განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310017002021557
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1935-18

N330310017002021557

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - პ------------------------, ა--------–---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით პ---------------------------------------–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე პ---------------------------------------------------------------------–-) 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის: ა--------–---------------სა და ა----------------------------ის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. განმცხადებელს პ------------------------ს და მის მეუღლეს ა--------–--------------ს ჩაუტარდათ ანკეტირება და დარეგისტრირდნენ თავშესაფრის მაძიებელ პირებად (ს.ფ. 108-125).

 

1.2.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პ------------------------თან და ა--------–--------------თან ჩაატარა გასაუბრებები. პ------------------------თან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თალიში, მუსლიმი - სუნიტი, პ------------------------ დაიბადა 1----–-–---------------ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. თალიშში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მშობლები, სამი ძმა და ერთი და ამჟამად იმყოფებიან ქ. თალიშში. 2003 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ზ-----–ის ეროვნულ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის ფაკულტეტზე. 2009 წლიდან 2011 წლამდე განათლებას იღებდა ნ---ს სახელობის უნივერსიტეტში, ქ. მ------------ში, იმავე პროფესიით. 2005 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა გ--–---ს პროვინციაში, ქ. რ-–--–ი, სახელმწიფო სამსახურში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, სადაც მის მოვალეობაში შედიოდა თალიშების არქეოლოგიური ძეგლების კვლევა. 2012 წელს შესთავაზეს ჩაეტარებინა არქეოლოგიური სამუშაოები, სადაც ერთი თვის განმავლობაში იყო დასაქმებული. 2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა წამყვანად სომხეთის რადიოში - ,,თ--–-–-------- ხმა“. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, 2013 წელს, მეგობართან ერთად, ტურისტული მიზნით ჩასული იყო ქ. ერევანში, სადაც მიიღო შემოთავაზება ერევნის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის, ირანისტიკის განყოფილებიდან, ბატონ ა------------სგან, დაეწყო მუშაობა რადიოში, რომელიც ეხებოდა თალიშების კულტურას და ენას. აღნიშნულ შემოთავაზებას ის და მისი მეგობარი დათანხმდნენ. 2013 წლის 21 მარტს ეთერში გავიდა პირველი გადაცემა, ყარაბაღში, ქ. შუშიაში, რომელიც ეძღვნებოდა როგორც აზერბაიჯანის, ასევე ირანის მაცხოვრებელ თალიშებს. გადაცემა ეთერში გადიოდა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ერთი საათის განმავლობაში, საღამოს 8 საათზე. გადაცემამ აზერბაიჯანის მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, 2013 წლის მარტში, აზერბაიჯანმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ სომხეთი და ირანი ერთად აღვივებდნენ სეპარატიზმს აზერბაიჯანში, ვინაიდან ზემოაღნიშნული გადაცემა გადიოდა სომხეთის ეთერში, ხოლო მისი ჟურნალისტები იყვნენ ირანის მოქალაქეები. აღნიშნულ ბრალდებას ირანის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადებით უპასუხა და უარყო მისი მონაწილეობა სეპარატიზმის გაღვივებაში აზერბაიჯანში და ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ როცა ეს განცხადებები გაკეთდა, მან და მისმა მეგობარმა მიმართეს სომხეთის უნივერსიტეტს, რათა მათ თავის მხრივ ირანის საელჩოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავშესაფრის მაძიებელი მის მეგობართან ერთად არ იყო გარეული პოლიტიკურ აქტივობებში. ამ დროს, ირანის ხელისუფლება სთხოვდა სომხეთს, რომ დაეხურათ ზემოაღნიშნული რადიო. განმცხადებლის თქმით, სომხებმა ისინი წაიყვანეს იმ რადიოსადგურიდან, საიდანაც გადიოდა მაუწყებლობა და გადაიყვანეს სომხეთის რადიო-ტელევიზიაში. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეემცირებინათ ირანის ზეწოლა რადიოს დახურვასთან დაკავშირებით. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ მისი სომხეთში ჩასვლიდან სამი თვის შემდეგ, ერევანში მასთან ჩავიდა მისი საცოლე და დაიწყო მუშაობა იმავე რადიოში, წამყვანად. განმცხადებლის თქმით, 2013 წლამდე ეს რადიო ფუნქციონირებდა ცალკე, ხოლო შემდეგ გააერთიანეს ერევნის რადიოსთან. თავდაპირველად თავშესაფრის მაძიებელი და რადიოს თანამშრომლები თანამშრომლობდნენ უნივერსიტეტთან (წერილობითი ხელშეკრულების გარეშე), ხოლო შემდეგ კომპანიამ „მ--------------ი“-მ აიყვანა ეს პიროვნებები სამუშაოდ, რის საფუძველზედაც მათ სომხეთში აძლევდნენ შრომით ბინადრობებს. 2014 წელს, ერევნის რადიოდან გადაიყვანეს ტერიტორიულად სხვაგან , სადაც დასაქმებულები იყვნენ 2014 წლის ბოლომდე. თავშესაფრის მაძიებელს, 2014 წლის შუა პერიოდში შესთავაზეს მუშაობა სომხეთის ტელევიზიაში თალიშების საკითხებზე, რასაც განმცხადებელი არ დათანხმდა, რადგან მიხვდა, რომ ეს რადიოც და ტელევიზიაც ემსახურებოდა აზერბაიჯანში თალიშების გამოყოფის/ სეპარატიზმის საკითხს. ტელევიზიას ხელმძღვანელობდა პიროვნება - ა------------ (ერევნის უნივერსიტეტში ირანისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი), რომელმაც გაწყვიტა ურთიერთობა თავშესაფრის მაძიებელთან და მის მეუღლესთან, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ტელევიზიაში მუშაობაზე. ამის შემდეგ, რადიო „თ--–-–-------- ხმის“ დირექტორი გახდა გ----------ი. განმცხადებლის თქმით, რადიოგადაცემა ყოველდღე სახლიდან გადიოდა, ხოლო პარალელურად თავის მხრივ მუშაობდა ტელევიზიაც. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, 2015 წლის ზაფხულში, მას და მის მეუღლეს შეეძინათ შვილი და მათი ფინანსური პრობლემები უფრო გართულდა. განმცხადებელმა გ----------ს განუცხადა, რომ სურდა ირანში დაბრუნება, რის გამოც მოუვიდა რადიოს ხელმძღვანელთან დაპირისპირება. რადიოს ხელმძღვანელს არ სურდა მისი დაბრუნება ირანში, რადგან იგი თალიშებთან დამაკავშირებელი პიროვნება იყო. ორი თვის შემდეგ, გ----------ი მივიდა მათთან სახლში და შესთავაზა რადიოში მუშაობის გაგრძელება. განმცხადებელმა გ----------ს უთხრა, რომ სურდა მეუღლისა და შვილის ირანში გამგზავრება და თხოვა რომ იგი დაკავშირებოდა ირანის საელჩოს მათ უსაფრთხო გამგზავრებასთან დაკავშირებით. 2015 წლის ნოემბერში, თავშესაფრის მაძიებლის მეუღლე, ბავშვთან ერთად გაემგზავრა ირანში, სადაც ქვეყანაში შესვლისთანავე განუცხადეს, რომ მისი მეუღლე ეწეოდა არაკანონიერ საქმიანობას სომხეთში და დაკითხეს. განმცხადებლის მეუღლეს შეეშინდა, რომ დაკითხვის შემდეგ, ქვეყნის დატოვება არ აეკრძალათ მისთვის და ორი კვირის შემდგომ დაბრუნდა კვლავ ერევანში. მეუღლის დაბრუნების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელმა ეს ამბავი მოუყვა გ----------ს, რომელმაც მისი მონათხრობი სათავისოდ გამოიყენა ვ---------თან (გ----------ის მოადგილე) ერთად. კერძოდ, თავშესაფრის მაძიებელს შესთავაზეს ჯაშუშობა - მას უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი მდგომარეობა იყო კონფლიქტურ ქალაქებში აზერბაიჯანში, იყო თუ არა ჯარი მზადყოფნაში და ემზადებოდნენ თუ არა რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებისთვის. განმცხადებელს ეს ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა აზერბაიჯანში მცხოვრები თალიშებისგან, რადგან მას ქონდა პირდაპირი კავშირი, ვინაიდან ფლობდა მათ ენას. განმცხადებელი არ დათანხმდა გ----------ის ზემოაღნიშნულ შემოთავაზებას, რის შემდეგ როგორც თვითონ აღნიშნავს, გ----------მა ირანის საელჩოში განაცხადა (---–-----მა - აღმოსავლეთმცოდნემ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებელს), რომ თითქოს იგი თანამშრომლობდა თალიშებთან, მხარს უჭერდა მათ გამოყოფას და მოქმედებდა ირანის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამ ფაქტის შემდეგ, განმცხადებლის განმარტებით იგი ვეღარ შეძლებდა ირანში დაბრუნებას. თავშესაფრის მაძიებელმა, 2016 წლის 21 მარტს, უარი განაცხადა რადიო „თ--–-–------------–ი“ მუშაობაზე. შემდეგ მიმართა ერევნის იუსტიციას, რადგან ბინადრობებს ეწურებოდა ვადა. განმცხადებელს არ მისცეს ბინადრობის გაგრძელების უფლება, ხოლო რამდენიმე დღეში მასთან სახლში მივიდა გ----------ი და შეპირდა, რომ მ--–-----ს თხოვდა, მათთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რის საფუძველზეც გაუგრძელდებოდათ ბინადრობა. ამ პერიოდს დაემთხვა ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება (2016 წლის აპრილი), რის შემდეგ ხელმეორედ მივიდნენ გ----------ი და მასთან თანხლები ორი პიროვნება (ხელისუფლების წარმომადგენლები) და თავშესაფრის მაძიებელს განუცხადეს, რომ იგი აუცილებლად უნდა დახმარებოდა ინფორმაციის მოძიებაში, რაზეც განმცხადებელმა ისევ უარი უთხრა, რის გამოც გ----------მა და მასთან თანხლებმა პიროვნებებმა მიაწოდეს ინფორმაცია რომ მისი ირანში დაბრუნება არ იქნებოდა კარგი და შესაბამისად არც აპირებდნენ მის გაშვებას. ამ ფაქტის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა წითელი ჯვრის ორგანიზაციას, რომელმაც ის გააგზავნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში, სადაც განუცხადეს, რომ ისინი ერევანში იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ. თავშესაფრის მაძიებელმა ამ ყველაფრის შემდეგ მიაკითხა სხვადასხვა საელჩოს, თუმცა არცერთმა ქვეყანამ არ მისცა ვიზა. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მეგობარმა გამოუგზავნა მსოფლიოს მოქალაქის ცნობა, თუმცა ვერც მისი საშუალებით დატოვა ქვეყანა. ამ პერიოდის განმავლობაში, მელიქიანის მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, ვიზა გაუგრძელეს ერთი თვით, თუმცა შეეშინდა, რომ სომხეთიდან დეპორტით არ გამოეშვათ ირანში. ერთ დღეს შეამჩნია, რომ სახლთან ახლოს უთვალთვალებდნენ უცხო პირები. მეზობლებიც გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ უშიშროების სამსახურისათვის. 2016 წლის 11 ივნისს თავშესაფრის მაძიებელმა უპრობლემოდ დატოვა სომხეთი (მხოლოდ ბავშვზე შეიქმნა პრობლემა, რადგან სომხეთში იყო დაბადებული და არ ჰქონდა პასპორტი) და გამოემგზავრა საქართველოში. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, სომხეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ირანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ორჯერ იყვნენ მისულები მის სახლში და იკითხეს მათი ადგილსამყოფელის შესახებ, რადგან გაიგეს, რომ რადიო დაიხურა და თავშესაფრის მაძიებელი არ იმყოფებოდა სომხეთში. ამის შესახებ მას შეატყობინეს მისმა მშობლებმა. 2013 წლის 12 მარტს თავშესაფრის მაძიებელმა დატოვა ირანი და მუშაობის გაგრძელების მიზნით გაემგზავრა სომხეთში, საიდანაც 2016 წლის 11 ივნისს გამოემგზავრა საქართველოში, ვინაიდან არ მომხდარიყო მისი დეპორტაცია ირანში იმის გამო, რომ არ დათანხმდა სომხეთის უშიშროებას ჯაშუშურ საქმიანობაზე. იგი ამჟამად ვერ ახერხებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას, რადგან ბრალი ედება სეპარატიზმის გაღვივებაში, ვინაიდან თალიშები, როგორც აზერბაიჯანში, ასევე ირანშიც ცხოვრობენ.

 

პ------------------------ის მეუღლესთან - ა--------–--------------თან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თალიში, მუსლიმი - სუნიტი, ა--------–-------------- დაიბადა 1----–-–---------–-სს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. თეირანში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. თავშესაფრის მაძიებელი, 2006 წლიდან 2010 წლამდე, სწავლობდა ა------ს უნივერსიტეტში, ქ. თეირანში. პროფესიით არის სპარსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი. 2011 წლიდან 2013 წლამდე, მუშაობდა კერძო მასწავლებლად სახლში (ასწორებდა ტესტებს და ასევე, ასწავლიდა სპარსულ და არაბულ ენებს). 2013 წლიდან 2016 წლამდე, დასაქმებული იყო რადიოში „თ--–-–----ან“, სადაც სამი წლის განმავლობაში იყო წამყვანი და მიჰყავდა კულტურის ამბები. 2013 წელს, რადიოში მუშაობის დროს, პარალელურად ასწავლიდა ანაზღაურების გარეშე უნივერსიტეტში თალიშურ ენას. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, 2013 წელს, მის მეუღლეს, ერევნის უნივერსიტეტის ირანისტიკის ფაკულტეტიდან, პიროვნება - გ-------------------ა შესთავაზა სომხეთში რადიოს წამყვანობა კულტურის ამბების გაშუქების მიმართულებით. 2015 წლამდე, რადიოს დირექტორთან (გ----------ი) ქონდათ ნორმალური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სამუშაო პირობები ჰქონდათ. განმცხადებელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში მუშაობისას ხშირად მიდიოდა სასულიერო პირი (ირანელი), რომელიც კითხულობდა თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. 2015 წლის ნოემბერში, თავშესაფრის მაძიებელმა გადაწყვიტა ირანში ჩასვლა შვილთან ერთად, რადგან სურდა გაეგო, რა სახის ვითარება შეიქმნებოდა მისი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ის და მისი მეუღლე მუშაობდნენ ზემოაღნიშნულ რადიოში და ასევე მათი საქმიანობით დაინტერესებული იყო ირანელი სასულიერო პირი, შვილთან ერთად გაემგზავრა ირანში, სადაც ქვეყანაში შესვლისთანავე მოხდა მისი დაკითხვა, კონკრეტულად ეკითხებოდნენ სომხეთში მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ. რის გამოც ერთ კვირაში დატოვა ირანი და გაემგზავრა კვლავ სომხეთში. ორი თვის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლის მეუღლეს, გ----------მა (რადიოს დირექტორი, ასევე სომხეთის უშიშროების თანამშრომელი) მოსთხოვა ემუშავა ჯაშუშად და მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია აზერბაიჯანში, თალიშების საცხოვრებელ ტერიტორიაზე მიმდინარე ვითარების შესახებ, რაზეც მისმა მეუღლემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ მათ უთვალთვალებდა უცხო პირი და ხალხსაც უკრძალავდნენ მათთან ურთიერთობას. თავშესაფრის მაძიებელი განმარტავს, რომ მისი მეუღლის მეგობარმა, რომელიც მუშაობდა ირანის უშიშროებაში, განუცხადა მათ, რომ გ----------მა და ვ---------მა ირანის ხელისუფლებას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განმცხადებელი და მისი მეუღლე მოქმედებდნენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ, რუსეთისა და აზერბაიჯანის თალიშებთან ერთად. აგრეთვე გ----------მა აიღო ირანის ხელისუფლებისგან გარკვეული თანხა რადიოს დახურვის სანაცვლოდ. თავშესაფრის მაძიებელმა 2016 წლის თებერვალში შეწყვიტა ზემოაღნიშნულ რადიოში მუშაობა, ხოლო 2016 წლის მარტში - მისმა მეუღლემ, რის შემდეგაც დაიწყეს სხვადასხვა საელჩოებში სიარული, რათა დაეტოვებინათ სომხეთში. მათ აგრეთვე მიმართეს წითელ ჯვარს და გაეროს ოფისს, თუმცა გაეროს ოფისმა გადაამისამართა ხელისუფლებასთან. მათ განუცხადეს, რომ სწორედ სომხეთის ხელისუფლებასთან ჰქონდათ პრობლემა. აქედან გამომდინარე, თავშესაფრის მაძიებელმა მეუღლესთან და შვილთან ერთად დატოვა სომხეთი. თავშესაფრის მაძიებელმა 2015 წლის ნოემბერში დატოვა წარმოშობის ქვეყანა, რადგან ქვეყანაში შესვლისას ის დაკითხეს მისი მეუღლის სომხეთში საქმიანობის შესახებ, რის გამოც ის ერთ კვირაში დაბრუნდა სომხეთში. 2016 წლის 11 ივნისს გამოემგზავრა საქართველოში, იმიტომ რომ, გ----------მა და ვ---------მა თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის შესახებ განუცხადეს ირანის ხელისუფლებას, რომ ისინი მოქმედებენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ. განმცხადებელი ამჟამად ვერ ახერხებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას, რადგან ბრალს დებენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებაში (ს.ფ. 75-106).

 

1.2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ პ------------------------ის და ა--------–---------------ს საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებლებმა გადმოსცეს სამინისტროში გასაუბრების დროს. დასკვნაში მითითებულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - პ------------------------ (------------------–-- ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - პ------------------------ (------------------–-- ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს - პ------------------------ (------------------–--, ა--------–-------------- (დ--------------წ) და ა-----------------------------------------წ) უარი ეთქვათ, როგორც ლტოლვილის, ასევე, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 59-68).

 

1.2.4. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 30 ივნისს მიღებული იქნა N-------------- შეტყობინება, რომლის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები: პ------------------------ (დ-------------- წ.), ა--------–-------------- (დ--------------წ) და ა-----------------------------------------წ) ვერ აკმაყოფილებენ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, ასევე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებს (ს.ფ. 53-55).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირების: პ------------------------ის და ა--------–---------------ს უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის N-------------- შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. სასამართლო ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მისი და მისი მეუღლის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელების შიშს უკავშირებს მისი და მისი მეუღლის საქმიანობას რადიო ,,თ--–-–------ში“. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჩატარებული წარმოების შედეგად სამინისტრომ სანდოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ თავშესაფრის მაძიებელი და მისი მეუღლე 2013 წლიდან 2016 წლის მარტამდე მუშაობდნენ რადიოში ,,თ--–-–------“. ასევე სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმის შესახებ, რომ რადიო ,,თ--–-–--------“ ეთერში გასვლის შემდეგ (2013წ), აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბრალი დასდო ირანს და სომხეთს აზერბაიჯანში სეპარატიზმის გაღვივებაში, რაც დასტურდება თავშესაფრის მაძიებლის განაცხადით და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციით, სადაც აღნიშნულია: ,,აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თავიდანვე დაადანაშაულა ირანის მთავრობა, რომ ის იდგა მაუწყებლობის ზურგს უკან. ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა ლინგვისტმა მალევე დაასკვნა, რომ რადიოს ჟურნალისტები ირანელი თალიშები იყვნენ. აზერბაიჯანული მხარე ახალი რადიოსადგურის დაარსებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ საზოგადოებრივი გაერთიანება ,,მ-----------------------------------–-----------------ს“ თავმჯდომარემ ბ-----მ ს---------მა განაცხადა, რომ აღნიშნული მოვლენა არის ,,სომეხი სეპარატისტების“ მიერ დაგეგმილი ,,პროვოკაცია“ და საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ მოუწოდა. ამასთან, სანდოდ იქნა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც უარყო თანამშრომლობა რადიო ,,თ--–-–------თან“ და განაცხადა, რომ მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც დასტურდება თავშესაფრის მაძიებლის განაცხადით და აგრეთვე წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციით, სადაც აზერბაიჯანის განაცხადის შემდეგ, ბაქოში ირანის საელჩომ, 2013 წლის 27 მარტს, რადიო-მაუწყებლობის გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ, გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყო ყოველგვარი კავშირი მაუწყებლობასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა.

 

სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ხელისუფლებამ პ------------------------ს და მის მეუღლეს ბრალი დასდო სეპარატიზმის გაღვივებაში აზერბაიჯანსა და ირანში, რადიოში ,,თ--–-–------“ მუშაობის გამო, რის გამოც მათ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრებათ სიკვდილით დასჯა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით და თავად მხარის განმარტებებით დგინდება, რომ ა--------–--------------, რომელიც ასევე იყო რადიო ,,თ--–-–--------“ თანამშრომელი, 2015 წლის ნოემბერში ჩასული იყო ირანში, სადაც ირანის უშიშროების თანამშრომლებმა ის დაკითხეს და მან ორი კვირის შემდეგ უპრობლემოდ დატოვა ირანი. მისივე განცხადებით, ირანში ყოფნის პერიოდში მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯანის განაცხადის შემდეგ, ბაქოში ირანის საელჩომ, 2013 წლის 27 მარტს, რადიო-მაუწყებლობის გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ, გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყო ყოველგვარი კავშირი მაუწყებლობასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა. ამავე განცხადებაში ირანის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის ბრალეულობის შესახებ ამ საქმესთან მიმართებაში და 2013 წლიდან დღემდე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა არანაირი სახის განაცხადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ ირანში მათ ბრალად ედებათ სეპარატიზმის გაღვივება და ელით სიკვდილით დასჯა, ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ასევე სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმის შესახებ, რომ გ----------მა თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის შესახებ ირანის ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს განმცხადებელი და მისი მეუღლე მოქმედებდნენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ, რამეთუ პ------------------------თან და მის მეუღლესთან - ა--------–--------------თან გასაუბრების შედეგად გამოკვეთა გარკვეული შეუსაბამობები. კერძოდ, პ------------------------მა პირველი ორი გასაუბრების დროს, წარმოშობის ქვეყანაში ვერ დაბრუნების მიზეზად დაასახელა მისი რადიოში ,,თ--–-–------“ მუშაობის ფაქტი, რის გამოც ირანის ხელისუფლება ბრალს სდებდა მათ სეპარატიზმის გაღვივებაში ირანსა და აზერბაიჯანში. ა--------–--------------თან გასაუბრების დროს კი მან წარმოშობის ქვეყანაში ვერ დაბრუნების მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ გ----------მა ირანის ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეუღლე მოქმედებდნენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ და რომ არა გ----------ის მიერ ჩადენილი ქმედება, მხოლოდ რადიოში მუშაობის ფაქტი, მათ ქვეყანაში დაბრუნებას არ უქმნიდა საფრთხეს. ა--------–--------------მა მის მეუღლესთან ორჯერ ჩატარებული გასაუბრების დროს ის ფაქტი, რომ პ------------------------ს საერთოდ არ უხსენებია გ----------ის შესახებ, ახსნა ისე, რომ მის მეუღლეს ალბათ დაავიწყდა ეს მოვლენა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამის შემდეგ, მესამე გასაუბრებაზე დაბარებულმა პ------------------------მა შეკითხვაზე ხომ არ ყოფილა ისეთი სხვა სახის გარემოება, რამაც მისი და მისი მეუღლის რეპუტაცია შელახა ირანის ხელისუფლებაში, განაცხადა, რომ გ----------მა და ო-------მა ირანის საელჩოში განაცხადეს თითქოს განმცხადებელი შეკრული იყო თალიშებთან, რის შესახებაც მან მ--–-------გან გაიგო. ამის საპირისპიროდ, თავშესაფრის მაძიებლის მეუღლემ - ა--------–--------------მა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მათ მიაწოდა მეგობარმა, რომელიც ირანის უშიშროებაში მუშაობს. აღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით პ------------------------მა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა მალექიანმა, ხოლო მეგობარმა უბრალოდ მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ იყო სასურველი მისი ირანში დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სანდოდ ვერ მიიჩნია განაცხადს იმის შესახებ, რომ გ----------მა თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის შესახებ ირანის ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს განმცხადებელი და მისი მეუღლე მოქმედებდნენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ, ვინაიდან პ------------------------ისა და მისი მეუღლის განმარტებები არათანმიმდევრული და ლოგიკურად გაუმართავია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მათ მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე არ იკვეთება წარმოშობის ქვეყანაში რომელიმე კონვენციური ნიშნით მოსარჩელეთა დევნის ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ასევე სახეზე არ არის მოსარჩელეთა სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგომის რეალური რისკი, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ქ. თალიშში, არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტის შემთხვევები. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც ისინი შეიძლება ჩათვლილიყვნენ დევნის მსხვერპლებად.

 

1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის №-------------- შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ შემდეგ მტკიცებულებებს: 1) გასაუბრების მასალები; 2) თავშესაფრის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს დასკვნა; 3) სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის შეტყობინება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიკვლია, რამდენად დაიცვა გადაწყვეტილების მიმღებმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზაკ-ის 96-ე მუხლი, გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------–---------------, რომელიც იყო რადიო „თ--–-–--------“ თანამშრომელი, დაკითხეს და მან ორი კვირის შემდეგ, უპრობლემოდ დატოვა ირანი, მისივე განცხადებით, ირანში ყოფნისას, არავითარი პრობლემა არ ჰქონია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯანის განაცხადის შემდეგ, ბაქოში ირანის საელჩომ 2013 წლის 27 მარტს, რადიომაუწყებლობის გახსნიდან ერთი კვირის შემდეგ, გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყო ყოველგვარი კავშირი მაუწყებლობასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა. ამავე განცხადებაში, ირანის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის ბრალეულობის შესახებ ამ საქმესთან მიმართებაში და 2013 წლიდან დღემდე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა არანაირი სახის განაცხადი.

 

აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ მიიჩნია სანდოდ მოსარჩელეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ ირანში მათ ბრალად ედებათ სეპარატიზმის გაღვივება და ელით სიკვდილით დასჯა. აპელანტ პ------------------------ს განმარტებით, მისი მეუღლე - ა--------–--------------- ირანში ჩასული იყო 2015 წელს და იმიტომ ჩამოვიდა თავისუფლად უკან, რომ იგი იყო რადიო „თ--–-–--------“ ჩვეულებრივი თანამშრომელი, მიჰყავდა მხოლოდ ახალი ამბების გადაცემა, თავად კი, იყო ძირითადი ფუნქციების შემსრულებელი, მეუღლის ირანიდან ჩასვლის შემდეგ, სომხეთის რადიოს დირექტორმა დაავალა, რომ თალეშის მოსახლეობაში ეპოვა ისეთი ადამიანები, რომლებსაც თანხას გადაუხდიდნენ და ითანამშრომლებდნენ მათთან, მიაწოდებდნენ მათ ნებისმიერ ინფორმაციას. აპელანტ პ------------------------ს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მისმა მეუღლემ სამინისტროში გასაუბრებისას თქვა, რომ რადიოს დირექტორმა დაიწყო მოლაპარაკება ირანის სახელმწიფოსთან, რომ მეუღლეებს ჰქონდათ ინტერვიუ ირანის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებთან, თუმცა სასამართლომ არ მიუთითა, რომ გასაუბრებისას აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითა ორივე მოსარჩელემ. აპელანტის მოსაზრებით, ასევე არასწორად არის მითითებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშ, რომ გასაუბრებისას, მოსარჩელეებმა დააფიქსირეს სხვადასხვა პოზიციები, ამასთანავე, აპელანტი პ------------------------ მიიჩნევს, რომ ირანში ჩასვლის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება მხოლოდ მას და არა მის მეუღლეს.

 

აპელანტების განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად სარჩელში მიუთითეს, რომ აქტი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, აქტის გამოცემისას, არ იქნა გათვალისწინებული 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები, სამინისტრო ამ შემთხვევაში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, მას წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ სადავო აქტის გამოცემისას. რეალურად, სამინისტრო აქტის გამოცემისას დაეყრდნო არაარსებითი მნიშვნელობის მქონე, შეუსწავლელ გარემოებებს, საფუძვლიანად არ იქნა შესწავლილი წარმოშობის ქვეყნიდან წამოსვლის რეალური მიზეზები, ასევე იქ არსებული ზოგადი მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, შესაბამისად, სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარმეოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აპელანტების მოსაზრებით, მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლის ნორმები, თუმცა არ არის ნამსჯელი ქვეყანაში შექმნილ ზოგად სიტუაციაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ სამინისტროს მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. აპელანტები მიუთითებენ ზაკ-ის 601 მუხლზე და მიიჩნევენ, რომ საქალაქო სასამართლომ საქმის არსში გარკვევისა და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, უბრალოდ მოახდინა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი მუხლების ციტირება, სადაც საუბარია, თუ ზოგადად, როგორ უნდა მოხდეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება და რა პრინციპების დაცვით უნდა მოქმედებდეს ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე პ---------------------------------------------------------------------–-) 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის: ა--------–---------------სა და არიან არეფი მინააბადისათვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. განმცხადებელს პ------------------------ს და მის მეუღლეს ა--------–--------------ს ჩაუტარდათ ანკეტირება და დარეგისტრირდნენ თავშესაფრის მაძიებელ პირებად.

 

3.1.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პ------------------------თან და ა--------–--------------თან ჩაატარა გასაუბრებები. პ------------------------თან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თალიში, მუსლიმი სუნიტი, პ------------------------ი დაიბადა 1----–-–---------------ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. თალიშში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მშობლები, სამი ძმა და ერთი და ამჟამად იმყოფებიან ქ. თალიშში. 2003 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ზ-----–ის ეროვნულ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის ფაკულტეტზე. 2009 წლიდან 2011 წლამდე განათლებას იღებდა ნ---ს სახელობის უნივერსიტეტში, ქ. მ------------ში, იმავე პროფესიით. 2005 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა გ--–---ს პროვინციაში, ქ. რ-–--–ი, სახელმწიფო სამსახურში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, სადაც მის მოვალეობაში შედიოდა თალიშების არქეოლოგიური ძეგლების კვლევა. 2012 წელს შესთავაზეს ჩაეტარებინა არქეოლოგიური სამუშაოები, სადაც ერთი თვის განმავლობაში იყო დასაქმებული. 2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა წამყვანად სომხეთის რადიოში - ,,თ--–-–-------- ხმა“. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, 2013 წელს, მეგობართან ერთად, ტურისტული მიზნით ჩასული იყო ქ. ერევანში, სადაც მიიღო შეთავაზება ერევნის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის, ირანისტიკის განყოფილებიდან, ბატონ ა------------სგან, დაეწყო მუშაობა რადიოში, რომელიც ეხებოდა თალიშების კულტურას და ენას. აღნიშნულ შემოთავაზებას ის და მისი მეგობარი დათანხმდნენ. 2013 წლის 21 მარტს ეთერში გავიდა პირველი გადაცემა, ყარაბაღში, ქ. შუშიაში, რომელიც ეძღვნებოდა როგორც აზერბაიჯანის, ასევე ირანის მაცხოვრებელ თალიშებს. გადაცემა ეთერში გადიოდა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ერთი საათის განმავლობაში, საღამოს 8 საათზე. გადაცემამ აზერბაიჯანის მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, კერძოდ, 2013 წლის მარტში, აზერბაიჯანმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ სომხეთი და ირანი ერთად აღვივებდნენ სეპარატიზმს აზერბაიჯანში, ვინაიდან ზემოაღნიშნული გადაცემა გადიოდა სომხეთის ეთერში, ხოლო მისი ჟურნალისტები იყვნენ ირანის მოქალაქეები. აღნიშნულ ბრალდებას ირანის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადებით უპასუხა და უარყო მისი მონაწილეობა სეპარატიზმის გაღვივებაში აზერბაიჯანში და ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ როცა ეს განცხადებები გაკეთდა, მან და მისმა მეგობარმა მიმართეს სომხეთის უნივერსიტეტს, რათა მათ თავის მხრივ ირანის საელჩოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავშესაფრის მაძიებელი მის მეგობართან ერთად არ იყო გარეული პოლიტიკურ აქტივობებში. ამ დროს, ირანის ხელისუფლება სთხოვდა სომხეთს, რომ დაეხურათ ზემოაღნიშნული რადიო. განმცხადებლის თქმით, სომხებმა ისინი წაიყვანეს იმ რადიოსადგურიდან, საიდანაც გადიოდა მაუწყებლობა და გადაიყვანეს სომხეთის რადიო-ტელევიზიაში. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეემცირებინათ ირანის ზეწოლა რადიოს დახურვასთან დაკავშირებით. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ სომხეთში ჩასვლიდან სამი თვის შემდეგ, ერევანში მასთან ჩავიდა მისი საცოლე და დაიწყო მუშაობა იმავე რადიოში, წამყვანად. განმცხადებლის თქმით, 2013 წლამდე ეს რადიო ფუნქციონირებდა ცალკე, ხოლო შემდეგ გააერთიანეს ერევნის რადიოსთან. თავდაპირველად თავშესაფრის მაძიებელი და რადიოს თანამშრომლები თანამშრომლობდნენ უნივერსიტეტთან (წერილობითი ხელშეკრულების გარეშე), ხოლო შემდეგ კომპანიამ „მ--------------იმ“ აიყვანა ეს პიროვნებები სამუშაოდ, რის საფუძველზედაც მათ სომხეთში აძლევდნენ შრომით ბინადრობებს. 2014 წელს, ერევნის რადიოდან გადაიყვანეს ტერიტორიულად სხვაგან, სადაც დასაქმებულები იყვნენ 2014 წლის ბოლომდე. თავშესაფრის მაძიებელს 2014 წლის შუა პერიოდში შესთავაზეს მუშაობა სომხეთის ტელევიზიაში თალიშების საკითხებზე, რასაც განმცხადებელი არ დათანხმდა, რადგან მიხვდა, რომ ეს რადიოც და ტელევიზიაც ემსახურებოდა აზერბაიჯანში თალიშების გამოყოფის/სეპარატიზმის საკითხს. ტელევიზიას ხელმძღვანელობდა პიროვნება - ა------------ (ერევნის უნივერსიტეტში ირანისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი), რომელმაც გაწყვიტა ურთიერთობა თავშესაფრის მაძიებელთან და მის მეუღლესთან, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ტელევიზიაში მუშაობაზე. ამის შემდეგ, რადიო „თ--–-–-------- ხმის“ დირექტორი გახდა გ----------ი. განმცხადებლის თქმით, რადიოგადაცემა ყოველდღე სახლიდან გადიოდა, ხოლო პარალელურად თავის მხრივ მუშაობდა ტელევიზიაც. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, 2015 წლის ზაფხულში, მას და მის მეუღლეს შეეძინათ შვილი და მათი ფინანსური პრობლემები უფრო გართულდა. განმცხადებელმა გ----------ს განუცხადა, რომ სურდა ირანში დაბრუნება, რის გამოც მოუვიდა რადიოს ხელმძღვანელთან დაპირისპირება. რადიოს ხელმძღვანელს არ სურდა მისი დაბრუნება ირანში, რადგან იგი თალიშებთან დამაკავშირებელი პიროვნება იყო. ორი თვის შემდეგ, გ----------ი მივიდა მათთან სახლში და შესთავაზა რადიოში მუშაობის გაგრძელება. განმცხადებელმა გ----------ს უთხრა, რომ სურდა მეუღლისა და შვილის ირანში გამგზავრება და თხოვა რომ იგი დაკავშირებოდა ირანის საელჩოს მათ უსაფრთხო გამგზავრებასთან დაკავშირებით. 2015 წლის ნოემბერში, თავშესაფრის მაძიებლის მეუღლე, ბავშვთან ერთად გაემგზავრა ირანში, სადაც ქვეყანაში შესვლისთანავე განუცხადეს, რომ მისი მეუღლე ეწეოდა არაკანონიერ საქმიანობას სომხეთში და დაკითხეს. განმცხადებლის მეუღლეს შეეშინდა, რომ დაკითხვის შემდეგ, ქვეყნის დატოვება არ აეკრძალათ მისთვის და ორი კვირის შემდგომ დაბრუნდა კვლავ ერევანში. მეუღლის დაბრუნების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელმა ეს ამბავი მოუყვა გ----------ს, რომელმაც მისი მონათხრობი სათავისოდ გამოიყენა ვ---------თან (გ----------ის მოადგილე) ერთად. კერძოდ, თავშესაფრის მაძიებელს შესთავაზეს ჯაშუშობა - მას უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი მდგომარეობა იყო კონფლიქტურ ქალაქებში აზერბაიჯანში, იყო თუ არა ჯარი მზადყოფნაში და ემზადებოდნენ თუ არა რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებისთვის. განმცხადებელს ეს ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა აზერბაიჯანში მცხოვრები თალიშებისგან, რადგან მას ქონდა პირდაპირი კავშირი, ვინაიდან ფლობდა მათ ენას. განმცხადებელი არ დათანხმდა გ----------ის ზემოაღნიშნულ შემოთავაზებას, რის შემდეგ როგორც თვითონ აღნიშნავს, გ----------მა ირანის საელჩოში განაცხადა (---–-----მა - აღმოსავლეთმცოდნემ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებელს), რომ თითქოს იგი თანამშრომლობდა თალიშებთან, მხარს უჭერდა მათ გამოყოფას და მოქმედებდა ირანის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამ ფაქტის შემდეგ, განმცხადებლის განმარტებით იგი ვეღარ შეძლებდა ირანში დაბრუნებას. თავშესაფრის მაძიებელმა, 2016 წლის 21 მარტს, უარი განაცხადა რადიო „თ--–-–------------–ი“ მუშაობაზე. შემდეგ მიმართა ერევნის იუსტიციას, რადგან ბინადრობებს ეწურებოდა ვადა. განმცხადებელს არ მისცეს ბინადრობის გაგრძელების უფლება, ხოლო რამდენიმე დღეში მასთან სახლში მივიდა გ----------ი და შეპირდა, რომ მ--–-----ს თხოვდა, მათთვის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რის საფუძველზეც გაუგრძელდებოდათ ბინადრობა. ამ პერიოდს დაემთხვა ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება (2016 წლის აპრილი), რის შემდეგ ხელმეორედ მივიდნენ გ----------ი და მასთან თანხლები ორი პიროვნება (ხელისუფლების წარმომადგენლები) და თავშესაფრის მაძიებელს განუცხადეს, რომ იგი აუცილებლად უნდა დახმარებოდა ინფორმაციის მოძიებაში, რაზეც განმცხადებელმა ისევ უარი უთხრა, რის გამოც გ----------მა და მასთან თანხლებმა პიროვნებებმა მიაწოდეს ინფორმაცია რომ მისი ირანში დაბრუნება არ იქნებოდა კარგი და შესაბამისად არც აპირებდნენ მის გაშვებას. ამ ფაქტის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა წითელი ჯვრის ორგანიზაციას, რომელმაც ის გააგზავნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში, სადაც განუცხადეს, რომ ისინი ერევანში იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ. თავშესაფრის მაძიებელმა ამ ყველაფრის შემდეგ მიაკითხა სხვადასხვა საელჩოს, თუმცა არცერთმა ქვეყანამ არ მისცა ვიზა. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მეგობარმა გამოუგზავნა მსოფლიოს მოქალაქის ცნობა, თუმცა ვერც მისი საშუალებით დატოვა ქვეყანა. ამ პერიოდის განმავლობაში, მელიქიანის მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, ვიზა გაუგრძელეს ერთი თვით, თუმცა შეეშინდა, რომ სომხეთიდან დეპორტით არ გამოეშვათ ირანში. ერთ დღეს შეამჩნია, რომ სახლთან ახლოს უთვალთვალებდნენ უცხო პირები. მეზობლებიც გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ თავშესაფრის მაძიებლის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ უშიშროების სამსახურისათვის. 2016 წლის 11 ივნისს თავშესაფრის მაძიებელმა უპრობლემოდ დატოვა სომხეთი (მხოლოდ ბავშვზე შეიქმნა პრობლემა, რადგან სომხეთში იყო დაბადებული და არ ჰქონდა პასპორტი) და გამოემგზავრა საქართველოში. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, სომხეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ირანის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ორჯერ იყვნენ მისულები მის სახლში და იკითხეს მათი ადგილსამყოფელის შესახებ, რადგან გაიგეს, რომ რადიო დაიხურა და თავშესაფრის მაძიებელი არ იმყოფებოდა სომხეთში. ამის შესახებ მას შეატყობინეს მისმა მშობლებმა. 2013 წლის 12 მარტს თავშესაფრის მაძიებელმა დატოვა ირანი და მუშაობის გაგრძელების მიზნით გაემგზავრა სომხეთში, საიდანაც 2016 წლის 11 ივნისს გამოემგზავრა საქართველოში, ვინაიდან არ მომხდარიყო მისი დეპორტაცია ირანში იმის გამო, რომ არ დათანხმდა სომხეთის უშიშროებას ჯაშუშურ საქმიანობაზე. იგი ამჟამად ვერ ახერხებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას, რადგან ბრალი ედება სეპარატიზმის გაღვივებაში, ვინაიდან თალიშები, როგორც აზერბაიჯანში, ასევე ირანშიც ცხოვრობენ.

 

პ------------------------ის მეუღლესთან - ა--------–--------------თან გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თალიში, მუსლიმი - სუნიტი, ა--------–-------------- დაიბადა 1----–-–---------–-სს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ქ. თეირანში, სადაც წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. თავშესაფრის მაძიებელი, 2006 წლიდან 2010 წლამდე, სწავლობდა ა------ს უნივერსიტეტში, ქ. თეირანში. პროფესიით არის სპარსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი. 2011 წლიდან 2013 წლამდე, მუშაობდა კერძო მასწავლებლად სახლში (ასწორებდა ტესტებს და ასევე, ასწავლიდა სპარსულ და არაბულ ენებს). 2013 წლიდან 2016 წლამდე, დასაქმებული იყო რადიოში „თ--–-–----ან“, სადაც სამი წლის განმავლობაში იყო წამყვანი და მიჰყავდა კულტურის ამბები. 2013 წელს, რადიოში მუშაობის დროს, პარალელურად ასწავლიდა ანაზღაურების გარეშე უნივერსიტეტში თალიშურ ენას. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, 2013 წელს, მის მეუღლეს, ერევნის უნივერსიტეტის ირანისტიკის ფაკულტეტიდან, პიროვნება - გ-------------------ა შესთავაზა სომხეთში რადიოს წამყვანობა კულტურის ამბების გაშუქების მიმართულებით. 2015 წლამდე, რადიოს დირექტორთან (გ----------ი) ქონდათ ნორმალური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სამუშაო პირობები ჰქონდათ. განმცხადებელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში მუშაობისას ხშირად მიდიოდა სასულიერო პირი (ირანელი), რომელიც კითხულობდა თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. 2015 წლის ნოემბერში, თავშესაფრის მაძიებელმა გადაწყვიტა ირანში ჩასვლა შვილთან ერთად, რადგან სურდა გაეგო, რა სახის ვითარება შეიქმნებოდა მისი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ის და მისი მეუღლე მუშაობდნენ ზემოაღნიშნულ რადიოში და ასევე მათი საქმიანობით დაინტერესებული იყო ირანელი სასულიერო პირი, შვილთან ერთად გაემგზავრა ირანში, სადაც ქვეყანაში შესვლისთანავე მოხდა მისი დაკითხვა, კონკრეტულად ეკითხებოდნენ სომხეთში მისი მეუღლის საქმიანობის შესახებ. რის გამოც ერთ კვირაში დატოვა ირანი და გაემგზავრა კვლავ სომხეთში. ორი თვის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლის მეუღლეს, გ----------მა (რადიოს დირექტორი, ასევე სომხეთის უშიშროების თანამშრომელი) მოსთხოვა ემუშავა ჯაშუშად და მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია აზერბაიჯანში, თალიშების საცხოვრებელ ტერიტორიაზე მიმდინარე ვითარების შესახებ, რაზეც მისმა მეუღლემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ მათ უთვალთვალებდა უცხო პირი და ხალხსაც უკრძალავდნენ მათთან ურთიერთობას. თავშესაფრის მაძიებელი განმარტავს, რომ მისი მეუღლის მეგობარმა, რომელიც მუშაობდა ირანის უშიშროებაში, განუცხადა მათ, რომ გ----------მა და ვ---------მა ირანის ხელისუფლებას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განმცხადებელი და მისი მეუღლე მოქმედებდნენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ, რუსეთისა და აზერბაიჯანის თალიშებთან ერთად. აგრეთვე გ----------მა აიღო ირანის ხელისუფლებისგან გარკვეული თანხა რადიოს დახურვის სანაცვლოდ. თავშესაფრის მაძიებელმა 2016 წლის თებერვალში შეწყვიტა ზემოაღნიშნულ რადიოში მუშაობა, ხოლო 2016 წლის მარტში - მისმა მეუღლემ, რის შემდეგაც დაიწყეს სხვადასხვა საელჩოებში სიარული, რათა დაეტოვებინათ სომხეთში. მათ აგრეთვე მიმართეს წითელ ჯვარს და გაეროს ოფისს, თუმცა გაეროს ოფისმა გადაამისამართა ხელისუფლებასთან. მათ განუცხადეს, რომ სწორედ სომხეთის ხელისუფლებასთან ჰქონდათ პრობლემა. აქედან გამომდინარე, თავშესაფრის მაძიებელმა მეუღლესთან და შვილთან ერთად დატოვა სომხეთი. თავშესაფრის მაძიებელმა 2015 წლის ნოემბერში დატოვა წარმოშობის ქვეყანა, რადგან ქვეყანაში შესვლისას ის დაკითხეს მისი მეუღლის სომხეთში საქმიანობის შესახებ, რის გამოც ის ერთ კვირაში დაბრუნდა სომხეთში. 2016 წლის 11 ივნისს გამოემგზავრა საქართველოში, იმიტომ რომ, გ----------მა და ვ---------მა თავშესაფრის მაძიებლისა და მისი მეუღლის შესახებ განუცხადეს ირანის ხელისუფლებას, რომ ისინი მოქმედებენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ. განმცხადებელი ამჟამად ვერ ახერხებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას, რადგან ბრალს დებენ ირანის ინტერესების წინააღმდეგ ქმედებაში.

 

3.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ პ------------------------ის და ა--------–---------------ს საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებლებმა გადმოსცეს სამინისტროში გასაუბრების დროს. დასკვნაში მითითებულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - პ------------------------ (დ--------------წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - პ------------------------ (------------------–-- ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს - პ------------------------ს (დ--------------წ.), ა--------–--------------ს (დ--------------წ.) და ა------------------------------------------წ.) უარი ეთქვათ როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

3.1.4. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის N-------------- გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები: პ------------------------ი (დ--------------წ.), ა--------–--------------- (დ--------------წ.) და ა------------------------------------------–.) ვერ აკმაყოფილებენ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, ასევე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებს.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, ამ კანონით დადგენილი წესით, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით. აღნიშნული კანონის 15.1 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის 19.1 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის მიზნებისათვის, ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე გაკეთებულ განმარტებას, რომ დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს, შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“, რაც ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არამხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით, ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება. სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით, თუ წარდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის N-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებენ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად.

 

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ არ იყო სანდო მოსარჩელეთა განაცხადი იმის შესახებ, თითქოს, ირანში მათ ბრალად ედებათ სეპარატიზმის გაღვივება და ელით სიკვდილით დასჯა. სასამართლომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელეთა სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი, არ დგინდება წარმოშობის ქვეყანაში რომელიმე კონვენციური ნიშნით მოსარჩელეთა დევნის ფაქტი, მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში, ასევე სახეზე არ არის მოსარჩელეთა სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგომის რეალური რისკი, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ქ. თალიშში, არ ფიქსირდება გარე აგრესიის, ოკუპაციისა და შიგა კონფლიქტის შემთხვევები, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც ისინი შეიძლება ჩათვლილიყვნენ დევნის მსხვერპლებად.

 

სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არიან ჟურნალისტები, რომელთა წარმოშობის ქვეყანაც არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. აღნიშნული პირები 2013-2016 წლებში მუშაობდნენ სომხეთში არსებულ რადიო „თ--–-–------------–ი“, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფდნენ ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის - თალიშებისათვის გამოხატვის თავისუფლების მოწოდების შემცველი განცხადებების გავრცელებას. სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით მოსარჩელეებმა დაადასტურეს, რომ სომხეთში არსებული აღნიშნული რადიომაუწყებლობა ემსახურებოდა ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები თალიშების ინტერესებს, მათთვის აზრის თავისუფლად გამოხატვის მოწოდებას, მითითებულ ქვეყნებში არსებული დიქტატორული მმართველობის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ვინაიდან ირანში სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, მათთვის, როგორც ჟურნალისტებისათვის, წარმოშობის ქვეყანაში - ირანში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს ხელისუფლების მხრიდან დევნის განხორციელების რეალური საფრთხე და მათ გააჩნიათ აღნიშნულის საფუძვლიანი შიში.

 

სააპელაციო პალატამ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელეთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ. სასამართლოსათვის მოწოდებული კვლევის შედეგების ამსახველი დოკუმენტის შინაარსი ადასტურებს, რომ მართალია, გამოხატვის თავისუფლება, როგორც ირანის კონსტიტუციით, ისე მოქალაქეთა უფლებების შესახებ 2016 წლის ქარტიით არის აღიარებული, თუმცა საერთაშორისო წყაროების ანგარიშებიდან გამომდინარე, ხშირია ამ უფლებების დარღვევის ფაქტები და იგი მნიშვნელოვან შეზღუდვებს ექვემდებარება. მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ცენზურას ექვემდებარებიან და ოფიციალური უწყებები ახორციელებენ მათ თვალთვალსა და კონტროლს, ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა პოლიტიკური დანაშაულისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით, პირების დაპატიმრების ფაქტები, მათ მიერ გამოხატული აზრისა თუ დაფიქსირებული პოზიციის გამო, უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებით ისეთი პირებით ინტერესდებოდნენ, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ რეჟიმის ღიად კრიტიკაში, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ქმედებებში ან რელიგიის შეურაცხყოფაში (ღვთის გმობაში). ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, რადიო „თ--–-–-------- ხმა“ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სომხეთის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საერთო პროექტია, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან მაუწყებლობს, მისი პროგრამები ძირითადად, აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთით დასახლებულ ეთნიკურად თალიშებს შეეხებოდათ და მათ ენაზე მიმდინარეობდა, ამასთანავე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სტატიაში (დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია The Jamestown Foundation, 23.04.2013წ.) მითითებულია, რომ სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მთიანი ყარაბაღი) თალიშურ ენაზე მაუწყებლობის დაწყება, რაც აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკურად თალიშებისაკენ იქნება მიმართული, სამი ქვეყნის: სომხეთის, ირანისა და რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის საკითხი ოფიციალურ ბაქოსთან ურთიერთობებში, პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოაღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ გამორიცხავს მათ მიმართ დევნის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობას. პალატა იზიარებს აპელანტების მოსაზრებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხემ საფუძვლიანად არ შეისწავლა მოსარჩელეთა წარმოშობის ქვეყნიდან წამოსვლის რეალური მიზეზები, ასევე იქ არსებული ზოგადი მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის №-------------- გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამდენად, მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები გასაჩივრებულ აქტებთან მიმართებაში ადასტურებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წანამძღვრების არსებობას, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების და გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე შესაძლოა მიღებულიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლომ

გა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. პ---------------------------------------–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. პ---------------------------------------–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ივნისის №-------------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში;

 

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე