთი ცნობების გამოქვეყნებას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, სიტყვიერად თუ წერილობით მათ მიწოდებას დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ერთი, რამდენიმე ან მრავალი პირისათვის;
3.10. საქართველოს კანონის "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ 1-ლი მუხლის მიხედვით განცხადება ეს არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო; ამავე კანონის მიხედვით ის განცხადება, რომელიც არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, მოხმობილი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის ცილისწამება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა;
3.11. ეკ--------- ბ------ის პატივისა და ღირსების შელახვა გამოწვეულია სწორედ თ-- მ------–-–---–ის მიერ გავრცელებული მცდარი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რომელიც არსებით და მორალურ ზიანს აყენებს მას;
3.12. იქიდან გამომდინარე რომ ს----------–--- მიერ შეფასების გარეშე იქნა დატოვებული თ-- მ------–-–---–ის ქმედებები, მოპასუხე მხარეს გაუჩნდა "დაუსჯელობის სინდრომი", რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ თ-- მ------–-–---–ი კვლავ აგრძელებს ეკ--------- ბ------ის შეურაცხყოფას, სოციალურ ქსელში დღემდე, პერმანენტულად, საჯაროდ ავრცელებს ეკ--------- ბ------ის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველ, ამორალურ და ზნეობის საწინააღმდეგო ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და უსაფუძვლოდ ახდენს მის დისკრედიტაციას;
3.13. ეკ--------- ბ------ე გახლავთ ა------ ს-----–-–--- ს----------–--- თარჯიმანი, აგრეთვე მუშაობს საგამოძიებო ორგანოებში თარჯიმნის პოზიციაზე, შესაბამისად მისთვის უმნიშვნელოვანელია მისი საქმიანი რეპუტაცია, რომლის შელახვასაც რეალური საფრთხე ემუქრება მოპასუხე თ-- მ------–-–---–ის ქმედებებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნ-წილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ეკ--------- ბ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ამონაწერებით, რომლის შინაარსი სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა მხარეთა მიერ, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ეკ--------- ბ------ესა და თ-- მ------–-–---–ს ,,facebook messenger”-ის საშუალებით ჰქონდათ პირადი მიმოწერა, რომელიც შეიცავს უცენზურო სიტყვებს (იხ. ამონაწერები, ს/ფ 22-78; 176-186; 01.03.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:15:17-14:15:40 სთ);
4.2. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ თ-- მ------–-–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- ტ------------, რომელთანაც ჰყავს შვილი;
4.3. ეკ--------- ბ------ე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ლ---- ტ------------, რის შემდეგაც მოდავე მხარეთა შორის 2017 წლის სექტემბრის თვიდან დაიწყო ზემოაღნიშნული მიმოწერა (იხ. 01.03.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:13:13-14:14:06; 14:16:20 სთ.);
4.4. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ,,facebook”-ის ამონაწერები, რომლის შინაარსი სასამართლო სხდომაზე დადასტურებული იქნა მხარეთა მიერ, შეიცავს რამოდენიმე პიროვნების კომენტარს, მათ შორის უცენზურო სიტყვებს, თუმცა წარმოდგენილი არცერთი ამონაწერიდან არ ირკვევა კონკრეტულად ვის მიმართ არის იგი მიმართული (იხ. ამონაწერები, ს/ფ 137-292);
4.5. ეკ--------- ბ------ის განმარტებით, თ-- მ------–-–---–ი ავრცელებდა მასზე ინფორმაციას, რომ ის იყო ცუდი ყოფაქცევის (,,ბოზი“), რომელიც ცდილობდა მისი და ლ---- ტ--------ის ოჯახის დანგრევას (იხ. 01.03.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:29:36-14:32:00);
4.6. განსახილველ შემთხვევაში, ეკ--------- ბ------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელისაც იგი ითხოვს პატივისა და ღირსების, ასევე რეპუტაციის შელახვის გამო, რაც გამოიხატა იმაში, რომ თ-- მ------–-–---–ი ავრცელებდა მასზე მცდარ ფაქტებს, უწოდებდა მას ,,ბოზს“, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; ასევე უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ საჯაროდ შეულახავდა რეპუტაციას და დააკარგვინებდა სამსახურს. თ-- მ------–-–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია მისი სულიერი ტკივილი, უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა, რომელიც გამოწვეული იყო ღამის საათებში მისული შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახება სამსახურში მის მუშაობის ხარისხზე. ამასთან, თ-- მ------–-–---–ი სისტემატიურად უკავშირდება მის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთანაც შესაძლოა მას რაიმე კავშირი ჰქონდეს და მასზე ავრცელებს უხამს, არასწორ, პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას;
4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო;
4.8. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო;
4.9. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას;
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას;
4.11. პალატა მიუთითებს, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვად ჩიათვლება ისეთი განცხადების ან ფაქტის გავრცელება, რომელიც მე-18 მუხლში ჩამოთვლილი არაქონებრივი უფლებებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ერთად ხელმყოფია და რომელიც კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს;
4.12. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით;
4.13. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონით საჯარო და კერძო პირის ცილისწამება გამიჯნულია და სხვადასხვა მუხლებითაა მოწესრიგებული („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები). აღნიშნულს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური ტკივილი, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი). განსახილველი სამართლებრივი დანაწესის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი უზრუნველყოფილი იქნეს. ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომელიც კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარო პირის ცილისწამებისგან განსხვავებით, შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელების ფაქტის დადგენას სავალდებულოდ არ მიიჩნევს, შესაბამისად, კერძო პირის შემთხვევაში, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თავისი პატივისა და ღირსების დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ცილისწამების გავრცელება არ მომხდარა, თუმცა, ასეთ დროს, მან უფრო მაღალი ლეგიტიმაციის არგუმენტებით უნდა დაადასტუროს პატივისა და ღირსების შელახვის ვარაუდი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, შეურაცხმყოფელი ფაქტების ფართო მასებში გავრცელება პირის პატივსა და ღირსებას საზოგადოების თვალში აკნინებს, შესაბამისად, მას უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე პირად სივრცეში, თუნდაც, იმავე სახის შეურაცხყოფის მიყენება;
4.14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია, მოთხოვნა დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ ყველა კუმულატიურ ელემენტს აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ასამოქმედებლად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ მოპასუხის განცხადება უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა;
4.15.ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს, თუ არა, ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას;
4.16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამგვარი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას განმარტა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას გულისხმობს, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია, გამოთქმის კონტექსტის მიხედვით, მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია, გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1278-1298-2011);
4.17. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბერის განჩინება საქმეზე Nას-179-172-2012);
4.18. პალატა მიუთითებს, რომ აზრში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამები, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის მართებულობა პირად შეფასებაზეა დამოკიდებული. აზრი არ ექვემდებარება სისწორისა და მცდარობის მტკიცებას. სპეციალური კანონიდან გამომდინარე, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით თუ მისი გასაჯაროების შემთხვევაში არ შეილახება სხვათა უფლებები. შესაბამისად, კომენტარის, შეფასებითი მსჯელობის, თვალსაზრისისა და სხვა შეხედულების გამოხატვა, რომელიც პოზიციის დაფიქსირებას, პიროვნების, საგნის ან მოვლენის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს, სამართლებრივ ფარგლებში დაცულ ძირითად უფლებათა გამოვლინებად მიიჩნევა და იგი არ ჩაითვლება ცილისწამებად. ხშირ შემთხვევაში აზრი ეყრდნობა ფაქტს, ხოლო ფაქტი წარმოადგენს აზრის საფუძველს, რომლითაც ადასტურებს ან უარყოფს მას;
4.19. პალატა მიუთითებს, რომ ეკ--------- ბ------ის მიერ სადავოდ გამხდარი გამონათქვამი შესაძლოა მორალურად დასაძრახი ქმედება იყოს, თუმცა, იგი ეკ--------- ბ------ის ლ---- ტ------------ ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსარჩელისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებას, მის შეფასებას ასახავს. გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხის გამონათქვამი მისი აზრის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად. პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის სუბიექტური შეფასების გამომხატველი სადავო გამონათქვამები, უარყოფითი ემოციისა და გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია მოსარჩელისათვის, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მოტივაციით, ცილისწამების გამო, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავს;
4.20. მნიშვნელოვანია ის, რომ სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიზანი, უპირველესად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დარღვეული პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დაყენების უფლება გააჩნია პირს, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია;
4.21. პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფად ჩაითვლება, თუ არსებობს რაიმე ცნობის (ფაქტის) გავრცელება და ეს ცნობა შეიცავს ამ ნორმით დაცულ ერთ ან რამდენიმე სიკეთის (პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან სხვ.) ხელყოფას. ამდენად, არაქონებრივი უფლებების დარღვევის იურიდიული კვალიფიკაციისათვის საკმარისია ამ ნორმით დაცული ერთ-ერთი საკითხის ხელყოფაც, რომელიც კანონის ან მორალის ნორმების დარღვევას, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს. არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (უარყოფა) და ასევე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თითოეულის არსებობისათვის საჭიროა ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე სიკეთე მაინც შეილახოს;
4.22. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად საქართველოს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა;
4.23. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას;
4.24. პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და, ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად;
4.25. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ამონაწერებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ეკ--------- ბ------ესა და თ-- მ------–-–---–ს ,,facebook messenger”-ის საშუალებით ჰქონდათ პირადი მიმოწერა, რომელიც მართალია შეიცავდა უცენზურო სიტყვებს, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ-- მ------–-–---–ი რაიმე ფორმით საჯაროდ ავრცელებდა მოსარჩელის მიმართ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ განცხადებებს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, არანაირი სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების სტანდარტს. ასევე არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ თ-- მ------–-–---–ის აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია მოსარჩელის სულიერი ტკივილი, უარყოფითი ფსიქოლოგიური დატვირთვა, უძილობა, რომელიც გამოწვეული იყო ღამის საათებში მისული შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება სამსახურში მის სამუშაო ხარისხზე;
4.26. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ეკ--------- ბ------ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ,,facebook”-ის ამონაწერებს, რომელიც შეიცავს რამოდენიმე პიროვნების უცენზურო კომენტარს, რადგან წარმოდგენილი არცერთი ამონაწერიდან არ ირკვევა კონკრეტულად ვის მიმართ არის იგი მიმართული, რაც გამორიცხავს მისი გაზიარების შესაძლებლობას;
4.27. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურება ვერ მოახდინა;
4.28. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რაც გამორიცხავს ეკ--------- ბ------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკ--------- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ეკ--------- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე