განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100118002630782
ინსტანცია
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002630782

საქმე №1ბ/384-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნუ--------------ს

მსჯავრდებულის: გუ--------–--–---–-ს

ადვოკატის: ემ---------------–---–-ს

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ--------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გუ--------–--–---–-ს მიმართ, დაბადებული - 1----–-–-------------------------------–-----------–----------------------------- რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ-----–----------–--------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით, გუ--------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000(ოთხიათასი)ლარის ოდენობით:

გუ--------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, კ---------------------------ის მიმდებარედ, გუ--------–--–---–მა შპს „-------------------–------- მოტყუებით, თითქოსდა 2 დღით, 110 აშშ დოლარად (272.43 ექვივალენტი ლარში) იქირავა ხსენებული კომპანიის კუთვნილი „------------------ის” ფირმის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით J--------- რომელიც იმავე დღეს, 3 000 აშშ დოლარის (7430 ექვივალენტი ლარში) სანაცვლოდ ჩააბარა ქ. თბილისში, ი------------–---დებარე ე.წ. „დაშლილი ვტომობილის ნაწილების ბაზრობაზე“ თე--------------ს. აღნიშნული ქმედებით „-------------------–----იადგა 28 800 (ოცდარვაათას რვაასი) ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუ--------------მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. გუ--------–--–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ---------------–---–-----------------------------–-----------–---------–-----–---–-----–-–----------–---–---------------------–---–---------------------- გამოკითხვის ოქმებით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით, რომლების მხარეებს სადაოდა არ გაუხდიათ.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან გუ--------–--–---–მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს და ზიანის ნაწილი ანაზღაურებული აქვს, რაც დასტურდება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით.

პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულ გუ--------–--–---–-ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მიზანშეუწონელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ძ---–-------–---- რაიონული პროკურატურის პროკურორის ნუ--------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. გუ--------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000(ოთხიათასი)ლარის ოდენობით:

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გუ--------–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

5.სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, შემოსავლის ორდერი და ორი ცალი საგადასახადო დავალება, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

·ხელწერისა და ხელწერილის ნიმუშები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი