განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020210018001645526
საქმე №2/ბ-231-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერა---ე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: რ------– აბ-–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: ი-----–- ბო-–---ძე
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება
გამოარკვია:
2019 წლის 08 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-----–- ბო-–---ძემ, მოპასუხედ დაასახელა რ------– აბ-–--ე, ც------ აბ-–--ე და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) აეკრძალოს მოპასუხე ც------ აბ-–--ეს (პ/ნ 6----------), მის საკუთრებაში არსებული, ს/კ 2----------- უძრავი ქონების გასხვისება, გაჩუქება და იპოთეკით დატვირთვა, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
ბ) ასევე, დაევალოს აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის სამმართველოს, მოახდინოს რ------– აბ-–--ის სახელზე არსებული ავტომანქანის, რომლის რეკვიზიტებია M-------------------- ტრანზიტული ნომრით G----- საიდენტიფიკაციო კოდი 8------- (რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ 2019 წლის 29 იანვარს მიღებულია განჩინება გასხვისების აკრძალვის თაობაზე) გადაყვანა შესაბამის დაცულ ადგილზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული ავტომანქანის განადგურება.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ა-------------------------------–ი. 2018 წელს გადაწყვიტეს გაეყიდათ საქონელი, სახლი, ხ--–-----------------ში შეეძინათ მიწის ნაკვეთი და იქ აეშენებიათ საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოიყვანეს სისრულეში. გაყიდეს საქონელი, საცხოვრებელი სახლი და დაიწყეს მიწის ნაკვეთის ძებნა.
2018 წლის დეკემბრის თვეში მიაკვლიეს რ------– აბ-–--ეს, რომელიც ხელვაჩაურში ყიდდა მიწის ნაკვეთს. აღნიშნულმა პიროვნებამ აჩვენა მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გასაყიდი მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ც------ აბ-–--ეს, რომელიც მისი გადმოცემით იყო დედამისი.
2018 წლის 17 დეკემბერს, მშობლებთან ერთად მივიდა საჯარო რეესტრში, სადაც დახვდა რ------– აბ-–--ე და ც------ აბ-–--ე. მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. რ------– აბ-–--ემ გამოართვა ნასყიდობის საფასური 11 000 აშშ დოლარი და დაემშვიდობენ ერთმანეთს.
მას შემდეგ, რაც საჯარო რეეტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ, ავიდნენ მიწის ნაკვეთზე, სადაც იქ მაცხოვრებელმა სხვა პირმა აცნობა, რომ ეს მისი მიწის ნაკვეთი იყო. აღნიშნული ფაქტის შემდგომ, რ------– ბ-–--ემ, წერილობით დაუწერა აღიარება, რომ მოატყუა, კერძოდ აჩვენა სხვა მიწის ნაკვეთი და მიყიდა სხვა მიწის ნაკვეთი, რაშიც გამოართვა 11 000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ც------ აბ-–--ესთან გააფორმა ხელშეკრულება, აღმოჩნდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც სახლის აშენებაზე უარი განუცხადეს.
2018 წლის 27 დეკემბერს, რ------– აბ-–--ესთან შედგა შეთანხმების აქტი, რომლითაც რ------– აბ-–--ემ დადო პირობა, რომ 11 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა 2019 წლის 10 იანვრამდე, ხოლო თავის მხრივ, ი-----–- ბო-–---ძე ღებულობდა ვალდებულებას, რომ დაუბრუნებდა მის კუთვნილ ავტომაქანას, რომელიც თანხის უზრუნველყოფის მიზნით გადაეცა, ასევე იღებდა ვალდებულებას, თანხის მიღების შემდგომ დააბრუნებდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც ც------ აბ-–--ისგან შეიძინა.
რ------– აბ-–--ემ დათქმულ ვადაში- 2019 წლის 10 იანვარს არ შეასრულა ვალდებულება, არ დაუბრუნა ნასყიდობის თანხა, პირიქით, მიმართა პოლიციას, რომ თითქოს მისი ავტომანქანა შანტაჟის და მუქარით წაართვა. აღნიშნულთან დაკავშირებთ დაიწყო გამოძიება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ი-----–- ბო-–---ძის წარმომადგენლის, დ--–- ჭა---ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; მოპასუხე ც------ აბ-–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული, ს/კ 2----------- უძრავი ქონების გასხვისება, გაჩუქება და იპოთეკით დატვირთვა, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
ასევე, დაევალა აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის სამმართველოს მოახდინოს, რ------– აბ-–--ის სახელზე არსებული ავტომანქანის, რომლის რეკვიზიტებია M--------------------, ტრანზიტული ნომრით G-----, საიდენტიფიკაციო კოდი 8------- (რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ 2019 წლის 29 იანვარს მიღებულია განჩინება გასხვისების აკრძალვის თაობაზე) გადაყვანა შესაბამის დაცულ ადგილზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული ავტომანქანის განადგურება.
სასამართლომ განმარტა:
განსახილველ შემთხვევაში აღძრულია სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მოსარჩელე მოითხოვს გარკვეული მოქმედებების აკრძალვას და ავტომანქანის გადაყვანას შესაბამის დაცულ ადგილას. მოსარჩელის მითითებით, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მოპასუხემ შესაძლოა გაასხვისოს უძრავი ქონება და მოახდინოს ავტომანქანის ნაწილებად დაშლა, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოება, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის თვალსაზრისით, შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, რაც სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების (შეუძლებლობის) თაობაზე.
შესაბამისად, განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა რ------– აბ-–--ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი არის არასათანადო მოპასუხე და მისი ამორიცხვა უნდა განხორციელდეს საქმიდან.
უდავოა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ხ--–----------------------------–-–----------ში, 500 კვმ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო ი-----–- ბო-–---ძეს და ც------ აბ-–--ეს შორის. იგი არ არის ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, არც გარიგების მხარე ყოფილა, ამიტომ, იგი არ არის პირი, რომლის მიმართაც უნდა წარიმართოს საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ------– აბ-–--ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
დადგენილია, რომ 2019 წლის 08 თებერვალს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-----–- ბო-–---ძემ, მოპასუხედ დაასახელა რ------– აბ-–--ე, ც------ აბ-–--ე და ც------ აბ-–--ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ორივე მოპასუხისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
ა) აეკრძალოს მოპასუხე ც------ აბ-–--ეს (პ/ნ 6----------), მის საკუთრებაში არსებული, ს/კ 2----------- უძრავი ქონების გასხვისება, გაჩუქება და იპოთეკით დატვირთვა, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
ბ) ასევე, დაევალოს აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის სამმართველოს, მოახდინოს რ------– აბ-–--ის სახელზე არსებული ავტომანქანის, რომლის რეკვიზიტებია M-------------------- ტრანზიტული ნომრით G----- საიდენტიფიკაციო კოდი 8------- (რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ 2019 წლის 29 იანვარს მიღებულია განჩინება გასხვისების აკრძალვის თაობაზე) გადაყვანა შესაბამის დაცულ ადგილზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული ავტომანქანის განადგურება.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა ი-----–- ბო-–---ძის წარმომადგენლის, დ--–- ჭა---ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ; მოპასუხე ც------ აბ-–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 2----------- გასხვისება, გაჩუქება და იპოთეკით დატვირთვა მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
ასევე, დაევალა აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის სამმართველოს მოახდინოს, რ------– აბ-–--ის სახელზე არსებული ავტომანქანის, რომლის რეკვიზიტებია M--------------------, ტრანზიტული ნომრით G-----, საიდენტიფიკაციო კოდი 8------- (რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ 2019 წლის 29 იანვარს მიღებულია განჩინება გასხვისების აკრძალვის თაობაზე) გადაყვანა შესაბამის დაცულ ადგილზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული ავტომანქანის განადგურება.
დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა რ------– აბ-–--ემ და მისი გაუქმება მოითხოვა, რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა განმარტავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ამ მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლის ან მხარეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით ემსახურება სწორედ მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის სწრაფ და ეფექტურ უზრუნველყოფას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.
საქმეში წარმოდგენილი, 2019 წლის 08 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ც------ აბ-–--ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონება: ხ--–------------------–--–-------ეები, საკადასტრო კოდი: 2-----------, დაზუსტებული ფართობი 801.00 კვ.მ.
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს ც------ აბ-–--ესთან დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამ გარიგების საფუძველზე გადაცემული თანხის-11000 აშშ დოლარის ც------ აბ-–--ისათვის დაკისრება, ასევე 2018 წლის 27 დეკემბერს, რ------– აბ-–--ის მიერ შედეგენნილი ხელწერილის საფუძველზე, რ------– აბ-–--ისათვის 11000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას ორივე მოპასუხის მიმართ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება-დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე გასხვისდება მოპასუხის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება, ან დაიტვირთება იპოთეკით/გირავნობით, ან დაშლა-დაზიანება გამოიწვევს მის განადგურებას, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება, ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის, ი-----–- ბო-–---ძის სასარგებლოდ მის აღსრულებას. აღნიშნული კი ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
პალატა არ იზიარებს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მომჩივანის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი მიუთითებს, მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავი ქონება, რომლის ბათილობასაც ითხოვს მოსარჩელე, არ წარმოადგენს მის საკუთრებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილია სხვა საფუძვლით- 2018 წლის 27 დეკემბერს, რ------– აბ-–--ესა და ი-----–- ბო-–---ძეს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტიდან გამომდინარე, სადაც რ------– აბ-–--ე იღებს ვალდებულებას, რომ თავის კუთვნილ დავალიანებას-11 000 აშშ დოლარს ი-----–- ბო-–---ძის მიმართ დაფარავს 2019 წლის 10 იანვრამდე.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ რ------– აბ-–--ემ ვერ მოახდინა მისთვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ გააქარწყლა ი-----–- ბო-–---ძის მსჯელობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც გამორიცხავს მისი პრეტენზიის, გაზიარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ჩამოუყალიბდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებითა და მის გაუქმებაზე უარის თქმით დასაბუთებული განჩინებები გამოიტანა, აღნიშნული კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 386-ე მუხლის შესაბამისად, რ------– აბ-–--ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ------– აბ-–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერა---ე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე