განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240310016001371208
საქმე N3/ბ-338-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტები (მოპასუხეები):
1. საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტრო
2. სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტო
წარმომადგენელი – მ------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----
წარმომადგენელი – ფრ------ ლ---–----- (თავმჯდომარე), თ----- ც---–----
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----ს სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2016 წლის 13 მაისს ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----ს წარმომადგენელმა ო------------–ვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს და სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----სათვის ქ. სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ;
მოსარჩელის აღნიშვნით, ა(ა)იპ ს----------–-------------–---------–---მა მიმართა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების, 8 ობიექტის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, თუმცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის განკარგულების შესაბამისად, გადაეცა 7 ობიექტი, ხოლო მე-8 ობიექტის, ქ. სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 აპრილს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უ-------–---------–----სათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს უ-------–---------–----სათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა მოპასუხეს ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის ქმედება ცდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და უხეშად ლახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ამ შემთხვევაში, უსინათლოთა კანონიერ ინტერესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის განჩინებით ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სენაკის რაიონულ სასამართლოს.
მოპასუხეების: საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს და სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----სათვის ქ. სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მთავრობის წინაშე წარდგენა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ე-----------------------------------არების მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N1--- ბრძანების შესაბამისად შექმნილ კომისიის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროში შედგა 2013 წლის 15 მარტს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს უ-------–---------–----სათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ;
2.1.2. აღნიშნულის საფუძველზე, მითითებულ კომისიას ს----------–-------------–---------–---მა წარუდგინა სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ მოთხოვნა 15 უძრავ ნივთზე. უ-------–---------–----ს მართლზომიერი მფლობელობა დადგინდა მხოლოდ 8 უძრავ ნივთზე;
2.1.3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N---- განკარგულებით ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“ საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობა მიეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7 უძრავ ქონებაზე, რომლებიც აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში და შვიდივე ობიექტი 49 წლის ვადით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“, ხოლო სადავო ნივთი - ქ.სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“ უზუფრუქტის უფლებით არ გადაცემია;
2.1.4. ქ.სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უზუფრუქტის უფლებით საქართველოს უ-------–---------–----სათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---მა“ წერილებით, ასევე ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს, ასევე ამავე სამინისტროში შექმნილ „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ კომისიას, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა ს----–-–-------------------------–- სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლისა და 2015 წლის 23 ივნისის წერილების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, აღნიშნული უძრავი ქონების საქართველოს უ-------–---------–----სათვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა;
2.1.5. 2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უ-------–---------–----სათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს უ-------–---------–----სათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს, ასევე, ს----–-–-------------------------–- სააგენტოს მიერ ამ მხრივ, რაიმე მოქმედების განხორციელების, რაც მიუთითებდა საკითხის შესწავლის მიზნით, მუშაობის გაგრძელებაზე, დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა და ასეთის შესახებ, არც წარმომადგენლებს მიუთითებიათ;
2.1.6. საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სადავოდ არ გაუხდიათ ქ.სენაკში, მ–--------- ქუჩის №319-ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საქართველოს უ-------–---------–----ს მიერ მართლზომიერად ფლობის ფაქტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------–-------------–--------------------ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტ------ა“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაფუძნებულია ს----------–-------------–--------------------ის მიერ, რეგისტრირებულია სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ (09.09.1996წ.N5------) და მისი იურიდიული მისამართია ქ.სენაკი, მ–--------- ქ.№319.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ისეთი, რეალური მოქმედების განხორციელების დავალების შესაძლებლობას, რაც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან. სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის.
სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელის მოთხოვნა - საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროსა და ს----–-–-------------------------–- სააგენტოსათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და მთავრობის წინაშე წარდგინების მომზადების დავალება ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----სათვის ქ. სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ უზუფრუქტით გადაცემის შესახებ, წარმოადგენს ფაქტობრივ რეალაქტს, რომლის განხორციელებითაც არ დგება სამართლებრივი შედეგი, თუმცა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ-მოქმედება, რომლის შესრულებასაც მოსარჩელე ითხოვს მიმართულია იქითკენ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელის კონკრეტული ფაქტობრივი მიზნის მისაღწევად.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ისეთი, რეალური მოქმედების განხორციელების დავალებისკენ, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან, არამედ მიმართულია ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით დაცული სამართლებრივი ინტიტუტი.
2.2.2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესს. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით, ხოლო იმავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო, ქონების მმართველის თანხმობით, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნითა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 49 წლის ვადით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით აუქციონის საფუძველზე გადაცემა ქონების მმართველის თანხმობით, ხორციელდება იმ სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, ხოლო თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ს----–-–-------------------------–- სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2012 წლის 17 სექტემბერს და მისი საქმიანობის მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----–-–-------------------------–- სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N391-ე დადგენილების მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კერძო სამართლის სუბიექტისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემას. იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფო ქონების ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მართვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს ს----–-–-------------------------–- სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს, იგი სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის N390-ე დადგენილების მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას.
მითითებული კანონებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო სამართლის სუბიექტისათვის სახელმწიფო ქონების მართვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, დოკუმენტაციის მომზადება ს----–-–-------------------------–- სააგენტოს ფუნქციაა, რასაც ე-----------------------------------არების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის კომპეტენციას, ხოლო ქონების გადაცემა - საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, ს----–-–-------------------------–- სააგენტოს უფლებამოსილებას.
2.2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული კანონების მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N---- განკარგულებით ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“ საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობა მიეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7 უძრავ ქონებაზე, რომლებიც აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში და შვიდივე ობიექტი 49 წლის ვადით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“.
სასამართლომ ასევე დაადგენა, რომ ა(ა)იპ „საქართველოს უ-------–---------–----“ ითხოვდა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ქ.სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემას, თუმცა ს----–-–-------------------------–- სააგენტოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, კანონით დადგენილი წესით დოკუმენტაცია არ მომზადებულა და შესაბამისად, ე-----------------------------------არების სამინისტროს საქართველოს მთავრობის წინაშე შესათანხმებლად წარდგინებით არ მიუმართავს.
2.2.4. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობის ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც მთავრობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უ-------–---------–----სათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს უ-------–---------–----სათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს გაუჩნდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, წარმოეშვა მოლოდინი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მომზადდებოდა დოკუმენტაცია და უძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მისაღებად, სათანადო წესით, წარედგინებოდა საქართველოს მთავრობას, რაც მისთვის ქონების გადაცემის საფუძველი გახდებოდა, თუმცა ასეთი ქმედება, მიუხედავად უ-------–---------–----ს არაერთი მოთხოვნისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.
2.2.5. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილ იქნა კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან და რომლის დაცვაც სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტრომ, ისე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3.1.1. საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს განმარტებით, ს----------–-------------–---------–---მა მიმართა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და მოითხოვა სენაკში, მ–--------- ქ. N319-ში მდებარე უძრავი ქონების უზურფრუქტით გადაცემა აღნიშნული მოთხოვნა სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლის წერილით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სააგენტოს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განეხილა სენაკში, მ–--------- ქუჩის N319-ში მდებარე უშრავი ქონების საქართველოს უ-------–---------–----სათვის უსასყიდლო უზურფრუქტით გადაცემის საკითხი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროში, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რის გამოც ს----------–-------------–---------–---მა მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ დავალებოდა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა უძრავი ქონების უზურფრუქტით გადაცემის მიზნით, თუმცა 2018 წლის 06 მარტის სხდომაზე მოსარჩერლემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს დაევალებოდა მოემზადებინათ ყველა საჭირო დოკუმენტი და გაეკეთებინათ მთავრობის წინაშე წარდგინება ა(ა)იპ საქართველოს უ-------–---------–----სათვის ქ. სენაკში მ–--------- ქ. N319-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლო უზურფრუქტით გადმოცემის შესახებ. აპელანტის მითითებით, მსგავსი მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში - სააგენტოსა თუ სამინისტროში მხარეს არ დაუყენებია;
3.1.2. აპელანტის განმარტებით, სამინისტრომ იმსჯელა სააგენტოს აქტის ფარგლებში იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს მიმართ სასამართლოში მოთხოვნის დაყენებამდე არ ყოფილა ქმედების განხორციელების დავალება, სასამართლო სხდომაზე დაყენებული იქნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა, რადგან სარჩელი არ აკმაყოფილებდა 26.2 და 24-ე მოთხოვნებს, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული შუამდგომლობა და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა წარმოადგენდა არსებული მოთხოვნის შემცირებას და დოკუმენტაციის მომზადება მოიცავდა არსებულ მოთხოვნას;
3.1.3. აპელანტი არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან ის რაც მხარეს არ მოუთხოვია 24-ე მუხლის მიზნებისათვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის, ვერ იქნებოდა განხილული სასამართლოში მხოლოდ იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ არსებული მოთხოვნა მოიცავდა სასამართლოში დაზუსტებულ მოთხოვნას;
3.1.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენება კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა ნორმა, კერძოდ: სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და მიიჩნია, რომ ქონების მმართველის გადაწყვეტილება არ იყო მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ქონების განკარგვა მესაკუთრის სურვილზეა დამოკიდებული, ხოლო ქონების მმართველი უფლებამოსილია განსაზღვროს ქონების განკარგვის კონკრეტული წესი, პირობები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასამართლომ უგულებელყო მესაკუთრის ნება და მიიჩნია, რომ ქონების უზურფრუქტით გადაცემა მხოლოდ მოსარჩელის ნებას დაუქვემდებარა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. შესაბამისად, იმისათვის რომ ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა განხორციელდეს ქონების მმართველის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა უნდა არსებობდეს.
3.2.1. სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სწორედ ის ნორმები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი;
3.2.2. აპელანტის მსჯელობით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----–-–-------------------------–- სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას და შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს ქონებაზე სახელმწიფო ინტერესის არსებობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი. "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----–-–-------------------------–- სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის ამავე 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების თანახმად, სააგენტოს გააჩნია ვალდებულება რაციონალურად განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. შესაბამისად, სააგენტო როგორც სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ქონების ამა თუ იმ ფორმით განკარგვისა თუ დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
3.2.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N---- განკარგულების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ "საქართველოს უ-------–---------–----სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ", რის საფუძველზეც, ქონების მმართველსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ ქონებებთან მიმართებით, თავის მხრივ კი აღნიშნული ხელშეკრულებები, სახელმწიფო ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი გახდა. რაც შეეხება, ქ.სენაკში, მ–--------- ქუჩის N319-ში მდებარე სახელმწიფო ქონების მოსარჩელესათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ქონების მმართველის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განცხადების დაკმაყოფილება. ანალოგიური შინაარსის პასუხი მოსარჩელეს ეცნობა ასევე მანამდე, სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს 2015 წლის 16 თებერვლის N5----- გადაწყვეტილებით;
"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით (18.03.2016 წლის ცვლილებამდე აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით: ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით). შესაბამისად, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქონების მმართველის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება;
3.2.4. აპელანტის განმარტებით, სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტო, გარდა სზაკ-ითა და ადმინისტრაციული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებისა, გარიგების დადებისას ნების გამოვლენაში თავისუფალია, დაუშვებელია გარიგების მონაწილე პირის იძულება გამოავლინოს მეორე მხარისათვის სასურველი ნება საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტო, რომელიც "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განმკარგველ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამავე კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, უძრავი ნივთის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს როგორც კერძო პირთა უფლებების, ასევე საერთო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისთვის სათანადო გადაწყვეტილება. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი არის ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას. ამავე მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს----–-–-------------------------–- სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N391 დადგენილების მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, კერძო სამართლის სუბიექტისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემას.
საქართველოს მთავრობის N391 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, აუქციონის გარეშე სახელმწიფო ქონების ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მართვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს ს----–-–-------------------------–- სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას.
,,ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს----–-–-------------------------–- სააგენტო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით ახორციელებს საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემას. ამავე კანონის მე-3 მუხლის მუხლი ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, შეთანხმებას ან/და გადაწყვეტილებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ე-----------------------------------არების მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N1--- ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროში შედგა 2013 წლის 15 მარტს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს უ-------–---------–----სათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, მითითებულ კომისიას ს----------–-------------–---------–---მა წარუდგინა სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე მოთხოვნა 15 უძრავ ნივთზე. უ-------–---------–----ს მართლზომიერი მფლობელობა დადგინდა მხოლოდ 8 უძრავ ნივთზე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის N---- განკარგულებით ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“ საქართველოს მთავრობის მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობა მიეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 7 უძრავ ქონებაზე, რომლებიც აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში და შვიდივე ობიექტი 49 წლის ვადით უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა ა(ა)იპ „ს----------–-------------–---------–---ს“. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მე-8 უძრავი ქონების - ქ.სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე 4894 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიზანშეუწონლობის მოტივით დოკუმენტაცია არ მოუზადებია და შესაბამისად, ე-----------------------------------არების სამინისტროს საქართველოს მთავრობისათვის შესათანხმებლად წარდგინებით არ მიუმართია.
საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ 2015 წლის 17 აპრილს, საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც წარიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უ-------–---------–----სათვის უძრავი ქონების გადაცემის პროცედურის გაგრძელების შესახებ და დაევალა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს უ-------–---------–----სათვის მე-8 ობიექტის გადაცემასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება, თუმცა საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ მიმართებით რაიმე მოქმედება არ განუხორციელებიათ.
პალატამ განმარტავს, რომ მართალია სახელმწიფო ქონების კერძო პირისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება წარმოადგენს აპელანტების დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ამასთან დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (ზაკ-ის 7.2 მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
პალატის მოსაზრებით მხოლოდ მიზანშეუწონლობაზე მითითებით „არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხის შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ე-----------------------------------არების მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N1--- ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არ ემსახურება იმ მიზანს, რომლის მისაღწევადაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეეტილების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული და მხარისათვის გასაგები, რათა შესაძლებელი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერების გადამოწმება და დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეცდომის დაშვება გამოირიცხოს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე 4894 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე დადასტურებულია ა(ა)იპ „საქართველოს უ-------–---------–----ს“ მართლზომიერი მფლობელობა, რა გარემოებაც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, მართლზომიერი მფლობელობა კი მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორზე, რაც ვლინდება უძრავ ნივთზე მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირი, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე სწორედ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად ცდილობს მოიპოვოს ქ.სენაკში, მ–--------- ქ.№319-ში მდებარე 4894 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე კანონიერი სარგებლობის უფლება, რასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კი მოსარჩელეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაუსაბუთებლად ეზღუდება ამ უფლების მოპოვების პროცედურული საშულება, რაც გაუმართლებელია მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ა(ა)იპ ,,ს----------–-------------–---------–---ს’’ წარმოადგენს, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინვალიდური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, რა უფლებებიც საჩივრის ავტორთა უმოქმედობით იზღუდება. ზემოაღნიშნული გარემოებები პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
აპელანტები, საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტრო და სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტო გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს, ს1“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ე-----------------------------------არების სამინისტროს და სსიპ ს----–-–-------------------------–- სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟი გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი