განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2019
საქმის ნომერი
160310017001862847
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310017001862847

საქმე №3ბ/592-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე ) - ხ--–--- გ---–---ი;

წარმომადგენელი - ა---- ა--------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - ქ---------------;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2 ) - ა---- მ--------ი, ვ----- ხ--------ი, ა-–-- ხ--------ი;

ა---- მ--------ის წარმომადგენელი - ე------ გ-----–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

1.სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 დეკემბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 სექტემბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

2.მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მარეგისტრიერებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2 მესამე პირებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე ხ--–--- გ---–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 6 აპრილს ხ--–--- გ---–---ის საკუთრებაში დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1900.00 კვ. მიწის ნაკვეთი ს/კ 8----------- მდებარე მარნეული ნ----------ის ქ-------, რაზეც შედგა საკადასტრო გეგმა.

 

4.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ხ--–--- გ---–---ის საკუთრებაში არსებული 1900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარეობს მესამე პირების ა---- მ--------ის და ვ----- ხ--------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები;

 

4.1.3. დადგენილია, რომ ქ.მარნეულში ნ----------ის ქ------- საკადასტრო კოდით N------------ ა---- მ--------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადასული არის მისი მომიჯნავე საკადასტრო კოდით N8----------- რეგისტრირებული ნაკვეთის მესაკუთრის ხ--–--- გ---–---ის მიერ მოწყობილი ღობე. მოწყობილი ღობის გადაფარვა საკადასტრო კოდით N------------ ა---- მ--------ის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან შეადგენს 53,7 კვ.მ, ხოლო მოწყობილი ღობის გადაფარვა ა---- მ--------ის ნაკვეთთან მისასვლელ გზასთან შეადგენს 190,2 კვ.მ -ს.

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2011 წლის 2 ნოემბერს, ა---- მ--------მა მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც დაკმაყოფილდა მოთხოვნა და 2011 წლის 19 დეკემბრის N 8-------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ა---- მ--------ის სახელზე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მარნეულის ნ----------ის ქ------- 1200 კვ.მ ს.კ 8-----------, ასევე შედგა მიწის საკადასტრო გეგმა;

 

4.1.5 დადგენილია, რომ 2012 წლის 11 სექტემბერს, ვ----- ხ--------მა მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც დაკმაყოფილდა მოთხოვნა და 2012 წლის 14 სექტემბრის N 8-------------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ვ----- ხ--------ის სახელზე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მარნეულის ნ----------ის ქ------- 1200 კვ.მ ს.კ 8-----------, ასევე შედგა მიწის საკადასტრო გეგმა;

 

4.1.6 დადგენილია, რომ 2012 წლის 20 სექტემბერს, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. მარნეულის ნ----------ის ქ------- 1200 კვ.მ ს.კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ა-–-- ხ--------ის საკუთრებად;

 

4.1.7 დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს ხ--–--- გ---–---მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კონფიგურაციის და ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა ქ. მარნეული, ნ----------ის ქ-------, განცხადებას თან დაურთო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შპს ,,ჯ--- ---- კ--------“-ს წერილი, აზ. ნახაზი და ელ. ვერსია. 2017 წლის 22 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებასა და 8----------- (ა-–-- ხ--------ი) და 8----------- (ა---- მ--------ი) საკადასტრო კოდებს შორის ფიქსირდება ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შესაბამისად წარმოსადგენია კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

 

4.1.8 დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აპრილის N 1----- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რათა მათი კომპეტენციის ფარგლებში განეხილა საკითხი ხ--–--- გ---–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე;

 

4.1.9 დადგენილია, რომ 2017 წლის 8 სექტემბერს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების კომისიამ ხ--–--- გ---–---ს საკუთრებაში გადასცა 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი (განაშენიანების ფართი 443,3 კვმ) მდებარე ქ. მარნეული, ნ----------ის ქ-------. ასევე შედგა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს;

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1 რაიონულმა სასამართლომ განმარტა: დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ხ--–--- გ---–---ის მიერ მოწყობილი ღობის ფაქტობრივი საზღვარი არ არის თანხვედრაში მისივე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, ღობე სცილდება რეგისტრირებულ საკადასტრო ფარგლებს და გადასულია მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან/და მასზე უარის თქმის საფუძვლებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს;

 

შესაბამისად, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ--–--- გ---–---ს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებასა და 8----------- (ა-–-- ხ--------ი) და 8----------- (ა---- მ--------ი) საკადასტრო კოდებს შორის ფიქსირდება ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შეჩერდა სარეგისრტაციო წარმოება და ხ--–--- გ---–---ს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენა.

 

სასამართლო მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მესამე პირების ა---- მ--------ის, ვ----- ხ--------ის და ა-–-- ხ--------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სადაო ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც იგი ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 დეკემბრის N8-------------- და 2012 წლის 14 სექტემბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილები მიღებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. ხ--–--- გ---–---ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება №3/51-17 და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ--–--- გ---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

6.1.ხ--–--- გ---–---ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ თითქმის ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება არასწორედ ჩათვალა გამოკვლეულად და არასწორედ შეაფასა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მესამე პირის, ვ----- ხ--------ის შესაგებელი, სადაც იგი მთლიანად ეთანხმება და აღიარებს წარმოდგენილ სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც პირდაპირი მნიშვნელობით იძლევა საფუძველს იმისა, რომ მის მიერ მიწის ნაკვეთის დაზუსტების პერიოდში მოხდა ტექნიკური შეცდომა, ნაკვეთის ზუსტი კონფიგურაციის, საზღვრებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არსარულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა აღნიშნულ საქმეზე წარმოდგენილი მასალები, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი და არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

7.4. პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 19 დეკემბერს მიიღო N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ N------------ დაარეგისტრირა მესამე პირის - ა---- მ--------ის საკუთრების უფლება, ხოლო 2012 წლის 14 სექტემბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ N8----------- დაარეგისტრირა მესამე პირის - ვ----- ხ--------ის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის დროს, იმავდროულად შედგა საკადასტრო აზომვითი ნახაზები. ქ. მარნეულში ნ----------ის ქ------- საკადასტრო კოდით N------------ ა---- მ--------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება მისი მომიჯნავე საკადასტრო კოდით N8----------- რეგისტრირებული ნაკვეთის მესაკუთრის - ხ--–--- გ---–---ის მიერ მოწყობილი ღობე. მოწყობილი ღობის გადაფარვა საკადასტრო კოდით N------------ ა---- მ--------ის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან შეადგენს 53,7 კვ.მ, ხოლო მოწყობილი ღობის გადაფარვა ა---- მ--------ის ნაკვეთთან მისასვლელ გზასთან შეადგენს 190,2 კვ.მ -ს.

 

ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებზე მითითებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ხ--–--- გ---–---ის მიერ მოწყობილი ღობის ფაქტობრივი საზღვარი არ არის თანხვედრაში მისივე საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, ღობე სცილდება რეგისტრირებულ საკადასტრო ფარგლებს და გადასულია მესამე პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურ სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას, რომლის დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.

 

7.5. პალატა მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან/და მასზე უარის თქმის საფუძვლებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი კერძოდ, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვებამ შემოწმება, შეფასება და ა.შ.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. იქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტების ნამდვილობის დადგენაზე, გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც იგი ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სადავოდ გამხდარი რეგისტრაციებისა და მათი კონფიგურაციების გაუქმების საფუძველი, თავის მხრივ აპელანტს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება და არგუმენტი, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხ--–--- გ---–---ს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებასა და 8----------- (ა-–-- ხ--------ი) და 8----------- (ა---- მ--------ი) საკადასტრო კოდებს შორის ფიქსირდება ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შეჩერდა სარეგისრტაციო წარმოება და ხ--–--- გ---–---ს დაევალა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენა, შესაბამისად აპელანტს შეეძლო კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით განეხორციელებინა რეგისტრაცია.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასასმართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 19 დეკემბრის N8-------------- და 2012 წლის 14 სექტემბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილები მიღებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, ვ----- ხ--------ის მიერ წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში დაფიქსირებულ პოზიციასა და მის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისასა წარმოდგენილ განცხადებაში დაფიქსირებულ პოზიციაზე, პალატა მიუთითებს, რომ ვ----- ხ--------ს დღეის მდგომარეობთ გასხვისებული აქვს მიწის ნაკვეთი ა-–-- ხ--------ზე, ამასთან, მხარეთა განმარტებით, იგი იმყოფება ნათესაურ კავშირში ხ--–--- გ---–---თან, ამდენად, იმ პირობებში როდესაც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით საპირისპირო დასტურდება, მხოლოდ ვ----- ხ--------ის პოზიცია ვერ გახდება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ხ--–--- გ---–---ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ხ--–--- გ---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტი ხ--–--- გ---–---ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -