განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
050100118002606729
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002606729 (№1/ბ-74-2019 წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ ს----ძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ---–----ი ბ----ას ძე მ---------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ოზურგეთი, სოფელი ვ---------ი ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, სვანეთის უბანი, ლ---ს ქუჩა N9

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით რ---–----ი მ---------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 2350 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში გამავალ საავტომობილო გზაზე, რ---–----ი მ---------ემ, რომელიც მთვრალი მართავდა ,,მერსედეს ბენცი’’-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით N--------, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლის 33 პუნქტი 2-ის და მუხლი 33 პუნქტი 6-ის მოთხოვნები, რის გამოც ვერ დაიმორჩილა ავტომობილის საჭე და გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვენა მხარეს, რა დროსაც შეეჯახა ი-----–ი ჭ--–---–ის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთის რკინის კონსტრუქციის ღობეს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს მგზავრებმა: თ----ზ ს----–---–მა და გ------ი ა-------მა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით რ---–----ი მ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ-----ე ს--–-----ძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---–----ი მ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ფოტოილუსტრაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის სქემით, რ---–----ი მ---------ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თ----ზ ს----–---–ის მიმართ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გ------ი ა-------ის მიმართ, დადგენილებებით გ------ი ა-------ის და თ----ზ ს----–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულების: გ------ი ა-------ის და თ----ზ ს----–---–ის ჩვენებებით, მოწმეების: ი-----–ი ჭ--–---–ის, დ------------------------------------–---–------------------–---–----------–---------ის გამოკითხვის ოქმებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ რ---–----ი მ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ რ---–----ი მ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ-----ე ს--–-----ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი რ---–----ი მ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

რ---–----ი მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ რ---–----ი მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. რ---–----ი მ---------ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ე---------ე ს----ძის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვ---------ი შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: ს------------–-----------------------------------------------------------------------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

"მერსედეს ბენცის" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით N--------, რომელიც დგას ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N 19-ში, საჯარიმო მოედანზე, დაუბრუნდეს მის მფლობელს.

 

თ----ზ ს----–---–ის, რევაზ ს----–---–ის, გ------ი ა-------ის და რ---–----ი მ---------ის ტანსაცმელები, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს.

 

ავტომანქანიდან აღებული მიკრონაწილაკების და სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე