განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
010100118002392418
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-34-2019 წელი

№010100118002392418

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

22 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატის – მ----- პ-----ის,მსჯავრდებულის – გ--- ტ----–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა გ--- ტ----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ--- ტ----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–------------–----------------------ში, მსჯავრდებულია ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენო-ბით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

გ--- ტ----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუებით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 8 ივლისს, გ--- ტ----–---–მა განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითობის გზით დაუფლებოდა შ.პ.ს. „მ-----ს“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. აღნიშნულ დროს გ--- ტ----–---–ი მუშაობდა ქ--–----------ის მუნიციპალიტეტის, ბ---------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, მ------–--------------–--------–--–ის პო-ზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1--- ლარს. იმ გარემოების გამოსა-რიცხად, რომ აღნიშნული ხელფასი არ იქნებოდა საკმარისი შ.პ.ს. „მ-----სთან“ საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ--- ტ----–---–მა, 2017 წლის 8 ივლისს, ქ. ბ------–----–--------------------ში განთავსებულ ავტოსალიზინგო კომპანია შ.პ.ს. „მ-----“-ს წარმომადგენლების მოტყუებისა და ნდობის მოსაპოვებლად, წარადგინა შ.პ.ს. „ს---------თან“ 2016 წლის 10 მარტით დათა-რიღებული №-- ყალბი ხელშეკრულება და 2017 წლის 08 ივლისით დათარიღებული შ.პ.ს. „ს---------ის“ მიერ გაცემული ყალბი სახელფასო ცნობა მასზედ, რომ ის თითქოსდა მუშა-ობდა შ.პ.ს. „ს---------ში“ და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2500 ლარს. ყალბი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, გ--- ტ----–---–მა, 2017 წლის 8 ივლისს, შ.პ.ს. „მ-----“-სთან გააფორმა ფინანსური ლიზინგის N--------------- ხელშეკრულება, რითაც შ.პ.ს. „მ-----მ“, გ--- ტ----–---–ისაგან 23500 ლარად შეიძინა და თავის სახელზე დაირეგის-ტრირა R-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „BMW“-ს მარკის ავტომანქანა. თანახმად ხელშეკრულებისა ლიზინგის თანხა განისაზღვრა 23970 ლარის ოდენობით, ყო-ველთვიურად 5%-იან სარგებელთან ერთად 1235,33 ლარის გადახდით, რაც 2023 წლის 08 ივლისამდე უნდა დაფარულიყო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შ.პ.ს. „მ-----მ“, გ--- ტ----–---–ს, როგორც ლიზინგის მიმღებს, აღნიშნული ავტომანქანა გადასცა ფლო-ბის, სარგებლობისა და მომავალში მისი გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ ამავე ხელშეკრუ-ლების 11.12 მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. „ მ-----ს“ სათანადო მინდობილობის გარეშე გ--- ტ----–---–ს ეკრძალებოდა ავტომანქანის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა.

2017 წლის 08 ივლისს, ფინანსური ლიზინგის N--------------- ხელშეკრულების შესაბა-მისად, შ.პ.ს. „მ-----მ“ „ს----------–-------ში“ გახსნილ გ--- ტ----–---–ის კუთვნილ №---------------------- ანგარიშზე 23500 ლარი ჩარიცხა. იმავე დღესვე, ზემოთ ხსენე-ბული თანხის ნაწილი – 10000 ლარი, გ--- ტ----–---–მა მიიღო ქ. ბ------–-------–---–-------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალში, ხოლო დარჩენილი 13 500 ლარი მიიღო ქ. ბ------–-------------–--------------ში მდებარე „ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალში. შ.პ.ს. „მ-----“-ს წარმომადგენლების მოტყუების, მათ მიმართ აღებუ-ლი ვალდებულების თავიდან არიდებისა და ხსენებული ფირმის დიდი ოდენობით თან-ხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების განზრახვით, მიუხე-დავად იმისა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით, გ--- ტ----–---–ი ვალდებული იყო შ.პ.ს. „მ-----“-სგან მიეღო ხსენებული სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ფარ-გლებს გარეთ გაყვანისათვის საჭირო მინდობილობა, 2017 წლის 8 ივლისს, ამ უკანასკნელ-მა შ.პ.ს. „მ-----ს“ მინდობილობისა და სათანადო ნებართვის გარეშე, ზემოთხსენებული სატრანსპორტო საშუალება „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაიყვანა თურ-ქეთის რესპუბლიკაში და საქართველოში უკან აღარ შემოუყვანია. ამ გზით გ--- ტ----–----–მა შ.პ.ს. „მ-----“-სგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხას – 23 500 ლარს თაღლითუ-რად დაეუფლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნ----- გ-------–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--- ტ----–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მსჯავრდებულს სრულად არ აუნაზღაუ-რებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და არც გააჩნია ამის სურვილი და მის-წრაფება, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა ზიანის ანაზღაურებისათვის. გ--- ტ----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველ-ყოფს სასჯელის მიზნების რეალიზაციას.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებლეს, პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც ითხოვს გ--- ტ----–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

– მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ----- პ------ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სა-მართლიანად და ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიუ-ლი კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ გ--- ტ----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, მზადაა ეტაპობრივად აანაზ-ღაუროს ზიანი, ასევე ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს - დანაშაულის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომსა, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლ-საწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსული ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სას-ჯელის მიზანს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ შე-ფარდებული სასჯელი – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) სრულად შეესაბამება ჩადენილი და-ნაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუ-არესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ--- ტ----–----–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყო-ფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ--- ტ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარ-გებლოდ.

მსჯავრდებულ გ--- ტ----–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ------- ც--------ის (პ/ნ 6----------) საკუთ-რებაში არსებულ დაყადაღებულ უძრავ ქონების, მდებარე ქ. ბ------–----------------------- (ზ----------------------------------------------–------------------------------------) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili