განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100113284433
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100113284433 (1/ბ-55-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორების - ა----–არ წ--------ას, შ----- ქ---–---–ის

მსჯავრდებულის - ა--–-- დ-------ის

ადვოკატების - გ---–ა თ---------ის, პ----ა ბ---–----ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--–-- რ-----ის ძე დ-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6---------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მისამართი: ქ. ბათუმი, ნ---------–-–---–-- ქ.N64/3-ში;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების დადგენილების მიხედვით ა--–-- დ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 12 ივნისს ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი ა--–-- დ-------ე ქ. ბათუმში გ------–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „მ------–ას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ----- ც-–--–--ის კუთვნილი მობილურ ტელეფონს ღირებულს 80 ლარად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

 

2013 წლის 12 ივნისს ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი ა--–-- დ-------ე ქ. ბათუმში გ------–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „მ------–ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დ----- ც-–--–--ის კუთვნილი მობილურ ტელეფონს ღირებულს 80 ლარად, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ა--–-- დ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ა--–-- დ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ა--–-- დ-------ეს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან _ 2017 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2013 წლის 27 ივნისიდან 2013 წლის 03 ივლისის ჩათვლით.

 

3. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

3.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----–არ წ--------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ა--–-- დ-------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს მიერ ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა მათი სანდოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით, რაც არ მომხდარა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი ცხადია და ეგ სადავო არ არის, ყურადღება გასამახვილებელია ნივთის დაუფლების ხერხზე, რაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში გამოიხატა, შესაბამისად, სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა ა--–-- დ-------ის ქმედებას.

 

3.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ა--–-- დ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----ა ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სასამართლომ საქმე განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის შემსუბუქების კუთხით, რადგან გასაჩივრებული განაჩენით ა--–-- დ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.

 

3.3 აპელანტი - მსჯავრდებულ ა--–-- დ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---–ა თ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ა--–-- დ-------ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ა--–-- დ-------ის ჩვენება და უსაფუძვლოდ უარყო იგი, ასევე, უსაფუძვლოდ დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არადამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იყო საკმარისი ა--–-- დ-------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - პროკურორ ა----–არ წ--------ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტებს - მსჯავრდებულ ა--–-- დ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადოკატებს პ----ა ბ---–----ეს და გ---–ა თ---------ეს, რომლებმაც მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. პირველი ინსტანციის განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა--–-- დ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა დ----- ც-–--–--ემ განმარტა, რომ 2013 წლის 12 ივნისში მის მეგობართან რ---- თ------ესთან ერთად დილით ადრე ბათუმში ავტოსადგურის ტერიტორიიდან სანაპიროსთან გავლით გაემგზავრა ჯამეს მიმართულებით. ქუჩაში მოძრაობისას საბაგიროსთან ვიღაც უცნობმა დაუძახა ,,ეი ბიჭო მოდიაქო’’ და ორივენი თავისთან იხმო. ეს პირი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა იყო ა--–-- დ-------ე. ა--–-- დ-------ე გაეცნო, როგორც ა-----. ა--–-- დ-------ესთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იდგა. ა--–-- დ-------ემ გამოკითხა ვინაობები, მას აინტერესებდა ვინ იყო დ----- ც-–--–--ე და მისი მეგობარი რ---- თ------ე და საიდან იყვნენ. დ----- ც-–--–--ემ და რ---- თ------ემ ყველაფერზე უპასუხეს. დ----- ც-–--–--ეს ეჩქარებოდა, ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი იყო. ტელეფონი შენიშნა ა--–-- დ-------ემ და სთხოვა ეთხოვებინა ტელეფონი, დ----- ც-–--–--ემ უარი განუცხადა, უთხრა, რათ გინდა დამჯდარია ელემენტი არ გამოგადგებაო, თუმცა ა--–-- დ-------ემ კიდევ სთხოვა მათხოვე და დაგიბრუნებო, რის შემდეგაც დ----- ც-–--–--ემაც გადასცა მას ტელეფონი. ა--–-- დ-------ემ ტელეფონი დაათვალიერა და იმის მაგიერ, რომ უკან დაებრუნებინა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. იმავდროულად დ----- ც-–--–--ეს და რ---- თ------ეს საუბარი გაუბა ა--–-- დ-------ის გვერდით მდგომმა ი----- უ----–--ამ. საუბრის დროს ა--–-- დ-------ემ დატოვა იქ მყოფები და ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, რა დროსაც დ----- ც-–--–--ემ მოსთხოვა, რომ დაებრუნებინა მისი ტელეფონი, მაგრამ ა--–-- დ-------ემ უარი განუცხადა - რა ტელეფონის მთხოვ შენ ჩემთვის არაფერი გადმოგიციაო და პირიქით შეედავა ტყუილად ბრალდებებს რატომ მიყენებო.

 

მოწმის განმატებით, იმავდროულად ი----- უ----–--ამ ფეხსაცმელი მოსთხოვა რ---- თ------ეს, გაიხადე ეგ ფეხსაცმელი მე შენსას ჩავიცვამ შენ ჩემი ჩაიცვიო, რაც შეასრულა რ---- თ------ემ. ამის შემდეგაც ი----- უ----–--ამ თავში ხელი წამოარტყა დ----- ც-–--–--ეს და ამჯერად მოსთხოვა მაისური გაეხადა, რაც შეასრულა დ----- ც-–--–--ემ, მაისური გაიხადა და მიწაზე დადო. დ----- ც-–--–--ე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო სწორედ ამ დროს დაინახა პოლიციის ავტომანქანა გაიქცა მისკენ გააჩერა პოლიციის მუშაკი და მოუყვა ყველაფერი. პოლიციელებმა დ----- ც-–--–--ე, რ---- თ------ე, ა--–-- დ-------ე, ი----- უ----–--ა და სხვებიც ვინც იქ იყვნენ პოლიციის შენობაში მიიყვანეს. დ----- ც-–--–--ემ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო პირი, ვინც გამოართვა ტელეფონი. იქვე გაიგო, რომ ეს პირი იყო ა--–-- დ-------ე. დ----- ც-–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ტელეფონის ღირებულება შეადგენდა 80 (ოთხმოც) ლარს. ა--–-- დ-------ის მიერ წართმეული ტელეფონი დაუბრუნეს პოლიციელებმა.

 

მოწმე რ---- თ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2013 წლის ივნისში მის მეგობართან დ----- ც-–--–--ესთან ერთად დილით ადრე ბათუმში ავტოსადგურის ტერიტორიიდან სანაპიროსთან გავლით გაემგზავრა ჯამეს მიმართულებით. ქუჩაში მოძრაობისას საბაგიროსთან 5 პირი იდგა და მათგან ერთ- ერთმა უცნობმა დაუძახა ,,ეი ბიჭო მოდი აქო’’ და ორივენი თავისთან იხმო. ეს პირი, როგორც შემდგომ აღმოჩნდა იყო ა--–-- დ-------ე. ა--–-- დ-------ე გაეცნო, როგორც ა-----. ა--–-- დ-------ესთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იდგა. ა--–-- დ-------ემ გამოკითხა მათ ვინაობები, მას აინტერესებდა ვინ იყო დ----- ც-–--–--ე და მისი მეგობარი რ---- თ------ე და საიდან იყვნენ. დ----- ც-–--–--ემ და რ---- თ------ემ ყველა კითხვაზე უპასუხეს. დ----- ც-–--–--ეს ეჩქარებოდა ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა, მაგრამ ტელეფონი დამჯდარი იყო. ტელეფონი შენიშნა ა--–-- დ-------ემ და სთხოვა ეთხოვებინა ტელეფონი, დ----- ც-–--–--ემ უარი განუცხადა, უთხრა რათ გინდა დამჯდარია ელემენტი არ გამოგადგება. თუმცა ა--–-- დ-------ემ კიდევ სთხოვა მათხოვე და დაგიბრუნებ, რის შემდეგაც დ----- ც-–--–--ემაც გადასცა ტელეფონი. ა--–-- დ-------ემ ტელეფონი დაათვალიერე და იმის მაგიერ, რომ უკან დაებრუნებინა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. იმავდროულად დ----- ც-–--–--ეს და რ---- თ------ეს საუბარი გაუბა ა--–-- დ-------ის გვერდით მდგომმა ი----- უ----–--ამ. საუბრის დროს ა--–-- დ-------ემ დატოვა იქ მყოფები და ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, რა დროსაც დ----- ც-–--–--ემ მოსთხოვა მას რომ დაებრუნებინა თავისი ტელეფონი, მაგრამ ა--–-- დ-------ემ უარი განუცხადა, რა ტელეფონის მთხოვ შენ ჩემთვის არაფერი არ გადმოგიციაო. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში სთხოვდა დ----- ც-–--–--ე ა--–-- დ-------ეს ტელეფონის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. იმავდროულად ი----- უ----–--ამ ფეხსაცმელი მოსთხოვა რ---- თ------ეს, მოთხოვნა შეასრულა რ---- თ------ემ გაიხადა ფეხსაცმელი და გადასცა. ამის შემდეგ დ----- ც-–--–--ეს ამჯერად მაისური მოსთხოვეს და დ-----მაც გაიხადა. სწორედ ამ დროს დ----- ც-–--–--ემ პოლიციის მანქანა შენიშნა და მისკენ გაიქცა და თან იქ მყოფებს დაუძახა არ შეგარჩენთ ეხლავე პოლიციას მოვიყვანო. ა--–-- დ-------ეც და დანარჩენი პირებიც მაშინვე გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

მოწმე ვ------- მ–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ბაზარში, საიდანაც იცნობს ა--–-- დ-------ეს დახლოებით 7-8 წელია. 2013 წლის 12 ივლისს მას ა--–-- დ-------ემ უთხრა, რომ ფული სჭირდებოდა თან ქონდა დედის ტელეფონი და მიყიდდა. რადგან ვ------- მ–------ეს ტელეფონი სჭირდებოდა ა--–-- დ-------ისგან იყიდა ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი. რამდენიმე ხნის შემდეგ მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და სთხოვეს მისულიყო პოლიციაში. პოლიციაში მან გაიგო, რომ ტელეფონი, რომელიც ა--–-- დ-------ემ გადასცა, არ იყო ა--–-- დ-------ის დედის და რომ აღნიშნული ტელეფონი იყო მოპარული.

 

მოწმე კ---- კ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა--–-- დ-------ესთან ერთად სვამდა ლუდს ქუჩაში. ქუჩაში გაიარა ვიღაც ორმა პირმა, რომლებიც ქ---------–--ი აღმოჩნდნენ, ისინიც შეუერთდნენ ლუდის სმას და გააგრძელეს დალევა. მთელი ღამე სვამდნენ და დაათენდათ. გამთენიისას ქუჩაში გაიარა ორმა პირმა მათ ა--–-- დ-------ემ დაუძახა და მიიხმო. ქ---------–მა გამოკითხა ამ პირებს ვინაობები. ერთერთი, რომელიც გვარად ც-–--–--ე აღმოჩნდა, ამოიღო ტელეფონი და საათს დახედა. ტელეფონის სთხოვა ა--–-- დ-------ემ მაგრამ ამ პირმა არ მისცა უთხრა არ გამოგადგება ელემენტი განმუხტულია. მაგრამ ა--–--მა კიდევ სთხოვა, უთხრა მათხოვე და უკან დაგიბრუნებო და ც-–--–--ემაც ათხოვა ტელეფონი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ც-–--–--ემ ტელეფონი უკან მოსთხოვა ა--–-- დ-------ემ ტელეფონი აღარ დაუბრუნა. ამის შემდეგ ქ---------–ი შემობრუნდა და მეორე პირს თავზე ხელი შემოარტყა მოსთხოვა ფეხსაცმელი გაიხადეო, ხოლო იმ პირს ვისაც ა--–-- დ-------ემ ტელეფონი გამოართვა, გვარად ც-–--–--ეს მაისურის გახდა მოსთხოვა. ც-–--–--ემ გაიხადა მაისური დააგდო ძირს და ქუჩაში მოძრავი პოლიციისკენ მანქანისაკენ გაიქცა. მეორე დღეს ა--–-- დ-------ემ უთხრა კ---- კ----ეს, რომ ც-–--–--ეს ტელეფონი ბაზარში ქალს მიყიდა.

 

მოწმე ს----- მ---------ეს ჩვენებით ირკვევა, რომ იმყოფებოდა ბათუმში, იყო ნასვამი და დილით ადრე ქუჩაში გაიცნო პირები და მათთან ერთად დაიწყო დალევა. ამ პირებთან ერთად დაიწყო დალევა. იგი სიგარეტზე იყო გასული, როდესაც უკან დაბრუნდა, ა--–-- დ-------ე იქ არ იყო ტელეფონზე ლაპარაკობდა. იქვე დახვდათ ორი ბავშვი. ამ ბავშვიდან ერთ-ერთი ითხოვდა ტელეფონი დამიბრუნეთო. ვის სთხოვდა ტელეფონს არ იცის. ამ ბავშვიდან ერთ-ერთმა ფეხსაცმელი და მაისური გაიძრო და გაიქცა, რის შემდეგაც პოლიციის მუშაკებთან ერთად დაბრუნდა. პოლიციის დანახვაზე ყველა იქ მყოფი გაიქცა.

 

2013 წლის 13 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ვ------- მ–------ემ გამომძიებელს ი-----–- გ-------–--ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო მობილური ტელეფონის დათვალიერებაში, რა დროსაც ვ------- მ–------ემ განაცხადა, რომ ტელეფონი არის სწორედ ის, რომელიც მიყიდა ა--–-- დ-------ემ.

 

2013 წლის 13 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა დ----- ც-–--–--ემ ამოიცნო ხსენებული ტელეფონი და განმარტა, რომ ეს არის სწორედ ის ტელეფონი, რომელიც მოტყუებით გამოართვა ა--–-- დ-------ემ.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენლია, რომ მობილური ტელეფონის „NOKIA” საცალო-სარეალიზაციო საორიენტაციო ფასი, მისი ფაქტობრივი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (ექსპლუატაციაში) ნამყოფი შეადგენს- 80 (ოთხმოც) ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ----- ზ----ემ.

 

მსჯავრდებულმა ა--–-- დ-------ემ განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, დ----- ც-–--–--ისათვის ძალით ტელეფონი არ წაურთმევია, მისგან ითხოვა ტელეფონი, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო იმ მომენტში ვეღარ დაუბრუნა უკან, არც იცოდა სად ენახა ც-–--–--ე და ტელეფონი გაყიდა.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. დ-------ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე, რომ ა. დ-------ეს არ ჰქონია მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს; დაზარალებულ დ. ც-–--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 12 ივნისს დილის საათებში ქ. ბათუმში გ------–---–ის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,მ------–ას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე მან ნებაყოფლობით გადასცა მისი კუთვნილი ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი ა. დ-------ეს, თუმცა უკანვე როცა მოსთხოვა, აღარ დაუბრუნა და ა. დ-------ემ განუცხადა - ,,რა ტელეფონს მთხოვ, არაფერი გადმოგიციაო’’, რის შემდეგაც დასახმარებლად მიმართა პოლიციას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი მოწმე რ. თ------ის ჩვენებით.

 

მოწმეების ს. მ---------ის და ი. კ----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 12 ივნისს დილის საათებში ქ. ბათუმში გ------–---–ის ქუჩაზე რესტორან ,,მ------–ას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ც-–--–--ემ ნებაყოფლობით გადასცა მისი კუთვნილი ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი ა. დ-------ეს.

 

მოწმე ვ. მ–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან ა. დ-------ისაგან შეიძინა მობილური ტელეფონი 25 ლარად.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ა. დ-------ეს ამოძრავებდა დ. ც-–--–--ის კუთვნილი ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი მოტყუებით.

 

თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. მოცემულ შემთხვევაში ა. დ-------ემ მოატყუა დაზარალებული დ. ც-–--–--ე, სთხოვა ეთხოვებინა ტელეფონი და შეპირდა, რომ უკან დაუბრუნდებდა, თუმცა თავიდანვე განზრახული ჰქონდა რა ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, უკან აღარ დაუბრუნა იგი, უფრო მეტიც, ა. დ-------ემ დ. ც-–--–--ეს განუცხადა, რომ მისთვის მას არანაირი ტელეფონი არ გადაუცია და პირიქით, უთხრა, რომ იტყუებოდა.

 

ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ა. დ-------ის უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების თაობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ ეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა. დ-------ის ქმედების ძარცვით დაკვალიფიცირების თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ძარცვის ჩადენა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი სრულად გამორიცხავს საჩივრის მოსაზრებების საფუძვლიანობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ანუ ძარცვა მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამრიგად, ძარცვისთვის დამახასიათებელია მისი აშკარა ხასიათი. ძარცვის აშკარა ხასიათი კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თავლნათლივ, დამნაშავემ იცის, რომ დამსწრეთ გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.

ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, ამიტომც არის, რომ ძარცვისას დამნაშავე უფრო საშიშია, მას შინაგანად გაცნობიერებული აქვს, რომ თავისი მიზნის მისაღწევად და წინააღმდეგობის გადასალახად შეუძლია მიმართოს ძალადობას.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ დ. ც-–--–--ის ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისას აშკარა მოქმედებას, რომელიც აუცილებელი პირობაა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის, ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენით ა--–-- დ-------ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-270-ე მუხლებით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–არ წ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ა--–-- დ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების პ----ა ბ---–----ის და გ---–ა თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა--–-- დ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

ა--–-- დ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა--–-- დ-------ეს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 11 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2013 წლის 27 ივნისიდან 2013 წლის 03 ივლისის ჩათვლით.

 

ა--–-- დ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ა--–-- დ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ავთანდილ დ-------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - მდებარე ქ------------------–----------–--------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------) 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე