განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210118002484350
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1293-2018 12 თებერვალი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ა------- ჯ--------ე, გ------- ა-----–--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს კ------- ბანკი
მოპასუხე - უ–---- ტ-----–--ე
დავის საგანი - სესხი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს.ს. კ------- ბანკის (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1.1. ს.ს. კ------- ბანკის სასარგებლოდ უ–---- ტ-----–--ეს, ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ 6799 (ექვსიათასშვიდასოთხმოცდაცხრამეტი) ლარი და 11 (თერთმეტი) თეთრი ლარის გადახდა. (საიდანაც 5300 ლარი არის ძირი, 392,80 არის პროცენტი, 530 ლარი არის მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი), 425 ლარი და 25 თეთრი არის სადაზღვევო შენატანი, 151 ლარი და 6 თეთრი არის პირგასამტეხლო). ს.ს. კ------- ბანკის სასარგებლოდ უ–---- ტ-----–--ეს, დაეკისრა 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 13 (ცამეტი) თეთრის გადახდა. ს.ს. კ------- ბანკს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 53 (ორმოცდაცამეტი) ლარი (საგადახდო დავალება N 235024 გადახდის თარიღი -31.05.2018 წ; გადამხდელი - სს კ------- ბანკი; გადამხდელის ბანკი - სს კ------- ბანკი; ბანკის კოდი - TRESGE22; თანხა - 239.16 ლარი), კანონით დადგენილი წესით. უ–---- ტ-----–--ეს, ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სს. კ------- ბანკის სასარგებლოდ 149 (ასორმოცდაცხრა) ლარისა და 32 (ოცდათორმეტი) თეთრის გადახდა. უ–---- ტ-----–--ეს, ა------- ჯ--------ეს და გ------- ა-----–--–-–---–ს ასევე სოლიდარულად დაეკისროთ ს.ს. კ------- ბანკის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და სასამართლოს გარეშე ხარჯები 11 (თერთმეტი) ლარის (საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი) 21 (ოცდაერთი) ლარის (სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ხარჯი) ოდენობით და 21 (ოცდაერთი) ლარის (საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი) ანაზღაურება. უ–---- ტ-----–--ეს დაეკისროს ს.ს. კ------- ბანკის სასარგებლოდ 1 (ერთი) ლარისა და 65 (სამოცდახუთი) თეთრის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 25 იანვარს სს კ------- ბანკსა და უ–---- ტყ----–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება # 18------------, რის საფუძველზეც მან ისესხა 5300 ლარი 36 თვის ვადით 2021 წლის 08 თებერვლის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გარაფიკის შესაბამისად (წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 33.89%, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომს ახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხებაა ჯარიმა დარჩენილი სრული ძირი თანხის 0.14 %-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2.2. 2018 წლის 25 იანვარს ა------- ჯ--------ემ და გ------- ა-----–--–-–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებების და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე უ–---- ტ-----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ ამ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე - 5300 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2044.49 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე - 437.40 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 7781.89 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1, 3.1, 3.7 პ- ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტი), მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი). 2.3. ძირითადი მოვალის უ–---- ტ-----–--ის მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი მოცემული მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2018 წლის 08 იანვრის გადასახდელი და იმყოფება 3 თვიან ვადაგადაცილებაში. ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებებით, ასევე წერილობით მსესხებელი გაფრთხილებულია მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულ იქნენ, რომ მსესხებელი არ ასრულებს თავდებობის ხელშეკრულების 2.1,3.1,3.2,3.5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას. სესხის ხელშეკრულების 9.6 პ-ტის და თავდებობის ხელშეკრულების 3.12. პ-ტის თანახმად მხარეები ვალდებულნი არიან საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ. სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხისთანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადააზღვეო პრემიის თანხის გადახდა (ეს არ გამორიცხავს კაონით და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ 7.1- პუნქტის თანახმად „გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“ ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ “მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შმეთხვევაში „გამსესხებელს“ უფლება აქვს დააუყონებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხა, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები (8.2. პუნქტი). 2.4. მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 25 იანვრის # 18------------ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 7916.92 ლარი, საიდანაც 5300 ლარი სესხის ძირი, 2040.61 ლარი (392,80 ლარი სარჩელის შემოტანამდე პროცენტი დანარჩენი კი მიუღებელი შემოსავალი)საპროცენტო სარგებელი, 425.25 ლარი სადაზღვეო შესატანი, 151.06 ლარი არის ჯარიმა. 2.5. 2018 წლის 25 იანვრის სს კ------- ბანკსა და უ–---- ტ-----–--ეს შორის დაიდო # 1------------A სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 40 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენს 10 თვეს. სესხი გამოყენებულ იქნა დამზღვევის - უ–---- ტ-----–--ის მიერ # L-----------18 სადაზღვეო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (სესხის ეფექრური საპროცენრო სარგებელი შეადგენს 1.22%-ს)-3.4. პ-ტი და მე-5 მუხლი) უ–---- ტ-----–--ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი. 2.6. 2018 წლის 25 იანვრის # 1------------A სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უ–---- ტ-----–--ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 55.13 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. 2.9. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ა------- ჯ--------ემ და გ------- ა-----–--–-–---–მა: სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე მუხლით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება კანონი დარღვეულად და 394-ე მუხლით, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძვლების ჩამონათვალს. 3.2. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლები: სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა („ბ“ ქვეპუნქტი) არასწორად განმარტა კანონი („გ“ ქვეპუნქტი) ასევე ამავე კოდექსის 394 -ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძველი: გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2018 წლის 25 იანვარს უ–---- ტ-----–--ემ (მოვალე) სს კ------- ბანკისაგან (მოსარჩელე) ისესხა 5300 ლარი. 4.1.1. ხელშეკრულება დაიდო 36 თვის ვადით და სესხით სარგებლობისათვის მოვალეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა ყოველწლიური სარგებელი, 33,89%. 4.1.2. გარდა ამისა, მოვალეს სიცოცხლის დაზღვევისათვის პრემიის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა. 4.1.3. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი სრული ძირი თანხის 0,41%-ის ოდენობით. 4.1.4. იმავე დღეს, ზემოხსენებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სოლიდარული თავდებობა იკისრეს ა------- ჯ--------ემ და გ------- ა-----–--–-–---–მა (აპელანტი, თავდები). 4.1.5. მოვალემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელის მიმართ მისი ვალდებულება შეადგენდა 6799,11 ლარს. აქედან, 5300 ლარი იყო ძირითადი ვალდებულება, 392,8 - საპროცენტო სარგებელი, 530 ლარი - მიუღებელი შემოსავალი, 425,25 ლარი - სადაზღვევო შესატანი და 151,6 ლარი - პირგასამტეხლო. 4.2. გარდა ამისა, 2018 წლის 25 იანვარს მოვალემ მოსარჩელისაგან ისესხა 40 ლარი. 4.2.1. ამ სესხით სარგებლობისათვის მოვალეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის პრემია, მომსახურების საკომისიო და სარგებელი, 1,22 %, სულ - 55,13 ლარი. 4.2.2. მოვალეს არც ეს ვალდებულება შეუსრულებია. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 623-ე, 867 და 868-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. 4.4. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.4.1. აპელანტებს სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობების თაობაზე საერთოდ არ მიუთითებიათ, ხოლო სამართლებრივი უსწორობების შესახებ მათი მითითება ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების რომელიმე დასკვნას ან სამართლებრივ მსჯელობას არ ეხება. 4.4.2. ამის გამო, პალატა სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს ვერ შეამოწმებს. 4.5. მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შესაგებელიც კი არ წარუდგენიათ. 4.5.1. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ – (სუსგ - საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, პ. 200-201). 4.5.2. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტები დადასტურებულად ითვლება და საქართველოს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, აპელანტებს ამ ფაქტებზე შედავების უფლება არ გააჩნიათ. 4.5.3. სარჩელში მითითებული და დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები კი, რაიონული სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ ფარგლებში, სამართლებრივად საფუძვლიანია. 4.6. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ა------- ჯ--------ისა და გ------- ა-----–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე