განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
330210015001187690
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001187690

საქმე №2ბ/6484-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - დ------–----------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----------------–---–ი

წარმომადგენელი - ლ-–-------ე

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (ალიმენტის დაკისრების ნაწილში)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2017 წლის N2/26412-15 გადაწყვეტილებით:

 

1. ს-----------------–---–ის სარჩელი, მოპასუხე დ-------–----------–---–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

1.1 . დ------–----------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - გ--------–----------–---–ის (დაბადებული: 2009 წლის 27 აპრილს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 15 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.2. დ------–----------–---–ს (პ/ნ0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ლ-----–----------–---–ის (დაბადებული: 2012 წლის 12 აგვისტოს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 15 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. დავით შერაზადაშვილს დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 192 (ას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ოდენობით მოსარჩელე ს----------------–---–ის სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ს----------------–---–ი და დ------–----------–---–ი დაქორწინდნენ 2006 წლის 19 აგვისტოს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 27 აპრილს დაბადებული გიორგი შერაზადიშვილი და 2012 წლის 12 აგვისტოს დაბადებული ლ-----–----------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სრს თბილისის სპეციალიზირებული სამსახურის მიერ 2006 წლის 19 აგვისტოს გაცემული ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N მ--------- (ს.ფ. 11);

- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნძალადევის სამსახურის მიერ გაცემული გ--------–----------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 12);

- სსგს გლდანი-ნაძალადევის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ლ-----–----------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 13).

 

ს----------------–---–ი და დ------–----------–---–ი განქორწინდნენ 2014 წლის 14 მაისს. მხარეები აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი და ლ-----–----------–---–ი ცხოვრობენ დედასთან, ს----------------–---–თან ერთად;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 14 მაისს გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 14);

 

არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი ირიცხება სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში. სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე და მთავრდება 13:30 საათზე. სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, გ--------–----------–---–ი შედის გახანგრძლივებულში ,,IQ CLUB“. გ--------–----------–---–ი ყოველთვის ესწრება გაკვეთილებს, არის მოწესრიგებული ბავშვი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის მიერ 2017 წლის 31 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 229);

 

არასრულწლოვანი ლ-----–----------–---–ი 2015 წლიდან დღემდე ირიცხება ქ. თბილისის 91-ე საბავშვო ბაგა-ბაღში;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის N91 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 231).

 

მოსარჩელე ს----------------–---–ი ქორწინებაშია გიორგი რეხვიაშვილთან. მოსარჩელე დასაქმებულია კერძო საქმიანობით და აქვს გარკვეული შემოსავალი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხე დ------–----------–---–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. იგი 2011 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით წარმოადგენს შპს ,,კ------–ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.07.2014 წელი (ს.ფ. 15-16);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.09.2011 წელი (ს.ფ. 17-18).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით და 2014-2016 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, დ------–----------–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2014 წლის ერთობლივი შემოსავალი - 55 560.3 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 4 899,6 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 979 ლარს; 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი - 91 607 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 6000 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 1200 ლარს; 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი - 120 707 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 6750 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 1350 ლარს;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 ივლისის მიმართვა N2-----------, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის N8---------- ცნობა, დანართი (ს.ფ. 219-223).

 

ინდივიდუალურ მეწარმეს დ------–----------–---–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 19.09.2017 წლის მდგომარეობით, ერიცხება სალდირებული აღიარებული დავალიანება 15 982.85 ლარი;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 249);

 

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სკოლის გახანგრძლივებულ ,,IQ CLUB”-ში ირიცხება გიორგი შერაზადიშვილი, სადაც ყოველთვიური საფასური შეადგენს 120 (ას ოცი) ლარს. არასრულწლოვანი იწყებს სწავლას 13:30 და ამთავრებს 18:00 საათზე;

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლის გახანგრძლივებული ,,IQ CLUB“-ის ცნობა (ს.ფ. 230);

 

შპს ,,ც-------------ია ,,ს----–---–--სა“ და არასრულწლოვან გ--------–----------–---–ის მშობელს, ს----------------–---–ს შორის 2016 წლის 17 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, აკადემიამ მიიღო მოსწავლე გ--------–----------–---–ი და უზრუნველყოფს მისთვის ქართული ცეკვის სწავლებას. შპს ,,ც--------------იის“ სკოლა - სტუდიაში სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს. ერთი სასწავლო წლის ღირებულება შეადგენს 800 (რვაასი) ლარს, რომლის დაფარვაც შესაძლებელია ეტაპობრივად; აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს შპს ,, ც-------------იის“ მიერ დადგენილი სასწავლო წლის ვადით;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 17 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 232-234);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოსგადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი და ლ-----–----------–---–ი ცხოვრობენ დედასთან - ს----------------–---–თან და ძირითადად იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. მხარეები განქორწინდნენ 2014 წლის 14 მაისს და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი ირიცხება სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში. სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე და მთავრდება 13:30 საათზე. სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, გ--------–----------–---–ი შედის გახანგრძლივებულში ,,,IQC". გ--------–----------–---–ი ყოველთვის ესწრება გაკვეთილებს, არის მოწესრიგებული ბავშვი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სკოლის გახანგრძლივებული ,,IQ C”-ში ირიცხება გ--------–----------–---–ი, სადაც ყოველთვიური საფასური შეადგენს 120 (ას ოცი) ლარს. არასრულწლოვანი იწყებს სწავლას 13:30 და ამთავრებს 18:00 საათზე. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა, საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი ირიცხება სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში, სადაც სწავლების ყოველთვიური საფასურია 120 (ას ოცი) ლარი. მოპასუხე მხარემ, ასევე, მიუთითა, რომ შპს ,,ც--------------იას ,,ს----–---–--სა“ და არასრულწლოვან გ--------–----------–---–ის მშობელს, ს----------------–---–ს შორის 2016 წლის 17 ივნისს დადებული ხელშეკრულება მოქმედებს შპს ,,ც-------------იას“ მიერ დადგენილი სასწავლო წლის ვადით. თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მითითებულ ცეკვის სასწავლებელში არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ის სწავლების შეწყვეტის ფაქტს დაადასტურებდა. რაც შეეხება არასრულწლოვან ლ-----–----------–---–ს, იგი 2015 წლიდან დღემდე ირიცხება ქ. თბილისის 91-ე საბავშვო ბაგა-ბაღში. არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ, ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით და 2014-2016 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, დ------–----------–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2014 წლის ერთობლივი შემოსავალი - 55 560.3 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 4 899,6 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 979 ლარს; 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი - 91 607 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 6000 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 1200 ლარს; 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი - 120 707 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 6750 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 1350 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ------–----------–---–ი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით, აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა, ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმის მასალებით, ინდივიდუალურ მეწარმეს დ------–----------–---–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 19.09.2017 წლის მდგომარეობით, ერიცხება სალდირებული აღიარებული დავალიანება 15 982.85 ლარი. თუმცა, არ დასტურდება, როდის და რის საფუძველზე წარმოეშვა აღნიშნული დავალიანება ინდივიდუალურ მეწარმეს დ------–----------–---–ს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანთა აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი ბავშვები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვების ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. მშობლის შედარებით მაღალი შემოსავალი კი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც ბავშვებს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ ეს უკანასკნელი განსაზღვრა მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯის და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, უნდა ყოფილიყო თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 200 (ორასი) ლარი.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2017 წლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში და აპელანტს - დ------–----------–---–ს დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ასევე, უნდა გაუქმდეს 12.07.2017 წლის საოქმო განჩინება მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გონივრულად არ შეაფასა ალიმენტის ოდენობა, მან მხედველობაში არ მიიღო არცერთი მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რითიც დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მას 12.07.2017 წლის საოქმო განჩინებით დაუსაბუთებლად უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ს----------------–---–ის მიერ 01.01.2016 წლიდან დღემდე მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცი კი სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას განესაზღვრა ალიმენტის გონივრული ოდენობა.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მისი მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარის გადახდა. ამასთან, აპელანტი ახალ ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 05.10.2017 წლის N0------- ბრძანებით ყადაღა დაედო მის, როგორც ინდმეწარმის ქონებას, რაც ადასტურებს დ------–----------–---–ის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ს----------------–---–ი და დ------–----------–---–ი დაქორწინდნენ 2006 წლის 19 აგვისტოს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2009 წლის 27 აპრილს დაბადებული გიორგი შერაზადიშვილი და 2012 წლის 12 აგვისტოს დაბადებული ლ-----–----------–---–ი.

 

დადგენილია, რომ ს----------------–---–ი და დ------–----------–---–ი განქორწინდნენ 2014 წლის 14 მაისს. მხარეები აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი და ლ-----–----------–---–ი ცხოვრობენ დედასთან, ს----------------–---–თან ერთად.

 

არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი ირიცხება სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში. სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე და მთავრდება 13:30 საათზე. სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ, გ--------–----------–---–ი შედის გახანგრძლივებულში ,,IQ CLUB“. გ--------–----------–---–ი ყოველთვის ესწრება გაკვეთილებს, არის მოწესრიგებული ბავშვი.

 

არასრულწლოვანი ლ-----–----------–---–ი 2015 წლიდან დღემდე ირიცხება ქ. თბილისის 91-ე საბავშვო ბაგა-ბაღში.

 

მოსარჩელე ს----------------–---–ი ქორწინებაშია გიორგი რეხვიაშვილთან. მოსარჩელე დასაქმებულია კერძო საქმიანობით და აქვს გარკვეული შემოსავალი;

 

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ------–----------–---–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. იგი 2011 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით წარმოადგენს შპს ,,კ------–ის“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით და 2014-2016 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, დ------–----------–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2014 წლის ერთობლივი შემოსავალი - 55 560.3 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 4 899,6 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 979 ლარს; 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი - 91 607 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 6000 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 1200 ლარს; 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი - 120707 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი - 6750 ლარს და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 1350 ლარს.

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმეს დ------–----------–---–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 19.09.2017 წლის მდგომარეობით, ერიცხება სალდირებული აღიარებული დავალიანება 15 982.85 ლარი.

 

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სკოლის გახანგრძლივებულ ,,IQ CLUB”-ში ირიცხება გიორგი შერაზადიშვილი, სადაც ყოველთვიური საფასური შეადგენს 120 (ას ოცი) ლარს. არასრულწლოვანი იწყებს სწავლას 13:30 და ამთავრებს 18:00 საათზე.

 

შპს ,,ც-------------ია ,,ს----–---–--სა“ და არასრულწლოვან გ--------–----------–---–ის მშობელს, ს----------------–---–ს შორის 2016 წლის 17 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, აკადემიამ მიიღო მოსწავლე გ--------–----------–---–ი და უზრუნველყოფს მისთვის ქართული ცეკვის სწავლებას. შპს ,,ც--------------იის“ სკოლა - სტუდიაში სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს. ერთი სასწავლო წლის ღირებულება შეადგენს 800 (რვაასი) ლარს, რომლის დაფარვაც შესაძლებელია ეტაპობრივად; აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს შპს ,, ც-------------იის“ მიერ დადგენილი სასწავლო წლის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი გ--------–----------–---–ი და ლ-----–----------–---–ი ცხოვრობენ დედასთან - ს----------------–---–თან და ძირითადად იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. მხარეები განქორწინდნენ 2014 წლის 14 მაისს და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტი დ------–----------–---–ი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით, აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა, ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმის მასალებით, ინდივიდუალურ მეწარმეს დ------–----------–---–ს სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 19.09.2017 წლის მდგომარეობით, ერიცხება სალდირებული აღიარებული დავალიანება 15 982.85 ლარი. ამასთან, არ დასტურდება, როდის და რის საფუძველზე წარმოეშვა აღნიშნული დავალიანება ინდივიდუალურ მეწარმეს დ------–----------–---–ს.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია აპელანტი მიუთითებს ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მის, როგორც ინდივიდუალურ მეწარმის, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რასაც ადასტურებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.10.2017 წლის N0------- ბრძანებით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობით, ხელი არ ეშლება მეწარმე სუბიექტის მიერ თავისი სამეწარმეო საქმიანობის განხორცილებას, პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს, მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

პალატა მიუთითებს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არის სწორედ თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 200 (ორასი) ლარი.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას (იხ. სუსგ Nას-1356-1194-2010, 04.03.2011 წელი). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტის - დ------–----------–---–ის მატერიალური მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შეცვლის, კერძოდ, თვეში 200 (ორასი) ლარზე ნაკლები ოდენობით (თითოეულ ბავშვზე) განსაზღვრის წინაპირობები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017 წლის საოქმო განჩინება მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

თბილისის საქალაქო სასმართლოს 12.07.2017 წლის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის - დ------–----------–---–ის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა ეხებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოსარჩელე ს----------------–---–ის მიერ 01.01.2016 წლიდან იმ მოცემული მომენტისთვის მიღებული ყველანაირი შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას.

 

პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის - ს----------------–---–ის შემოსავლის ოდენობას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და ის გავლენას ვერ მოახდენდა მოპასუხე მხარეზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობაზე, ვინაიდან არასრულწლოვანი შვილების რჩენისა და მათი კეთილდღეობისათვის ზრუნვის ვალდებულება გააჩნია ორივე მშობელს და ერთ-ერთი მშობლის მატერიალური მდგომარეობა ვერ გახდება მეორე მშობლის არასრულწლოვანი ბავშვების რჩენის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი, არასრულწლოვანი შვილების ინტერესების საზიანოდ.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017 წლის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი