განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330310015001005753
საქმე №3ბ/1568-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა’’
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგურებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი -ი-----–------------–--ე
მესამე პირი - შპს ,,ა-----------------------ი“
წარმომადგენელი - გ--------------------ძე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 აპრილის N----- გადაწყვეტილება.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს----------–-----------------------------------------’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა’’ ფლობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიას და ექსპლუატაციას უწევს ბუნებრივი გაზის ტრანპორტირების სისტემას, რომელზედაც ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-----–ი მოწყობილ გაზგამანაწილებელ სადგურში (გგს ,,ქ------–---ი’’) მიერთებულია ბუნებრივი გაზით განაწილების ლიცენზიატი შპს ,,ა-----------------------ი’’, ხოლო ტრანპორტირების სისტემიდან მიღებული ბუნებრივი გაზი აღირიცხებოდა შპს,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის მეშვეობით.
2.2. 2--- წლის 1 სექტემბერს შპს ,,ა-------------------------მა’’ წერილობით მიმართა,,ს----------–-----------------------------------------ას’’ და მოითხოვა ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა 2 სექტემბრისათვის, დილის 06:00-საათიდან საღამოს 20: 00 საათამდე, რა დროსაც მოაწყო აღრიცხვის კვანძი და დაამონტაჟა ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G2500 ტიპის მრიცხველი (ქარხნული N1-------), მის აღრიცხვის კვანძსა და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ აღრიცხვის კვანძს შორის დაამონტაჟა ფილტრი სეპარატორი (კონდესანტ-შემკრები), ხოლო დამონტაჟებული მრიცხველის პირველადი დამოწმება განხორციელდა სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს’’ მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში ტრანპორტირების სისტემიდან მიღებული ბუნებრივი გაზი აღირიცხებოდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის მეშვეობით, რომელიც შედგებოდა პარალელურად დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერის Floboss 103-ისა (ქარხნული N1-------) და ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველისგან (ქარხნული N8---), რომელთა ჯამური მაჩვენებელიც წარმოადგენს საანგარიშსწორებო მოცულობას. ამათანავე, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიწოდების პუნქტიდან ხსენებულ აღრიცხვის კვანძზე შემავალი გაზსადენების გვერდის ავლით მოწყობილი იყო ე.წ. შემოვლითი ხაზი, რომელიც სტანდარტულ მდგომარებაში გადაკეტილია და
განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ალტერნატიული მიწოდების გზას, ხოლო მასში გამავალი ბუნებივი გაზი არ აღირიცხება არც ტრანსპორტირების ლიცენზიატისა და არც შპს ,,ა-----------------------ის’’ აღრიცხვის კვანძებით.
2.3. ზემოაღნიშნული აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემდეგ ოქტომბრის თვეში შპს,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული კვანძისა და შპს ,,ა-----------------------ის’’ კვანძით აღრიცხულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს შორის განსხვავებამ შეადგინა 32358მ3, რის გამოც შპს ,,ა------------------------მა’’ 2--- წლის 4 ნოემბერს წარადგინა წერილობითი პრეტნზია შპს ,,ს----------–-----------------------------------------აში’’ და განსხვავების მიზეზების გამოსავლენად მოითხოვა შესაბამისი სპეციალისტების ადგილზე მივლინება. ხოლო ამავე წლის 18 ნოემბრის წერილით მოითხოვა შპს ,,ს----------–----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის შემოწმება (რევიზია).
2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ 2--- წლის ნოემბრის თვეში კვანძებით აღრიცხულ ბუნებრივი გაზის ოდენობებს შორის განსხვავებამ შეადგინა 69 709 მ3 , რასაც ასევე არ დაეთანხმა შპს ,,ა-------------------------ი’’ და 2--- წლის 8 დეკემბერს წარადგინა წერილობითი პრეტენზია შპს ,,ს----------–-----------------------------------------აში’’. ამავე წერილით შპს ,,ა------------------------მა’’ კომპანიას შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 2500 ტიპის მრიცხველის დალუქვა და ამ მრიცხველის საანგარიშსწორებო მრიცხველად აღიარება. 3.1. 2--- წლის 4 ნოემბერს შპს ,,ა-----------------------ის’’ დირექტორმა 2--- წლის 4 ნოემბერს წერილობით მიმართა საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიას, სადაც აღნიშნულია, რომ თვის განმავლობაში მიღებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დაწერა ხდება საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიის საკუთრებაში მყოფი მაღალი წნევის გაზსადენზე სოფ. გ-----–ი არსებული ფლოუბოსის ტიპის მრიცხველის ჩვენებების მიხედვით, რამაც შეადგინა 4724084 კბ.მ.. აღნიშნული მრიცხველის მიმდებარედ, რამდენიმე მეტრის დაშორებით შპს ,,ა------ ბუნებრივმა აირმა’’ 2--- წლის ოქტომბრის თვეში მახდინა აღრიცხვის კვანძის, ტურბინული მრიცხველი SM-RI- X G2500, კორექტორი EK220, მონტაჟი თავისი კონდენსატ-შემკრებით, აღნიშნული მრიცხველის მონაცემებით ნოემბერში მიღებულმა გაზის მოცულობამ შეადგინა 4691725 კბ.მ.. წერილში მითითებულია, რომ აღნიშნული მრიცხველის მაჩვენებელი აღემატება მათი მრიცხველის მაჩვენებელს 32359 კბ.მ-ით, რაც დიდ დანაკარგს წარმოადგენს მათი კომპანიისათვის. კომპანია წარმოდგენილი წერილით არ ეთანხმება ოქტომბრის თვეში მიღებული გაზის მაჩვენებელს 4724084 კბ.მ. და საკითხის გასარკვევად ითხოვს სამუშაო შეხვედრას. ასევე ზემოთმითითებული საკითხების ადგილზე შესასწავლად შესაბამისი სპეციალისტების მივლინებას კომპანიაში.
2.5. შპს ,,ა-----------------------ის’’ დირექტორმა 2--- წლის 8 დეკემბერს კვლავ წარადგინა წერილი საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიაში, სადაც აღნიშნულია, რომ ოქტომბრის თვეში მათ მიერ გაგზავნილ იქნა საპრეტენზიო წერილი, ანალოგიური მდგომარეობა განმეორდა მ/წ ნოემბრის თვის ბუნებრივი გაზის მოცულობის დაწერასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელის აღრიცხვის ხელსაწყომ 70 ათასამდე მეტით კბ.მ. ბუნებრივი გაზის მოცულობა დააფიქსირა, ვიდრე მათი აღრიცხვის კვანძმა. აღნიშნულ მონაცემებს წერილის ავტორი არც ამ შემთხვევაში ეთანხმება, რამდენადაც საწარმოს მიერ 2--- წლის 4 დეკემბერს მიწვეულ იქნა შპს ,,ს----------–-------------–-------–------ის’’ სპეციალისტები სადავო მრიცხველზე რევიზიის ჩასატარებლად, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ აღრიცხვის კვანძის ხარჯზომი ე.წ. არ შეესაბამება სტანდარტებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მესამე პირმა მოითხოვა 2--- წლის ოქტომბრის თვეში ზედმეტად დაწერილი 32359 კბ. მეტრი გაზის მოცულობის გამოქვითვას და ასევე ნოემბრის თვის გაზის მოცულობის დაწერას მათი მრიცხველის ამონაწერის თანახმად. ამასთან ერთად, შპს ,,ა-----------------------ის’’ დირექტორმა წერილობით მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული ტურბინული მრიცხველი SM-RI-X G2500, კორექტორი EK220 -ის მიხედვით ა------ რეგიონში შესული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღწერა. ამასთანავე, მანვე თანხმობა გამოთქვა დაპლომბოს აღრიცხვის კვანძი იმ პირობით, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი წარმომადგენლის თანდასწრებით დაუბრკოლებლად მოხდებოდა სააღრიცხვო მონაცემების აღება.
2.6. შპს ,,ა------------------------მა’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2--- წლის 18 დეკემბერს წარადგინა განცხადება და მოითხოვა მასსა და შპს ,,ს----------–----------------------------------------ას’’ შორის არსებული დავის გადაწყვეტა, კერძოდ, გგს ,,ქ------–---ში’’დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის გამო ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში საანგარისწორებო მოცულობად მიჩნეული ყოფილიყო მათი აღრიცხვის კვანძის მონაცემების მიჩნევა.
2.7. 2015 წლის 20 იანვარს შპს ,,ა------------------------მა’’ დამატებით წარადგინა განცხადება კომისიაში და დააფიქსირა, რომ აღრიცხვის კვანძებს შორის განსხვავებამ დეკემბრის თვეში შეადგინა 113 000მ3,, რის გამოც ამ პერიოდზე მოითხოვა ჩენებებს შორის არსებული სხვაობების კორექტირება ,,Elster’’-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 2500 ტიპის მრიცხველის ჩვენების მიხედვით.
2.8. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ა-------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული ,,Elster’’-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 2500 ტიპის მრიცხველის საათური ხარჯები 2--- წლის 1 ოქტომბრის 11 საათიდან 2015 წლის 1 იანვრის 11საათამდე, რომლითაც დასტურდება, რომ მრიცხველით აღრიცხული გაზის აღრიცხვა მცირდება და გარკვეულ პერიოდში წყდება 2--- წლის 4 დეკემბრის 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, 15 დეკემრის 14:00 საათიდან 17:00 საათამდე და 17 დეკემბრის 18 საათიდან 20:00 საათამდე. საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–ი მდებარე და შპს ,ს----------–------------------------------ის კომპანიის’’ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის საათური ხარჯები, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოთმითითებულ პერიოდში აქტიური აღრიცხვა არ მიმდინარეობდა და დარიცხვა განხორციელდა პროგრამულად, საშუალო მოხმარების მიხედვით, ვინაიდან ამ დროს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდებოდა ,,შემოვლითი ხაზით’’.
2.9. კომისიის აპარატმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა მხარეებთან, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ დავის საგანზე, რის გამოც დავა განხილულ იქნა კომისიის საჯარო სხდომაზე.
2.10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 აპრილის N----- გადაწყვეტილებით შპს ,,ა-----------------------ის’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი ,,FloBoss 103’’ (ქარხნული ნომრით: 1-------) მიჩნეულ იქნა მწყობრიდან გამოსულად დიაფრაგმის ხარვეზის აღმოჩენამდე 1 თვით ადრე და ხარვეზის გამოსწორებამდე (2--- წლის 4 ნოემბრის 13:00 საათიდან 2--- წლის 17 დეკემბრის 20:00 საათამდე), ხოლო მისი ჩვენების მიხედვით ამ პერიოდზე დარიცხვა უსაფუძვლოდ.
კომისიამ ჩათვალა, რომ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ ზემოაღნიშნულ პერიოდში დარიცხვა უნდა განხორციელდეს შპს ,,ა----------------------ის'' კუთვნილი,,Elster’’-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G2500 ტიპის მრიცხველის (ქარხნული ნომრით: 1-------) მონაცემებზე დაყრდნობით, გარდა 2--- წლის 4 დეკემბრის 13:00-15: საათებში, 15 დეკემბრის 14:00-17:00 საათებსა და 17 დეკემბერს 18:00-20:00 საათებში დაფიქსირებული ჩვენებებისა. ხსენებულ საათებში აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობების კორექტირება განხორციელდა შემდეგი მეთოდით: 2--- წლის 4 დეკემბერს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა შპს ,,ა-----------------------ის’’ ბუნებრივი გაზის მრიცხველით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, ხოლო 14:00 საათიდან 15: 00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით; 2--- წლის 15 დეკემბერს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდეს შპს ,,ა-------------------------ის ბუნებრივი გაზის მრიცხველით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე აღრიხული ჩვენების მიხედვით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდეს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, ხოლო 15:00 საათიდან 16: 00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა წინა და მომდევნო საათების საშუალო არითმეტიკულით, 2--- წლის 17 დეკემბერს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა შპს ,,ა-------------------------ის’’ ბუნებრივი გაზის მრიცხველით 17:00 საათიდან 18: 00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, ხოლო 19:00 საათიდან 20:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდეს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით. განხორციელდა შპს ,,ს----------–---------------------------------------------ს’’ მიერ შპს ,,ა-------------------------ე’’ 2--- წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში დარიცხული მოცულობების კორექტირება ამ პუნქტში მოცემული წესის შესაბამისად. კერძოდ, ნოემბრის თვის საანგარიშსწორებო მოცულობა განისაზღვრა 7 451 561 მ3 -ით და შესაბამისად, შპს ,,ს----------–------------------------------------------’’ აღრიცვის კვანძის მიერ აღრიცხული საანგარიშსწორებო მოცულობა შემცირდა 56 834 მ3 -ით, ხოლო დეკემბრის თვის საანგარიშსწორებო მოცულობა განისაზღვრა 9 027 066 მ3-ით და შესაბამისად, შპს ,,ს----------–---------------------------------------------ს’’ აღრიცხვის კვანძის მიერ აღრიცხული საანგარიშსწორებო მოცულობა შემცირდა 27 794მ3-ით. კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ს----------–----------------------------------------ის’’ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი ,,FloBoss 103’’ (ქარხნული ნომერით: 1-------) 2--- წლის 4 ნოემბრის 13:00 საათიდან 2--- წლის 17 დეკემბრის 21:00 საათამდე პერიოდში მიჩნეულ იქნა მწყობრიდან გამოსულად და მისი ჩვენების მიხედით ამ პერიოდზე დარიცხვა-უსაფუძვლოდ, ხოლო ამ პერიოდში დარიცხვა განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
კომისიამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბუნებრივი გაზი ხარჯმზომი კონტროლერი ,,FloBoss 103’’ მისი კონსტრუქციული ტიპით წარმოადგენს ვიწროვდებად მოწყობილობებიან ხარჯმზომს, რომელიც გატარებულ ბუნებრივ გაზს აღრიცხავს წნევათა ცვალებადი ვარდნის მეთოდით, ხოლო ვიწროვდებად ელემენტად გამოიყენება გარკვეული დიამეტრის დიაფრაგმა, რომელიც თავის მხრივ, კალიბრაციის მიზნით, ექვემდებარება პერიოდულ დამოწმებას. კომისიამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2--- წლის 4 დეკემბერს შემოწმდა გგს ,,ქ------–---ში’’ განთავსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss103-ში მოთავსებული ხარჯშემავიწროებელი მოწყობილობის დიაფრაგმა და იგი კონკრეტული ხარვეზის გამო ცნობილ იქნა ექსპლუატაციისათვის უვარგისად, ხოლო ექსპლუატაციისათვის უვარგისად ცნობილი დიაფრაგმა შეიცვალა გარკვეული პერიოდის შემდეგ. შპს ,,საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის’’ თბოტექნიკური ლაბორატორიის მიერ 2--- წლის 4 დეკემბერს გაცემულ N---------- შეტყობინების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–ი მდებარე და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე.
2.11. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ წინა წლებთან (სეზონურობის გათვალისწინებით) შედარებით სადავო პერიოდში გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდილია, რის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. სასამართლომ ყურადღება მიაქცია სარჩელის ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც დავა შპს ,,ა----------------------სა’’ და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას’’ შორის გადაწყვიტა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და იგი მიიღო ამ გარემოებათა სრულყოფილი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის დავის ხელახალი გადაწყვეტის მიზნით საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის დავალება.
სასამართლომ მიუთითა, სადავო -2015 წლის 6 აპრილის N----- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი ,,FloBoss 103’’ (ქარხნული ნომრით: 1-------) მიჩნეულ იქნა მწყობრიდან გამოსულად დიაფრაგმის ხარვეზის აღმოჩენამდე 1 თვით ადრე და ხარვეზის გამოსწორებამდე (2--- წლის 4 ნოემბრის 13:00 საათიდან 2--- წლის 17 დეკემბრის 20:00 საათამდე), ხოლო მისი ჩვენების მიხედვით ამ პერიოდზე დარიცხვა უსაფუძვლოდ. კომისიამ დარიცხვა განახორციელა შპს ,,ა----------------------ის კუთვნილი ,,Elster’’-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G2500 ტიპის მრიცხველის (ქარხნული ნომრით: 1-------) მონაცემებზე დაყრდნობით, გარდა 2--- წლის 4 დეკემბრის 13:00-15: საათებში, 15 დეკემბრის 14:00-17:00 საათებსა და 17 დეკემბერს 18:00-20:00 საათებში დაფიქსირებული ჩვენებებისა. ხსენებულ საათებში აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობების კორექტირება განხორციელდა შემდეგი მეთოდით: 2--- წლის 4 დეკემბერს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა შპს ,,ა-----------------------ის’’ ბუნებრივი გაზის მრიცხველით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით; 2--- წლის 15 დეკემბერს 14:00 საათიდან 15:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა შპს ,,ა-----------------------ის ბუნებრივი გაზის მრიცხველით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა 17:00 საათიდან 18:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, ხოლო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა წინა და მომდევნო საათების საშუალო არითმეტიკულით, 2--- წლის 17 დეკემბერს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა შპს ,,ა-------------------------ის’’ ბუნებრივი გაზის მრიცხველით 17:00 საათიდან 18: 00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით, ხოლო 19:00 საათიდან 20:00 საათამდე აღურიცხავი მოცულობა დაანგარიშდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე აღრიცხული ჩვენების მიხედვით. განხორციელდა შპს,,ს----------–---------------------------------------------ს’’ მიერ შპს,,ა-------------------------ე’’ 2--- წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში დარიცხული მოცულობების კორექტირება ამ პუნქტში მოცემული წესის შესაბამისად. კერძოდ, ნოემბრის თვის საანგარიშსწორებო მოცულობა განისაზღვრა 7 451 561 მ3 -ით და შესაბამისად, შპს ,,საქართველოს გზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ აღრიცხვის კვანძის მიერ აღრიცხული საანგარიშსწორებო მოცულობა შემცირდა 56 834 მ3 -ით, ხოლო დეკემბრის თვის საანგარიშსწორებო მოცულობა განისაზღვრა 9 027 066 მ3-ით და შესაბამისად, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ აღრიცხვის კვანძის მიერ აღრიცხული საანგარიშსწორებო მოცულობა შემცირდა 27 794მ3-ით.
3.2. სასამართლომ მიუთითა ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
სასამართლომ ასევე მიუითითა, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 აპრილის N----- გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხემ დავა გადაწყვიტა შპს ,,ა-----------------------სა’’ და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას’’ შორის გგს ,,ქ------–---ში’’დამონტაჟებული აღრიცხვის კვანძის გაუმართაობის გამო საანგარისწორებო მოცულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომლის შესაბამისობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები’’ ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს. წესები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებში მოცემული ნორმები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის ურთიერთობებს.
ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და პირდაპირი მომხმარებელთათვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადგენს მათ უფლება-მოვალეობებს. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებლებს შორის, ურთიერთობები რეგულირდება ამ წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებელს ან/და ლიცენზიატს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე). ბუნებრივი გაზის სექტორში მიმწოდებლები, ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები.
ბუნებრივი გაზის მიწოდების ძირითადი პრინციპებია: ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ამ წესებისა და ლიცენზიის პირობების შესაბამისად. აღნიშნული წესები ტრანსპორტირების ლიცენზიატს ავალდებულებს ა) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე; ბ) დაიცვას საიმედოობის სტანდარტები; გ) კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად განახორციელოს უწყვეტი მომსახურება ყველა სახის მომხმარებლისთვის; დ) დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; ე) იმოქმედოს უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად; ვ) უზრუნველყოს ამ წესებითა და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების’’ მე-12 მუხლი ადგენს ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესებს
სასამართლომ მიუთითა მოცემული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც კრძალავს ზუსტი აღრიცხვის გარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდებას, შესაბამისად სავალდებულია აღრიცხვა განხორციელდეს ზუსტი მრიცხველის საშუალებით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2--- წლის 4 დეკემბერს შპს ,,ს---------–-------------------------------------------’’ ბუნებრივი ხარჯმზომ კონტროლერ Floboss103-ის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმა შემოწმდა შპს ,,ს----------–-------------–-------–------ის’’ თბოტექნიკური გაზომვების ლაბორატორიის მიერ და დიაფრაგმის შიდა დიამეტრზე არსებული ნაჭდევისა და მცირე ზომის ფხების არსებობის გამო იგი ცნობილ იქნა ექსპუატაციისათვის უვარგისად, რის თაობაზეც ამავე დღეს გაიცა ,,შემდგომი ექსპლუატაციისათვის გაზომვის საშუალების უვარგისობის შესახებ’' N---------- შეტყობინება, ამავე დროს, ექსპლუატაციისათვის უვარგისად ცნობილი დიაფრაგმა ისევ დამონტაჟდა ხარჯმზომ კონტროლერში, ხოლო აღრიცხვის კვანძზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე შედგენილ N----- აქტში დასკვნის სახით მიეთითა, რომ ,,დიაფრაგმა დაწუნებულია მეტროლოგიის ცენტრის წარმომადგენლების მიერ და საჭიროებს შეცვლას’’. მოცემულ შემთხვევაში ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–ი მდებარე და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss 103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სემეკის გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი Floboss 103-ის მწყობრიდან გამოსულად. წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის და პირდაპირი მომხმარებლის მრიცხველები მხარეთათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების’’ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით აღრიცხვის ხელსაწყოებისა და აღრიცხვის კვანძების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეულ დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის სისტემის დარღვევაზე პასუხისმგებელია ის პირი, რომელთა მფლობელობაშიც იმყოფება ეს მოწყობილობა.
ამდენად, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–ი მდებარე და შპს,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss 103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე, რაც გამორიცხავდა სადავო პერიოდზე აღრიცხვის განხორციელებას მოცემული მრიცხველის საშუალებით, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის გამოყენების ფაქტობრივი და შესაბამისად სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ამ წესის თანახმად, ავარიული შემთხვევებისას მხოლოდ ამ ურთიერთობის მონაწილე ყველა მხარის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა მოხდება აღრიცხვის კვანძის გამართული მუშაობის პერიოდში გატარებული ბუნებრივი გაზის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ წინა წლებთან (სეზონურობის გათვალისწინებით) შედარებით სადავო პერიოდში გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდილია, რის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს აღრიცხვის ამ წესის მითითებული ნორმის დანაწესზე დაყრდნობით სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგებას.
სასამართლომ, აქვე მოსარჩელის ყურადღება მიაქცია ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 პუქნტზე, რომელიც განსაზღვრავს აღრიცხვის განხორციელებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის პარალელურად დამონტაჟებულია ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველი (ქარხნული N8---), რომლის პირველადი დამოწმება განხორციელდა სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს’’ მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია იმის დადგენა, აღნიშნული სახის დაზიანება (შიდა დიამეტრზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და მცირე ზომის ფხები) მეტობით თუ ნაკლებობით მოქმედებს ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე, რამდენადაც მაგ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ,,Elster’’-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 2500 ტიპის მრიცხველის ჩვენების მიხედვით, აღრიცხვის კვანძმა დეკემბრის თვეში აღრიცხა 113 000მ3-ით ნაკლები, ვიდრე შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ფლობელობაში არსებულმა.
რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, რომ ნებისმიერი გაზის მრიცხველის ჩვენებაზე დაყდნობა თუ ის დალუქული არ არის ქარხნულად ან შესაბამისი სამსახურის მიერ-არ არის მართებული, სასამართლომ მოსარჩელის ყურადღებას მიქცია საქმეში წარმდგენილ მტკიცებულებებზე, რომელიც ადასტურებს მესამე პირის შპს ,,-------------------------ს’’ მზაობას მისი აღრიცხვის კვანძის დალუქვასთან დაკავშირებით, მისი წერილებიდან ირკვევა, რომ შპს ,,ა-----------------------ი’’ კომპანიას სთავაზობს მის საკუთრებაში არსებული ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 2500 ტიპის მრიცხველის დალუქვას და ამ მრიცხველის საანგარიშსწორებო მრიცხველად აღიარებას. მით უფრო, როდესაც მითითებული წესი სწორედ მოსარჩელეს აკისრებდა ზუსტი აღრიცხვით ბუნებრივი გაზის მიწოდების ვალდებულებას, ხოლო წარმოდგენილი მასალებით, მესამე პირის არაერთი წერილობითი მოთხოვნისა, გამოსწორებულიყო ხარვეზი, მის მიერ სათანადო გულისყურითა და მოკლე ვადებში ამ ვალდებულების შესრულება არ დასტურდება.
ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზეა ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია აღრიცხვის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით, რის გამოც სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმის სრულყოფილი შესწავლის გარეშე ზემოაღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით მიიღო სადავო გადაწყვეტილება. ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მეორე წინადადებაზე აპელირება სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად მიიჩნია, ვინაიდან ამ ნორმის დანაწესით მრიცხველის გაუმართაობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული სხვა მრიცხველით, განსხვავებით ამავე პუნქტის პირველი წინადადებისა, როდესაც ადგენს (,,უნდა განხორციელდეს’’) აღრიცხვის განხორციელებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. მეორე წინადადების გამოყენების პირობა სახეზე რომ არ იყო, კერძოდ, მხარეთა შეთანხმება რომელი მრიცხველი უნდა გამოყენებულიყო, ცალსახაა, აქვე სასამართლო დამატებით მხარის ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ კომისიის აპარატმა მოაწყო სამუშაო შეხვედრა მხარეებთან, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ დავის საგანზე, რის გამოც დავა განხილულ იქნა კომისიის საჯარო სხდომაზე, შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში დავა გადაწყდა მე-12.4 მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი წესით (აღრიცხვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით).
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც უფლებამოსილი სადავო საკითხის და მხარეთა შორის დავის გადაწყვეტაზე, ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით და აღრიცხვა განეხორციელებინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველი (ქარხნული N8---) რომ უფრო ზუსტ მრიცხველს წარმოადგენდა, ამყარებს ასევე ის გარემოებაც, რომ 2--- წლის 17 დეკემბრის შემდგომ უვარგისად ცნობილი დიაფრაგმის შეცვლის შემდეგ ორივე მხარის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძების საათობრივი მონაცემები თითქმის იდენტურია.
სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეთა შეთანხმების არარსებობა დავის საგანზე მოპასუხეს უფლებამოსილებას ანიჭებდა დავა მხარეთა შორის გადაეწყვიტა იმგვარად, რომ აღრიცხვა განეხორციელებინა მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებაზე დაყრდნობით, რომელიც მხარეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში ადგენს უფრო ზუსტი მრიცხველის გამოყენებას
სასამართლომ კვლავ მიუთითა კომისიის ერთერთ ძირითად ფუნქციაზე - ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, ამდენად, მოცემული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას კომისია მოქმედებდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, როლმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით კი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ არ იქნა დარღვეული ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტი სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შინაარსში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემოს სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდის სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმებთან.
3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 აპრილის N----- გადაწყვეტილება კანონიერია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება მიღებულია საკმარისი დასაბუთების გარეშე, კერძოდ:
1. 2--- წლის 4 ნოემბერს შპს „ს----------–-----------------------------------------ას“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთ ლიცენზიატს, №--- წერილით მომართა შპს „ა------------------------მა“. წერილის თანახმად, „ა-----------------------ი“ გამოხატავდა პრეტენზიას მაღალი წნევის გაზსადენზე ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-----–ი არსებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფლოუბოსის ტიპის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების მიმართ, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა „ა-----------------------ის“ მიმართ მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის აღრიცხვა, კერძოდ, წერილის ავტორი მიუთითებდა, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მრიცხველის მიმდებარედ, რამოდენიმე მეტრის დაშორებით, 2--- წლის ოქტომბრის თვეში მოახდინა აღრიცხვის კვანძის, ტურბინული მრიცხველი შ-------------, კორექტორი EK220, მონტაჟი თავისი კონდენსატ-შემკრებით, რამაც შესაძლებლობა მისცა, შედარება გაეკეთებინათ შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მრიცხველის მონაცემებთან, რომლის შედეგადაც მრიცხველების მონაცემებს შორის აღმოაჩინეს სხვაობა. გარდა ამისა, შპს „ა-----------------------ი“ მიუთითებდა, რომ მათ მიერ მოწყობილი კონდენსატ-შემკრებით დასტურდებოდა, რომ ბუნებრივ გაზს მოყვებოდა წყალი.
შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2--- წლის 6 ნოემბრის №------------ წერილით შპს „ა----------------------ს“ განემარტა, რომ შპს „ა-----------------------ის“ მიმართ გაზის მიწოდება ხორციელდებოდა შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მფლობელობაში არსებული, ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული დიაფრაგმული აღრიცხვის კვანძის მეშვეობით. ხოლო ორ აღრიცხვს კვანძს შორის სხვაობა ოქტომბრის თვის მონაცემების მიხედვით, შესაბამისი ტექნიკური ნორმების, სტანდარტების და რეგლამენტების გათვალისწინებით, იყო აბსოლუტურად დასაშვები, როგორც გაზის ოდენობის ორი გამზომი კვანძის სხვაობა, შესაბამისად, წაყენებული პრეტენზია იყო უსაფუძვლო. გარდა ამისა, შპს „ა----------------------ს“ გაეგზავნა სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------სა“ და შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ გაცემული, სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული კომერციული გაზ გასაზომი კვანძის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაცია და შეთავაზებულ იქნა მომხდარიყო აღნიშნული აღრიცხვის კვანძის ერთობლივი რევიზია.
აპელანტი მიუთითებს, რომ სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული გაზის ოდენობის გამზომი კომერციული კვანძის დიაფრაგმის სტანდარტებთან შესაბამისობის დამოწმება განხორციელდა 2--- წლის იანვრის თვეში შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ, ხოლო ხარჯმზომი კონტროლერის პირველადი დამოწმება 2011 წლის დეკემბერში განხორციელდა სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს მიერ“. აღნიშნული დამოწმებების შედეგად დადგენილი იყო, რომ სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული გაზის ოდენობის გამზომი კომერციული კვანძი სრულად აკმაყოფილებდა აღნიშნული აღრიცხვის კვანძისათვის მოქმედ შესაბამისი გოსტ სტანდარტის მოთხოვნებს.
მტკიცებულება: ა. შპს „ა-----------------------ის“ 2--- წლის 4 ნოემბრის №--- წერილი; ბ. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2--- წლის 6 ნოემბრის №------------ წერილი; გ. 24/01/2--- წ. აქტი №------ ბ. დიაფრაგმის დამოწმების ოქმი №------, 23.01.2--- წ.;
გ. მოწმობა №------ გაზომვის საშუალების დამოწმების შესახებ 27.12.2011 წ.; დ. ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კომპლექსის „FლოBოსს-103“ კონტროლერის დამოწმების ოქმი № 8-------, 15.12.2011 წ.
2. 2--- წლის 4 დეკემბერს, მხარეთა თანდასწრებით, შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ განხორციელდა სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული კომერციული აღრიცხვის კვანძის რევიზია, კერძოდ, მრიცხველი შემოწმდა წნევაზე, წნევათა სხვაობაზე და ტემპერატურაზე, დაკალიბრდა ტემპერატურაზე და დადგინდა, რომ მუშაობს დასაშვებ ცდომილებათა ზღვარში. აგრეთვე დადგინდა, რომ სწორი მონაკვეთების სიგრძეები და მილის შიდა დიამეტრი აკმაყოფილებს სახ. სტანდარტს. 2--- წლის 4 დეკემბერს ჩატარებული რევიზიის შედეგად დაწუნებულ იქნა ბუნებრივი გაზის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმა, ვინაიდან მის შიდა დიამეტრზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და მცირე ზომის ფხები, რის გამოც გაცემულ იქნა შესაბამისი შეტყობინება №---------- შემდგომი ექსპლუატაციისათვის გაზომვის საშუალების უვარგისობის შესახებ.
მტკიცებულება: ა.-------2--- წ. აქტი №-----; ბ. ხაზოვანი ზომების დამოწმების ოქმი №------, 04.12.2015 წ.; გ. მილსადენის შიდა დიამეტრის დამოწმების ოქმი №------, 04.12.2015 წ.; დ. შეტყობინება №---------- შემდგომი ექსპლუატაციისათვის გაზომვის საშუალების უვარგისობის შესახებ, 04 დეკემბერი 2--- წ.
3. 2--- წლის 8 დეკემბერს შპს „ა------------------------მა“ №--- წერილით კვლავ მომართა შპს „ს----------–-----------------------------------------ას“, რომლითაც მოითხოვა, რომ 2--- წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების გაზის მოცულობების აღრიცხვა განხორციელებულიყო მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძის, კერძოდ, ტურბინული მრიცხველი შ------------- და კორექტორი EK220-ის მიხედვით, ვინაიდან შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ ჩატარებული რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ აღრიცხვის კვანძის ხარჯმზომი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და შემოთავაზებულ იქნა ა------ რეგიონში შესული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღწერა განხორციელებულიყო მათ საკუთრებაში არსებული ტურბინული მრიცხველის მიხედვით.
მტკიცებულება: ა. შპს „ა-----------------------ის“ 2--- წლის 8 დეკემბრის №--- წერილი.
4. 2--- წლის 17 დეკემბერს სოფელ გ-----–ი დამონტაჟებულ კომერციული აღრიცხვის კვანძზე, შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ სპეციალისტთა მონაწილეობით, შეიცვალა დიაფრაგმა, მრიცხველი შემოწმდა წნევაზე, წნევათა სხვაობაზე და ტემპერატურაზე, დაკალიბრდა წნევაზე, წნევათა სხვაობაზე და ტემპერატურაზე და დადგინდა, რომ მუშაობს დასაშვებ ცდომილებათა კლასში, ხოლო ახალი დიაფრაგმა სრულად აკმაყოფილებდა აღნიშნული აღრიცხვის კვანძისათვის მოქმედ შესაბამისი გოსტ სტანდარტის მოთხოვნებს. ის ფაქტი, რომ დიაფრაგმის შეცვლა განხორციელდა 2--- წლის 17 დეკემბერს, დასტურდება როგორც 2--- წლის 17 დეკემბრის №----- აქტით და 2--- წლის 16 დეკემბრის დიაფრაგმის დამოწმების №------ ოქმით, აგრეთვე შპს „ა------------------------ის“ 2015 წლის 6 იანვრის №--- წერილით (რომლითაც მიმართავს შპს „ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს „ს------ ჯო------ გაზ დ-----------–-ნს“) და 2015 წლის 9 იანვრის №--- წერილით (რომლითაც მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას).
მტკიცებულება: ა. აქტი №-----, 17/12/2--- წ.; ბ. დიაფრაგმის დამოწმების ოქმი №------, 16.12.2--- წ.; გ. შპს „ა------------------------ის“ 2015 წლის 6 იანვრის №--- წერილი; დ. შპს „ა------------------------ის“ 2015 წლის 9 იანვრის №--- წერილით.
5. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2--- წლის 25 დეკემბრის №------------ წერილით შპს „ა----------------------ს“ ეცნობა, რომ შეუძლებელი იყო დიაფრაგმის ხარვეზით გამოწვეული ზემოქმედების განსაზღვრა გაზის აღრიცხვაზე, როგორც ნიშნით, ასევე სიდიდით, რაც შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ სპეციალისტებმა დააფიქსირეს შპს „ა-----------------------ის“ კომერციულ აღრიცხვის კვანძზე დამონტაჟებული დიაფრაგმის შემოწმებისას. ამასთან, განმარტებულ იქნა, რომ იმისთვის, რათა მომავალში შპს „ა----------------------ის“ აღრიცხვის კვანძი განხილული ყოფილიყო, როგორც საკონტროლო აღრიცხვის ხელსაწყო, აუცილებელი იყო, რომ მათ მხარეს არსებულ გაზ-გამზომ კვანძს ჰქონოდა სათანადო სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაცია. გარდა ამისა, შპს „ა----------------------ს“ ეცნობა, რომ სოფელ გ-----–ი მდებარე აღრიცხვის კვანძზე დიაფრაგმა გამოიცვალა და ახალი დიაფრაგმა შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს.
მტკიცებულება: ა. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2--- წლის 25 დეკემბრის №------------ წერილი.
6. 2--- წლის 18 დეკემბერს შპს „ა------------------------მა“ შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიმართ საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი). საჩივრის ავტორი მოითხოვდა 2--- წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში საანგარიშსწორებო მოცულობად მიჩნეული ყოფილიყო მათი აღრიცხვის კვანძის მოცულობები. ამასთან, არგუმენტად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ აღრიცხვის კვანძის ხარჯმზომი კომპლექსის ბუნებრივი გაზის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმას შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოაჩნდა ხარვეზი. გარდა ამისა, საჩივარში მითითებული იყო, რომ მოწოდებული გაზის ნაკადებში სითხის (გაზოთხევადი ნაკადების) დიდი რაოდენობის არსებობის გამო, შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ აღრიცხვის კვანძსა და შპს „ა-----------------------ის“ მრიცხველს შორის არსებული მილსადენის მონაკვეთზე მათ მიერ მოწყობილი იყო სეპარატორი წყლის (თხევადი ფაზის) განმხოლოების მიზნით გაზის ნაკადებისგან, საიდანაც ყოველ მეორე-მესამე დღეს უწევდათ დიდი რაოდენობით კონდენსატის გადაღვრა.
აპელანტი მიუთითებს რომ 2015 წლის 8 იანვარს შპს „ს----------–-----------------------------------------ამ“ №------------ წერილით მიმართა სემეკს და შპს „ა-----------------------ის“ საჩივართან დაკავშირებით განმარტა, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ისა“ და შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძების ჩვენებებს შორის ცდომილება იყო ამ ტიპის მრიცხველებისთვის დადგენილი დასაშვები განსხვავების ფარგლებში. წერილში აღნიშნული იყო, რომ დიაფრაგმაზე გამოვლენილი ხარვეზი ფაქტიურად არ ახდენდა გავლენას აღრიცხვაზე და ამის დადგენა შესაძლებელი იყო ხარვეზის მქონე დიაფრაგმის გამოცვლის შემდეგ, მომდევნო პერიოდში გაზომილი ხარჯების შედარებით, მრიცხველებიდან ამოღებული ამონაბეჭდების საფუძველზე. წერილში აგრეთვე ყურადღება მიქცეული იყო იმ გარემოებაზე, რომ გაზ-გამზომი კვანძის მიერ გაზომილი ხარჯის აღიარების ერთ-ერთ აუცილებელ და მთავარ პირობას წარმოადგენდა ამ გაზ-გამზომი კვანძის რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა (ПР 50.2.019 2006), ხოლო შპს „ა----------------------ს“ არ გააჩნდა რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტაცია.
მტკიცებულება: ა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2--- წლის 29 დეკემბრის №----------------- წერილი; ბ. შპს „ა-----------------------ის“ საჩივარი, 18.12.2--- წ.; გ. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 8 იანვრის №------------ წერილი.
7. აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სემეკმა გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------სგან“, რომლის 2015 წლის 18 თებერვლის №-- წერილში აღნიშნულია, რომ დაზიანებული ან ხარვეზების მქონე დიაფრაგმა უარყოფითად მოქმედებს ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე, თუმცა დაკონკრეტება მეტობით თუ ნაკლებობით არ არის შესაძლებელი.
მტკიცებულება: ა. სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2015 წლის 18 თებერვლის №-- წერილი
8. აპელანტის მითითებით დავის მიმდინარეობის დროს შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ სემეკისთვის დამატებით წარდგენილ იქნა სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2015 წლის 26 მარტის №--- წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ მეტროლოგიური თვალსაზრისით ორი ხარჯსამზომი მრიცხველის ჩვენებებს შორის დასაშვები პროცენტული განსხვავების მნიშვნელობა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის. ამასთან, მეტროლოგიური თვალსაზრისით, ეს მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მრიცხველების დასაშვები ფარდობითი ცდომილებების ზღვრების აბსოლუტური სიდიდეების ჯამს. აღნიშნული ზღვრები განსაზღვრულია საკანონმდებლო მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ გაზის მრიცხველების მეტროლოგიურ და ტექნიკურ მოთხოვნებში _ OIML ღ 137-1-ში და/ან მრიცხველის პასპორტში. გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო, რომ გამზომ საზომ კვანძში გამოყენებული გაზომვის საშუალებები, განკუთვნილი აირის ხარჯის კომერციული გაზომვისათვის, უნდა იყოს დარეგისტრირებული დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისად დამოწმებული.
აპელანტი განმარტავს რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ სემეკის ყურადღება გამახვილებულ იქნა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ისა“ და შპს „ა----------------------ის“ გაზის ხარჯმზომ კვანძებს შორის დამონტაჟებული იყო სეპარატორი, საიდანაც, შპს „ა----------------------ის“ განმარტებით, ყოველ მეორე-მესამე დღეს ხდებოდა დიდი რაოდენობით კონდენსატის გამოდევნა საკმაოდ დიდი დიამეტრის ონკანიდან (შიდა დიამეტრი 40 მმ), საშუალოდ 9 ატმოსფერულ წნევაზე, რასაც, ბუნებრივია, მოყვებოდა გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი გაზის გაფრქვევაც და შესაბამისად, ორი ხარჯმზომი კვანძის მონაცემებიც ვერანაირად ვერ იქნებოდა იდენტური. სეპარატორის ამსახველი ფოტომასალა წარგენილ იქნა სემეკის სხდომაზე.
მტკიცებულება: ა. სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2015 წლის 26 მარტის №--- წერილი; ბ. ფოტომასალა.
9. აპეალნტი მიუთითებს, რომ 2015 წლის 6 აპრილს სემეკის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №-----. გადაწყვეტილებით შპს „ა-----------------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი FლოBოსს 103 მიჩნეულ იქნა მწყობრიდან გამოსულად დიაფრაგმის ხარვეზის აღმოჩენამდე 1 თვით ადრე და ხარვეზის გამოსწორებამდე (2--- წლის 4 ნოემბრის 13:00 საათიდან 2--- წლის 17 დეკემბრის 20:00 საათამდე) და მისი ჩვენების მიხედვით ამ პერიოდზე დარიცხვა _ უსაფუძვლოდ, ხოლო ამ პერიოდში დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილი „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული შ------------- ტიპის მრიცხველის მონაცემებზე დაყრდნობით, გარდა 2--- წლის 4 დეკემბრის 13:00-15:00 საათებში, 15 დეკემბრის 14:00-17:00 საათებსა და 17 დეკემბერს 18:00-20:00 საათებში დაფიქსირებული ჩვენებებისა. ხსენებულ საათებში აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობების კორექტირება უნდა განხორციელებულიყო გარკვეული წესის მიხედვით, ასევე შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილი მრიცხველის მონაცემების გათვალისწინებით. შესაბამისად, გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უნდა განხორციელებულიყო შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ შპს „ა----------------------ზე“ 2--- წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში დარიცხული მოცულობების კორექტირება ზემოთ მითითებული წესის შესაბამისად.
მტკიცებულება: ა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2015 წლის 14 მაისის №------------------- წერილი; ბ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 6 აპრილის №----- გადაწყვეტილება.
10. აპელანტის მითითებით 2015 წლის 12 ივნისს შპს „ს----------–-----------------------------------------ამ“ სემეკის 2015 წლის 6 აპრილის №----- გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სემეკისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
მტკიცებულება: ა. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 12 ივნისის სარჩელი.
11. აპელანტი მიუთითებს რომ სარჩელის მიხედვით, სემეკის 2015 წლის 6 აპრილის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული იყო შემდეგი გარემოებები:
სემეკის გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ 2--- წლის 4 დეკემბერს შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ განხორციელებული სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული კომერციული აღრიცხვის კვანძის რევიზიის შედეგად დაწუნებულ იქნა ბუნებრივი გაზის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმა, ვინაიდან მის შიდა დიამეტრზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და მცირე ზომის ფხები, რის გამოც გაცემულ იქნა შესაბამისი შეტყობინება შემდგომი ექსპლუატაციისათვის გაზომვის საშუალების უვარგისობის შესახებ. შესაბამისად, სემეკმა მიიჩნია, რომ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-----–ი მდებარე და მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ FლოBოსს 103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე და ამის გამო დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილი „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული მრიცხველის მონაცემებზე დაყრდნობით, ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მრიცხველის გაუმართაობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული სხვა მრიცხველით.
აპელანტი მიუთითებს, რომ სოფელ გ-----–ი დამონტაჟებული, შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მფლობელობაში არსებული კომერციული გაზ გასაზომი კვანძი, მასზე არსებული კონტროლერით და დიაფრაგმით, დამოწმებული იყო სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად (იხ. შესაბამისი დამოწმების აქტები). 2--- წლის 4 დეკემბერს შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ მიერ ჩატარებული რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ხარჯმზომი კონტროლერი FლოBოსს 103 და აღრიცხვის კვანძის ყველა სხვა შემადგენელი ნაწილი, გარდა დიაფრაგმისა, სრულად აკმაყოფილებდა აღნიშნული აღრიცხვის კვანძისათვის მოქმედი შესაბამისი გოსტ სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს, შესაბამისად, სემეკის გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი FლოBოსს 103 მწყობრიდან გამოსულად. რევიზიის შედეგად, დაწუნებულ იქნა მხოლოდ დიაფრაგმა, ვინაიდან მის შიდა დიამეტრზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და მცირე ზომის ფხები, თუმცა, შეუძლებელია იმის დადგენა, აღნიშნული სახის დაზიანება მეტობით თუ ნაკლებობით მოქმედებს ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე (აღნიშნული აგრეთვე მითითებულია სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2015 წლის 18 თებერვლის №-- წერილში). დაზიანების გამოვლენიდან მოკლე დროში, კერძოდ, 17 დეკემბერს, დაზიანებული დიაფრაგმა გამოიცვალა და კვლავ მოვიდა სახ. სტანდარტთან შესაბამისობაში. ამდენად, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ა“ ბუნებრივი გაზის აღრიცხვას აწარმოებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მოთხოვნათა დარღვევით.
აპელანტი განმარტავს, რომ გაზის ხარჯმზომი კვანძი წარმოადგენს გაზის მრიცხველის ან ხარჯმზომი მოწყობილობის და სწორი მონაკვეთების ან/და შემავიწროვებელი მოწყობილობის ერთობლიობას. ნებისმიერი მრიცხველი ან ხარჯმზომი მოწყობილობა დამონტაჟებული უნდა იყოს პასპორტის ან შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ გაზის ხარჯმზომი კვანძის რომელიმე შემადგენელი ნაწილი არ ეთანადება სტანდარტის ან მრიცხველის პასპორტით მოთხოვნილ ნორმებს გაზის მრიცხველის მონტაჟის მიმართ, მაშინ ასეთ კვანძზე არსებული მრიცხველის ჩვენება სანდოდ არ ითვლება.
რაც შეეხება შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილ „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული ტიპის მრიცხველს და აღრიცხვის კვანძს, აპელანტი მიუთითებს რომ იმისთვის, რათა აღნიშნული კვანძი განხილული ყოფილიყო, როგორც საკონტროლო აღრიცხვის ხელსაწყო, აუცილებელი იყო, რომ გაზ-გამზომ კვანძს ჰქონოდა სტანდარტთან შესაბამისობის ან/და მრიცხველის პასპორტით დადგენილი მრიცხველის მონტაჟის ნორმების დაცულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან გაზ-გამზომი კვანძის მიერ გაზომილი ხარჯის აღიარების ერთ-ერთ აუცილებელ და მთავარ პირობას წარმოადგენს ამ გაზ-გამზომი კვანძის შესაბამისობა გაზის აღრიცხვის დარგში არსებული სახელმძღვანელო დოკუმენტების, არსებული სტანდარტებისა და მეთოდურ-ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან, ხოლო შპს „ა----------------------ს“ არ გააჩნდა რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის არანაირი დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ ითქვა შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ წარმომადგენლის მიერ დავის განხილვის დროს (იხ. ამონარიდები სემეკის სხდომების ოქმებიდან), და აგრეთვე მითითებული იყო საქმეში არსებულ წერილობით დოკუმენტებში (კერძოდ, იხ. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2--- წლის 25 დეკემბრის №------------ წერილი შპს „ა----------------------ს“, შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ 2015 წლის 8 იანვრის №------------ წერილი სემეკს). იგივე პოზიცია ფიგურირებდა სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2015 წლის 26 მარტის №--- წერილში, რომლის თანახმად, საზომ კვანძში გამოყენებული გაზომვის საშუალებები, განკუთვნილი აირის ხარჯის კომერციული გაზომვისათვის, უნდა იყოს დარეგისტრირებული დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისად დამოწმებული. შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილ „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული ტიპის მრიცხველს გააჩნდა მხოლოდ პირველადი დამოწმება, რომელიც ხორციელდება სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მრიცხველის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დროს, ხოლო ადგილზე დამონტაჟებული გაზ-გამზომი კვანძი არ ყოფილა დამოწმებული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისობაზე და დალუქული (რაც აგრეთვე აღიარებულია შპს „ა-----------------------ის“ 2--- წლის 8 დეკემბრის №--- წერილით, სადაც გამოთქმულია მზადყოფნა აღრიცხვის კვანძის „დაპლომბვის“ თაობაზე). ლუქის არ არსებობის შემთხვევაში კი არსებობს მრიცხველის მუშაობაში ჩარევის შესაძლებლობა.
ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ შპს „ა----------------------ს“ არ გააჩნდა რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტაცია და შესაბამისად, მისი აღრიცხვის კვანძი არ წარმოადგენს „უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებულ სხვა მრიცხველს“. აღნიშნულის დასადასტურებლად, შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ 2015 წლის 17 დეკემბრის №--- წერილი და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 16 დეკემბრის №--------- დასკვნა. კერძოდ, შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ წერილის თანახმად: „ბუნებრივი გაზის ხარჯის აღრიცხვის კვანძის ტექნიკური გამართულობის მიზნით აუცილებელია არა მარტო მრიცხველის, არამედ აღრიცხვის კვანძის მონტაჟი აკმაყოფილებდეს პასპორტით, ექსპლუატაციის სახელმძღვანელოთი, სახელმწიფო სტანდარტით ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და ნორმებს, რადგან აღრიცხვის კვანძი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კომპლექსს, რომელიც შედგება მრიცხველის, მილსადენის, მისი სწორი მონაკვეთების, ადგილობრივი წინააღმდეგობების, შემავიწროვებელი მოწყობილობისა და ტემპერატურის გადამწოდისაგან“. ამავე წერილის თანახმად: „ლუქის გარეშე მრიცხველის მუშაობა დაუშვებელია, მაგრამ უნდა დაზუსტდეს, რა ადგილზე არ არის დალუქული ტურბინული მრიცხველი, რადგან ქარხანა-დამამზადებელი ლუქის მრიცხველზე დადებას რამდენიმე ადგილზე ითვალისწინებს. მრიცხველის მფლობელი, აღრიცხვის კვანძის გამართულობის მიზნით, ვალდებულია იგი დაამოწმოს საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან აკრედიტებულ პირთან, გაარკვიოს მისი ვარგისიანობა ექსპლუატაციისთვის და უზრუნველყოს მისი დალუქვა.“ ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად: „მრიცხველის დამონტაჟების დროს აუცილებელია პასპორტით, შესაბამისი სტანდარტით ან ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვა, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება გარანტირებული მისი როგორც დაკანონებული გამზომი საშუალების ქარხნულად დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლების დაცვა“. გარდა ამისა: „ზოგადად, ნებისმიერი გაზის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობა, თუ ის არ არის დალუქული ქარხნულად ან შესაბამისი სამსახურის მიერ _ არ არის მართებული, ვინაიდან ლუქის არსებობა გამორიცხავს მასზე რაიმე წინასწარ გამიზნულ ზემოქმედების ფაქტს.“
მტკიცებულება: ა. შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ 2015 წლის 17 დეკემბრის №--- წერილი; ბ. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 16 დეკემბრის №--------- დასკვნა.
აპელანტი გამნმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების თაობაზე სემეკს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია. მან არ შეამოწმა, შეესაბამებოდა თუ არა შპს „ა-----------------------ის“ მრიცხველის მონტაჟი შესაბამის სტანდარტებსა და ნორმებს. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: „გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რაც წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: „კომისიას შეუძლია თვითონვე გამოითხოვოს მტკიცებულებები“.
მტკიცებულება: ა. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 6 აპრილის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები“.
აპელანტის მითითებით გადაწყვეტილების მიღებისას, სემეკს აგრეთვე გამორჩა მხედველობიდან ის გარემოება, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ისა“ და შპს „ა----------------------ის“ გაზის ხარჯმზომ კვანძებს შორის დამონტაჟებული იყო ფილტრი-სეპარატორი (კონდენსატ-შემკრები), საიდანაც, როგორც შპს „ა-----------------------ის“ საჩივარში იყო მითითებული, სადავო პერიოდის განმავლობაში ყოველ მეორე-მესამე დღეს უწევდათ დიდი რაოდენობით კონდენსატის გადაღვრა (იხ. შპს „ა-----------------------ის“ საჩივარი, 18.12.2--- წ.). შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ სემეკისთვის წარგენილი ფოტომასალიდან ირკვევა, რომ შპს „ა-----------------------ის“ მიერ მოწყობილი სეპარატორის ონკანს გააჩნდა საკმაოდ დიდი დიამეტრი, კერძოდ, 40 მმ დიამეტრის (იხ. ფოტომასალა), და ეჭვგარეშეა, რომ სადავო პერიოდში მინიმუმ 10-ჯერ და მაქსიმუმ 15-ჯერ (ანუ ყოველ მეორე-მესამე დღეს) დიდი რაოდენობით კონდენსატის გამოდევნას 9 ატმოსფერულ წნევაზე მოყვებოდა ასევე დიდი რაოდენობის ბუნებრივი გაზის გაქროლვაც, და შესაბამისად, შპს „ა----------------------ის“ აღრიცხვის კვანძში, თუნდაც ეს უკანასკნელი ყოფილიყო ტექნიკურად სრულიად გამართული, ვერაიაირად ვერ მოხვდებოდა ბუნებრივი გაზის ის რაოდენობა, რომელმაც გაიარა შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ აღრიცხვის კვანძში. აღნიშნული აგრეთვე დასტურდება ზემოთ აღნიშნული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 16 დეკემბრის №--------- დასკვნით. დასკვნის თანახმად: „როდესაც მრიცხველებს შორის არის დამონტაჟებული ფილტრი-სეპარატორი, რომლის ჰერმეტულობა უცნობია და რომლის შიგთავსის პერიოდული გამოდევნა (სავარაუდოდ გაწმენდის მიზნით) ხდება გაზომვის მსვლელობის პერიოდში _ არ არის კორექტული ორი გაზის აღმრიცხველი კვანძის მეშვეობით ჩატარებული გაზომვების შედეგების შედარება, ვინაიდან: ა) ფილტრი-სეპარატორის გახსნის პერიოდში, თუ იკეტება შემავალი ვენტილი, ხდება მრიცხველებშორისი არსებული ბუნებრივი აირის გამოდევნა, რომლის გავლაც უკვე დააფიქსირა ვენტილის შემდეგ დამონტაჟებულმა მრიცხველმა (პირველი მრიცხველი). რაც შეეხება მეორე მრიცხველს, ის ამ რაოდენობას ვერ დააფიქსირებს და განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია, მრიცხველებს შორის მილში ფილტრის გახსნის დროს ბუნებრივი აირის წნევის „0“-მდე დაცემისას, მეორე მრიცხველი უკუღმა დატრიალდეს (შემცირდეს მრიცხველის ჩვენება); ბ) მართალია ჰერმეტულ პირობებში, ორივე მრიცხველში გადის ერთნაირი რაოდენობის ბუნებრივი აირი, ფილტრის დაბინძურების დროს პირველ მრიცხველში შემავალი წნევა იქნება მომატებული მეორესთან შედარებით, რაც არათანაბარ პირობებში ამყოფებს მრიცხველებს; გ) ფილტრის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ბუნებრივია გაზრდილი იქნება პირველი მრიცხველის ჩვენება მეორესთან შედარებით“.
მტკიცებულება: ა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 16 დეკემბრის №--------- დასკვნა.
სააპელაციო საჩივრით ასევე მიუთითებულია რომ შპს „ა----------------------ს“, არც სემეკში მიმდინარე დავის განხილვის და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის დროს, არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ფილტრი-სეპარატორი დამონტაჟებულია შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება კუსტარულად დამონტაჟებულ სეპარატორზე განხორციელებული მანიპულაციების შედეგად დაკარგული ბუნებრივი გაზის რაოდენობას, მისი დადგენა შესაძლებელი იყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებით, რაც სემეკს არ განუხორციელებია.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ორი მრიცხველის ჩვენებას შორის განსხვავება უნდა იყოს თითოეული მრიცხველის ცდომილების ჯამი. იშვიათია, რომ ორი მრიცხველის ჩვენება ერთმანეთს დაემთხვეს. ამასთან, სემეკს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ისა“ და შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძების სადავო პერიოდის მონაცემებს შორის ცდომილება, შესაბამისი ტექნიკური ნორმების, სტანდარტების და რეგლამენტების გათვალისწინებით, იყო ამ ტიპის მრიცხველებისთვის დადგენილი დასაშვები განსხვავების ფარგლებში და შესაბამისად, აბსოლუტურად დასაშვები.
აპელანტს მიაჩნია, რომ სემეკმა არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა სრულყოფილი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი“.
აპელანტი განმარტავს რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და საქმეში არსებული სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით, აშკარად გამოიკვეთა, რომ სემეკმა არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა სრულყოფილი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ წარდგენილი არგუმენტები, არ დააკმაყოფილა სარჩელი და გადაწყვეტილება სრულად დააფუძნა სემეკის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, აღრიცხვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. მრიცხველის გაუმართაობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული სხვა მრიცხველით.
აპელანტი კვლავ აღნიშნავს რომ იმისთვის, რომ შპს „ა----------------------ის“ კუთვნილი „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული ტიპის მრიცხველი და აღრიცხვის კვანძი განხილული ყოფილიყო, როგორც „უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული სხვა მრიცხველი“, აუცილებელი იყო, რომ გაზ-გამზომ კვანძს ჰქონოდა სტანდარტთან შესაბამისობის ან/და მრიცხველის პასპორტით დადგენილი მრიცხველის მონტაჟის ნორმების დაცულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან გაზ-გამზომი კვანძის მიერ გაზომილი ხარჯის აღიარების ერთ-ერთ აუცილებელ და მთავარ პირობას წარმოადგენს ამ გაზ-გამზომი კვანძის შესაბამისობა გაზის აღრიცხვის დარგში არსებული სახელმძღვანელო დოკუმენტების, არსებული სტანდარტებისა და მეთოდურ-ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან, ხოლო შპს „ა----------------------ს“ არ გააჩნდა რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის არანაირი დოკუმენტაცია. უფრო მეტიც, შპს „ა-----------------------ის“ მიერ წარმოდგენილი სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2--- წლის 19 დეკემბრის №537 წერილის შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ჩაუტაროს საექსპერტო აზომვები შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილ გაზომვის საშუალებას („Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული შ------------- ტიპის მრიცხველი), ხოლო შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ 2015 წლის 10 თებერვლის №-- წერილის შესაბამისად, შპს „ს----------–-------------–-------–------ს“ არ გააჩნია საშუალება დაამოწმოს ტურბინული მრიცხველის შემცველი გაზ-გამანაწილებელი კვანძები და აქედან გამომდინარე, ვერ მოხდება სწორი მონაკვეთების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. ამდენად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შპს „ა-----------------------ის“ აღრიცხვის კვანძი სათანადო წესით არ ყოფილა დამოწმებული. გარდა ამისა, სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ 2015 წლის 26 მარტის №--- წერილის თანახმად, საზომ კვანძში გამოყენებული გაზომვის საშუალებები, განკუთვნილი აირის ხარჯის კომერციული გაზომვისათვის, უნდა იყოს დარეგისტრირებული დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის სახელმწიფო რეესტრში და შესაბამისად დამოწმებული. შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილ „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული ტიპის მრიცხველს გააჩნდა მხოლოდ პირველადი დამოწმება, რომელიც ხორციელდება სსიპ „ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს“ მეტროლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მრიცხველის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დროს, ხოლო ადგილზე დამონტაჟებული გაზ-გამზომი კვანძი არ ყოფილა დამოწმებული სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისობაზე და დალუქული. ლუქის არ არსებობის შემთხვევაში კი არსებობს მრიცხველის მუშაობაში ჩარევის შესაძლებლობა. ამდენად, შპს „ა----------------------ს“ არ გააჩნდა რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტაცია და შესაბამისად, მისი აღრიცხვის კვანძი არ წარმოადგენს „უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებულ სხვა მრიცხველს“. აღნიშნული აგრეთვე დასტურდება შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი, შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ 2015 წლის 17 დეკემბრის №--- წერილით და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 16 დეკემბრის №--------- დასკვნით. კერძოდ, შპს „ს----------–-------------–-------–------ის“ წერილის თანახმად: „ბუნებრივი გაზის ხარჯის აღრიცხვის კვანძის ტექნიკური გამართულობის მიზნით აუცილებელია არა მარტო მრიცხველის, არამედ აღრიცხვის კვანძის მონტაჟი აკმაყოფილებდეს პასპორტით, ექსპლუატაციის სახელმძღვანელოთი, სახელმწიფო სტანდარტით ან სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და ნორმებს, რადგან აღრიცხვის კვანძი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კომპლექსს, რომელიც შედგება მრიცხველის, მილსადენის, მისი სწორი მონაკვეთების, ადგილობრივი წინააღმდეგობების, შემავიწროვებელი მოწყობილობისა და ტემპერატურის გადამწოდისაგან“. ამავე წერილის თანახმად: „ლუქის გარეშე მრიცხველის მუშაობა დაუშვებელია, მაგრამ უნდა დაზუსტდეს, რა ადგილზე არ არის დალუქული ტურბინული მრიცხველი, რადგან ქარხანა-დამამზადებელი ლუქის მრიცხველზე დადებას რამდენიმე ადგილზე ითვალისწინებს. მრიცხველის მფლობელი, აღრიცხვის კვანძის გამართულობის მიზნით, ვალდებულია იგი დაამოწმოს საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან აკრედიტებულ პირთან, გაარკვიოს მისი ვარგისიანობა ექსპლუატაციისთვის და უზრუნველყოს მისი დალუქვა.“ ხოლო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად: „მრიცხველის დამონტაჟების დროს აუცილებელია პასპორტით, შესაბამისი სტანდარტით ან ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვა, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება გარანტირებული მისი როგორც დაკანონებული გამზომი საშუალების ქარხნულად დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლების დაცვა“. გარდა ამისა: „ზოგადად, ნებისმიერი გაზის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობა, თუ ის არ არის დალუქული ქარხნულად ან შესაბამისი სამსახურის მიერ _ არ არის მართებული, ვინაიდან ლუქის არსებობა გამორიცხავს მასზე რაიმე წინასწარ გამიზნულ ზემოქმედების ფაქტს.“
აპელანტს მიაჩნია რომ აღნიშნული გარემოებების თაობაზე სასამართლოს, ისევე როგორც თავის დროზე სემეკს, გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია. მან არ შეამოწმა, შეესაბამებოდა თუ არა შპს „ა-----------------------ის“ მრიცხველის მონტაჟი შესაბამის სტანდარტებსა და ნორმებს და ცალსახად ჩათვალა შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილ „Eლსტერ“-ის ფირმის ტურბინული ტიპის მრიცხველი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ „უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებულ სხვა მრიცხველად“, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო აღრიცხვა. შესაბამისად, სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტს ასევე მიაჩნია რომ სასამართლოს აგრეთვე არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ისა“ და შპს „ა----------------------ის“ გაზის ხარჯმზომ კვანძებს შორის დამონტაჟებული იყო ფილტრი-სეპარატორი (კონდენსატ-შემკრები), საიდანაც, როგორც შპს „ა-----------------------ის“ საჩივარში იყო მითითებული, სადავო პერიოდის განმავლობაში ყოველ მეორე-მესამე დღეს უწევდათ დიდი რაოდენობით კონდენსატის გადაღვრა. შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ სემეკისთვის წარგენილი ფოტომასალიდან ირკვევა, რომ შპს „ა-----------------------ის“ მიერ მოწყობილი სეპარატორის ონკანს გააჩნდა საკმაოდ დიდი დიამეტრი, კერძოდ, 40 მმ დიამეტრის, და ეჭვგარეშეა, რომ სადავო პერიოდში მინიმუმ 10-ჯერ და მაქსიმუმ 15-ჯერ (ანუ ყოველ მეორე-მესამე დღეს) დიდი რაოდენობით კონდენსატის გამოდევნას 9 ატმოსფერულ წნევაზე მოყვებოდა ასევე დიდი რაოდენობის ბუნებრივი გაზის გაქროლვაც, და შესაბამისად, შპს „ა----------------------ის“ აღრიცხვის კვანძში, თუნდაც ეს უკანასკნელი ყოფილიყო ტექნიკურად სრულიად გამართული, ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ბუნებრივი გაზის ის რაოდენობა, რომელმაც გაიარა შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ აღრიცხვის კვანძში. სასამართლომ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ მიიღო მხედველობაში შპს „ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ წარდგენილი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2015 წლის 16 დეკემბრის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად: „როდესაც მრიცხველებს შორის არის დამონტაჟებული ფილტრი-სეპარატორი, რომლის ჰერმეტულობა უცნობია და რომლის შიგთავსის პერიოდული გამოდევნა (სავარაუდოდ გაწმენდის მიზნით) ხდება გაზომვის მსვლელობის პერიოდში _ არ არის კორექტული ორი გაზის აღმრიცხველი კვანძის მეშვეობით ჩატარებული გაზომვების შედეგების შედარება, ვინაიდან: ა) ფილტრი-სეპარატორის გახსნის პერიოდში, თუ იკეტება შემავალი ვენტილი, ხდება მრიცხველებშორისი არსებული ბუნებრივი აირის გამოდევნა, რომლის გავლაც უკვე დააფიქსირა ვენტილის შემდეგ დამონტაჟებულმა მრიცხველმა (პირველი მრიცხველი). რაც შეეხება მეორე მრიცხველს, ის ამ რაოდენობას ვერ დააფიქსირებს და განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია, მრიცხველებს შორის მილში ფილტრის გახსნის დროს ბუნებრივი აირის წნევის „0“-მდე დაცემისას, მეორე მრიცხველი უკუღმა დატრიალდეს (შემცირდეს მრიცხველის ჩვენება); ბ) მართალია ჰერმეტულ პირობებში, ორივე მრიცხველში გადის ერთნაირი რაოდენობის ბუნებრივი აირი, ფილტრის დაბინძურების დროს პირველ მრიცხველში შემავალი წნევა იქნება მომატებული მეორესთან შედარებით, რაც არათანაბარ პირობებში ამყოფებს მრიცხველებს; გ) ფილტრის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, ბუნებრივია გაზრდილი იქნება პირველი მრიცხველის ჩვენება მეორესთან შედარებით“. შპს „ა----------------------ს“ არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ფილტრი-სეპარატორი დამონტაჟებულია შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად.
აპელანტის მითითებით გადაწყვეტილებაში აგრეთვე არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ორი მრიცხველის ჩვენებას შორის განსხვავება უნდა იყოს თითოეული მრიცხველის ცდომილების ჯამი. იშვიათია, რომ ორი მრიცხველის ჩვენება ერთმანეთს დაემთხვეს. ამასთან, სასამართლოს, ისევე როგორც სემეკს, გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს----------–-----------------------------------------ისა“ და შპს „ა-----------------------ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძების სადავო პერიოდის მონაცემებს შორის ცდომილება, შესაბამისი ტექნიკური ნორმების, სტანდარტების და რეგლამენტების გათვალისწინებით, იყო ამ ტიპის მრიცხველებისთვის დადგენილი დასაშვები განსხვავების ფარგლებში და შესაბამისად, აბსოლუტურად დასაშვები.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში უყურადღებოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი და მიიჩნია, რომ „სემეკის სადავო აქტი მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით“. სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფა გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტი).
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)
პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
რამდენადაც სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს მხოლოდ შემდეგს:
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
7. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
7.1. პალატა მოიხმობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები’’ ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა- გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს. წესები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებში მოცემული ნორმები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის ურთიერთობებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების’’ მე-12 მუხლი ადგენს ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესებს
მოცემული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი კრძალავს ზუსტი აღრიცხვის გარეშე ბუნებრივი გაზის მიწოდებას, შესაბამისად სავალდებულია აღრიცხვა განხორციელდეს ზუსტი მრიცხველის საშუალებით.
საქმის მასალებით დადგენილია რომ 2--- წლის 4 დეკემბერს შპს ,,ს---------–-------------------------------------------’’ ბუნებრივი ხარჯმზომ კონტროლერ Floboss103-ის ხარჯშემავიწროვებელი მოწყობილობის დიაფრაგმა შემოწმდა შპს ,,ს----------–-------------–-------–------ის’’ თბოტექნიკური გაზომვების ლაბორატორიის მიერ და დიაფრაგმის შიდა დიამეტრზე არსებული ნაჭდევისა და მცირე ზომის ფხების არსებობის გამო იგი ცნობილ იქნა ექსპუატაციისათვის უვარგისად, რის თაობაზეც ამავე დღეს გაიცა ,,შემდგომი ექსპლუატაციისათვის გაზომვის საშუალების უვარგისობის შესახებ’' N---------- შეტყობინება, ამავე დროს, ექსპლუატაციისათვის უვარგისად ცნობილი დიაფრაგმა ისევ დამონტაჟდა ხარჯმზომ კონტროლერში, ხოლო აღრიცხვის კვანძზე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე შედგენილ N----- აქტში დასკვნის სახით მიეთითა, რომ ,,დიაფრაგმა დაწუნებულია მეტროლოგიის ცენტრის წარმომადგენლების მიერ და საჭიროებს შეცვლას’’. ასევე დადგენილია რომ ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–ი მდებარე და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss 103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას რომლითაც სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ------–---ის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–ი მდებარე და შპს,,ს----------–-----------------------------------------ის’’ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ხარჯმზომ კონტროლერ Floboss 103-ზე დარღვეული იყო აღრიცხვის სიზუსტე, რაც გამორიცხავდა სადავო პერიოდზე აღრიცხვის განხორციელებას მოცემული მრიცხველის საშუალებით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძის პარალელურად დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ხარჯმზომი კონტროლერი ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველი (ქარხნული N8---), რომლის პირველადი დამოწმება განხორციელდა სსიპ ,,ს----------–-----------------------------------–-----------------–------------ს’’ მეტროლოგიის ინსტიტუტის მიერ. სასამართლო სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო იმის დადგენა, აღნიშნული სახის დაზიანება (შიდა დიამეტრზე აღენიშნებოდა ნაჭდევი და მცირე ზომის ფხები) მეტობით თუ ნაკლებობით მოქმედებს ხარჯის აღრიცხვის სიზუსტეზე, რამდენადაც მაგ. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ,,Elster’’-ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 2500 ტიპის მრიცხველის ჩვენების მიხედვით, აღრიცხვის კვანძმა დეკემბრის თვეში აღრიცხა 113 000მ3-ით ნაკლები, ვიდრე შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ფლობელობაში არსებულმა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების’’ მე-12 მუხლის მე-4 პუქნტი განსაზღვრავს აღრიცხვის განხორციელებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს აღრიცხვის განხორციელების საშუალებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგინდა რა, რომ შედარებით ზუსტ აღრიცხვას ახორციელებდა ა-----------------------ის მიერ დამონტაჟებული მრიცხველი, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული თავისთავად მიუთითებდა ახალი მრიცხველის მიერ დადგენილი მონაცემების გათვალისწინების შესაძლებლობას, გამომდინარე ზემოთმოყვანილი ნრომიდან. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია რომ დაეყრდნო რა ადმინსიტრაციული ორგანო ბოლო მრიცხველის მონაცემებს, იგი მოქმედებდა შესაბამისი კანონის ფარგლებში და მის მიერ საკითხი სათანადოდ იყო გამოუკვლეული, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმის სრულყოფილი შესწავლის შედეგად იქნა სადავო გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, საფუძვლიანია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მხარეთა შორის დავის გადაწყვეტაზე, ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით და აღრიცხვა განეხორციელებინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული უფრო ზუსტი მრიცხველის საშუალებით. ,,Elster’’ -ის ფირმის ტურბინული SM-RI-X G 650 ტიპის მრიცხველი (ქარხნული N8---) რომ უფრო ზუსტ მრიცხველს წარმოადგენდა, ამყარებდა ასევე ის გარემოებაც, რომ 2--- წლის 17 დეკემბრის შემდგომ უვარგისად ცნობილი დიაფრაგმის შეცვლის შემდეგ ორივე მხარის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძების საათობრივი მონაცემები თითქმის იდენტური იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება, რომ შპს „ა----------------------ის“ კუთვნილი „ელსტერ“-ის ფირმის ტურბინული ტიპის მრიცხველი და აღრიცხვის კვანძი განხილული ყოფილიყო, როგორც „უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული სხვა მრიცხველი“, აუცილებელი იყო, რომ გაზ-გამზომ კვანძს ჰქონოდა სტანდარტთან შესაბამისობის ან/და მრიცხველის პასპორტით დადგენილი მრიცხველის მონტაჟის ნორმების დაცულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვინაიდან, გაზ-გამზომი კვანძის მიერ გაზომილი ხარჯის აღიარების ერთ-ერთ აუცილებელ და მთავარ პირობას წარმოადგენს ამ გაზ-გამზომი კვანძის შესაბამისობა გაზის აღრიცხვის დარგში არსებული სახელმძღვანელო დოკუმენტების, არსებული სტანდარტებისა და მეთოდურ-ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან, ხოლო შპს „ა----------------------ს“ არ გააჩნდა რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის არანაირი დოკუმენტაცია.
პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მოყვანილი განმარტება, რომ ვინაიდან გაზ-გამზომ კვანძს არ ჰქონოდა სტანდარტთან შესაბამისობის ან/და მრიცხველის პასპორტით დადგენილი მრიცხველის მონტაჟის ნორმების დაცულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ვერ გახდება იმის წინაპირობა, რომ ის მრიცხველი რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის დამოწმებული და რომელიც უფრო ზუსტ აღრიცხვას აწარმოებს, არ იქნეს სარწმუნო და უფრო ზუსტი მონაცემების შემცველი ინფორმაციის მქონე მტკიცებულებად.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მერაბ ლომიძე