განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.04.2019
საქმის ნომერი
240310019002847672
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310019002847672

საქმე N 3/ბ - 190

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი-----–-------–-----

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შ--------------------------–--------- ს-------------–-–--------------------- ქალაქ ს-----------------–--------------–--------------–---

მესამე პირი - ს--–------------–---–-

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 13 თებერვალს სენაკის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი-----–-------–-----მ, მოპასუხედ მიუთითა საქართველოს შ--------------------------–--------- ს-------------–-–--------------------- ქალაქ ს-----------------–--------------–--------------–--- და მოითხოვა საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო ს-------------–-–--------------------- ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დ--------------- მიერ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 11 თებერვალს 00:25 წუთზე, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ს--–------------–---–-ს თხოვნის საფუძველზე სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადიდან გამოვიდა ბრიგადის წინამდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ სენაკში ცერცვაძის ქუჩაზე, სადაც მეუღლესთან ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც ს--–------------–---–-ა გამოიძახა პოლიცია. ს--–------------–---–-ა პოლიციელებს განუცხადა, რომ თითქოსდა ი-----–-------–-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული საფუძვლით ი-----–-------–----- გადაყვანილ იქნა სენაკის რაიონულ სამმართველოში, სადაც სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის დ--------------- მიერ მის მიმართ გამოცემული იქნა №------ შემაკავებელი ორდერი.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მხრიდან ს--–------------–---–-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს--–------------–---–- ეჭვიანობდა მასზე და ხმამაღლა ლანძღავდა, ვინაიდან იმყოფებოდა სამსახურთან (სამხედრო ნაწილთან) ახლოს და შესაძლებელი იყო მეუღლის ხმა გაეგონათ მასთან ერთად ჯარში მოსამსახურე სხვა ჯარისკაცებს, პირზე აფარებდა ხელს, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება ს--–------------–---–-ს ძირს დაცემას, იყო ღამის საათები და მან შემთხვევით ამ კამათის დროს წამოკრა ფეხი ქვას და დაეცა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 თებერლის განჩინებით ი-----–-------–------ სარჩელისა გამო ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ს--–------------–---–- (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით).

მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო ს-------------–-–--------------------- ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა მის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერს და განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

მესამე პირი ს--–------------–---–- დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ ის (ს--–------------–---–-) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–-------–-----სთან, ჰყავთ ორი შვილი, ბოლო წლის განმავლობაში მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, კერძოდ ეჭვიანობს მეუღლეზე და ამის ნიადაგზე მივიდა ი-----–-------–------ სამუშაო ადგილზე, გამოიყვანა გარეთ და ხმამაღლა ეკამათებოდა, რა დროსაც მოსარჩელე მას პირზე ხელს აფარებდა და მოუწოდებდა სიმშვიდისკენ. აღელვების ნიადაგზე გამოიძახა პოლიცია და მის მიცემული ახსნა-განმარტებაც იყო აღელვების შედეგი.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ი-----–-------–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქართველოს შ--------------------------–--------- ს-------------–-–--------------------- ქალაქ სენაკის რაიონული სამმართველოს განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დ--------------- მიერ 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი-----–-------–-----მ და მისმა წარმომადგენელმა თ-------–------, რომლებმაც სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი-----–-------–------ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით ი-----–-------–------ საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 18 აპრილს 16:00 საათზე.

2019 წლის 15 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა ი-----–-------–-----მ, რომელმაც უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე იმ მოტივით, რომ უკვე გასული იყო შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლო, საქმის მასალების და აპელანტის წარმომადგელის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი-----–-------–------ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავის უფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი (აპელანტი) ი-----–-------–----- უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-------–------ სააპელაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ამასთან, აპელანტ ი-----–-------–-----ს უნდა განემარტოს, რომ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ი-----–-------–------ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. ი-----–-------–------ მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდეს სააპელაციო საქმის წარმოება. შესაბამისად უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეს განემარტოს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგად მას ერთმევა უფლება, სააპელაციო წესით კვლავ გაასაჩივროს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე