განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
010141319700078237
ინსტანცია
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700078237

საქმე №1/აგ-47-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენით რ------------------ი (დაბ. 1961 წლის 20 თებერვალს, პირადი №------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

რ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო -2015 წლის 19 მარტიდან.

 

რ------------------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

2019 წლის 22 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა რ------------------მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ აღნიშნულ განაჩენზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რ------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ რ------------------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენით, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას - საერთო წონით 17,62 გრამი, უკანონო შეძენა, შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).

 

სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას თერთმეტ წლამდე ვადით. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილის /მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა/ სანქცია ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 160-დან - 220 საათამდე. შესაბამისად იცვლება როგორც სასჯელი, ასევე კატეგორია, რითაც უმჯობესდება მსჯავრდებულის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განესაზღვროს სასჯელი 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისი მოხდისგანაც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ რომან დევდასრიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

რ------------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რისი მოხდისგანაც გათავისუფლდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

გ. კახეთელიძე