განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
211210018002536785
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 211210018002536785

საქმე №2ბ/7738 -18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მარტი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ა-------- მ----–----–--------------ა

წარმომადგენელი - მ------- გ---–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’

წარმომადგენელი - ი--------------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2018 წლის 4 აპრილს ა-------- მ----–----–--------------ასა და და შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ს შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 16(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საფუძველზე ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დადებული იქნა ხელშეკრულება N--.

 

2. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ა-------- მ----–----–------ის ლ--–-------------ის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1 146 542 ლარს, სამუშაოს დასრულების ვადად კი განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისი.

 

3. წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-9 პუნქტით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შპს „ქ--------–-----“.

 

4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.4 და 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით.

 

5. მშენებლობის კალენდარული გრაფიკი შედგება 6 თვისაგან, რომლის პირველ თავში განსაზღვრულია „ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების“ გრაფიკი, კერძოდ: 1. „ტრასის აღდგენა და დამაგრება“, 2. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი“ და 3. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი“, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე.

 

6. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათ კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ”შემსყიდველისა” და ”მიმწოდებლის” შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ომით, სტიქიური მოვლენებით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა. ამავე მუხლის 13.3 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემობებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებდა მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და შეეცდებოდა გამოენახა შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებოდნენ ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

 

7. ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების გრაფიკის თანახმად პირველი რიგის სამუშაოებია: 1. ტრასის აღდგენა და დამაგრება, 2. პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი და 3. პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 დღეზე.

 

8. 2018 წლის 13 აპრილს შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის დირექტორმა ა. კ------–---–მა ა-------- მ----–----–--------------ას მიმართა, რომ სამუშაოების დაწყების პერიოდს დაემთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ვნების კვირა, რა დროსაც საქართველოში იყო გამოცხადებული უქმეები, შესაბამისად მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ: სამშენებლო გზის დაკვალვა, ტექნიკის მობილიზება და სხვა დაიწყო 10 აპრილს და მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, ითხოვა აღნიშნული ვითარების გათვალისწინება საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესში.

 

9. 2018 წლის 02 ივლისს ა-------- მ----–----–--------------ამ N------- წერილით მიმართა შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის დირექტორს ა. კ------–---–ს და მიუთითა, რომ სამუშაოების დაწყების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს (4; 5; 6; 7; 8; 9; 10/4/2018) 7 დღეს (საზედამხედველო კომპანია ქ--------–-----“-ს N10.4.2018 წელი. 1.6 პუნქტის თანახმად 10 აპრილს მათ არ ჰქონდათ სამუშაოები დაწყებული) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიოდ ჩაითვალა 6; 7; 8; 9 აპრილი, რაც შეეხება 4-5 რიცხვებს, N-- ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტის თანახმად დაერიცხათ საჯარიმო სანქცია გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო, ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით, რამაც შეადგინა 2299,08 ლარი, მოითხოვა აღნიშნული თანხის გადახდა.

 

10. 2018 წლის 03 ივლისს ა-------- მ----–----–--------------ს N---- 09 ბრძანებით შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’ დირექტორის ა. კ------–---–ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 4 აპრილის გაფორმებული N---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 7 (შვიდი) კალენდარული დღით 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

 

11. 2018 წლის 10 ივლისს ა-------- მ----–----–--------------ს N---- 09 ბრძანებით შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’ დირექტორის ა. კ------–---–ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 4 აპრილის გაფორმებული N---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 24 (ოცდაოთხი) კალენდარული დღის ვადით 2018 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით.

 

12. შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–------მ’’ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მ----–----–------ის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე ა-------- მ----–----–--------------ის მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს გაუქმება.

 

13. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის წარმომადგენლის ი--------------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 04 აპრილს ა-------- მ----–----–--------------ასა და შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ს შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 16(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საფუძველზე ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დადებული იქნა ხელშეკრულება N--. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ა-------- მ----–----–------ის ლ--–-------------ის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 146 542 ლარს, სამუშაოს დასრულების ვადად კი განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისი. წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-9 პუნქტით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შპს „ქ--------–-----“. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.4 და 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით. მშენებლობის კალენდარული გრაფიკი შედგება 6 თავისაგან, რომლის პირველ თავში განსაზღვრულია „ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების“ გრაფიკი, კერძოდ: 1. „ტრასის აღდგენა და დამაგრება“, 2. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი“ და 3. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი“, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე. ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 2018 წლის 04 აპრილს, მაგრამ იმის გამო, რომ სამუშაოების დაწყების პერიოდს დაემთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვნების კვირა, რა დროსაც საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული იყო უქმეები, გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 10 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ 2018 წლის 13 აპრილს მიმართა და აცნობა ა-------- მ----–----–--------------ას, ხოლო განცხადების პასუხად შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ს 2018 წლის 02 ივლისს ეცნობა, რომ ა-------- მ----–----–--------------ა საპატიოდ მიიჩნევს 6-7-8-9 აპრილს, ხოლო, იმის გამო, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები არ აწარმოა 4 და 5 აპრილს, ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე, სულ 90 დღეზე, რომელიც უნდა აითვალოს 5 აპრილიდან და მთავრდება 3 ივლისს, საწარმოს 4 აპრილიდან არ უნდა დაეწყო სამუშაოების შესრულება, შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

 

14. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა-------- მ----–----–--------------ამ არ ცნო სარჩელი და მისმა წარმომადგენელმა მ------- გ---–--–---–მა განმარტა, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით, ა-------- მ----–----–--------------ამ საპატიოდ მიიჩნია 6-7-8-9 აპრილი, მიმწოდებელმა სამუშაოები არ აწარმოა 4 და 5 აპრილს, შესაბამისად ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით.

 

15. ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მ----–----–------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ა-------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 02 ივლისის N------- გადაწყვეტილებთ შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის მიმართ დაწესებული პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით. მოპასუხე ა-------- მ----–----–--------------ას მოსარჩელე შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული საპროცესო ხარჯის - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. (იხ. გადაწყვეტილება)

 

16. ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მ----–----–------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა-------- მ----–----–--------------ის წარმომადგენელმა.

 

16.1. აპელანტის განმარტებით, არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში სადაც აღნიშნული აქვს, რომ მოსარჩელე შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში სრულად და ს--–-----–-- თვალსაზრისით სრულყოფილად. კერძოდ, საწარმომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საბოლოოდ, მართლაც შეასრულა სრულად და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სამშენებლო თვალსაზრისით სრულყოფილად, თუმცა არსებული და დამტკიცებული კალენდარული გრაფიკის დარღვევით, რამაც გამოიწვია შემსყიდვლის კანონიერი ინტერესების დარღვევა, რომელიც ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4. პუნქტით იყო შეთანხმებული მიმწოდებელთან. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაეწყო 4 აპრილს, ასევე ის გარემოება, რომ მან ეს სამუშაოები არ დაიწყო 4-5 აპრილს და ასევე სახეზე გვაქვს აღნიშნული დარღვევებისთვის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რომლის შესრულება წარმოადგენს შემსყიდვლის კანონიერ ინტერესს.

 

16.2. აპელანტის განმარტებით, სამუშაოს შესრულების დადგენილ დროში მოიაზრება არა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების დრო, არამედ კალენდარული გეგმა გრაფიკი, რომელიც განსაზღვრავს ყოველი კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვადას და რომელიც დადგენილი სტანდარტია სახელმწიფოს მიერ და მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. ამასთან შესაძლებელია მხარეები თავიდან ვერ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს რეალურ ოდენობაზე, რის გადახდაც შემდეგ შეუძლებელი შეიძლება შეიქმნას, ამიტომ სასამართლოს შეუძლია შეამციროს პირგასამტეხლოს რაოდენობა, თუმცა სამართლებრივი ნორმა, რომელიც სასამართლოს აძლევს უფლებას მთლიანად გააუქმოს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

17. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მ----–----–------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

18. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ა-------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 02 ივლისის N------- გადაწყვეტილებით შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის (ს/კ 4--------) მიმართ დაწესებული პირგასამტეხლო 2293.08 ლარის გაუქმება.

 

19. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა იზაიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 1 -12 პუნქტები) სადავო გარემოებებისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

19.1. 2018 წლის 4 აპრილს ა-------- მ----–----–--------------ასა და და შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ს შორის დადებული იქნა ხელშეკრულება N--, რომლის საგანს წარმოადგენდა ა-------- მ----–----–------ის ლ--–-------------ის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 146 542 ლარს, სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა - 2018 წლის 03 ივლისი. აღნიშნული ხელშეკრულების 4.4 და 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით.

 

19.2. მოსარჩელე შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-მა 2018 წლის 4 აპრილს ა-------- მ----–----–--------------ასა და შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში სრულად და ს--–-----–-- თვალსაზრისით სრულყოფილად, რასაც ადასტურებენ მხარეები.

 

19.3. ა-------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 02 ივლისის N------- გადაწყვეტილებით, შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ს 2293.08 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრა არა ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულებისა და ჩაბარებისთვის, არამედ ნაკისრი ვალდებულების 1-2 დღის დაგვიანებით დაწყებისათვის. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან ე.ი. 2018 წლის 4 აპრილიდან, ხოლო სამუშაოების შესრულება კი 2018 წლის 4 აპრილს არ დაწყებულა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ა-------- მ----–----–--------------ის 2018 წლის 02 ივლისის N------- გადაწყვეტილებით შპს ,,ს------- ს--–-----–-- ს-----------–-----’’-ის (ს/კ 4--------) მიმართ დაწესებული პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით საფუძვლიანია და განმარტავს, რომ:

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით.

 

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.

 

პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. (სუსგას-1755-2018)

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ 2 დღის დაგვიანებით დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში სრულად და სრულყოფილად, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, დაკისრებილი პირგასამტეხლოს - 2293.08 ლარს, პალატა გონივრულად და თანაზომიერად ვერ მიიჩნევს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

20. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-------- მ----–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მ----–----–------ის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი