განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001621300
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3055-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
თავმჯდომარე თ----- ზამბახიძე
მოსამართლეები თ----- ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - კ------------- ო-----–---–ი
წარმომადგენელი - ი----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----------------ძე, თ------------------ძე
წარმომადგენელი - გ-----------------ე, ბ-----------–--ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018 წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს ნოტარიუს ე-–------–----–---–ის მიერ 08.02.2016 წელს და 15.09.2016 წელს გაცემული №16------4 და №16------- სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ, 24 100 აშშ დოლარის ნაწილში.
1.2. გაუქმდეს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 14.09.2016 წელს გაცემული №16------- სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ, 24 100 აშშ დოლარის ნაწილში.
1.3. შემცირდეს სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული პირგასამტეხლო 0.3%-დან 0.01%-.დე.
2. სარჩელის საფუძვლები:
მხარეთა შორის 2013 წლის 25 ივნისს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 25 სექტემბერს. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის დროდ მიიჩნევა 2013 წლის 25 სექტემბერი. მოსარჩელემ მოპასუხეებს გადაუხადა დავალიანების დიდი ნაწილი, კერძოდ, ნ-----------------ძეს და თ------------------ძეს გადაუხადა 2625-2625 აშშ დოლარი, სულ 5250 აშშ დოლარი, ასევე ძირი თანხის ნაწილი 42 950 აშშ დოლარი. შესაბამისად, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში უკანონოდ არის მითითებული პირგასამტეხლო სრულ თანხაზე 0.3% და ასევე სარგებლის თანხა. იმ ვითარებაში, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია დავალიანების ძირი თანხის დიდი ნაწილი, პროცენტი სრულად, უსამართლობაა მისგან უკვე შესრულებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლო 0.3% არაგონივრულია და უნდა იქნეს შემცირებული. სესხის ძირი თანხიდან დარჩენილია გადასახდელი 7050 აშშ დოლარი. გადახდილი 48 200 აშშ დოლარიდან სარგებელია 5 250 აშშ დოლარი, ხოლო ძირი 42 950 აშშ დოლარი, შესაბამისად, ძირი თანხიდან გადასახდელია 7050 აშშ დოლარი. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო 0.3%-ს ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს არ გადაუხდია არც ძირი თანხა და არც საპროცენტო სარგებელი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ხელწერილს, იგი არ ეკუთვნის მოპასუხეებს და შემხებლობა არ აქვს მოცემულ დავასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე კ------------- ო-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა 2016 წლის 14 სექტემბრის №16------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) და სააღსრულებო ფურცლის №7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად; 2016 წლის 14 სექტემბრის №16------- სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.
3. ნაწილობრივ გაუქმდა 2016 წლის 08 თებერვლის №16------4 სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) და 2016 წლის 15 სექტემბრის
№16------- (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება და სააღსრულებო ფურცლის №7 პუნქტით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად. 2016 წლის 08 თებერვლის №16------4 სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) და 2016 წლის 15 სექტემბრის №16------- (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. 25.06.2013 წელს, ერთის მხრივ, ნ-----------------ძეს და თ------------------ძეს, მეორეს მხრივ, კ------------- ჩ-----------ძეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა მოსარჩელეს ასესხეს 50 000 აშშ დოლარი, თითოეულმა 25 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 3.5%-ს დარიცხვით. იპოთეკარებმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა მიიღო სრულად. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელე კ------------- ო-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
4.2. ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 14.09.2016 წელს გაცემული №16------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორ თ-------------------ძის სასარგებლოდ კ------------- ო-----–---–ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
4.3. ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 08.02.2016 წელს გაცემული №16------4 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორ ნ-----------------ძის სასარგებლოდ კ------------- ო-----–---–ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 2625 აშშ დოლარი, ჯამი 27 625 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
4.4. ნოტარიუს ე-–------–----–---–ის მიერ 15.09.2016 წელს გაცემული სანოტარო აქტით, 08.02.2016 წლის №16------4 სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა - 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე -
0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
4.5. კერძო აღმასრულებელ თ----- ბ--------ის 20.10.2016 წლის №A1-----------/001 წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე კ------------- ო-----–---–ს მიეცა 7 დღის ვადა, კრედიტორ თ------------------ძის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების (სესხის ძირი 25 000 აშშ დოლარი, პროცენტი 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად) შესასრულებლად.
კერძო აღმასრულებელ თ----- ბ--------ის 20.10.2016 წლის №A1-------------02 წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე კ------------- ო-----–---–ს მიეცა 7 დღის ვადა, კრედიტორ ნ-----------------ძის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების (სესხის ძირი 25 000 აშშ დოლარი, პროცენტი 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად) შესასრულებლად.
4.6. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კ------------- ო-----–---–ის მიერ 25.03.2016 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის სახით არსებული ფულადი ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეების მიმართ არსებული ვალდებულების დიდი ნაწილი შესრულებული აქვს, კერძოდ, ნ-----------------ძეს და თ------------------ძეს გადაუხადა 2625-2625 აშშ დოლარი, სულ 5250 აშშ დოლარი, ასევე ძირი თანხის ნაწილი 42 950 აშშ დოლარი, რის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს, ხელნაწერის ასლი, სადაც თვეების მიხედვით მითითებულია სხვადასხვა ოდენობის თანხები (მაგ: გადახდილია - ოქტომბრის - 1800 აშშ დოლარი და ა.შ.). აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ხელწერილით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ხელწერილზე არ არის მითითებული გადამხდელის და თანხების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერები. შესაბამისად, ამ მტკიცებულებით სახელშეკრულებო ურთიერთობის და ამ ურთიერთობის მონაწილე პირთა იდენტიფიცირება არ ხდება. მით უფრო საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს.
არსებულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უკანა გვერდზე გაკეთებული ციფრობრივი ჩანაწერები თვეების მიხედვით კონკრეტული თანხების გადაცემის თაობაზე არ არის შესრულებული არც მოვალის (კ------------- ო-----–---–ის) და არც კრედიტორების (თ----- და ნ---- ჩ-----------ძეების) მიერ. მოსარჩელე მხარის მითითებით აღნიშნული ხელწერილი/გადახდების ცხრილი შედგენილია მოწმეების - ბ--–-------ას და ხ------- ჩ------ის მიერ. აღნიშნული მოწმეებიდან ბ--–-------ა ადასტურებს აღნიშნულს, ხოლო მოწმე ხ------- ჩ------ე ადასტურებს მისი ხელით შესრულებულ მინაწერის არსებობას თუმცა კონკრეტულად სადავო ხელშეკრულების ფარგლებში თანხის მიღებას უარყოფს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების და მისი ოდენობის დადგენისას მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება საკმარისი არაა, იმ მოცემულობაში როდესაც აღნიშნულს გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ჩვენება, მეორე მოწმის ჩვენება და რაც ნიშანდობლივია, აღნიშნული ვალდებულების კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობასთან კავშირს შინაარსობრივად არც აღნიშნული ხელწერილი/ცხრილი იძლევა.ყოველივე აღნიშნული ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შერულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მითითებას.
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
საქმეზე დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე (მოვალის) მიერ სესხის ძირითადი თანხის ნაწილისა და საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიანიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მითითებული ვალდებულების მოცულობა არ შემცირებულა მოვალის მირ გადახდით, სააღსრულებო ფურცლებში მათი ოდენობა დაფიქსირებულია მართებულად და მათი შემცირების რაიმე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
4.8 სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლოს მიხედულებით კრედიტორების მხრიდან მოხდა პირგასამტეხლოს ხელოვნურად დაგროვება დიდ პერიოდზე (თითქმის სამწლიან პერიოდზე) და შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე. 2016 წლის 14 სექტემბრის №16------- სააღსრულებო ფურცლის და 2016 წლის 08 თებერვლის №16------4 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელე კ------------- ო-----–---–ისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 0.01%-მდე. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიიჩნევს საფუძვლიანად და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5.1. უსწოროა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ კ------------- ო-----–---–ს მოპასუხეებისთვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია. მოსარჩელეს სესხის თანხიდან გადახდილი აქვს სარგებელი მთლიანად, ასევე სესხის ძირი თანხის ნაწილი, რაც საერთო ჯამში შეადგენს 48 200 აშშ დოლარს. თანხა გადაეცა შუამავალ ხ------- ჩ------ეს.
მხარეებმა აღიარეს, რომ ხ------- ჩ------ეს გადახდების ცხრილის მიხედვით გადაცემული ჰქონდა 48 200 აშშ დოლარი და მან ეს თანხა გადასცა თ----- და ნ-----------------ძეებს. სასამართლოზე დადგინდა, რომ ხ------- ჩ------ე მოქმედებდა როგორც შუამავალი, შესაბამისად, მის მიერ მიღებული თანხა სესხის თანხის დაფარვას ემსახურებოდა. ის ფაქტი, რომ ხ------- ჩ------ე აღნიშნულ საქმეში იყო შუამავალი, მხარემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.
5.2. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა სამი თვის ვადით. სამი თვის სარგებელი გადახდილია და გაუგებარია, რის საფუძველზე დაეკისრა მხარეს აღნიშნული თანხის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. 25.06.2013წ. ნ-----------------ძეს, თ------------------ძეს (შემდგომში „მოპასუხეები“) და კ------------- ო-----–---–ს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ თითოეული მოპასუხისგან ისესხა 25 000 აშშ დოლარი - ჯამში 50 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 3.5% სარგებლის დარიცხვით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 7-----------) (ტ.1, ს.ფ. 17-21).
უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა შეადგენდა 55 250 აშშ დოლარს, რაც ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად შეადგენდა 91 284 ლარს. იპოთეკით უზრუნველყოფილი იყო სესხი და პროცენტები, აგრეთვე შესაძლო ზიანი (სასამართლო და სააღსრულებო ხარჯები და სხვა) (ტ.1, ს.ფ.19).
8. 08.02.2016წ. ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემული №16------4 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორ ნ-----------------ძის სასარგებლოდ კ------------- ო-----–---–ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი,საპროცენტო სარგებელი 2625 აშშ დოლარი,აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად (ტ.1, ს.ფ. 26-28).
სააღსრულებო ფურცელში 15.09.2016წ. შევიდა ცვლილება და მე-7 პუნქტი - აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი,ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა - 2625 აშშ დოლარი),პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად (ტ.1, ს.ფ. 29-31).
9. 14.09.2016წ. ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემული №16------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორ თ------------------ძის სასარგებლოდ კ------------- ო-----–---–ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით:
სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარი,საპროცენტო სარგებელი 2625 აშშ დოლარი,პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად (ტ.1, ს.ფ. 23-25).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა 14.09.2016წ. №16------- სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად;
- ნაწილობრივ გაუქმდა 08.02.2016წ. №16------4 სააღსრულებო ფურცელი და 15.09.2016წ. №16------- სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) 2625 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2013 წლის 26 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
ამდენად, ფაქტობრივად, სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ მის მიერ სესხის ძირი თანხის და სარგებლის სახით გადახდილია ჯამში 48 200 აშშ დოლარი. შესაბამისად, გადასახდელია მხოლოდ სესხის ძირი თანხა 7050 აშშ დოლარის ოდენობით.
11. საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილის - 5250 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სარჩელს ერთვის ხელნაწერის ასლი, სადაც თვეების მიხედვით მითითებულია სხვადასხვა ოდენობის თანხების გადახდის თაობაზე (ტ,1, ს.ფ. 22). სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ აღნიშნული ხელნაწერი შესრულებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უკანა გვერდზე (იხ.: ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 17-22, მხარეთა ახსნა-განმარტებები).
სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე გვერდზე არსებული ხელწერილით დგინდება, რომ ხ------- ჩ------ეს, რომელიც წარმოადგენს მოპასუხეების დედას და მოცემულ საქმეში დაკითხული იქნა მოწმედ, ხელი მოწერილი აქვს შემდეგ ჩანაწერებზე: „გადახდილია ოქტომბრის -1800 აშშ დოლარი, გადახდილია ნოემბერ - 1700 აშშ დოლარი, გადახდილია მაისი - 1750 აშშ დოლარი“ (ტ.1, ს.ფ. 22), რაც ჯამში შეადგენს 5250 აშშ დოლარს.
რაც შეეხება, ხელწერილზე შესრულებულ კიდევ ერთ ხელმოწერას, საქმის მასალებით არ დგინდება, ვინ განახორციელა აღნიშნული. სხვა შემთხვევებში მითითებულია მხოლოდ თანხები, მიღების ფაქტის ხელმოწერით დადასტურების გარეშე.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული ხელწერილი/გადახდების ცხრილი შედგენილია მოწმეების - ბ--–-------ას და ხ------- ჩ------ის მიერ. ბ--–-------ა ადასტურებს აღნიშნულს, ხოლო მოწმე ხ------- ჩ------ე ადასტურებს ხელწერილზე ხელმოწერის ფაქტს, თუმცა კონკრეტულად სადავო ხელშეკრულების ფარგლებში თანხის მიღებას უარყოფს.
კერძოდ, მოწმე ბ--–-------ას ჩვენებით, იგი არის მოსარჩელის მეგობარი, ფაქტობრივად იგი იყო მსესხებელი და იხდიდა კიდეც სესხის თანხებს. მოწმის ჩვენებით, გამსესხებელს რეალურად წარმოადგენდა მოპასუხეების დედა ხ------- ჩ------ე და სწორედ მას უხდიდა მსესხებელი ყოველთვიურად სესხის პროცენტს - 1750 აშშ დოლარს. მოწმის ჩვენებით, მის მიერ არის შესრულებული აღნიშნული ხელნაწერიც თანხების გადახდის თაობაზე, რომელზეც რამდენიმე ადგილას ხელი მოწერილი აქვს ხ------- ჩ------ეს (17.11.2017წ. სხდომის ოქმი, 11:25:21 – 11:30:30). ამასთან, ბ--–-------ას განმარტებით, დიდი ხნის განმავლობაში იგი ხ------- ჩ------ეს ისე აძლევდა თანხებს, რომ ხელს არ აწერინებდა (17.11.2017წ. სხდომის ოქმი, 11:57:54- 11:59:21).
მოწმე ხ------- ჩ------ემ სადავო ხელწერილთან მიმართებაში განმარტა, რომ ხელწერილზე რამდენიმე ადგილას მართლაც მისი ხელმოწერაა (17.11.2017წ. სხდომის ოქმი, 12:15:00 – 12:15:42), თუმცა არ იცოდა, რომ ხელს აწერდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უკანა გვერდზე. მოწმის ჩვენებით, ბ--–-------ას ჰქონდა მისი სხვა ვალდებულება, რომელიც ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის და მან ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ბ--–-------ა შეპირდა, ხელის მოწერის შემთხვევაში 2012 წლის ხელშეკრულების გაგრძელებას (12:18:06 -12:20:15). სასამართლოს კითხვაზე, ვინ წარმოადგენდა მის მიერ ხსენებული ხელშეკრულების მხარეებს, ვინ ვის უხდიდა თანხას, მოწმემ ვერ უპასუხა. მოწმემ მიუთითა, რომ 2012 წლის ხელშეკრულებაში იყო შუამავალი (12:21:02- 12:21:54). ამასთან, კითხვაზე, მიეთითებინა, კონკრეტულად ვინ იყო აღნიშნული ხელშეკრულების მხარე, მოწმემ განმარტა, რომ არ თვლის საჭიროდ უპასუხოს კითხვას (12:44:55-12:45:33). შემდეგში კი სასამართლოს კითხვის პასუხად განმარტა, რომ კონკრეტულად არ ახსოვს ვინ იყო ხელშეკრულებაში გამსესხებელი ან მსესხებელი (12:46:11 – 12:46:59).
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც;
- სადავო არ არის მოწმედ დაკითხული ხ------- ჩ------ის კავშირი მოპასუხეებთან (იგი არის მოპასუხეების დედა);
- მოწმე ადასტურებს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უკანა გვერდზე თანხების გადახდასთან დაკავშირებით ხელმოწერის ფაქტს;
- უთითებს, რომ არ იცოდა, ხელს რაზე აწერდა და იგი სხვა ვალდებულებიდან გამომდინარე ახორციელებდა ხელმოწერას, თუმცა ვერ იხსენებს ვინ წარმოადგენდნენ მის მიერ ნახსენები ხელშეკრულების მხარეებს, რატომ გრძნობდა იგი თავს ვალდებულად და რატომ აწერდა იგი ხელს ბ--–-------ას მოთხოვნით წინამდებარე ხელშეკრულების უკანა გვერდზე გადახდის ფაქტების აღნიშვნას, რომელიც მისივე განმარტებით, არ იყო წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, -
პალატას არათანმიმდევრულად მიაჩნია მოწმედ დაკითხული ხ------- ჩ------ის ჩვენება სხვა ხელშეკრულების ფარგლებში განხორცილებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით და სადავო ხელწერილის, მოწმეთა ჩვენებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების 5 250 აშშ დოლარის ოდენობით შესრულების ფაქტს.
პალატა აქვე განმარტავს, რომ თითოეული სესხის ძირი თანხა იყო 25 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, ყოველთვიური სარგებელი - 3,5% შეადგენდა 875 აშშ დოლარს. გათვალისწინებით იმისა, რომ ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით, თითოეული გამსესხებლის მიერ მისაღები სარგებელი შეადგენდა 2625 აშშ დოლარს, ანუ ჯამში ორივე გამსესხებლის მიერ პროცენტის სახით მიღებულ უნდა ყოფილიყო სწორედ 5 250 აშშ დოლარი, ანუ ყოველ თვეში 1750 აშშ დოლარი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი გადახდებით დაიფარა სწორედ სარგებელი.
რაც შეეხება სადავო სესხის თანხის ანგარიშში სხვა რაიმე თანხის გადახდის ფაქტს, რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სესხის თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდის თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
13. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
გათვალისწინებით იმისა, რომ სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების 5 250 აშშ დოლარის ოდენობით შესრულების ფაქტს და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლებში აღსასრულებელ ვალდებულებად ასევე მოცემულია ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებელი 3.5%, რაც თითოეული გამსესხებლის შემთხვევაში შეადგენს 2625 აშშ დოლარს (ჯამში 5 250 აშშ დოლარი), პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში აღსასრულებელი ვალდებულებად განისაზღვრა ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) თითოეული გამსესხებლის შემთხვევაში 2625 -2625 აშშ დოლარი.
14. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩვარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპრიოცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება თითოეული მოპასუხის მიმართ 2625 აშშ დოლარის ნაწილში, თითოეულ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 105 აშშ დოლარის (2625-ის 4%) ექვივალენტი ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. კ------------- ო-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც 2016 წლის 14 სექტემბრის №16------- სააღსრულებო ფურცელში (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი), სააღსრულებო ფურცლის N7 პუნქტით აღსასრულებელ ვალდებულებად განისაზღვრა - ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) 2625 აშშ დოლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც 2016 წლის 08 თებერვლის №16------4 სააღსრულებო ფურცელში (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) და 2016 წლის 15 სექტემბრის №16------- (ნოტარიუსი ე-–---- შ----–---–ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილებაში, სააღსრულებო ფურცლის №7 პუნქტით აღსასრულებელ ვალდებულებად განისაზღვრა - ყოველთვიურად 3.5% (გადაუხდელი თანხა) 2625 აშშ დოლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2018წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
5. ნ-----------------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 105 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
6. თ------------------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 105 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი