განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002558310 (№1/ბ-745-2018 წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– დ-----ის ძე დ---–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 1----------, მცხოვრები: სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფელი ხ---–-რი;
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ტ------– დ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 იანვრის განაჩენით ტ------– დ---–-–---–ი დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01 წელის ვადით საიდანაც (06 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 06 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით). ტ------– დ---–-–---–ი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, განსაკუთრებით კი პირობითი მსჯავრის მოხდიდან, 21.05.2018 წლიდან განსაკუთრებით აგრესიული გახდა მეუღლის მიმართ და თითქმის ყოველდღე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ი-----–და ზ----–-–-ილის მიმართ. 2018 წლის 11 ივნისსაც, დაახლოებით 1700 საათზე ტ------– დ---–-–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელ ხ---–-რში, კვლავ დაბრუნდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი და ისევ მიაყენა ი-----–და ზ----–-–-ილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის - დ------ან დ---–-–---–ის თანდასწრებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ტ------– დ---–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ----ამ მ--–-ძის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი, კერძოდ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ------– დ---–-–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი-----–და ზ----–-–-ილის მიერ მიცემული ჩვენებით; ტ------– დ---–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით; მოწმის სახით დაკითხული ვ-–-----ერ დ---–-–---–ის, ე-------------------------------------------------- ჩვენებებით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ------– დ---–-–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ტ------– დ---–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----ამ მ--–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრმბრის განაჩენი ტ------– დ---–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ტ------– დ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ტ------– დ---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ტ------– დ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, - 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე