განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №№060310919002937699 (3/ბ-174-19წ.)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორები – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილება (განმცხადებელი), მ-------–-----–-- (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე (სავარაუდო მოძალადე) – ო-------–--–-ა
სავარაუდო მსხვერპლი - მ-----–---–--–ია
ფსიქოლოგი - ნ------------------ე
დავის საგანი – დამცავი ორდერის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლო აქტი - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113-15 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილებისა და მ-------–-----–--ს საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. არასრულწლოვან მ-----–---–--–იას (პ/ნ 6----------, დაბადებული 1---------წ, მცხ: ს------------------------–------) დაცვის მიზნით გამოიცეს დამცავი ორდერი ომარი ხაჟალიას მიმართ 2 (ორი) თვის ვადით შემდეგი პირობებით:
- აეკრძალოს ო-------–--–-ას (პ/ნ 3----------- დაბადებული 1--------- წ. მცხ: ს------------------------–------) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის (სოციალური მუშაკი/ფსიქოლოგი) მ-----–---–--–იასთან (პ/ნ 6----------, დაბადებული 1---------წ, მცხ: ს------------------------–------) დამოუკიდებლად ურთიერთობაში ხელშეშლა, მათ შორის როგორც ოჯახურ გარემოში (არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), ისე ფსიქოლოგის მიერ შერჩეულ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვან მ-----–---–--–იას დედის, მ-------–-----–--ს მონაწილეობით;
5. განემარტოს ო-------–--–-ას, რომ დამცავი ორდერის პირობების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. დამცავი ორდერი ამოქმედდეს გამოცემისთანავე;
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი