განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.05.2019
საქმის ნომერი
340210017001995489
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210017001995489

N2ბ/4223-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქალაქ თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ,,ა--------–---------------–--------ო’’

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა-–---------ე ბ---–---–ი, დ---ო ბ---–---–ი

 

თავდაპირველი მოპასუხე - გ------- ბ---–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გათავისუფლდა ყადაღისგან კ------ს ს----------–-------------ს აღმასრულებლის 2017 წლის 20 აპრილის №1----- აქტით დაყადაღებული ქონება - სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL”.

 

ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ ,,ა--------–---------------–---------ს“ ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით გ------- ბ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის ე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამავე სასამართლომ 2017 წლის 10 აპრილს გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე გ------- ბ---–---–ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმის იძულების წესით გადახდევინების მიზნით.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კ------ს ს----------–-------------ში №--------- სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო, სადაც კრედიტორს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო მოვალეს გ------- ბ---–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კ------ს ს----------–-------------ს აღმასრულებელი, 2017 წლის 20 აპრილს, გ---------ის რაიონის ს------– ა--–--ში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: ტყავის სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL”. ამავე აქტის მიხედვით ნივთების აღწერას ესწრებოდა თ-- ჯ----ძე და დაყადაღებული ნივთები შესანახად მანვე ჩაიბარა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------ს ს----------–-------------ს აღმასრულებლის 2017 წლის 20 აპრილის №1----- აქტში მითითებული ნივთები - ტყავის სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL” წარმოადგენდა მოსარჩელეების საკუთრებას.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ გ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–ი ა--–--ი მოპასუხე გ------- ბ---–---–ის რეგისტრაციის მისამართი იყო, თუმცა იგი ამ მისამართზე არ ცხოვრობდა. მისივე განმარტებით, გ------- ბ---–---–ი ორ წელზე მეტია დ--------–--–------ს ს------– ა-----–------–ოში ცხოვრობდა და მოსარჩელის ოჯახთან ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდა.

 

სასამართლოს მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, ერთი წლის წინ, მოვალე გ------- ბ---–---–ს, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე სასამართლოს განაჩენით დაკისრებული თანხის და აღსრულების საფასურის ნებაყოფლობით გადახდის მოთხოვნით წინადადება გაეგზავნა. წარმომადგენლის განმარტებით, გაფრთხილების წერილი მოვალის დედას თ-- ჯ----ძეს ჩაჰბარდა. საქმეში წარმოდენილ ყადაღის აქტშიც მითითებული იყო, რომ 2017 წლის 20 აპრილს ჩატარებულ სააღსრულებო მოქმედებას მოვალის მხრიდან მხოლოდ თ-- ჯ----ძე ესწრებოდა (იხ. სასამართლოს 18.05.2018 წლის სხდომის ოქმი 14:38:39-14:39:10 სთ; 14:42:22-14:43:10 სთ). ამდენად, ორივე სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მოვალე გ------- ბ---–---–ი რეგისტრირებულ მისამართზე (გ---------ის რაიონი ს------–ი ა--–--ი) არ იმყოფებოდა.

 

სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე გ------- ბ---–---–ზე დ--------–--–------ს რაიონის ს------–ი ა-----–------–ოში გაგზავნილი სასამართლოს უწყება ოჯახის წევრმა - მ--- თ--–-–--ლმა ჩაიბარა. გზავნილის მიხედვით, უწყების ჩამბარებელი პირი გ------- ბ---–---–ის სიდედრი იყო. ის გარემოება, რომ გ------- ბ---–---–ი რამოდენიმე წელია ს------– ა--–--ში აღარ ცხოვრობდა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკისთხულმა გ------- ვ-----------ძემაც დაადასტურა (იხ. სასამართლოს 18.05.2018 წლის სხდომის ოქმი 114:47:03-14:47:30 სთ).

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ მიუხედავად რეგისტრაციისა, მოპასუხე გ------- ბ---–---–ი არ ცხოვრობდა გ---------ის რაიონის ს------– ა--–--ში და ამ მისამართზე ა-–---------ე ბ---–---–ი, მისი მეუღლე თ-- ჯ----ძე და შვილი დ---ო ბ---–---–ი ცხოვრობდნენ. მოპასუხე მხარეს ამ გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ ჰქონდა წარდგენილი.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ გ------- ბ---–---–ი არ ცხოვრობდა გ---------ის მუნიციპალიტეტის ს------– ა--–--ში, სადაც ნივთების აღწერა-დაყადაღება მოხდა, ხოლო მოსარჩელეები ამ მისამართზე მაცხოვრებელი და შესაბამისად, სადავო ნივთების მფლობელ პირებს წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ, არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეები მოსარჩელეები იყვნენ. სადავო ნივთებზე მფლობელებიდან გამომდინარე მოსარჩელეების მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით განმარტა რომ, ვინაიდან მოპასუხე გ------- ბ---–---–ის რეგისტრაციის მისამართი გ---------ის რაიონის ს------–ი ა--–--ი იყო, ამიტომ ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ნივთები მის საკუთრებად უნდა მიჩნეულიყო, რასაც სასამართლო არ დაეთანხმა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია შეიძლება მისი მფლობელის მიმართ არსებობდეს და პირის რომელიმე მისამართზე რეგისტრაცია არ წარმოშობს ამ მისამართზე მდებარე მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებას. ამავდროულად, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლი მიუთითებს იმ ნივთებზე, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, ანუ მოვალის ადგილსამყოფელზე აღოჩენილ ნივთებზე.

 

სასამართლომ, ამ მოსაზრების დასასაბუთებლად, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლითაც საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება. ნორმის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს. ცხადია, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი სურვილით, რეგისტრაცია ერთ-ერთი მათგანის მიხედვით გაიაროს და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს ენიჭება. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო, რომ მოპასუხე გ------- ბ---–---–ის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენდა გ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–ი ა--–--ი, თუმცა სასამართლომ მიუთითა რა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, განმარტა, რომ რეგისტრაციის ადგილი შეიძლება არ წარმოადგენდეს პირის საცხოვრებელ ადგილს და იგი სრულიად სხვა მისამართზე ცხოვრობდეს.

 

ამდენად, ის გარემოება, რომ გ------- ბ---–---–ის რეგისტრაციის ადგილი იყო გ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–ი ა--–--ი, არ ნიშნავდა იმას, რომ იგი ამ მისამართზე ცხოვრობდა და ამ მისამართზე განთავსებული ყველა ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენდა. მითუმეტეს, რომ, როგორც საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, ამ მისამართზე ა-–---------ე ბ---–---–ი, თ-- ჯ----ძე და არსრულწლოვანი დ---ო ბ---–---–ი ცხოვრობდნენ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ რეგისტრაციით არ განისაზღვრება, არამედ აუცილებელია, რომ პირი ფაქტობრივად ცხოვრობდეს რეგისტრაციის მისამართზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- ბ---–---–ი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობდა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდებოდა, რომ მისი საცხოვრებელი მისამართი დ--------–--–------ს მუნიციპალიტეტის ს------–ი ა-----–------–ო იყო. შესაბამისად, არ არსებობდა ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთების მის საკუთრებად მიჩნევის ფაქტობრივი საფუძველი.

 

2.5. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელეების საკუთრებას, რომლებიც არ იყვნენ მოვალეები და არც ის პირები, რომლებსაც სოლიდარულად შეიძლება ეგოთ პასუხი გ------- ბ---–---–ის ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავდა იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევდა მოსარჩელეების საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთები გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოთხოვნების სრული დაცვით, აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა იქ არსებული ნივთების აღწერა-დაყადაღება. შესაბამისად, არ არსებობდა გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთებით, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

3.2. აპელანტის მითითებით, მოპასუხე სსიპ ,,ა--------–---------------–---------ს“ მოსარჩელეების ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სასარგებლოდ, არასწორად დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და არ გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-2 პუნქტის დ---ქმა, რომ, თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, ა--------–---------------–---------სა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ა--------–---------------–--------ო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აღნიშნულ საქმეში ა--------–---------------–--------ოს კ------ს ს----------–------------- წარმოადგენდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს მთავარ პროკურატურას და ა--------–---------------–---------ს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს კ------ს ს----------–-------------ს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 10.04.2017 წ. გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, გ------- ბ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2000.00 ლარის გადახდა (ტომი 1; ს/ფ 15; 16-17; 18; 22) ;

 

4.2. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენი, რომლითაც გ------- ბ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის ე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით განესაზღვრა; 2) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალედ მითითებულია გ------- ბ---–---–ი, ხოლო, კრედიტორად - სახელმწიფო ბიუჯეტი (ტომი 1; ს/ფ 130-134 - განაჩენი; ს.ფ. 135 - სააღსრულებო ფურცელი);

 

4.3. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 20 აპრილს, ყადაღა დაედო გ---------ის რაიონის ს------– ა--–--ში განთავსებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა--------–---------------–--------ოს 2017 წლის 20 აპრილის ნივთის აღწერისა და დაყადაღების №1----- აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: ტყავის სამეული (დივანი ორი სავარძლით), პერსონალური კომპიუტერი (DELUX-ის ფირმის კომპიუტერი, LG-ს ფირმის ,,ქეისი“, კლავიატურა, GENIUS-ის ფირმის ,,მაუსი“) ტელევიზორი LG-ის ფირმის, მაცივარი ,,NATIONAL”.

აქტის მიხედვით, ნივთების აღწერას ესწრებოდა თ-- ჯ----ძე და დაყადაღებული ნივთები შესანახად მანვე ჩაიბარა (ტომი 1; ს/ფ 16-17 - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი);

 

4.4. გ---------ის რაიონის ს------– ა--–--ში, წარმოადგენს ა-–---------ე და დ---ო ბ---–---–ების (მოსარჩელეები) საცხოვრებელ ადგილს, ხოლო, მიუხედავად გ---------ის რაიონის ს------– ა--–--ში, გ------- ბ---–---–ის რეგისტრაციის ფაქტისა, პალატა მის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევს დ--------–--–------ს რაიონი, ს------– ა-----–------–ოს.

 

ამ კუთხით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20.1. მუხლზე (ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი) და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ცნებას, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მნიშვნელობა ენიჭება პირის ნებას საცხოვრებლის არჩევის თაობაზე და ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს, შესაბამისად, რეგისტრაცია, სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის გადამწყვეტ ფაქტს არ წარმოადგენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.12.2015 წლის განჩინება საქმეზე Nას-1059-999-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება მოპასუხე გ------- ბ---–---–ის ნება საცხოვრებელის არჩევის თაობაზე. კერძოდ, ის გარემოება, რომ გ---------ის მუნიციპალიტეტის ს------–ი ა--–--ი მოპასუხე გ------- ბ---–---–ის საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენს და გ------- ბ---–---–ი ცხოვრობს დ--------–--–------ს რაიონის ს------– ა-----–------–ოში, დასტურდება: 1) მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, რომ სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, ერთი წლის წინ, მოვალე გ------- ბ---–---–ს, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე სასამართლოს განაჩენით დაკისრებული თანხის და აღსრულების საფასურის ნებაყოფლობით გადახდის მოთხოვნით წინადადება გაეგზავნა. გაფრთხილების წერილი მოვალის დედას თ-- ჯ----ძეს ჩაჰბარდა (18.05.2018 წლის სხდომის ოქმი 14:38:39-14:39:10 სთ; 14:42:22-14:43:10 სთ). 2) ნივთის აღწერისა და დაყადაღების აქტით, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 20 აპრილს ჩატარებულ სააღსრულებო მოქმედებას მოვალის მხრიდან მხოლოდ თ-- ჯ----ძე ესწრებოდა.

 

ამდენად, ორივე სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას მოვალე გ------- ბ---–---–ი რეგისტრირებულ მისამართზე (გ---------ის რაიონი ს------–ი ა--–--ი) არ იმყოფებოდა.

 

სადავო გარემოება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით, რომლის თანახმად, მოპასუხე გ------- ბ---–---–ზე დ--------–--–------ს რაიონის ს------–ი ა-----–------–ოში გაგზავნილი სასამართლოს უწყება ჩაიბარა ოჯახის წევრმა - მ--- თ--–-–--ლმა, რომელიც არის ადრესატის - გ------- ბ---–---–ის სიდედრი.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გ------- ბ---–---–ი რამოდენიმე წელია ს------– ა--–--ში აღარ ცხოვრობს, აღნიშნული დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ვ-----------ძის ჩვენებით (18.05.2018 წლის სხდომის ოქმი 114:47:03-14:47:30 სთ).

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია იმ უძრავ ქონებაში, რომლის არც მესაკუთრეს და არც ფაქტობრივ მფლობელს არ წარმოადგენს მოვალე. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ ვინაიდან მოპასუხე გ------- ბ---–---–ის რეგისტრაციის მისამართი გ---------ის რაიონის ს------–ი ა--–--ი იყო, ამიტომ ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი ნივთები მის საკუთრებად უნდა მიჩნეულიყო. საქმის მასალებით კი დადგენილ იქნა, რომ მოვალე გ------- ბ---–---–ი არ ცხოვრობდა გ---------ის მუნიციპალიტეტის ს------– ა--–--ში, სადაც ნივთების აღწერა-დაყადაღება მოხდა, ხოლო მოსარჩელეები ამ მისამართზე მაცხოვრებელი და შესაბამისად, სადავო ნივთების მფლობელ პირებს წარმოადგენდნენ.

 

პალატა მიუთითებს, რომ მარტო ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის ადრინდელი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ გარემოებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს მოვალის საკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მითითებული ნივთები განთავსებული იყო მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და წარმოადგენდნენ მის საკუთვნებელს, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლისა (1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად). პალატა განმარტავს, რომ საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული დაყადაღებული მოძრვი ნივთები განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ა-–---------ე ბ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის, საკუთვნებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების, როგორც უძრავი ნივთისა და სადავო დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელების, მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, მოსარჩელეებმა შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის მე-3 (დისპოზიციურობის პრინციპი) მუხლის თანახმად, 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საქართველოს სსკ-ის 208.3. მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ, სააპელაციო საჩივრის ის ნაწილი, რომლითაც აპელანტი სადავოდ ხდიდა გადაწყვეტილებას სსიპ ,,ა--------–---------------–---------ს“ ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სასარგებლოდ, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას, ცნო და უარი განაცხადა სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ ,,ა--------–---------------–---------ს“ ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება, უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც შეეხება არსებით მხარეს, არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

5.2. რაც შეეხება გადაწყვეტილებას იმ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი), რომლითაც სსიპ ,,ა--------–---------------–---------ს“ ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება, ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მოწინააღმდე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ცნობის გამო.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება მიიღება განჩინების ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება იცვლება მხოლოდ სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში, ანუ არსებითად არ წყდება, შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს განჩინების ფორმით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ ,,ა--------–---------------–--------ოს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილში, რომლითაც მოპასუხე სსიპ ,,ა--------–---------------–---------ს“ მოსარჩელეების ა-–---------ე ბ---–---–ის და დ---ო ბ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;

 

3. დანარჩენ ნაწილში, გ---------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

4. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია