განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100118002365131
საქმე №1ბ/75-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მი----–-------–---–-ს
მსჯავრდებულის: არ---------–---–---–-ს
ადვოკატის: ქე---------------ს
მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ არ----------------------–---–---–-ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–--------------------------------- საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებლი, არასრული - საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქ----------------–-------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით, არ---------–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი;
მსჯავრდებულ არ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.
არ---------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ამ ზალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, არ---------–---–---–- ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ--------------–-------------------ში მდებარე ინდმეწარმე ,,მ------------–---–ის“ კუთვნილ სასურსათო მაღაზია ,,ბ----ს“ მომსახურე პერსონალს ან---------–---–ს და ნა----------ს, რა დროსაც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ან----------–---–ს ხელით კისრის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ნა----------ს გასტაცა მაღაზიის კუთვნილი 50 ლარი და მისი კუთვნილი 400 ლარად ღირებული ,,აიფონ 5“-ს ფირმის მობილური ტელეფონი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გი--------------–---–-ა, რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა არ---------–---–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჩხრეკის ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არ---------–---–---–- წარსულში ნასამართლევი არ არის, აქვს აღნიშნული გარემოებები სრულად იძლევა იმის საშუალებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნას მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა, ხოლო, რაც შეეხება საქართელოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გამოყენებას, რასაც ასევე არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეული არ ყოფილა ამ ნორმის კანონით დადგენილი პირობების გამოყენების წესი და შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველიც არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, არ---------–---–---–ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი--------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. არ---------–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 3(სამი)წელი და 4(ოთხი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 8(რვა)თვე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი;
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ არ---------–---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
5.მსჯავრდებულ არ---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.
6.პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
- ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, დაქტილობარათები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
- ხურდის დასადები თეფში, სალარო აპარატის უჯრა, მობილური ტელეფონი ,,აიფონ-5“, სალომბარდე ხელშეკრულება და სიმ ბარათის ჩარჩოები, ტყავის საფულე მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი