განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190310017002098868
საქმე № 3ბ/2121-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენლები - გ--------ი გ------–-–---–ი, თ----- გ-–-----–-ა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო----------------ე;
წარმომადგენელი - ნ-----–---------–----ე;
მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2.) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N------ და 2017 წლის 16 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებები და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებით მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ო----------------ის 2--- წლის 2---------ოს N------------ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. დადგენილია, რომ 1--- წელს ხ---–--ს რაიონიდან გარდაბნის რაიონში გადასახლებული ლ---------–----ე ითხოვდა უკან დაბრუნებას. ხ---–--ს რაიონის გამგეობამ მოითხოვა ლ---------–----ის ჩანაცვლება ო----------------ით. 1--- წლიდან ო----------------ე N----- დადგენილების საფუძველზე ჩასახლებული იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ მ----------ში.
2.2.2. მოსარჩელე ოჯახთან ერთად შესახლდა სოფელ მ----------ში გამოყოფილ საცხოვრებელ სახლში N--, რომელსაც გააჩნდა საკარმიდამო ნაკვეთები. არსებული 0./25 ჰა და რეფორმის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ფართით - 0.5 ჰა.
2.2.3. 2--- წელს ო----------------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული 0.5 ჰა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
2.2.4. 2017 წლის 16 ივნისის N--------------- გადაწყვეტილებით, ო-----------------ეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის განცახდება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული.
2.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N------ გადაწყვეტილებით, ო----------------ეს 2017 წლის 17 ივლისის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, გასაჩივრებულ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N--------------- (16.06.2017) გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზნაშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ შესრულდა მისთვის, როგორც საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N--------------- (16.06.2017) გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ასევე მიუთითა ამავე კოდექსის მე-7 მუხლი რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების შედეგს, განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და არასწორად იქნა გამოყენებული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება.
წარმომადგენელი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემობებზე და განმარტავს შემდეგს: 2--- წლის 2---------ოს ო----------------ემ (პირადი ნომერი------------) N------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა 4900 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ----------ი. დაინტერესებულმა პირმა წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მოწმობა, ხ---–--ს რაიონის გამგეობის 1--- წლის 0------ის N--- წერილი, გარდაბნის რაიონის გამგეობის 1--- წლის 2-------ის N--- დადგენილება და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2--- წლის 2-------ის N---- საარქივო ცნობა. 2--- წლის 0-------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან No------ (----------) მიმართვით გამოითხოვა მოქალაქე ო---------------–ის ძე ჯ---------ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, 2--- წლამდე მდგომარეობით.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთავის რეგიონული არქივის 2--- წლის 2------------ის No-------- წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ა---–------–ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–------–ის 1----1--- (რეკვიზიტები შევსებულია 1--- წლის ჩათვლით), 1----2---, 2----2--- წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი მოქალაქე ო---------------–ის ძე ჯ---------ეს კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ. იქვე აღნიშნულია, რომ გარდაბნის რაიონის ა---–------–ის სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–------–ის 2--- წლის საკომლო წიგნები, 1----2--- წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (იგივე სარეფორმო) და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები) რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა.
აპელანტის განმარტებით, 2--- წლის 0--------------ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილი N-------------- წერილის თანახმად, ო---------------–ის ძე ჯ---------ე სიებში არ ფიქსირდებოდა. 2017 წლის 15 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო, შესაბამისად, განცხადებას დართული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2----–-–------------ის N----- მიმართვით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც შეეხება სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, ეს საკითხი გადაიდო 2----–-–------------ის წერილზე პასუხის მიღებამდე.
აპელანტი მიუთითებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2----–-–-----------ის No0------ წერილის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ო----------------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან საკუთრების უფლებაასაღიარებულ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ამავე დროს, დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. 2017 წლის 16 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან აღიარების კომისიამ უარი განაცხადა მიწის ნაკვეთის, როგორც თვითნებურად დაკავებულის აღიარებაზე.
2017 წლის 17 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ო----------------ემ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 2017 წლის 15 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N------ გადაწყვეტილება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მიღებულია საქმის სათანადო მოკვლევის შედეგად, შესაბამისად მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მათი გაუქმებისა და საჯარო რეესტრისათვის საქმის გარემოებების განმეორებით მოკვლევის დავალების საფუძველი.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა ო----------------ისათვის 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემას, რაც განპირობებული იყო ო----------------ის მიერ ლ---------–----ის კომლის ჩანაცვლებით. მისივე მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი დოკუმენტი წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის/საკუთრების უფლების დამდასტურებელ დოკუმენტს და რა მოტივაციით მიიჩნია იგი ასეთად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სადავო საქმის განხილვისას დადგენილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები საშუალებას აძლევდა სასამართლოს სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად.
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დავის საგანს წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ივნისის N--------------- გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 1--- წელს ხ---–--ს რაიონიდან გარდაბნის რაიონში გადასახლებული ლ---------–----ე ითხოვდა უკან დაბრუნებას. ხ---–--ს რაიონის გამგეობამ მოითხოვა ლ---------–----ის ჩანაცვლება ო----------------ით. 1--- წლიდან ო----------------ე N----- დადგენილების საფუძველზე ჩასახლებული იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ მ----------ში. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ოჯახთან ერთად შესახლდა სოფელ მ----------ში გამოყოფილ საცხოვრებელ სახლში N--, რომელსაც გააჩნდა საკარმიდამო ნაკვეთები. არსებული 0./25 ჰა და რეფორმის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ფართით - 0.5 ჰა.
დადგენილია, რომ 2--- წლის 2---------ოს ო----------------ემ N------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა 4900 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ----------ი. პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ დაინტერესებულმა პირმა წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მოწმობა, ხ---–--ს რაიონის გამგეობის 1--- წლის 0------ის N--- წერილი, გარდაბნის რაიონის გამგეობის 1--- წლის 2-------ის N--- დადგენილება და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2--- წლის 2-------ის N---- საარქივო ცნობა.
საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2--- წლის 0-------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან N------ (----------) მიმართვით გამოითხოვა მოქალაქე ო---------------–ის ძე ჯ---------ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია, 2--- წლამდე მდგომარეობით.
პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი, მისი სამართლებრივი საფუძვლები და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება - მოვალეობები განსაზღვრულია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონით. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სპეციალური წესი. მითითებული წესის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალიწინებული შეღავათების შესაბამისად.
პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სპორადული რეგისტრაცია წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონით გათვალიწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. იმავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით ცალსახად მითითებულია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს წარმოადგენს პირი რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს წარმოადგენს ისეთი პირი, რომელსაც გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
დავის განხილვის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ზემოთმითებული კანონის მე-3 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს კი ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმაოდგენს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1--- წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ განმარტებაზე, რომ სარეგისტრაციო განცხადების შეტანის დროს, დაინტერესებული პირის მიერ მიწის მართლზომიერ მფლობელობის (სარგებლობის) ან/და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სასამართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/მტკიცებულება მასზედ, რომ ო---------------–ის ძე ჯ---------ე რეგისტრირებული არის თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის გადასახადის გადამხდელთა სიაში 2--- წლიდან 2--- წლის პერიოდისათვის და ასეთის არსებობის შემთვევაში მოთხოვნილი იქნა შესაბამისი დოკუმენტი. ასევე საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 1-------- წლების პერიოდში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის საკომლო ჩანაწერებში ირიცხება თუ არა ო---------------–ის ძე ჯ---------ე და ასეთის არსებობის შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, 2018 წლის 25 დეკემბერს გადმოგზავნილ მომართვაში მითითებულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ა---–------–ის საკრებულოს გამგეობის სოფელ მ----------ის 1----2--- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ო----------------–ის ძე ჯ---------ე (გაკეთებულია ჩანაწერი „კომალად აყვანილი იქნა, დადგენილება N---, ოქმი N-----, გადაბნის (მომდევნო სიტყვა გაურკვევლად წერია) გამგეობის საფუძველზე“). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მეუღლე - დ---------------ის ასული ბ---–----ე, შვილი - თ------------ის ასული ჯ---------ე; შვილი თ---------------ის ძე ჯ---------ე და შვილი - თ------------ის ძე ჯ---------ე. მონაცემები კომლის პირად საკუთრებაში საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობის შესახებ აღნიშნული საკომლო წიგნში შეტანილი არ არის.
მომართის თანახმად, გარდაბნის რაიონის ა---–------–ის საკრებულოს სოფელ მ----------ის 2----2--- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ო----------------–ის ძე ჯ---------ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მეუღლე - დ---------------ის ასული ბ---–----ე, შვილის - თ------------ის ასული ჯ---------ე; შვილი თ---------------ის ძე ჯ---------ე და შვილი - თ------------ის ძე ჯ---------ე.
ზემოაღნიშნული მომართვით, პალატას ასევე ეცნობა, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ა---–------–ის სასოფლო საბჭოს სოფელ მ----------ის 1----1--- წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ო---------------–ის ძე ჯ---------ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილების სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და თანდართულ მასალაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოში დაცულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადიოს გადამხდელთა 2----2--- წლების სიები. მომართვაში მითითებულია, რომ ო----------------ე ირიცხება გადამხდელად მხოლოდ 2--- წლის სიაში. აქვე საყურადღებოა გამოთხოვილი მიწის გადასახადის გადამხდელთა 2--- წლის სია, სადაც 1---- ნომრად მითითებულია ო----------------ე, გადასახადის გადამხდელთა მისამართად მითითებულია მ----------ი, ფართობი - 0,75 კატეგორიის კ---------- ხარისხის კ----------
პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-41 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში მითითებულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტების ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“ .
პალატა ყურადღბას ამახვილებს სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ განმარტებაზე, რომ 2--- წლის 0--------------ს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილი N-------------- წერილის თანახმად, ო---------------–ის ძე ჯ---------ე სიებში არ ფიქსირდებოდა. განსახილველ შემთხვევაში ყურადღსაღებია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მისამართია გარდაბნის რაიონი სოფელი მ----------ი, ხოლო ინფორმაცია და მტკიცებულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილია გარდაბნის რაიონის სოფელი ა---–------–ის საკომლო წიგნიდან. შესაბამისად ცალსახაა, რომ ა---–------–ის საკომლო მონაცემებში ო----------------ე ვერ იქნებოდა მითითებული.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უმსჯელია და სათანადოდ არ შეუფასებია აღნიშნული დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. ამასთან, ყურადღება არ გამახვილებულა რეალურ მდგომარეობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, არასწორი მონაცემებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, შესაბამისად არასწორი მონაცემების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით და მტკიცებულებათა ერთობლიობით შესაძლებელია სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა, მოპასუხის არგუმენტაცია, ვერ იქნება მიჩნეული რეგისტრაციაზე უარის თქმის საკმარის საფუძლად.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპად შეგვიძლია მივიჩნიოთ გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.
პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ვალდებულებაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ანალოგიური შინაარსის დებულებებია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლო მითითებული საპროცესო ნორმების პრინციპებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია დაუსაბუთებელი საპელაციო საჩივარი, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, ან დამაჯერებელი ინფორმაცია, რაც სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა