განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.05.2019
საქმის ნომერი
330310017001801750
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001801750

საქმე N3ბ/3468-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ტ------–---“ (ს/ნ----------)

დ-----------ი - ე-–-------------–--ე

წარმომადგენელი - ნ---------------ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი;

მესამე პირი (ა.ს.კ - 16.1) - შპს „ა----–----------ი“ (ს/ნ----------);

მესამე პირე (ა.ს.კ - 16.1) - ზ--------------- (-----------);

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს ,,ტ------–---ს“ (ს/ნ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N---------) შპს „ტ------–---ს“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა----–----------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ა----–----------ს“ შპს „ტ------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5925 ლარის გადახდა და მოსარჩელე შპს ,,ტ------–---ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 178 ლარის ოდენობით.

 

2.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე 2013 წლის 28 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

2.2.3. 2013 წლის 19 დეკემბრს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, განცხადებით (იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების თაობაზე) მიმართა შპს „ტ------–---ს“ დ-----------მა ე-–-------------–--ემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელის წარმოებაში მიღება და შპს „ა----–----------ის“ დაეკისროს 175 ლარის და 5925 ლარის გადახდა. კრედრიტორი: შპს „ტ------–---“ (ს/ნ----------); მოვალე: შპს „ა----–----------ი“ (ს/ნ----------) (ტომი I, ს.ფ 85-90).

 

2.2.4. 2013 წლის 25 დეკემბერს, მოვალე შპს „ა----–----------ს" გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის ,,წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ". ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.10.2013 წლის N--------- სააღსრულებო ფურცელი (საქმე N---------) რომლის თანახმად: მოპასუხე შპს „ა----–----------ის" შპს „ტ------–----ს" სასარგებლოდ დაეკისრა 5925 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „ა----–----------ს“ მოსარჩელე შპს „ტ------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 178 ლარის ოდენობით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ეძლეოდა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაიხადოს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა და სააღსრულებო საფასური. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა აღსრულების საფასურის სრული ოდენობა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები.

 

2.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს N----------------- წერილობითი მიმართვით, საბანკო დაწესებულებს ეცნობათ, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე N---------, კრედიტორი - შპს „ტ------–---", მოვალე- შპს „ა----–----------ი", ყადაღა დაედოს შპს „ა----–----------ის" სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებს 6530.21. ლარის ფარგლებში.

 

2.2.6. 2013 წლის 30 დეკემბერს, კრედიტორის - შპს „ტ------–---ს" დ-----------მა ე-–-------------–--ემ და მოვალე - შპს „ა----–----------ის" წარმომადგენელმა ზ---------------მ წერილობითი განცხადებით მიმართეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს. განცხადებაში აღინიშნა, რომ მათ წარმოებაში არსებულ საქმეზე, N---------, სადაც კრედიტორია შპს „ტ------–---" და მოვალეა შპს „ა----–----------ი“, კრედიტორი და მოვალე თანხმდებიან, რომ მოვალე დაფარავს დავალიანებას 6 თვის განმავლობაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბოლო თვეს დაფარავს დავალიანებას სრულად. პირველ შენატანს განახორციელებს 2013 წლის 31 დეკემბერს და ყოველი მომდევნო შენატანი განხორციელდება თვის ბოლო რიცხვში. ასევე კრედიტორი თანახმაა ყადაღა მოეხსნას „ბ----------ში“ მოვალის საბანკო ანგარიშს.

 

2.2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 30 დეკემბრის N----------------- წერილით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე N---------, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელის აღსრულების შესახებ, სს „ბ---------ის", ,,სააღსრულებოო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ეთხოვა გაეუქმებინა აღსრულების ეროვნული ბიუროს N----------------- მიმართვით დადებული ყადაღა მოვალე შპს „ა----–----------ის“ (---------) სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.

 

2.2.8. 2014 წლის 13 იანვარს, მოსარჩელე შპს ,,ტ------–---ს" დ-----------მა ე-–-------------–--ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ამავე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ N--------- სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი: შპს ,,ტ------–---" მოვალე: შპს ,,ა----–----------ი") აცნობა, რომ მოვალემ დააღრვია პირობა. შესაბამისად, მოითხოვა განახლდეს აღსრულება და ყადაღა დაედოს მოვალის საბანკო ანგარიშებს.

 

2.2.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 აპრილის N----- წერილობითი მიმართვის თანახმად, საქართველოს საბანკო დაწესებულებებს, აღსრულების უზრუნველსაყოფად და ,,სააღსრულებოო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ეთხოვათ გააუქმონ ... საქმეებზე დადებული ყადაღა და საინკასო დავალება .. მოვალეების საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის, სააღსრულებო საქმეზე N---------, თბილისის საქალაქო სასამართლოს N--------- სააღსრულებო ფურცელის აღსრულების შესახებ მოვალეა შპს „ა----–----------ის“ (ს/ნ----------) მიმართ.

 

2.2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 03.02.2016 წლის N----------------- წერილით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო N--------- საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ N--------- სააღსრულებო ფურცელის აღსრულების შესახებ) ეცნობა კრედიტორ შპს „ტ------–--ს", რომ ,,სააღსრულებოო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 35.11 მუხლისა და 35.1.,,გ" მუხლის თანახმად, ეძლეოდა წინადადება ერთი თვის ვადა, რათა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით, და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც უნდა გადაეხადა საფასური 200 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღსასრულებელი დოკუმენტი დაუბრუნდებოდა უკან. შესაბამისად, 2016 წლის 09 თებერვალს კრედიტორს გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს N----------------- მომართვა.

 

2.2.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 06 მაისის N----------------- წერილით, კრედიტორ შპს „ტ------–--ს“ (ს/ნ----------) ეცნობა, რომ 2016 წლის 09 თებერვალს გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს N----------------- მომართვა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ. შეტყობინებას მისი მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, სააღსრულებო ფურცელი/აღასასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდებოდათ შეუსრულებელი სახით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 35.1.,,გ" მუხლით დადგენილი წესით. მიეთითა ამავე ნორმის მე-2 ნაწილის განმარტებაზე (ტომი I, ს.ფ 25- 27; 92-ე, 107-ე, 131-132; 141-ე, 145-ე).

 

2.2.12. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო მოქმედებით (რწმუნებულების/მინდობილობის დამოწმების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------, რეგისტრაციის თარიღი 21.08.2012 წელი, ნოტარიუსი ნ---------–--------–---–ი) დასტურდება, რომ მესამე პირი ზ--------------- (პ/ნ------------) წარმოადგენდა შპს „ა----–----------ის" (---------) წარმოადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს და უფლება ჰქონდა ემოქმედა შპს „ა----–----------ის" დ-----------ის სახელით. (ტომი I, ს.ფ 286-ე).

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა ამ ადმინსტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის.

 

საქმის ფატობრივ გარემობებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილეველ შემთხვევაში, მოვალის საბანკო ანგარიშს ყადაღა მოეხსნა კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა), რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. შპს „ტ------–---ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების შედეგს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს. წარმომადგენელი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემობებზე და განმატავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადების შესრულების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილით დგინდება, რომ აღნიშნული დოკუმენტი 2013 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა დ-----------ს ზ---------ეს. 2013 წლის 25 დეკემბერს შეტყობინება გაეგზავნა საქართველოს სხვადასხვა ბანკებს, მათ შორის სს „ბ----------ს“ სადაც აღმასრულებელი ნ-----------–--ე ითხოვდა შპს „ა----–----------ის“ სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშების და მასზე დარიცხული თანხის შესახებ მონაცემებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში ყადაღის დადებას მის კუთვნილ ანგარიშზე 6530.21 ლარის ფარგლებში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მონაცემები თუ როდის დაედო ყადაღა შპს „ა----–----------ის“ საბანკო ანგარიშებს სს „ბ----------ში“ და ყადაღის დადების დროს ანგარიშზე ირიცხებოდა თუ არა აღნიშნული რაოდენობის ან ნაკლები თანხა.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს დაუკავშირდა აღმასრულებელი ნ-----------–--ე, სააღსრულებო ბიუროში შპს „ა----–----------ის“ დ-----------ად გააცნო ზ--------------- და ურჩია მასთან შეთანხმება იმ საკითხზე, რომ ზ--------------- 6 თვის ვადაში დაფარავდა შპს „ა----–----------ის“ დავალიანებას თვეში 1000 ლარის ოდენობით, იმ პირობით თუ ე-–-------------–--ის თანხმობით ყადაღა მოეხსნებოდა სს ბ----------ში არსებულ მოვალის საბანკო ანგარიშს. აპელანტის განმარტებით, რჩევა იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ დათანხმდა და მოაწერა ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. აპელანტი მიუთითებს, რომ როგორც დადგინდა შპს „ა----–----------ის“ დ-----------ი ზ--------------- არასოდეს ყოფილა და არც შპს „ა----–----------ის“ სახელით მორიგების უფლება ჰქონდა. შესაბამისად, თანხა შპს „ტ------–---ს„ სახელზე არ გადარიცხულა და როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის N------ პასუხით და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 6 აგვისტოს N----- პასუხით დგინდება, საქმის მასალებში არ ინახება ზ--------------ის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელმა შეცდომაში შეიყვანა და ხელი მოაწერინა 2013 წლის 30 დეკემბრის განცხადებაზე რომლის საფუძველზეც ყადაღა მოეხსნა სს „ბ----------ში“ არსებულ შპს „ა----–----------ის“ ანგარიშს.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელ ნ-----------–--ის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, რაც არასწორად შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 13 იანვარს განცხადებით მიმართა აღმასრულებელს და აცნობა ზ--------------ის მიერ პირობის შეუსრულებლობის შესახებ, მოითხოვა აღსრულების განახლება და ყადაღის დადება მოვალის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულზე 2018 წლის 14 იანვრის წერილით ეცნობა, რომ აღმასრულებელმა მიმართა სს „ბ----------ს“ და მოითხოვა ეცნობებინა წერილობითი ფორმით შპს „ა----–---------ის“ სახელზე გასხნილი საბანკო ანგარიშის და მასზე დარიცხული თანხის რაოდენობის შესახებ და ასეთის არსებობის შემთხვევაში მოითხოვა ყადაღის დადება 6530 ლარის ფარგლებში. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული მიმართვის პასუხი და მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა თავისი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა.

 

აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო - პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადრება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

პალატის მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებებისაგან. ამ უფლების შემადგენელი ნაწილია ამ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მიყენებული მატერიალური ან მორალური ზიანის, არამედ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობასაც.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა ამ ადმინსტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისროს მიყენებული იმ მატერიალური ზიანი ანაზღაურება, რომელიც გამოწვეული იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის N--------- სააღსრულებო ფურცელის აღუსრულებლობით. კერძოდ: კრედიტორ შპს ,,ტ------–---ს" წარმოადგენელსა (დ-----------ი ე-–-------------–--ე) და მოვალე შპს „ა----–----------ის“ წარმომადგენელის ზ--------------ის წერილობითი შეთანხმების წარდგენის შემდეგ, მოვალის ანგარიშზე მოიხსნა ყადაღა. მოსარჩელის განმარტებით, კრედიტორთან წერილობითი შეთანხმება განახორციელა აღმასრულელის მხრიდან, მისი შეცდომაში შეყვანის გამო.

 

პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომელიც განსაზღვრავს მისი მოქმედების სფეროს, კერძოდ, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ზემოაღნიშნული კანონის 171.1.,,ე" მუხლის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. კანონის 35.1.,,გ” მუხლით, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; ამავე ნორმის 11 ნაწილის მიხედვით, თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9110.3. მუხლის თანახმად, ყადაღა გაუქმდება, თუ: ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ; ბ) აპლიკანტი გაიხმობს განცხადებას დავალიანების გადახდევინების შესახებ; გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას; დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ასევე მართებულად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს. უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის, რაც პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოვალის საბანკო ანგარიშს ყადაღა მოეხსნა კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე. (იხ. ტომი I, ს.ფ. 25). ამდენად ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით პალატას ცალსახად მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა), რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელე მხარის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებასა და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყებული ზიანი) შორის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება -მოვალეობებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია დაუსაბუთებელი საპელაციო საჩივარი, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, ან დამაჯერებელი ინფორმაცია, რაც სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 249 ლარი და 80 თეთრი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ტ------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა