განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1697-18, 330310017002181207
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-------------
წარმომადგენლები: გ--------------–---, მ-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 ოქტომბრის N1--- ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ-------------ს ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------------- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, ლ------------იას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს იმერეთი, წყალტუბო მ----------–--------, მ-----.
ლ-------------ს ჰყავს შვილი - 2016 წლის 19 დეკემბერს დაბადებული ბ---------------ია, ხოლო ყოფილ მეუღლესთან - დ---------------სთან განქორწინდა 2017 წლის 04 იანვარს.
2017 წლის 14 ივნისს, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საცხოვრებელი ადგილის მისამართზე: წყალტუბო, ,,მ-----“ განხორციელდა დევნილთა აღწერა და შედგა აღწერის ფორმა. აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ განხორციელდა წყალტუბოში სანატორიუმ ,,მ-----ში“ მე-3 სართულზე, ოთახი N2---- აღწერა. აღწერისას ადგილზე დახვდათ ფ--------------ე. მისი განმარტებით, 1993 წლიდან ოჯახს დაკავებული აქვს ზემოაღნიშნული ოთახი, რომელშიც ცხოვრობენ მეუღლე - კ----------------ია, შვილი - ლ-------------ია, შვილი - ლ--- ბ------ა, შვილიშვილი - ბ---------------ია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ფოთში. მამა - გ--- ს-------ე, დედა - ლ--- ს-----ე, მამამთილი - თ----- ბ------ა, დედამთილი - გ----–- ბ------ა-მ--–--------ი ცხოვრობენ ფოთში. მაზლი - პ----- ბ------ა ცხოვრობს რუსეთში (დევნილი). ძმა - გ-- ს-------ე (არ არის დევნილი) ცხოვრობს ლეჩხუმში, მამა-პაპისეულ სახლში.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, 2017 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით გამოცხადდნენ წყალტუბოში, ა---–------------------------------–--------------–ი, ფ---- ს-------ის სიძის - დ----- გ---------ის საკუთრებაში, სადაც არავინ დახვდათ. ოქმში მითითებულია, რომ გასაუბრება მოხდა ამავე კორპუსში მცხოვრებ მ------- ჩ---–--ესთან, რომელმაც განმარტა, რომ დ-----ი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო მისი მეუღლე ლ------------- სამი დღეა ბავშვთან - ბ--------სთან ერთად იმყოფება სანატორიუმ ,,მ-----ში“, სადაც ფართი მოკავებული აქვს ლ----ს მშობლებს: ფ---- ს-------ეს და კ------- ბ------ას. აღნიშნული ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფმა ამავე კორპუსის მაღაზიაში მომუშავე პერსონალთან გადაამოწმა, რომლებმაც დაადასტურეს ყოველივე ზემოაღნიშნული, მაგრამ ოქმზე ხელმოწერისგან თავი შეიკავეს. ოქმი შედგენილია 11.08.2017 წელს 23:08 საათზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს N-- სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ შესაბამისად, ქუთაისში, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ერთ-ერთ ასეთ ობიექტად დასახელდა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი ,,მ-----“. ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების შესაბამისად, კომისიას წარედგინა მითითებულ ნგრევად ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისგან შედგენილი რეესტრები. მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--) ქალაქ ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში (შ-----–---------------------------------------–-----–----------) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ლ------------იას (პ/ნ 6----------) ოჯახს, წყალტუბო, გ-------–-------, სან. ,,მ-----“-ში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 ოქტომბრის N1--- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ-------------ს აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია), რომელიც არეგულირებს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.
დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული წესის მითითებული მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №7 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №8 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლით გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
მითითებული წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა 20 ნგრევად ობიექტში, მათ შორის წყალტუბოში, სანატორიუმ ,,მ-----ში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახთა მოკვლევა, შემდგომში მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. კომისიას აღნიშნული ობიექტების შესახებ წარედგინა ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა. ზემოაღნიშნული წესის მე-11 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.
როგორც სასამართლომ მიუთითა, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივნისს, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საცხოვრებელი ადგილის მისამართზე: წყალტუბო, ,,მ-----“ განხორციელდა დევნილთა აღწერა და შედგა აღწერის ფორმა. აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ განხორციელდა წყალტუბოში სანატორიუმ ,,მ-----ში“ მე-3 სართულზე, ოთახი N2---- აღწერა. აღწერისას ადგილზე დახვდათ ფ---- ს-------ე. მისი განმარტებით, 1993 წლიდან ოჯახს მოკავებული აქვს ზემოაღნიშნული ოთახი, რომელშიც ცხოვრობენ მეუღლე - კ------- ბ------ა, შვილი - ლ---- ბ------ა, შვილი - ლ-----------ა, შვილიშვილი - ბ---------------ია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ფოთში. მამა - გ--- ს-------ე, დედა - ლ--- ს-----ე, მამამთილი - თ----- ბ------ა, დედამთილი - გ----–- ბ------ა-მ--–--------ი ცხოვრობენ ფოთში. მაზლი - პ----- ბ------ა ცხოვრობს რუსეთში (დევნილი). ძმა - გ-- ს-------ე (არ არის დევნილი) ცხოვრობს ლეჩხუმში, მამა-პაპისეულ სახლში.
ასევე საქმეში წარმოდგენილია დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით გამოცხადდნენ წყალტუბოში, ა---–-------------------------------–--------------–-, ფ---- ს-------ის სიძის დ----- გ---------ის საკუთრებაში, სადაც არავინ დახვდათ. ოქმში მითითებულია, რომ გასაუბრება მოხდა ამავე კორპუსში მცხოვრებ მ------- ჩ---–--ესთან, რომელმაც განმარტა, რომ დ-----ი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო მისი მეუღლე ლ------------- სამი დღეა ბავშვთან - ბ--------სთან ერთად იმყოფება სანატორიუმ ,,მ-----ში“, სადაც ფართი მოკავებული აქვს ლ----ს მშობლებს: ფ--------------ეს და კ------- ბ------ას. აღნიშნული ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფმა ამავე კორპუსის მაღაზიაში მომუშავე პერსონალთან გადაამოწმა, რომლებმაც დაადასტურეს ყოველივე ზემოაღნიშნული. ოქმზე ხელმოწერისგან თავი შეიკავეს. ოქმი შედგენილია 11.08.2017 წელს 23:08 საათზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტის გამოცემისას სამინისტრო არსებითად დაეყრდნო დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 11 აგვისტოს ოქმს, რომელიც შედგა დ----- ბ------ას საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მდებარე: წყალტუბო, ა---–---------------------------–---------, სადაც შემმოწმებლებს არავინ არ დახვდათ. ოქმში მითითებულია, რომ გასაუბრება განხორციელდა კორპუსის ერთ მაცხოვრებელთან - მ------- ჩ---–--ესთან და კორპუსის მაღაზიაში მომუშავე პერსონალთან, თუმცა მითითებულ ოქმს ხელს არ აწერს არცერთი პირი, გარდა შემოწმების ჯგუფის წევრებისა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ლ------------- და დ--------------- განქორწინდნენ 2017 წლის 04 იანვარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობით. მეტიც, 2017 წლის 14 ივნისს, მოსარჩელე ლ------------იას რეგისტრაციის ადგილზე - წყალტუბო, სანატორიუმი ,,მ-----“, მ----- სართული, ოთახი 26, გამოცხადებული შემმოწმებლების მიერ შედგენილი აღწერის ფორმის თანახმად, შემმოწმებლებს ადგილზე დახვდათ ფ---- ს-------ე, რომელმაც განმარტა, რომ 1993 წლიდან ოჯახს მოკავებული აქვს ზემოაღნიშნული ოთახი, რომელშიც ცხოვრობენ მეუღლე - კ------- ბ------ა, შვილი - ლ---- ბ------ა, შვილი - ლ--- ბ------ა, შვილიშვილი - ბ---------------ია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ფოთში. მამა - გ--- ს-------ე, დედა - ლ--- ს-----ე, მამამთილი - თ----- ბ------ა, დედამთილი - გ----–- ბ------ა-მ--–--------ი ცხოვრობენ ფოთში. მაზლი - პ----- ბ------ა ცხოვრობს რუსეთში (დევნილი). ძმა - გ-- ს-------ე (არ არის დევნილი) ცხოვრობს ლეჩხუმში, მამა-პაპისეულ სახლში. აღწერის ფორმა ხელმოწერილია აღმწერი პირის - ო----- ა-–----–---–ის და ასევე, ფ---- ს-------ის მიერ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - ნ----- ხ----–--–---ს ჩვენებაზე. მოწმემ მიუთითა, რომ ის არის ოჯახის ახლობელი, ლ-------------ს შვილის ნათლია, არის დევნილი, ცხოვრობს ასევე სანატორიუმში ,,მ-----“ და ამჟამად დაკმაყოფილებულია ბინით. მისივე განმარტებით, ლ------------- იყო გათხოვილი, თუმცა 2016 წლის ზაფხულში მობრუნდა უკან, სანატორიუმში, ფეხმძიმე. მოწმე ადასტურებს, რომ ლ------------- და მისი შვილი ცხოვრობენ სანატორიუმში. მისივე თქმით, თავდაპირველად ლ-------------, დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში, თუმცა ასე 6-7 წელია ცხოვრობს ცალკე ოთახში, რომელიც თავიდან სხვა ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა შემდეგ ისინი სანატორიუმიდან წავიდნენ და ოთახი დაიკავა ლ-------------მ, სადაც ამჟამად ცხოვრობს შვილთან ერთად. ყოფილი მეუღლე პერიოდულად ნახულობს შვილს და მიჰყავს თავის სახლში. მოწმე ნ----- ხ----–--–--- ასევე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პერიოდში ლ------------- იმყოფებოდა ფოთში, ბებია-ბაბუასთან და ამიტომაც არ დახვდა შემმოწმებლებს ადგილზე. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ მონიტორინგის ჯგუფი რამდენჯერმე იყო მისული სანატორიუმში, მათ შორის ერთხელ ლ------------- ადგილზე დახვდათ, თუმცა საქმის მასალებში მხოლოდ ერთი აღწერის ფორმაა წარმოდგენილი, როდესაც ადგილზე მხოლოდ ფ---- ს-------ე იმყოფებოდა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ლ-------------ს ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე გამოცხადება სწორედ მისი განმარტების საფუძველზე მოხდა, სწორედ მოსარჩელემ მოახდინა მათი ინფორმირება და არ დაუმალავს ყოფილი მეუღლის არსებობის და მისი საცხოვრებლის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მონიტორინგის ჯგუფის მიერ ადგილზე გადამოწმების შედეგებით, არ დასტურდება მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანების მე-7 მუხლის თანახმად, დევნილის დროებითი განსახლების თაობაზე მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დროებითი განსახლების მიზნით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული დანართი №10 - „დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმის“ შედგენას.
დამუშავებული მასალები, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის, სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის, მისი მოადგილისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული დევნილთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები კომისიას გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ერთ კრიტერიუმს მაინც.
კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების (მათ შორის უპირატესია ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახი) გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახის მიმართ განხორციელდება დროებითი განსახლების ღონისძიება. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც წარედგინება მინისტრს, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) დეპარტამენტის მიერ ეცნობება დევნილ ოჯახს წერილობით.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ისე უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მოსარჩელეს, რომ უპირობოდ, ყოველგვარი დამატებითი შეფასების გარეშე გაიზიარა შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი ოქმი, რომელიც ამავე ჯგუფის წევრების გარდა სხვა პირთა მიერ ხელმოწერილი არ არის.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი საჭიროებს დასაბუთებას. აქტში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებებით ვერ იქნა დადასტურებული ლ------------იას ფაქტობრივად სხვაგან, არარეგისტრაციის მისამართზე, ცხოვრების ფაქტი, ასევე, არ იქნა შესწავლილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოცემული მოტივით საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი დანაწესების შესაბამისად, სახეზეა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მიუთითებს მოსარჩელის საჭიროებას მოითხოვოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით სარგებლობა და გადაცემა, თუმცა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ოჯახი ფაქტიურად ამ მისამართზე არ ცხოვრობს, უარი ეთქვა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, ამასთან, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილება და განმარტება - ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უდნა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რათა არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 12 ოქტომბრის N1--- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ-------------ს საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადაო საკითხთან დაკავშირებით.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ შემთხვევაში გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის. სასამართლოს მსჯელობას, რომ სამინისტრომ აქტი გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, აპელანტი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელის ოჯახის საკითხი და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო არასწორად მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად - თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ხოლო არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.
აპელანტის მითითებით, მმართველობის ორგანოების კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის ნორმატიული აქტი, რომლის აღსრულებასაც ეს ქმედება ისახავს მიზნად. სამართლის ნორმა ორი ნაწილისგან შედგება: ნორმის ამოქმედების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები. დღეის მდგომარეობთ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების (რომელიც ნორმატიული ხასიათისაა) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუ-ნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად, რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით.
ამავე დროს, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლო ხშირად იყენებს დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების დადგენილ წესს, კერძოდ, 2013 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის N 320–ე ბრძანებას, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა, თუმცა არ საუბრობს და იგნორირებას უკეთებს საერთოდ ამ ნორმატიული აქტის შექმნის უმთავრეს მიზანსა და დანიშნულებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ნორმატიული აქტის შექმნის უმთავრესი დანიშნულება, დევნილებში, ყველაზე უფრო მეტად შეჭირვებული კატეგორიის გამოვლ--- და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს. არც ამ ნორმის ამოქმედებამდე და არც მის გარეშე, სახელმწიფო არ თავისუფლდება დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისგან, მაგრამ სწორედ იმ სავალალო რეალობის გათვალისწინებით, რაც ძირითადად სახელმწიფოს მწირი შესაძლებლობით არის განპირობებული, უამრავი დევნილი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე. შესაბამისად, ამ ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისი პროცედურების დაცვა და შესრულება, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის, როგორც სახელმწიფოს ასევე თითოეული დევნილისთვის, იძლევა შესაძლებლობას შედარებით სამართლიან გარემოში მოხდეს დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. უსაფუძვლოა სასამართლოს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიამ თავი აარიდა საქმის სრულყოფილ გამოკვლევას, მოახდინა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების იგნორირება და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე.
საკითხის განხილვის დროს კომისიას წარედგინა აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებით ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნები და 2013 წლის 9 აგვისტოს N 320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების მიერ აღნიშნულ ობიექტებში ჩატარებული გადამოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N 320 ბრძანების მე-4 მუხლის, მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ნგრევადი ობიექტებიდან მხოლოდ იქ მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მოსარჩელე და მისი შვილი არ ცხოვრობდნენ მითითებულ ობიექტში, მათ ამ ეტაპზე უარი ეთქვათ საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ხოლო ის პირები, რომლებიც მონიტორინგის შედეგად რეალურად ცხოვრობდნენ მოცემულ ფართში - მოსარჩელის მშობლები და ძმა, დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით სამინისტროს მიერ. აპელანტის მითითებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების და დადგენილი წესის შესაბამისად.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. ამავე დროს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებს, გამოყენებულ უნდა იქნას პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება. არჩეულმა ღონისძიებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, ანუ მიზნის მიღწევის საშუალება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.
ამავე დროს, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტების შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. სამინისტრო აცნობიერებს, თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება, რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად ამ გარემოებების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, რაც თავისთავად მოხდა სამინისტროს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში. მინისტრის N320-ე ბრძანებით განსაზღვრულია, როგორც დევნილთა - აპლ---ნტთა ვალდებულება, შეავსოს და სწორად მიაწოდოს ინფორმაცია საკითხების შემსწავლელ კომისიას, ასევე სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობა - სწორად შეისწავლოს და შესაბამისი შეფასების მიცემის შემდეგ გადაწყვიტოს დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. აღნიშნული ნორმატიული აქტი, თავისთავად გამორიცხავს რომელიმე დევნილისთვის რაიმე უპირატესობის მინიჭებას და სხვა დევნილებთან შედარებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის ფაქტობრივად და იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები სწორია. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა ისეთ ფაქტებზე და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი გარემოებების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ლ------------- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, ლ-------------ს დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს იმერეთი, წყალტუბო მამია გ-------–-------, სანატორიუმი „მ-----“ (ტ.1. ს.ფ. 12). მას ჰყავს 2016 წლის 19 დეკემბერს დაბადებული შვილი - ბ---------------ია (ტ.1. ს.ფ. 14). ლ------------- და დ----- ბ------ა განქორწინდნენ 2017 წლის 04 იანვარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობით (ტ.1. ს.ფ. 16).
2017 წლის 14 ივნისს, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საცხოვრებელი ადგილის მისამართზე: წყალტუბო, ,,მ-----“ განხორციელდა დევნილთა აღწერა და შედგა აღწერის ფორმა. აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ განხორციელდა წყალტუბოში, სანატორიუმ ,,მ-----ში“ მე-3 სართულზე, ოთახი N2---- აღწერა. აღწერისას სამინისტროს წარმომადგენლებს ადგილზე დახვდათ ფ---- ს-------ე. მისი განმარტებით, 1993 წლიდან ოჯახს მოკავებული აქვს ზემოაღნიშნული ოთახი, რომელშიც ცხოვრობენ მეუღლე - კ------- ბ------ა, შვილი - ლ---- ბ------ა, შვილი - ლ-----------ა, შვილიშვილი - ბ---------------ია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ფოთში. მამა - გ--- ს-------ე, დედა - ლ--- ს-----ე, მამამთილი - თ----- ბ------ა, დედამთილი - გ----–- ბ------ა-მ--–--------ი ცხოვრობენ ფოთში. მაზლი - პ----- ბ------ა ცხოვრობს რუსეთში (დევნილი). ძმა - გ-- ს-------ე (არ არის დევნილი) ცხოვრობს ლეჩხუმში, მამა-პაპისეულ სახლში (ტ.1. ს.ფ. 68).
2017 წლის 11 აგვისტოს, ადგილზე გამოცხადების, დათვალიერების და გასაუბრების ოქმის, თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით გამოცხადდნენ წყალტუბოში, ავალიანის ქ. 11, მე-2 სართულზე, ბინა 3-ში მდებარე ფ--------------ის სიძის - დ----- გ---------ის საკუთრებაში, სადაც არავინ დახვდათ. ოქმში მითითებულია, რომ გასაუბრება მოხდა ამავე კორპუსში მცხოვრებ მ------- ჩ---–--ესთან, რომელმაც განმარტა, რომ დ-----ი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო მისი მეუღლე - ლ------------- სამი დღეა ბავშვთან - ბ--------სთან ერთად იმყოფება სანატორიუმ ,,მ-----ში“, სადაც ფართი მოკავებული აქვს ლ----ს მშობლებს - ფ--------------ეს და კ------- ბ------ას. აღნიშნული ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფმა იმავე კორპუსის მაღაზიაში მომუშავე პერსონალთან გადაამოწმა, რომლებმაც დაადასტურეს ზემოაღნიშნული, თუმცა მითითებულ ოქმს ხელს არ აწერს არცერთი პირი, გარდა შემოწმების ჯგუფის წევრებისა. ოქმი შედგენილია 11.08.2017 წელს, 23:08 საათზე (ტ.1. ს.ფ. 69).
პალატა განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
დადგენილია, რომ ლ------------- წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-4 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტულ კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს N-- სხდომის ოქმზე, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიას წარედგინა ლ---- სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, რომლის მიხედვითაც ქ. წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი „მ-----“ მიეკუთვნება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნგრევად ობიექტს.
პალატა განმარტავს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N--), ქ.ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში (შერვაშიძის ქ. N53, ერისთავის ქ.N7, აღმაშენებლის ქ. N112) გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ლ-------------ს ოჯახს, წყალტუბოში, გ-------–-------, სანატორიუმ „მ-----ში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მშობლები და ძმა დაკმაყოფილდნენ სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ფართით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უთხრა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მოსარჩელეს, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად დამარტებით არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 11 აგვისტოს ოქმზე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო არსებითად ისე დაეყრდნო, რომ არ გაითვალისწინა შემოწმების ოქმზე შემმოწმებელთა ჯგუფის წევრების გარდა სხვა პირთა ხელმოწერების არარსებობა. გარდა ამისა, აღნიშნულ შემთხვევაში, მონიტორინგი განხორციელებულ იქნა ლ-------------ს ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მისამართი: წყალტუბო, ავალიანის ქ. N11, მე-2 სართული, ბინა N3, სადაც შემოწმების მომენტისათვის არავინ იმყოფებოდა. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ ოქმში კონკრეტულად (სახელი და გვარის მითითებით) არ არის დაფიქსირებული, თუ ვისთან და რომელ სავაჭრო ობიექტში გადაამოწმეს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა მ------- ჩ---–--ისაგან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, აღნიშნული ოქმი პალატის მოსაზრებით, მოკლებულია სანდოობას და დამაჯერებლობას და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 14 ივნისის აღწერის ფორმა, რომლის შინაარსიც წინააღმდეგობაში მოდის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2017 წლის 11 აგვისტოს ოქმთან. კერძოდ, აღწერა ჩატარებულ იქნა მოსარჩელე ლ------------იას რეგისტრაციის ადგილზე - წყალტუბო, სანატორიუმი ,,მ-----“, მ----- სართული, ოთახი 26, სადაც შემმოწმებლებს ადგილზე დახვდათ ფ---- ს-------ე, რომელმაც განმარტა, რომ 1993 წლიდან ოჯახს მოკავებული აქვს ზემოაღნიშნული ოთახი, რომელშიც ცხოვრობენ მეუღლე - კ------- ბ------ა, შვილი - ლ---- ბ------ა, შვილი - ლ--- ბ------ა, შვილიშვილი - ბ---------------ია, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ფოთში. მამა - გ--- ს-------ე, დედა - ლ--- ს-----ე, მამამთილი - თ----- ბ------ა, დედამთილი - გ----–- ბ------ა-მ--–--------ი ცხოვრობენ ფოთში. მაზლი - პ----- ბ------ა ცხოვრობს რუსეთში (დევნილი). ძმა - გ-- ს-------ე (არ არის დევნილი) ცხოვრობს ლეჩხუმში, მამა-პაპისეულ სახლში. აღწერის ფორმა ხელმოწერილია აღმწერი პირის - ო----- ა-–----–---–ის და ასევე, ფ---- ს-------ის მიერ.
პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული პირის ნ----- ხ----–--–---ს ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, ის წარმოადგენს ლ-------------ს შვილის ნათლიას, ასევე არის დევნილი, ცხოვრობს სანატორიუმ ,,მ-----ში“ და ამჟამად დაკმაყოფილებულია ბინით. მისივე განმარტებით, ლ------------- იყო გათხოვილი, თუმცა 2016 წლის ზაფხულში მობრუნდა უკან, სანატორიუმში, ფეხმძიმე. მოწმე ადასტურებს, რომ ლ------------- და მისი შვილი ცხოვრობენ სანატორიუმში. მისივე თქმით, თავდაპირველად ლ-------------, დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში, თუმცა დაახლოებით 6-7 წელია ცხოვრობს ცალკე ოთახში, რომელიც თავიდან სხვა ოჯახს ეკუთვნოდა, რომლებიც შემდეგ სანატორიუმიდან წავიდნენ და ოთახი დაიკავა ლ-------------მ, სადაც ამჟამად ცხოვრობს შვილთან ერთად. ყოფილი მეუღლე პერიოდულად ნახულობს შვილს და მიჰყავს თავის სახლში. მოწმე ნ----- ხ----–--–--- ასევე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის პერიოდში ლ------------- იმყოფებოდა ფოთში, ბებია-ბაბუასთან და ამიტომაც არ დახვდა შემმოწმებლებს ადგილზე.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს და მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული შესაბამისი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 14 ივნისს აღწერის ფორმასა და 2017 წლის 11 აგვისტოს ოქმში დაფიქსირებული აშკარად წინააღმდეგობრივი გარემოებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით არ განახორციელა მონიტორინგის ჯგუფის ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა თუნდაც მინიმუმ ერთხელ მაინც, რათა ობიექტურად დადგენილიყო არსებობდა თუ არა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ მცირე პერიოდებით სხვაგან სტუმრად წასვლა არ გამორიცხავს კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებას. ასევე, მოსარჩელის მცირეწლოვანი ბავშვის მამის სახელზე არსებული საკუთრება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ლ-------------ს ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი სხვაგან. გარდა ამისა, დადგენილია და აპელანტიც სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ლ-------------ს ქორწინება შეწყვეტილია (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეს ერთვის) და საფუძველს მოკლებულია მსჯელობა, რომ ის კვლავ ყოფილი მეუღლის ბინაში, მასთან ერთად ცხოვრობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა საქმეში არსებული გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოსარჩელის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ანუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, მოსარჩელე დაკმაყოფილდებოდა ფართით, რაც არსებითი ხასიათის დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული. ეს კი სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. აპელანტმა ვერ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გამოტანილ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით,სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გელა ბადრიაშვილი