განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310018002616025
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002616025

საქმე №3ბ/612-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ე----- ს----–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ე------ ჰ--------–---“;

წარმომადგენლები - ა-----– კ-------–--ე, ნ---- დ----–--ე, ი-----–- ფ-----–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ და შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდეს შპს ,,უ------ი კ-----ის’’ 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ - მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელისთვის - პაციენტ ა-------ია მ--------ი-წ---–-------თვის, 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების (2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 91 725.59 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მ------ ბ-------ათვის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების (2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 128 920.51 (ასოცდარვა ათას ცხრაას ოცი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება, - სულ ჯამში მოპასუხის დავალიანება კ-–----ის მიმართ შეადგენს 220 646.10 (ორასოცი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარს (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2, ს.ფ. 6-23; 2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

1.2. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აღნიშნული საქმე ხელა---–- განხილვის მიზნით უკან დაუბრუნდეს სააგენტოს და დაევალოს ახალი გადაწყვეტილების გამოტანა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 2, ს.ფ. 6-23; 2019 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სს ,,სამედიცინო კ----------–ია ე------’’ (შპს ,,უ------ი კ-----ის’’ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილება ,,შპს,,უ------ი კ-----ი’’- ბ--–---ა ა---–- კ-–----ის 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ა---–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,უ------ი კ-----ის’’- ბ--–---ა ა---–- კ-–----ის’’ (ამჟამად უფლებამონაცვლე სს ,--------–----------------–----------’) მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ კ-–----ის ბ--–---ა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 24 აპრილიდან 2016 წლის 06 მაისამდე პერიოდში, იმყოფებოდა პაციენტი ა-------ია მ--------ი-წ---–-----ი (ტომი 1, ს.ფ. 20-22).

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის მიერ გაცემული 25/04/14-13/01/15 და 13/01/15-01/04/15 პერიოდის კალკულაციით ირკვევა, რომ პაციენტ ა-------ია მ--------ი-წ---–------- სამედიცინო შემთხვევაზე ასანაზღაურებელმა თანხამ 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე შეადგინა 106 725.59 ლარი, საიდანაც სააგენტოს ანაზღაურებული აქვს - 15000 ლარი, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს- 91725.59ლარს (ტომი 1, ს.ფ. 23-27).

 

4.2. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) დგინდება, რომ კ-–----ის ბ--–---ა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 2014 წლის 01 თებერვლიდან დღემდე მკურნალობდა პაციენტი მ------ ბ-----ე (ტომი 1, ს.ფ. 40).

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის მიერ გაცემული 01/04/14-01/04/15 პერიოდის კალკულაციით ირკვევა, რომ მ------ ბ------- სამედიცინო შემთხვევაზე ასანაზღაურებელმა თანხამ 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე შეადგინა 143920.51 ლარი, საიდანაც სააგენტოს ანაზღაურებული აქვს - 15000 ლარი და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს- 128920.51ლარს (ტომი 1, ს.ფ. 41-42)

 

4.3. შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–----------–- კ-–----ის 2015 წლის 05 აგვისტოს №------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ეცნობა, რომ მათ კლინიკაში 24/04/2014 წლიდან ბ--–---ა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა პაციენტი ა-------ია მ--------ი-წ---–-----ი პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე №36 დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, გაკეთდა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალზე (შემთხ. №----------). 01/06/2015-დან პაციენტს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება განესაზღვრა №165 დადგენილების საფუძველზე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკამ 2015 წლის მაისის თვეში წარადგინა შუალედური შესრულება 24/04/2014 წლიდან 31/03/2015 წლამდე პერიოდზე, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 106 725.59 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №36 დადგენილების მოსარგებლე, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა 15 000 ლარზე მეტი. შესაბამისად, კლინიკამ მოითხოვა დარჩენილი 91 725.59 ლარის ანაზღაურება №165 დადგენილების ფარგლებში (ტომი 1, ს.ფ. 36)

 

4.4. შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–----------–- კ-–----ის 2015 წლის 05 აგვისტოს №------ წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ეცნობა, რომ მათ კლინიკაში 01/02/2014 წლიდან ბ--–---ა ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფებოდა პაციენტი მ------ ბ-----ე. პაციენტი კლინიკაში შესვლისას იყო სადაზღვევო კომპანია ,,ა-–----’’ ბენეფიციარი, ხოლო 01/04/2014 წლიდან გახდა საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლე №36 დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, გაკეთდა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალზე (შემთხ. №----------). ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტს შეეცვალა სადაზღვევო პირობები და სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება განესაზღვრა №218 დადგენილების საფუძველზე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კლინიკამ 2015 წლის მაისის თვეში წარადგინა შუალედური შესრულება 01/04/2014 წლიდან 31/03/2015 წლამდე პერიოდზე, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა- 143 920.51 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტში პაციენტი იყო №36 დადგენილების მოსარგებლე, კლინიკას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა 15000 ლარზე მეტი. შესაბამისად, კლინიკამ მოითხოვა დარჩენილი 128920.51ლარის ანაზღაურება №218 დადგენილების ფარგლებში ( ტომი 1, ს.ფ. 36)

 

4.5. 2017 წლის 03 აგვისტოს, შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის დირექტორმა კვლავ მიმართა №01/396 წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და მოითხოვა პაციენტ ა-------ია მ--------ი - წ---–------- სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით დარჩენილი 91 725.59 ლარის ანაზღაურება №165 დადგენილების ფარგლებში, ხოლო პაციენტ მ------ ბ------- სამედიცინო შემთხვევაზე - 128 920.51 ლარის ანაზღაურება №218 დადგენილების ფარგლებში (ტომი 1, ს.ფ. 37-39).

 

4.6. 2018 წლის 30 მარტს, შპს ,,უ------ი კ-----ის’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის წარმომადგენელმა ა-----– კ-------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პაციენტ ა-------ია მ--------ი- წ---–-------თვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების, დარჩენილი თანხის 91 725.59 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ------ ბ-------ათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების დარჩენილი თანხის 128 920.51 ლარის ანაზღაურება ტომი 1, ს.ფ. 75-80).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ბუნდოვანი, საიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა გახდა საჩივარზე უარის თქმის საფუძველი. მასში საუბარია მხოლოდ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნულია შემდეგი: ,,სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №746 დადგენილება, რომლითაც შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურებისას, სამედიცინო შემთხვევის პერიოდული, შუალედური ანაზღაურება დადგენილი წესით, არ ვრცელდება ცვლილებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნულ ცვლილებამდე, შესრულებულ მომსახურებად ითვლებოდა დასრულებული მკურნალობის მოცულობა და ღირებულება’’. სწორედ აღნიშნულ განმარტებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კი ყურადღება გაამახვილა ასევე ხანდაზმულობაზე, რაც სასამართლოს აზრით კიდევ უფრო გაუგებარია, ვინაიდან მითითებულ საკითხზე მსჯელობა სულ სხვა სამართლებრივ შედეგს წარმოშობს, რაც არ გულისხმობს საჩივრის არსებითად განხილვას ან/და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა პაციენტი ა-------ია მ--------ი-წ---–-----ი ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის(ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით მოსარგებლე პირს, ხოლო მ------ ბ-----ე ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით მოსარგებლე პირს. ასევე, სააგენტომ არ შეაფასა და არ გამოიკვლია ის გარემოება, ჰქონდა თუ არა კლინიკას იმის შესაძლებლობა, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტისთვის (რა დროსაც პაციენტები იყვნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირები) წარედგინათ შესრულება 15 000 ლარზე მეტი მოცულობით. ამასთან, საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ არაერთხელ მიმართა სააგენტოს წერილობით და მოითხოვა ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, თუმცა სააგენტოს მხრიდან არცერთ წერილზე არ იქნა პასუხი გაცემული. სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ისათვის (ამჟამად უფლებამონაცვლე სს ,--------–----------------–----------’) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარისა და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი.)

 

6.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პაციენტების მკურნალობის ეპიზოდებს ადგილი ჰქონდა 2014-2015 წლებში. საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ დოკუმენტები წარმოდგენილ იქნა სააგენტოში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დადგენილ ვადაში. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, საერთოდ წარმოდგენილ იქნა თუ არა შესრულება მიმწოდებელი დაწესებულების მხრიდან. ასევე არ არის წარმოდგენილი სააგენტოს მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმის აქტები. შესაბამისად, დოკუმენტურად არ დასტურდება დაწესებულების მხრიდან იმ პირობების შესრულება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-8 მუხლით, რომელიც არეგულირებს ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ მიმწოდებელი ვერ ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტაციის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩაბარების აქტს. ამასთან, მიმწოდებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები).

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეფასდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა პაციენტ ა-------ია მ--------ი -წ---–-------თვის, 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების (2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 91 725.59 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურებაზე, ასევე მ------ ბ-------ათვის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების (2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 128 920.51 (ას ოცდარვა ათას ცხრაას ოცი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურებაზე, - სულ ჯამში 220 646.10 (ორას ოცი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარის ანაზღაურებაზე.

 

7.3 პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს შპს ,,უ------ი კ-----ის’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ის წარმომადგენელმა ა-----– კ-------–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა პაციენტ ა-------ია მ--------ი-წ---–-------თვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების, დარჩენილი თანხის 91 725.59 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ------ ბ-------ათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, 2014 წლის 01 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების დარჩენილი თანხის 128 920.51 ლარის ანაზღაურება, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით შპს ,,უ------ი კ-----ის’’ ბ--–----------–- კ-–----ის 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ბუნდოვანი და იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა გახდა საჩივარზე უარის თქმის საფუძველი. მასში საუბარია მხოლოდ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნულია შემდეგი: ,,სააგენტოს წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №746 დადგენილება, რომლითაც შესაძლებელი გახდა ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურებისას, სამედიცინო შემთხვევის პერიოდული, შუალედური ანაზღაურებაა დადგენილი წესით, არ ვრცელდება ცვლილებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. აღნიშნულ ცვლილებამდე, შესრულებულ მომსახურებად ითვლებოდა დასრულებული მკურნალობის მოცულობა და ღირებულება’’. სწორედ აღნიშნულ განმარტებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა პაციენტი ა-------ია მ--------ი-წ---–-----ი ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით მოსარგებლე პირს, ხოლო მ------ ბ-----ე ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით მოსარგებლე პირს. ასევე, სააგენტომ არ შეაფასა და არ გამოიკვლია ის გარემოება, ჰქონდა თუ არა კლინიკას იმის შესაძლებლობა, რომ შეტყობინების გაკეთების მომენტისთვის (რა დროსაც პაციენტები იყვნენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით მოსარგებლე პირები) წარედგინათ შესრულება 15 000 ლარზე მეტი მოცულობით, რაც როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.

 

პალატა აპელანტის ყურადღებას კიდევ ერთხელ გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებამ არაერთხელ მიმართა სააგენტოს წერილობით და მოითხოვა ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, თუმცა სააგენტოს მხრიდან არცერთ წერილზე არ იქნა პასუხი გაცემული. სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს ,,უ------ი კ-----ი’’ ბ--–---ა ა---–- კ-–----ისათვის (ამჟამად უფლებამონაცვლე სს ,--------–----------------–----------’) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარისა და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისასა აპელანტის წარმომადგენელის მიერ განვითარებულ პოზიციაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, თუმცა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36-ე დადგენილების მე-8 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საქმე გვაქვს მოსარჩელის მიერ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებასთან, რომელსაც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული მუხლი და მიმწოდებელს უწესებს ვალდებულებას შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სადავო ურთიერთობა პრაქტიკიდან გამომდინარე გაიგივებულია სახელშეკრულებო ურთიერთობასთან, მასზე უნდა გავრცელდეს შესაბამისი ხანდაზმულობის ვადა და მოთხოვნა მიჩნეულ უნდა იქნეს ხანდაზმულად.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36-ე დადგენილების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესი ადგენს, რომ განმახორციელებელი უფლებამოსილია ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად დადგენილი წესით. ამასთან, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-11 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ზემოაღნიშნული ჩანაწერი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად განიხილოს ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია, ამდენად საკითის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დეტალურად უნდა შეისწავლოს თითოეული პერიოდის მიხედვით რა ჩათვალოს წარდგენილ შესრულებად და რა არა, რაც ისედაც უნდა განეხორციელებინა გასაჩივრებული აქტის მიღების წარმოების ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოებაც, რომ პაციენტ ა-------ია მ--------ი-წ---–------- შემთხვევაში 106,725,59 ლარიდან ანაზღაურებული აქვს 15 000 ლარი, ხოლო მ------ ბ------- შემთხვევაში 143,9220.51 ლარიდანაც ანაზღაურებული აქვს 15 000 ლარი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 (შვიდი ათასი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 (შვიდი ათასი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -