განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210018002316177
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002316177

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

საქმე №-ბ/4010-18 „ 21“ მარტი, 2019წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - ს-----------------------------“ ნ----- მ--------------- შპს „გ--------------” ა------ თ--------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2018წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. შპს ,,გ---------------“ (ს.კ. 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხე, ს------------------------------ს“ (ს.კ. 2--------) მოსარჩელე, შპს ,,გ---------------“ (ს.კ. 4--------) სასარგებლოდ, დაეკისროს 351071,70 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ს------------------------------მ“ 2----–-–------------–- გამოაცხადა და 2------- ჩაატარა ს-------–-------- ტენდერი - ხ-------- ს--------- დ----- წ----–----–------------------- უბნის მოსაწყობად საჭირო ტექნოლოგიური დანადგარების შესყიდვის მონტაჟის, ექსპლუატაციაში გაშვების და პერსონალის სწავლების შესყიდვის შესახებ, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,გ--------“ სატენდერო წინადადება. 2----–-–---------–---, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება შ-------- ,,საქონლისა და მისი თანამდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ“. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა დღგ-ს გარეშე 1 218 998,96 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1%-ის ოდენობით. 2.2. 2----–-–---------–---, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N- ,,მომსახურების შესყიდვის შესახებ შ--------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილება მხარეებს შორის 2----------–--–- დადებული შ-------- ხელშეკრულების სპეციფიური პირობების 3.7. პუნქტში, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის მოთხოვნიდან 150 კალენდარულ დღეში მოეხდინა საქონლის მიწოდება, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და თანამშრომლების სწავლება, ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაშვებით. 2.3. 0---------–- მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N- ,,მომსახურების შესყიდვის შესახებ N–-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც ამ ხელშეკრულების 3.7. პუნქტი შეიცვალა და მოსარჩელემ იკისრა მოვალეობა მოპასუხის მოთხოვნიდან 172 კალენდარულ დღეში მოეხდინა საქონლის მიწოდება, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და თანამშრომლების სწავლება, ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაშვებით. შეიცვალა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლი, რომლის 8.1. პუნქტით, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების ღირებულების 11%-ს. ხოლო 8.4. პუნქტით, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 11%-ით. შეთანხმების მე-3 მუხლით, იგი კარგავდა ძალას, თუ ,,მიმწოდებელი“ არაუგვიანეს 2----–-–------------–--- სრულად არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. 2.4. მოსარჩელე ეტაპობრივად ახორციელებდა საქონლისა და მომსახურების მიწოდებას მოპასუხისათვის. საქონლის მე-5 და ბოლო მიწოდება მოპასუხეზე განხორციელდა 2----–-–-----------, რითაც მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეს მიაწოდა 1218998,98 აშშ დოლარის ღირებულების (დღგ-ს გარეშე) საქონელი და მომსახურება, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული შესრულება. მოსარჩელის მიერ ბოლო ეტაპის შესრულება განხორციელდა 360 დღის დაგვიანებით. მოპასუხემ, ზემოაღნიშნული გადასახდელი თანხიდან მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 438839,63 აშშ დოლარი (899266,15 ლარი), დარიცხულ პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.5. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სრულად მიიღო მხარეთა შორის 2----–-–---------–--- დადებული N–-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1218998,96 აშშ დოლარის ღირებულების (დღგ-ს გარეშე) საქონელი და მომსახურება მოსარჩელისაგან, საიდანაც 438839,63 აშშ დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგძლივობა და სხვა" (სუსგ 28/12/2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; სუსგ 16/05/2014წ. საქმე Nას-1200-1145-2013, 07/10/2015წ. №ას-459-438-2015). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს შეადგენს, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.02%-მდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოპასუხემ სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება და მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა მხოლოდ შესრულების ბოლო ეტაპის ვადის გადაცილებაში. რამდენადაც, ხელშეკრულების ღირებულების - 1218998,96 აშშ დოლარის 0.02% შეადგენს 243.799792 აშშ დოლარს დღეში, 360 დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 87767.92515 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელად დარჩენილ 438839,63 აშშ დოლარს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 477-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს 2----–-–---------–---- N–-------- ხელშეკრულებით მიწოდებული საქონლისა და მომსახურების დარჩენილი ღირებულება, რაც პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული თანხის გამოკლებით, შეადგენს 351071,70 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური კურსით). 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს უდაოდ უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და შეთანხმების №--ის საფუძველზე მოსარჩელე მხარეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2----–-–----------- ანუ იმ დროიდან 150 კალენდარული დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მოპასუხისგან მიიღებდა წერილობით მოთხოვნას მიწოდების შესახებ, თუმცა მოსარჩელემ დაარღვია აღნიშნული პირობა და მიწოდება განახორციელა გვიან. 3.2. სასამართლოს უდაოდ უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–------------- მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება №-, რომლის მიხედვითაც მხარეებმა ცვლილება შეიტანეს №–------- ხელშეკრულებაში. ამავე შეთანხმების თანახმად, მხარეთა შორის მიღწეული ეს შეთანხმება იურიდიულ ძალას კარგავდა თუ მოსარჩელე 2----–-–-----------–- არ უზრუნველყოფდა ხელშეკრულების სრულად შესრულებას და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრეს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 11%-ის ოდენობით. თვით მოსარჩელე მხარე არ უარყოს, იმ ფაქტს, რომ მის მიერ დარღვეულია შესყიდვის ხელშეკრულების პირობები. მართალია ვადის დარღვევით მოსარჩელემ ბოლოსდაბოლოს შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მომსახურების ვადების დარღვევა, ს----------------------------ის" მხრიდან, იძლეოდა მოსარჩელის მიმართ, გარკვეული ფინანსური სანქციების გამოყენების შესაძლებლობას, რაც თავიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის. 3.3. 2----–-–---------–--- გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.7 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო გაეგზავნა მიმწოდებელისთვის წერილობითი მოთხოვნა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა განეხორციელებინა წერილობითი შეტყობინებიდან 150 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, “ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამხტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1%-ის ოდენობით. ს----------------------------ის" შესყიდვების სააგენტოს ხელშეკრულების შესრულების ბარათს, სადაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მითითებულია ხელშეკრულების შესრულების ვადა, ხელშეკრულების ფაქტიური შესრულება, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა და სხვა სრული ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია პირგასამტეხლოს დარიცხვასთან. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პირგასამტეხლო შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს და კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გთვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან ხელშეკრულების ორივე მონაწილე მხარე არიან მეწარმე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ საქმიანობას და მათ შორის არ არსებობს უფლების ბოროტად გამოყენების რაიმე ფაქტი. ყუდარღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ძირითადათ ეხება იმ შეთხვევებს, როდესაც ხელშეკრულების მხარე იყო მეწარმე სუბიექტი და ეწევა საფინანსო საქმიანობას, რომლებიც შეთანხმებას აფორმებდნენ ფიზიკურ პირებთან, რაც განსახილველ შემხვევაში სახეზე არ არის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე სადაოდ ხდის "--------------------------ს" მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის ოდენობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ნორმის შინაარსი უშვებს პირგადასამტეხლოს შემცირებას საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რაც გულისხმობს, მას რომ ყველა ვითარებაში სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტებზე, ასევე, გარიგების შინაარსზე და აქედან გამომდინარე, ყველა ნიუანსის კვლევის შედეგად უნდა შეფასდეს პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა. დადგენილია, რომ ს-----------------------------" წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ კეთილსინდისიერად განსახორციელებელი ვალდებულებები. აპელანტი მხარე შევიდა რა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოწინააღმდეგე მხარესთან, მას გაუჩნდა ნდობის დიდი ფაქტორი, რომ ეს უკანასკნელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. სამას სამოც დღეზე მეტი ვადით გარიგების პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელო გარემოებად და იგი არ უნდა ჩაითვალოს ამ ვითარებაში რიგითი ხელშეკრულების დარღვევად. აპელანტი მხარე თავიდანვე იცავდა რა, მის ინტერესებს წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმებით გაითვალისწინა პირგასამტეხლო და მოწინააღმდეგე მხარემ, რომელიც სადაოდ არ ხდის ხელშეკრულების პირობებს და მისი დარღვევის ფაქტს, იღებდა რისკს მოსალოდნელი სანქციების თაობაზე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. ს-----------------------------ის“ მიერ 2----–-–------------–- გამოცხადდა და 2------- ჩაატარდა ს-------–-------- ტენდერი - ხ-------- ს--------- დ----- წ----–----–------------------- უბნის მოსაწყობად საჭირო ტექნოლოგიური დანადგარების შესყიდვის მონტაჟის, ექსპლუატაციაში გაშვების და პერსონალის სწავლების შესყიდვის შესახებ, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,გ-------“-ს სატენდერო წინადადება (ტ.1, ს.ფ. 25, 26). 2----–-–---------–---, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება შ-------- ,,საქონლისა და მისი თანამდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ“. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა დღგ-ს გარეშე 1 218 998,96 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0.1%-ის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 25,39-45). 4.2. 2----–-–---------–---, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N- ,,მომსახურების შესყიდვის შესახებ შ--------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილება მხარეებს შორის 2----------–--–- დადებული შ-------- ხელშეკრულების სპეციფიური პირობების 3.7. პუნქტში, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხის მოთხოვნიდან 150 კალენდარულ დღეში მოეხდინა საქონლის მიწოდება, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და თანამშრომლების სწავლება, ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაშვებით (ტ.1, ს.ფ. 49-50). 4.3. 0---------–- მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება N- ,,მომსახურების შესყიდვის შესახებ N–-------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც ამ ხელშეკრულების 3.7. პუნქტი შეიცვალა და მოსარჩელემ იკისრა მოვალეობა მოპასუხის მოთხოვნიდან 172 კალენდარულ დღეში მოეხდინა საქონლის მიწოდება, მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და თანამშრომლების სწავლება, ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაშვებით (ტ.1, 70,71). შეიცვალა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლი, რომლის 8.1. პუნქტით, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების ღირებულების 11%-ს, ხოლო 8.4. პუნქტით პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 11%-ით. შეთანხმების მე-3 მუხლით, იგი კარგავდა ძალას, თუ ,,მიმწოდებელი“ არაუგვიანეს 2017 წლის 01 აპრილისა სრულად არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. 4.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ: - მოსარჩელე ეტაპობრივად ახორციელებდა საქონლისა და მომსახურების მიწოდებას მოპასუხისათვის. საქონლის მე-5 და ბოლო მიწოდება მოპასუხეზე განხორციელდა 2----–-–-----------, რითაც მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეს მიაწოდა 1 218 998,98 აშშ დოლარის ღირებულების (დღგ-ს გარეშე) საქონელი და მომსახურება, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული შესრულება. - მოსარჩელის მიერ ბოლო ეტაპის შესრულება განხორციელდა 360 დღის დაგვიანებით. მოპასუხემ, ზემოაღნიშნული გადასახდელი თანხიდან მოსარჩელეს არ აუნაზღაურა 438 839,63 აშშ დოლარი (899 266,15 ლარი), დარიცხულ პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით. სარჩელით სადავოა მოპასუხის მხრიდან 438 839,63 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს თანხაში გაქვითვის მართლზომიერება. მოსარჩელე ითხოვს შემცირდეს პირგასამტხელოს განაკვეთი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, იგი განისაზღვროს 87767,92515 აშშ დოლარით და შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისროს 351 071,70 აშშ დოლარის გადახდა. 4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2018წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით იყო შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირებულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.02%-მდე. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 87767.92515 აშშ დოლარით (1218998,96-ის 0.02%) (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 191-197). წინამდებარე სააპელაციო საჩივარის ფარგლებში აპელანტი (მოპასუხე) სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა და მისი შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება და მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა მხოლოდ შესრულების ბოლო, მე-5 ეტაპის ვადის გადაცილებაში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.02%-მდე. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმებთან მიმართებაში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული განაკვეთი შესაბამისობაშია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე () განთავსებულ რეკომენდაციასთან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომლითაც რეკომენდირებულია შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის ვადაგადაცილების დროს) პირგასამტეხლო განსაზღვონ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02 %-ის ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 167-174). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით მიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა სასამართლოს მიერ მართებულად განისაზღვრა 87767.92515 აშშ დოლარით. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 477-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 2----–-–---------–---- ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული საქონლისა და მომსახურების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება, რაც პირგასამტეხლოს თანხის გამოკლებით, შეადგენს 351 071,70 აშშ დოლარს. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.05.2018წ. გადაწყვეტილება.

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ს----------–--- უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი

 

ამირან ძაბუნიძე