განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
820310919002822463
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820310919002822463

საქმე N3/ბ-69-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

განმცხადებლები _ ი------------ი, გ--–------------ე

დავის საგანი _ დამცავი ორდერის გაუქმება

საქმის გარემოებებზე მითითება:

ი------------მა სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მეუღლის გ--–------------ისა და დედამთილის თ----- ქ--------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა.

ი------------ის მითითებით, 2002 წლის 15 ოქტომბრიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2014 წლის 07 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--–------------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. ქორწინების შემდეგ, მეუღლესთან და მეუღლის დედასთან ურთიერთობა დაეძაბა, თავიდან მას მეუღლე და დედამთილი აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ. უმიზეზოდ ეჩხუბებოდნენ. შვილების გამო ბევრს ითმენდა, მაგრამ მდგომარეობა უფრო გართულდა. პირველი შვილი დაიბადა გულის მანკით და დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რაშიც ოჯახის წევრები ადანაშაულებდნენ ი------------ს. მეორე შვილზე დაფეხმძიმების შემდეგ, მეუღლე და დედამთილი აიძულებდნენ აბორტის გაკეთებას და ბავშვის მოშორებას, რაზეც ი------------მა კატეგორიული უარი განაცხადა, საბოლოოდ კი იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის ოჯახი და გადასულიყო საცხოვრებლად მშობლების ოჯახში. ერთი წლის შემდეგ, ახლობლების ჩარევით მეუღლეები შერიგდნენ. მიუხედავად შერიგებისა, ი------------ის მიმართ კვლავ გრძელდებოდა ძალადობა. ი------------ი იძულებული გახდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. 2018 წლის 24 დეკემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი გ--–------------ის მიმართ, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს თ----- ქ--------ძის მიმართ. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ი------------ის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. 2018 წლის 26 ნოემბერს ი------------ი მოთავსებული იქნა თავშესაფარში. ამ ეტაპზე ი------------ს წასასვლელი არსად არ აქვს, ის რჩება დაუცველი და შიშობს, რომ გ--–------------ე და თ----- ქ--------ძე კვლავ განახორციელებენ მასზე ძალადობას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით ი------------ის განცხადება გ--–------------ისა და თ----- ქ--------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი------------მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ი------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დამცავი ორდერი გამოიცა გ--–------------ის მიმართ, რომლითაც: ა) აეკრძალა გ--–------------ეს (დაბ.04.10.1977წ; პ/ნ:6----------; მცხ.ხელვაჩაური, სოფელი ე----) ი------------თან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის მის საცხოვრებელ სახლთან ან სხვა ადგილებში, სადაც იგი იმყოფება; ბ) აეკრძალა გ--–------------ეს ი------------თან საკომუნიკაციო საშუალებებით ურთიერთობა; დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 (სამი) თვით; ი------------ის განცხადება თ----- ქ--------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

2019 წლის 08 აპრილს ი------------მა და გ--–------------ემ განცხადებით მომართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითეს, რომ შერიგდნენ, სურთ ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლა, რის გამოც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

სასამართლოს სხდომაზე ი------------მა განმარტა, რომ სურს მეუღლესთან შერიგება და ერთად ცხოვრება.

სასამართლოს სხდომაზე ი------------ის წარმომადგენელმა რევაზ ჩიმაკაძემ განმარტა, რომ ი------------ს სურს მეუღლესთან შერიგება და მასთან ცხოვრება, ბავშვები ამჟამად მამასთან ცხოვრობენ, სოციალური სააგენტოსა და თავშესაფრის სოციალური მუშაკები იმყოფებოდნენ გ--–------------ის სახლში, შეისწავლეს ოჯახის მდგომარეობა. ადვოკატის მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებობს ი------------ისა და გ--–------------ის შერიგებისა და ერთად ცხოვრების საფუძველი.

სასამართლოს სხდომაზე გ--–------------ემ განმარტა, რომ სურს მეუღლესთან შერიგება და ცოლსა და შვილებთან ერთად ცხოვრება, მისი მხრიდან მეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობასა და შეურაცხყოფას ადგილი აქ ექნება.

განცხადების დაკმაყოფილების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განცხადების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მხარეთა შერიგების გამო ი------------ის და გ--–------------ის ერთობლივი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გ--–------------ის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 -ე მუხლის პირველი ნაწილის, თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

დადგენილია, რომ მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი------------ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი------------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დამცავი ორდერი გამოიცა გ--–------------ის მიმართ, რომლითაც: ა) აეკრძალა გ--–------------ეს (დაბ.04.10.1977წ; პ/ნ:6----------; მცხ.ხელვაჩაური, სოფელი ე----) ი------------თან რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის მის საცხოვრებელ სახლთან ან სხვა ადგილებში, სადაც იგი იმყოფება; ბ) აეკრძალა გ--–------------ეს ი------------თან საკომუნიკაციო საშუალებებით ურთიერთობა; დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 (სამი) თვით; ი------------ის განცხადება თ----- ქ--------ძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 08 აპრილს ი------------მა და გ--–------------ემ განცხადებით მომართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითეს, რომ შერიგდნენ, სურთ ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლა, რის გამოც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.

პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ. მხარეთა შერიგებისას, მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გამოხატული ნება იძლევა შესაძლებლობას გაუქმდეს სასამართლოს მიერ გ--–------------ის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი და თვლის, რომ არ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, გ--–------------ეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, მხარეები გამოთქვამენ თანაცხოვრების სურვილს, არასრულწლოვანი შვილები ამჟამად ცხოვრობენ მამასთან, აღნიშნული გარემოებები კი იძლევა ი------------ისა და გ--–------------ის ერთობლივი განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2112-2115-ე მუხლებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი------------ის და გ--–------------ის ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეთა შერიგების გამო გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გ--–------------ის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედება;

 

3. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს საქართველოს შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს;

 

4.განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის მოქმედების გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში;

 

5.გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი