განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210114640778
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1633-16 23 იანვარი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – ნათია გუჯაბიძე, ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - გ--- მ------–---–ი
კანონიერი წარმომადგენელი - ნ----- მ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–- მ--------–---–ი, ლ-------- ტ-----–-–---–ი, ნ----- ფ---–---–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ--- მ------–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და ნოტარიუს ნ----- ფ---–---–---–ის მიერ 2010 წლის 09 დეკემბერს დამოწმებული ზ------ მ---------–-–---–ის სასარგებლოდ გ--- მ------–---–ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების (რეესტრის № 1--------), 2010 წლის 09 დეკემბერს ნოტარიუს ნ----- ფ---–---–---–ის მიერ აწ გარდაცვლ--–- ზ------ მ---------–-–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის, ზ------ მ---------–-–---–ს და ი-----–- მ--------–---–ს შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთზე, მდებარე ყვარელი, საკადასტრო კოდი #5-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების და ზ------ მ---------–-–---–სა და ლ-------- ტ-----–-–---–ს შორის 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთზე, მდებარე ყვარელი, საკადასტრო კოდი #5-----------) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. მოპასუხე ნ----- ფ---–---–---–მა სარჩელი არ ცნო; მოპასუხეებმა - ლ-------- ტ-----–-–---–მა და ი-----–- მ--------–---–მა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ ქონება კანონიერად შეიძინეს და კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით გ--- მ------–---–ის კანონიერი წარმომადგენლის - ნ----- მ------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 11.06.2014 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც მოპასუხე ი-----–- მ--------–---–ს (პ/ნ4----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. ყვარელში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 5-----------) გასხვისება, ასევე მოპასუხე ლ-------- ტ-----–-–---–ს (პ/ნ4----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ. ყვარელში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 5-----------) გასხვისება.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება გ--- მ------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6. მოსარჩელე გ--- მ------–---–ის მამა - გ------- (გ-----) მ------–---–ი გარდაიცვალა 2008 წლის 01 მაისს, მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო (ს.ფ. 22).
7. გარდაცვალების მომენტისთვის მამკვიდრებლის გ------- მ------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ---------–----------------------- (ამჟამად ჩ---–----–---–------------) მდებარე საცხოვრებელი სახლის ¾ ნაწილი. ასევე გ------- მ------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა #2-- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გ------- მ------–---–ის ოჯახის სახელზე გაცემული ორი მიწის ნაკვეთი, 1000 კვ. მეტრი და 999.00 კვ. მეტრი, მდებარე ქ. ყვარელში, ს/კოდი 5----------- და 5----------- (ს.ფ 28-29, 47).
8. გ------- მ------–---–ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: გ--- მ------–---–ი და ზ------ი მ---------–-–---–ი.
9. გ------- მ------–---–ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა ქ---------–--------–----–---–------------- მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მის საკუთრებაში აღრიცხული იყო სახლის ¾ ნაწილი, მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მისი შვილი - ზ------ მ---------–-–---–ი, ხოლო გ--- მ------–---–ი მეუღლესთან ლ--–- ო------ესთან ერთად 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ---------–-----------------------ში, სადაც დღემდე ცხოვრობს.
10. ქ. ყვარელში, ჩ---–----–---–-------------ში (ყოფილი კ-------------------) მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილის მესაკუთრე გ--- მ------–---–ია (ს.ფ 47-48).
11. 2010 წლის 09 დეკემბერს, ნოტარიუს ნ----- ფ---–---–---–ის სანოტარო ბიუროში, სანოტარო წესით დამოწმებულ იქნა გ--- მ------–---–ის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გ--- მ------–---–ს 2008 წლის 01 მაისს გარდაცვლ--–- მამის - გ------- მ------–---–ის სამკვიდრო ქონება სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით არ მიუღია, ასევე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ არ აპირებდა სამკვიდროს გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით სანოტარო ბიუროსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას, ამასთან ის თანხმობას აცხადებდა, რომ მისი აწ გარდაცვლ--–- მამის გ------- მ------–---–ის სამკვიდრო ქონება (აქტივი და პასივი, რაც გარდაცვალების მომენტისათვის გააჩნდა გ------- მ------–---–ს) მემკვიდრეობის წესით გაიფორმოს მისმა ძმამ - ზ------ მ---------–-–---–მა, რაზეც მას სამომავლოდ პრეტენზია არ ექნება (ს.ფ. 20).
12. 2010 წლის 09 დეკემბერს, ანუ გ--- მ------–---–ის განცხადების სანოტარო წესით დამოწმების დღესვე, ნოტარიუსმა ნ----- ფ---–---–---–მა ზ------ მ---------–-–---–ის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა გ------- მ------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილზე, კერძოდ, ქ. ყვარელში მდებარე ორ მიწის ნაკვეთზე, რომელთა მახასიათებლებია: ს/კ: 5----------- და 5----------- (ს.ფ. 23).
13. ნოტარიუს ნ----- ფ---–---–---–ის მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მიწის ნაკვეთი, ს/კ #5----------- (ძველი ნომერი -5-----------) და ს/კ #5----------- (ძველი ნომერი -5-----------) საკუთრების უფლებით ზ------ მ---------–-–---–ის სახელზე აღირიცხა (ს.ფ 29- 30).
14. 2010 წლის 21 დეკემბერს ზ------ი მ---------–-–---–სა და ი-----–- მ--------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც ზ------ მ---------–-–---–მა გაყიდა, ხოლო ი-----–- მ--------–---–მა იყიდა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ყვარელში, ს/კ #5-----------, ფართობი 943.00 კვ. მეტრი, ნასყიდობის ფასი 1100 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ი-----–- მ--------–---–ის სახელზე აღირიცხა (ს.ფ. 31-33).
15. 2010 წლის 21 დეკემბერს ზ------ი მ---------–-–---–სა და ლ-------- ტ-----–-–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც ზ------ მ---------–-–---–მა გაყიდა, ხოლო ლ-------- ტ-----–-–---–მა იყიდა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ყვარელში, ს/კ #5-----------, ფართობი 995.00 კვ. მეტრი, ნასყიდობის ფასი 1100 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ლ-------- ტ-----–-–---–ის სახელზე აღირიცხა (ს.ფ. 32-34).
16. 2009 წლის 10 დეკემბერს, ანუ გ--- მ------–---–ის მიერ სანოტარო ბიუროში განცხადების დაწერამდე და ზ------ მ---------–-–---–ის მიერ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიღებული ქონების ი-----–- მ--------–---–ზე გასხვისებამდე, ნოტარიუს ნ---- ჩ---------ის სანოტარო ბიუროში დაიდო სესხის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, გ--- მ------–---–სა და ზ------ მ---------–-–---–ს და, მეორე მხრივ, მოპასუხე ი-----–- მ--------–---–ს შორის. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გ--- მ------–---–მა და ზ------ მ---------–-–---–მა ი-----–- მ--------–---–ისაგან ისესხეს 3 000 (სამი ათასი ) აშშ დოლარი, 5 წლის ვადით.
2012 წლის 27 მარტს ნოტარიუს ნ---- ჩ---------ის სანოტარო ბიუროში ი-----–- მ--------–---–სა და გ--- მ------–---–ს შორის შედგა შეთანხმება, ამავე მხარეებს შორის 2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, ი-----–- მ--------–---–მა დაადასტურა, რომ მან სრულად მიიღო 2009 წლის 10 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 3 000 აშშ დოლარი და არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია (ს.ფ. 17, 35).
17. ზ------ი მ---------–-–---–ი 2011 წლის 01 აგვისტოს გარდაიცვალა (ს.ფ. 51).
18. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 26.04.2012 წლის გადაწყვეტილებით გ--- მ------–---–ი აღიარებულია ქმედუუნაროდ (ს.ფ. 42).
19. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი -სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.06.2012 წლის გადაწყვეტილებით ნ----- მ------–---–ი დაინიშნა თავისი მამის - გ--- მ------–---–ის მეურვედ. სარჩელი სასამართლოში აღძრულია ნ----- მ------–---–ის, როგორც გ--- მ------–---–ის კანონიერი წარმომადგენლის მიერ (ს.ფ. 45).
20. გ--- მ------–---–ი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულია 26.04.2012 წელს, ანუ სადავოდ გამხდარი ნების გამოვლენის შემდეგ.
21. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--- მ------–---–ის კანონიერი წარმომადგენელი სადავოდ ხდის გ--- მ------–---–ის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას, კერძოდ, მის მიერ ნოტარიუსთან გაკეთებულ განცხადებას მასზედ, რომ მას მამის დანაშთი ქონება არ მიუღია. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, გ--- მ------–---–მა სადავო განცხადებით სამკვიდროს მიღებაზე უარი კი არ განაცხადა, არამედ დაადასტურა, რომ მას მამის სამკვიდრო არ მიუღია და მის მიღებას არც მომავალში აპირებდა. ასეთი ნების გამოვლენა არ ეწინააღმდეგება კანონს, რადგან კანონით ვადაში სამკვიდროს მიღებაზე უარის გაცხადებაა შეზღუდული და არა სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება. საყურადღებოა, რომ გამოვლენილი ნების ბათილობის იურიდიული ინტერესი ნამდვილი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე გამოვლენილი ნების ბათილობის პარალელურად დაადასტურებდა ფაქტს მასზედ, რომ აღნიშნული ნების ბათილობით იგი დასახულ შედეგს მიაღწევდა, კერძოდ, სამკვიდრო ქონების მესაკუთრე გახდებოდა. აღნიშნული მიზნით კი მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად მიღების ფაქტი, რითაც, ერთი მხრივ, სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბერს გამოვლენილი ნების სინამდვილისადმი შეუსაბამობაში დაარწმუნებდა, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივი დაუფლების გზით სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას დაასაბუთებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, გ--- მ------–---–ის განცხადების შინაარსი სრულად შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, კერძოდ, დადგენილია, რომ გ------- მ------–---–ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო და მუდმივად ცხოვრობდა ქ. ყვარელი, ჩ---–----–---–------------ მდებარე საცხოვრებელი სახლში, სადაც მას საკუთრებაში გააჩნდა ¾ წილი. ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო და გ------- მ------–---–თან ერთ ოჯახად ცხოვრობდა მისი შვილი - ზ------ მ---------–-–---–ი, ხოლო გ--- მ------–---–ი 90-იანი წლებიდან მეუღლესთან ლ--–- ო------ესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ---------–-----------------------ში, სადაც ის დღემდე ცხოვრობს. ის, რომ მოსარჩელე 90-იანი წლებიდან სხვა მისამართზე ცხოვრობს და მამკვიდრებელთან ერთად აღარ უცხოვრია, მითითებულია მის სარჩელშიც და ეს გარემოება არც სხდომაზე გამხდარა სადავო, რაც იმას ადასტურებს, რომ გ--- მ------–---–ი არ იყო მამკვიდრებლის თანმყოფი მემკვიდრე. რაც შეეხება გ--- მ------–---–ის მიერ მამის სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად ფლობის და განკარგვის ფაქტს, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. მამის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივად დაუფლებას არ ადასტურებს ფაქტი მასზედ, რომ გ--- მ------–---–ს ტექბიუროში საკუთრების უფლებით ერიცხება ქ---------––-------–----–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ¼ ნაწილი, რადგან დადგენილია, რომ იგი ამ სახლში არ ცხოვრობდა. მხოლოდ რეგისტრაცია კი სამკვიდროს ფლობას და განკარგვას არ ნიშნავს. ამდენად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული გ--- მ------–---–ის მიერ მამის სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ ვადაში ფლობის და განკარგვის ფაქტი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურდეს გ--- მ------–---–ის ქმედუუნარობა მის მიერ ნების გამოვლენის დროს (09.12.2010), გ--- მ------–---–ს არ გააჩნია გარიგებათა ბათილობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
22. საქმის მასალებით არ დასტურდება გ--- მ------–---–ის ქმედუუნარობა და მის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შეუძლებლობა 2010 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით. სასამართლო ამ მიმართებით ვერ გაიზიარებს მ----------- ფსიქიატრიის ინსტიტუტის კომისიის დასკვნას მასზედ, რომ ნების გამოვლენის დროისათვის, კერძოდ, 2010 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით გ--- მ------–---–ს არ შეეძლო სწორად აღექვა მოვლენები, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი (ტ.1, ს.ფ. 38-41). ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ დასკვნა შედგენილია 2012 წლის 26 აპრილს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა 2 წლის წინანდელი მდგომარეობით შეაფასა. ამასთან, ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ გ--- მ------–---–ს ექიმისადმი მიმართვიანობა 2009-2012 წლებში არ უდასტურდება. შესაბამისად, სასამართლოსათვის გაუგებარია, თუ როგორ მივიდა კომისია დასკვნამდე, რომ 2010 წლის მდგომარეობით გ--- მ------–---–ი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცნობიერებინა გამოვლენილი ნება. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი და დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ გ--- მ------–---–მა 2011 წლის 25 მარტს შეიძინა, ხოლო 2013 წლის 3 დეკემბერს გააჩუქა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. ამდენად, გ--- მ------–---–ი 2011-2013 წლებში თავისუფლად შედიოდა სამოქალაქო ურთიერთობებში, დებდა გარიგებებს და ახორციელებდა აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს.
23. 2010 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებების ბათილობის მიზნებისათვის მოსარჩელე ზ------ მ---------–-–---–ის ქმედუუნარობაზეც აპელირებს. პალატა მიიჩნევს, რომ გ--- მ------–---–ის კანონიერ წარმომადგენელ ნ----- მ------–---–ს არ გააჩნია აღნიშნული გარიგებების ბათილობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან არ დასტურდება გ--- მ------–---–ის მიერ 2010 წლის 9 დეკემბერს გამოვლენილი ნების ბათილობა და ამ უკანასკნელის მიერ მამის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი, შესაბამისად, აღნიშნული ორი წინაპირობის გარეშე მოსარჩელის მოთხოვნა ი-----–- მ--------–---–სა და ლ-------- ტ-----–-–---–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე ნამდვილ იურიდიულ ინტერესს მოკლებულია, შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
24. მიუხედავად ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე ზ------ მ---------–-–---–ის ქმედუუნარობაა, პალატა მაინც მიზანშეწონილად თვლის, იმსჯელოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტზე. ზ------ მ---------–-–---–ის მიერ ნამდვილი, გაცნობიერებული ნების გამოვლენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის წერილს, რომლის მიხედვითაც, „2010 წლის 9 დეკემბრისა და 2010 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით ზ------ მ---------–-–---–ის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნებისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს დამატებითი მასალები, კერძოდ, აუცილებელია დაიკითხოს ყველა ის პირი (ნოტარიუსი, მყიდველი, მოწმეები და ა. შ.), რომელიც ესწრებოდა ზ------ მ---------–-–---–ის მიერ აღნიშნულ დღეებში სამოქალაქო აქტის გაფორმებას; ასევე ზ------ მ---------–-–---–ის ოჯახის წევრები და ახლობლები, ვისაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან აღნიშნულ პერიოდში. ამასთანავე წარმოდგენილ უნდა იქნეს მითითებულ დღეებში გაფორმებული სამოქალაქო აქტები, ზ------ მ---------–-–---–ის ამბულატორიული ავადმყოფობის სამედიცინო ბარათი (სოფლის ამბულატორიიდან) და მისი დახასიათება სოფლის გამგეობიდან“ (ტ.1,ს.ფ. 278). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ------ მ---------–-–---–ი საარსებო შემწეობას 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის აგვისტომდე თავად ღებულობდა (ტ.1, ს.ფ. 326). რაც შეეხება შპს „ფ----------------------–--------------------------------–----–------ის“ 2015 წლის 21 ოქტომბრის სიკვდილის შემდგომი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნას, პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნული დასკვნის დადგენილებით ნაწილს მასზედ, რომ ზ------ მ---------–-–---–ს 2010 წლის 9 და 21 დეკემბრის მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, ვინაიდან ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ „პაციენტი (ზ------ მ---------–-–---–ი) 2008 წელს სტაციონარიდან გაწერის დროს კონტაქტში შემოდიოდა თავისუფლად, ცნობიერება იყო ნათელი, ორიენტაცია სწორი. ფსიქოზის ნიშნები ამოწურული“... შემდეგი მიმართვიანობა ექიმისადმი ზ------ მ---------–-–---–ს 2011 წლის ივლისში უფიქსირდება. იგი 2011 წლის აგვისტოს თვეში გარდაიცვალა კიდეც. შესაბამისად, დასკვნის კვლევითი ნაწილიდან არ დგინდება, თუ რა გარემოებას დაეყრდნენ ექსპერტები, როდესაც დაადგინეს, რომ ზ------ მ---------–-–---–ი 2010 წლის 9 და 21 დეკემბერს ნების გამოვლენის დროს ვერ აცნობიერებდა მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს.
25. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ წარმოდგენილი აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ყვარელში მდებარე მიწის ნაკვეთების (N5-----------; N5-----------) მესაკუთრედ ცნობა. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის (გარიგებათა ბათილობის) საფუძვლიანობის შემთხვევაში, სასამართლო დაზუსტებული მოთხოვნის პირობებში მოსარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველზე მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ ცნობდა, რაღა თქმა უნდა, სამკვიდროდან კუთვნილი წილის ფარგლებში, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში დღის წესრიგში არ დადგა მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება, ვინაიდან იმთავითვე დაუსაბუთებელი იყო გარიგებათა ბათილობის მოთხოვნა შესაბამისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არქონის გამო. ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღიარებითი სარჩელის წარმოდგენის საფუძვლით სააპელაციო ინსტანციაში სარჩელის განუხილველად დატოვება შელახავდა მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) ინტერესს, რომელსაც იგივე საფუძვლით განმეორებით სასარჩელო წარმოებაში მოუწევდა მონაწილეობის მიღება. ამიტომ, სასამართლო თუ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს დასაბუთებულად და დამტკიცებულად მიიჩნევდა, სარჩელს, დაზუსტებული მოთხოვნის პირობებში იმგვარად დააკმაყოფილებდა, რომ მოსარჩელეს თავისი იურიდიული ინტერესისათვის ერთი სამართალწარმოებით მიეღწია, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გარიგებათა ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, შესაბამისად, დღის წესრიგში არ დადგა აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზების, კერძოდ, ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნების თაობაზე მოთხოვნის დაზუსტების საჭიროება.
39. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ--- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე
ნატალია ნაზღაიძე