განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
050100118002641847
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002641847 (№1/ბ-758-2018 წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- ვ-–--------ის ძე ხ----–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ოზურგეთის რაიონი სოფელი კ--------ი;

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ---- ხ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის იანვრიდან, ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ განაწყენებული იმით, რომ დედა - თ-----ა ხ----–--ე უკრძალავდა ალკოჰოლური სასმელის მიღებას, სისტემატიყურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მას, რითაც თ-----ა ხ----–--ე განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2018 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 18 საათზე, მთვრალ მგდომარეობაში მყოფმა გ---- ხ----–--ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, განაწყენებულმა იმით, რომ დედა თ----- ხ----–--ე მასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ------ში და თითქოს მისი მიზეზით იგი დაშორდა მეუღლეს, იძალადა დედაზე - თ-----ა ხ----–--ეზე, კერძოდ დაუწყო მას გინება მშობლების მისამართით. აღნიშნული ქმედებით, კი თ-----ა ხ----–--ემ განიცადა სულიერი ტანჯვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ---- ხ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შ------ 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. მსჯავრდებულ გ---- ხ----–--ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 20 აგვისტომდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გ---- ხ----–--ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შ------ 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შ----ა ჩ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი, კერძოდ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---- ხ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

2018 წლის 15 აგვისტოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში 112-ის ოპერატორისაგან მიღებული შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დადგენილებით თ-----ა ხ----–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმებით, გ---- ხ----–--ის დაკავების ოქმით, გ---- ხ----–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ნ--ა ქ------ძის, ი-----–ი კ--------ძის, შ--ი თ---------ძის, გ------ი ღ---–--ის და ი-–-- ქ-------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ---- ხ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ---- ხ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----ა ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი გ---- ხ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ---- ხ----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შ------ 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. მსჯავრდებულ გ---- ხ----–--ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 16 აგვისტოდან 2018 წლის 20 აგვისტომდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გ---- ხ----–--ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შ------ 130 (ასოცდაათი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ გ---- ხ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გ---- ხ----–--ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ი----ე ხ----–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ოზურგეთი, წმ. გ------ის ქუჩა მე-3 შესახვევი N4, საკადასტრო კოდი - 2-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

"CD" დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე