განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სსაქმე №1/ბ-19-2018 წელი
№110100117002039058
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
18 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – კ---- ს-----ის, გ--- დ--------–--ის,ადვოკატის – თ----- ო-----------ის,მსჯავრდებულის – ბ----- ბ-–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ბ----- ბ-–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ბ----- ბ-–--ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული გ-----–----–-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ზ----------–--------------–-------------ში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ცნობილია უდანაშაულოდ და გამართლებულია საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდე-ბული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ბ----- ბ-–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების შესაბამისად ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალა-დობის გამოყენების მუქარით;
– განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, დანითა და ბასრი საგნით შეიარაღებული, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ----- ბ-–--ე, შევიდა ქ.ზ----------–--------–-----–--------------ში მდებარე სუპერმარკეტ „-----––-“, სადაც მოლარე-ოპერატორს, ი----- მ------–---–ს მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ამავდროულად, დანისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა მარკეტში მყოფ ლ------ კ--–-------ს, ა-- პ------–-–---–ს და ი----- მ------–---–ს. ი----- მ------–---–ის მიერ საგანგაშო ღილაკის საშუალებით გამოძა-ხებული იქნა დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შეაჩერეს ბ----- ბ-–--ე, ხოლო მოგვიანებით იგი დაკავებული იქნა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მუშა-კების მიერ.
ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბ----- ბ-–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კ---- ს-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბ----- ბ-–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბ----- ბ-–--ე თავს დაესხა დაზარალებულებს ქონების დაუფლების მიზნით, ასევე მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულების მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარას. დაზარალებუ-ლების ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ თავდაპირველად ბიძი-ნა ბ-–--ემ მათ მოსთხოვა გარკვეული პროდუქტების ნისიად გადაცემა, აღნიშნულზე უა-რის მიღების შემდეგ მოითხოვა ფულადი თანხის გადაცემა, ამავდროულად დაემუქრა სი-ცოცხლის მოსპობით თუ თანხას არ გადასცემდნენ. მუქარას თან ახლდა ბ----- ბ-–--ის მხრიდან დანისა და ბასრი საგნის დემონსტრირება, რაც დაზარალებულებმაც დაადას-ტურეს ჩვენებაში და აღნიშნული ასახულია მაღაზიის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერებში. მართალია მაღაზიაში პროდუქტები დახლებზე იყო განთავსებული და დამნაშავისათვის მარტივად ხელმისაწვდომი მაგრამ, ბ----- ბ-–--ის განზრახვას წარმოადგენდა არა პროდუქტების, არამედ ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სალარო, რომელშიც ინახებოდა ფულადი თანხა, მის თვალწინ გაა-ღო მოლარე ოპერატორმა, რადგან იმ მომენტისათვის ბ----- ბ-–--ე სალარო აპარატთან ახლოს არ იმყოფებოდა და მოლარე ოპერატორმა ი----- მ------–---–მა, ა-- პირველაშ-ვილისათვის ხურდის დაბრუნების შემდეგ მაშინვე გასაღებით ჩაკეტა სალარო აპარატი. ი----- მ------–---–მა საგანგაშო ღილაკის გამოყენებით გამოიძახა დაცვის პოლიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ბ----- ბ-–--ეს ფულადი თანხის დაუფლების შესაძლებ-ლობა არ ჰქონდა, ხოლო სხვა ნივთების დაუფლება მის მიზანს არ წარმოადგენა.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ბ----- ბ-–--ის ინტერე-სების დამცველმა ადვოკატმა თ----- ო-----------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეას სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, კ---- ს-----ეს, რომელიც ითხოვს ბ----- ბ-–--ის დამნაშავედ ცნობას საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
– მსჯავრდებულ ბ----- ბ-–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს თ----- ო------------ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ ი----- მ------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობდა ქ. ზ----------–--------–-----–-------------ში მდებარე სუპერმარკეტ „-----––-“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 2017 წლის 26 მარტს, ის და კონსულტანტი ლ------ კ--–-------ი იმყოფებოდნენ მაღაზიაში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებთ 16:00 საათზე, მაღაზიაში შევიდა ბ----- ბ-–--ე, რომელმაც მოითხოვა ე.წ. „ნისიად“ მიე-ცათ სიგარეტი და ლუდი. როდესაც უარი უთხრეს, გაბრაზდა და მოითხოვა დაეძახათ უფროსისთვის. ამ დროს, მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად შევიდა ამავე მაღაზიის თანამშრომელი ა-- პ------–-–---–ი, რომელმაც, ასევე უთხრა ბ----- ბ-–--ეს, რომ „ნისი-ად“ არ გაიცემოდა პროდუქტები. როდესაც „ნისიად“ პროდუქციის გაცემაზე უარი უთხ-რეს, სალაროსთან მივიდა და მოითხოვა ფული, თან ხელში ეკავა დანა და რაღაც საგანი. დარბოდა მაღაზიაში და იძახდა „რას ქვია არ მაძლევთო“, იწევდა სასმელების მაცივრის-კენ და ასევე სალაროსკენ, რაზეც მას ძალიან შეეშინდა. ასევე, ა-- პ------–-–---–იც იდგა სალაროსთან, რომელმაც მოუწოდა დაწყნარებულიყო და მოემსახურებოდნენ. ბ----- კი იძახდა, დროზე მიეცათ მისთვის ფული, თორემ ისე არ გავიდოდა მაღაზიიდან. მოწმის განმარტებით, რაიმე წინააღმდეგობა ბ----- ბ-–--ისათვის არ გაუწევიათ, რადგან იცნობ-დნენ მას. ა-- პ------–-–---–მა ანიშნა გამოეძახებინათ დაცვა, რადგან ისე ვერ მოიშორებ-დნენ ბ----- ბ-–--ეს. მართლაც, ი----- მ------–---–მა საგანგაშო ღილაკის მეშვეობით გა-მოიძახა დაცვის პოლიცია და როცა მიხვდა ბ----- ბ-–--ე, რომ დაცვა იყო გამოძახებული, უფრო გაღიზიანდა, დაემუქრა მათ ყელის გამოჭრითა და თავის მოჭრით, ეუბნებოდა რომ არ აპატიებდა მათ მსგავს საქციელს და გავარდა მაღაზიიდან. ი----- მ------–---–ის გან-მარტებით, სიგარეტები სალაროსთან იყო განთავსებული, მაგრამ ბ----- ბ-–--ეს მისთვის ხელი არ უხლია, არც დახლებიდან უცდია რაიმეს აღება, ისე დატოვა მაღაზია. გარეთ გას-ვლის შემდეგ ესროლა მათ ნაგვის ურნა და რაღაცეები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულ ა-- პ------–-–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობდა ქ.ზ----------–--------–-----–-------------ში მდებარე სუპერმარკეტ „-----––-“ ადმინის-ტრატორის პოზიციაზე. 2017 წლის 26 მარტს ისვენებდა. დაახლოებით 16:00 საათზე, მივიდა მაღაზიაში, სადაც მას დახვდა ბ----- ბ-–--ე. როდესაც სალაროსთან მივიდა და ყიდულობდა პროდუქტს, იქ იდგა ბ-----ც, რომელსაც ხელში ეკავა იარაღი და რაღაც ბრტყელი საგანი. „ნისიად“ უნდოდა რაღაცეები. მან ბ----- ბ-–--ეს უთხრა დალოდებო-და მოლარეს და მასაც მოემსახურებოდნენ, რაზეც გახდა აგრესიული. დანით ემუქრე-ბოდა მათ, რომ თავებს დააჭრიდათ, არ აპატიებდათ. „ნისიად“ პროდუქციის გაცემაზე რომ უარი უთხრეს, მუქარით მოითხოვა ფული. მუქარა მიმართული იყო ა-- პირველაშ-ვილისა და ი----- მ------–---–ის მიმართ. ი----- მ------–---–მა საგანგაშო ღილაკის საშუალებით გამოიძახა დაცვის პოლიცია, რაც სავარაუდოდ დაინახა ბ----- ბ-–--ემ. ამ დროს, ასევე, მაღაზიაში იმყოფებოდა ლ------ კ--–-------ი, რომელიც იხედებოდა ფანჯა-რაში. მასაც დაემუქრა ბ----- ბ-–--ე, რომ გახედვას არ აპატიებდა და გავარდა მაღაზი-იდან. ხუთ წუთში მივიდა დაცვის პოლიციაც, რა დროსაც ბ----- ბ-–--ე უკვე იმყოფე-ბოდა გარეთ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულ ლ------ კ--–-------მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობდა ქ. ზ----------–--------–-----–-------------ში მდებარე სუპერმარკეტ „-----––-“ კონსულტან-ტის პოზიციაზე. 2017 წლის 26 მარტს იმყოფებოდა სამსახურში მოლარე-ოპერატორ ირი-ნე მ------–---–თან ერთად. მაღაზიაში შევიდა ბ----- ბ-–--ე და მოითხოვა ე.წ. „ნისიად“ სიგარეტი, ლუდი და თხილი. მას უარი უთხრეს „ნისიად“ პროდუქტის მიცემაზე, რადგან არ ჰქონდათ უფლება. ამაზე გაღიზიანდა ბ----- ბ-–--ე, მივიდა სალაროსთან, სადაც იყო ი----- მ------–---–ი და იმუქრებოდა. სალაროსთან, ასევე მივიდა მათი თანამშრომელი ა-- პ------–-–---–ი. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო „ნისიაზე“, ბ----- ბ-–--ემ მოითხოვა ფული. ფულიც რომ არ მისცეს დაიწყო მუქარა. სამივეს ემუქრებოდა რომ ყელს გამოჭრი-და მათ და ანანებდა უარის თქმას. ხელში ეკავა დანა და რაღაც მეტალი. ისინი ძალიან შეშინდნენ და ი----- მ------–---–მა გამოიძახა დაცვის პოლიცია ღილაკის საშუალებით. ამის შემდეგ უფრო გაღიზიანდა ბ----- ბ-–--ე. ლ------ კ--–-------მა გაიხედა ფანჯარაში პოლიციის მოლოდინით, რაზეც ასევე გაბრაზდა ბ----- და დაემუქრა ლ------ კ--–-------ს, რომ ამ გახედვას არ აპატიებდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ჯ---–- ჭ---–-----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ იგი მუშაობდა ქ.ზესტა-ფონში, ა----–-----–-- ქუჩა №19-ში მდებარე სუპერმარკეტ „-----––-“ მენეჯერის პოზი-ციაზე. 2017 წლის 26 მარტს ისვენებდა და არ იმყოფებოდა სამსახურში. მაღაზიაში იმყოფებოდნენ მოლარე-ოპერატორი ი----- მ------–---–ი და კონსულტანტი ლ------ კ--–-------ი. როგორც თანამშრომლებისგან გაიგო, 26 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, მაღაზიაში შესულა ბ----- ბ-–--ე და ე.წ. „ნისიად“ მოუთხოვია სასმელი და სურსათი. უარი რომ უთქვამთ, დანის გამოყენებით დამუქრებია მათ ყელის გამოჭრით და ფული მოუთხოვია. მოლარეს ღილაკის მეშვეობით გამოუძახებია დაცვა და ამის დანახვაზე და-ნით გაწეულა მოლარისკენ ფულის მოთხოვნით. იქ მყოფებს ყველას ემუქრებოდა მოკვ-ლით და დაახლოებით 15 წუთში დაუტოვებია მაღაზია, ისე რომ რაიმეს აღება და წაღება მაღაზიიდან არ უცდია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმეებმა ი-----–- ხ------–--ემ და ზ----- შ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხა-დეს, რომ მუშაობენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთი-გურიის სამმართვე-ლოს, ზესტაფონის დაცვის პოლიციის განყოფილებაში, ინსპექტორების თა--მდებობ-ებზე. 2017 წლის 26 მარტს, იმყოფებოდნენ მორიგეებად ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ქ.ზ----------–--------–-----–-------------ში მათი დაცვის ობიექტიდან, მაღაზია ,------–------ იყო გამოძახება. 2-3 წუთში მივიდნენ სუპერმარკეტ ,------–-----, სადაც დახვდათ ბ----- ბ-–--ე. მაღაზიის წინ გადაბრუნებული იყო ნაგვის ურნა და სკამი. ი-----–- ხ------–--ე შევიდა მაღაზიაში, სადაც, მაღაზიის თანამშრომ-ლებმა მიუთითეს გარეთ მყოფ ბ----- ბ-–--ეზე და უთხრეს, რომ აღნიშნულმა პირმა განახორციელა მათზე ყაჩაღური თავდასხმა. ი-----–- ხ------–--ემ და ზ----- შათირი-შვილმა შეაჩერეს ბ----- ბ-–--ე და შეატყობინეს მომხდარი ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოს. მალევე ადგილზე გამოცხადდნენ სამმართველოს თანამშრომლები, რომ-ლებმაც დააკავეს ბ----- ბ-–--ე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად, ბ----- ბ-–--ის შარვლის წინა ჯიბიდან ამოიღეს დანა, ხოლო უკანა ჯიბიდან საფულე, მასში მოთავსებული პირადი დოკუმენტებით. ბ----- ბ-–--ეს მათთვის რაიმე წინააღმ-დეგობა არ გაუწევია, რომ უთხრეს გაჩერებულიყო, გაჩერდა. თუმცა იგი იყო ნასვამი და აღელვებული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ--–------ მ-------–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთი-გურიის სამმართველოს, ზესტაფონის დაცვის პო-ლიციის განყოფილებაში, უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 მარტს, იმყოფებოდა სამსახურში, რადგან იყო მორიგე. მას ტელეფონით დაუკავშირდა დაცვის პოლიციის თანამშრომელი ი-----–- ხ------–--ე და შეატყობინა, რომ მცდელობა იყო მაღაზიის დაყაჩაღების, რაზეც შეჩერებული ჰყავდათ ვინმე ბ----- ბ-–--ე და ეცნობინე-ბია პოლიციისათვის მომხდარი დანაშაულის შესახებ. იგი გადავიდა მაშინვე ზესტაფო-ნის შს რაიონულ სამმართველოში და აღნიშნული შეატყობინა მორიგეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ა-–---------- წ----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 მარტს, იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელთან ერთად გავიდა ქ.ზ----------ში, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „-----–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, სა-დაც დახვდათ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც შეჩერებული ჰყავდათ ბ----- ბ-–--ე. გამომძიებლის მიერ ბ----- ბ-–--ეს განემარტა საპროცესო კანონმდებ-ლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და ა-–---------- წ----ემ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად, ბ----- ბ-–--ის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ხის-ტარიანი დასაკეცი დანა, ხოლო უკანა ჯიბიდან საფულე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- პ------–-–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ იგი მუშაობს ზესტაფო-ნის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებო-ბაზე. 2017 წლის 26 მარტს, მან ბ----- ბ-–--ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაა-ტარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ლ-–- პ------–-–---–ის მიერ დადასტურე-ბული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ------ გ--–-–---–-ა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 26 მარტს, მან, როგორც ექსპერტმა მონაწილეობა მიიღო ქ.ზ----------ში, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სუპარმარკეტ „-----–--- შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ შემ-თხვევის ადგილის დათვალიერებაში. დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიე-რების ოქმში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ მის მიერ იქნა დასურათებული შემთხვევის ადგილი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ-----–---- ნ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ იგი მუშაობს ზესტაფო-ნის შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 მარტს, მან მონაწილეობა მიიღო ქ.ზ----------ში, ა----–-----–-- ქუჩაზე მდე-ბარე სუპერმარკეტ „-----–--- შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიე-რების ოქმში მითითებული გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ------ შ------–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ იგი მუშაობს ზესტაფო-ნის შს რაიონულ სამმართველოში დეტექტივ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 მარტს, ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძ-ველზე დაიწყო გამოძიება ქ.ზ----------ში, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „-----–--- თანამშრომლებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. შეტყობინება შეიცავდა ინფორმაციას, რომ დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ბ----- ბ-–--ეს. სამმართველოს თანამ-შრომლები გამოცხადდნენ გამოძახების ადგილზე, სადაც დაცვის პოლიციას შეჩერებული ჰყავდა ბ----- ბ-–--ე. თ------ შ------–--ის მიერ ბ----- ბ-–--ეს განემარტა, რომ დაკა-ვებული იყო საქართველოს სსკ 179-ე მუხლის საფუძველზე და განემარტა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად, ბ----- ბ-–--ის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ხისტარიანი დასაკეცი დანა, ხოლო უკანა ჯიბიდან საფულე, რომელშიც მოთავსე-ბული იყო პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პლასტიკური ბარათი და მამაკაცის სურათი. აღნიშნული ნივთები დაილუქა, ოქმზე ხელის მოწერაზე კი ბ----- ბ-–--ემ განაცხადა უარი გაურკვეველი მიზეზების გამო. იგი გადაყვანილი იქნა სამმართველოში და იმავე დღეს ჩაუტარდა ნარკოლოგიური და ალკოჰოლური თრობის შემოწმების შესა-ხებ ექსპერტიზა. 2017 წლის 27 მარტს, ბ----- ბ-–--ეს წარედგინა ბრალდება საქართვე-ლოს სსკ 179-ე მუხლით. გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ დაკითხული იქნა დაზარალებულები, მაღაზიის თანამშრომლები, დანიშნული იქნა ექსპერტიზები და საბოლოოდ დაზუსტებული ბრალდება ბ.ბ-–--ეს წარედგინა 2017 წლის 2 მაისს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ბ----- ბ-–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იგი იყო სუპერ-მარკეტ „-----–--- ხშირი კლიენტი. 2017 წლის 26 მარტს, მივიდა მაღაზიაში და შემდგომი გადახდის პირობით თხოვა კონსულტანტ ლ------ კ--–-------ს რძე და ნაბეღლავი, რაზეც მან უარი უთხრა უხეშად. აღნიშნულზე მოითხოვა უფროსთან შეხვედრა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. იგი გაღიზიანდა და გამოვიდა მაღაზიიდან, სადაც გადააბრუნა ნაგვის ურნა. მას არ სურდა ქონების მართლსაწინააღმდეგო გზით დაუფლება, მეორე დღესვე მიუტან-და მათ ფულს, რადგან ელოდებოდა დევნილობის თანხის დარიცხვას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2017 წლის 26 მარტის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრე-კის ოქმის თანახმად, 2017 წლის 26 მარტს, 16:15 საათზე, ქ.ზ----------–--------–-----–-------------ში მდებარე სუპერმარკეტ „-----–--- წინამდებარე ტერიტორიაზე, ფაქტობრი-ვად დაკავებული იქნა ბ----- ბ-–--ე. მას ადგილზევე, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა-–---------- წ----ის მიერ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ბ----- ბ-–--ის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ხისტარიანი დასაკეცი ტიპის დანა, დაკეცილ მდგომარეობაში, ხოლო შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ბ----- ბ-–--ის სახელზე გაცემული პირადობის, დევნილის, ვეტერანის და მართვის მოწ-მობები, ლ-------- ბანკის პლასტიკური ბარათი და მამაკაცის ფოტოსურათი.
საქმეში არსებული, 2017 წლის 26 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზ----------–--------–-----–-------------ში და წარმოადგენს შპს „-----–--- მარკეტს და მის მიმდებარე ტერიტორიას. მარკეტის შესასვლელის პირდაპირ არის ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ფეხით სასიარულო ბილიკი, სადაც ბეტონის საფეხურების პირდაპირ ფილებზე დევს ლითონის რკალი და საკანცელარიო დანის ორი ნატეხი, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა. მარკეტის პირდაპირ დასავლეთის მხარეს არის მგზავრთა მოსაცდელი, რომლის რკინაბეტონის „სკამეიკა“ არის გადაბრუნებული. ჯ---–- ჭ---–-----ის განმარტებით, „სკამეიკა“ ხელით გადააბრუნა ბოროტმოქმედმა ბ----- ბ-–--ემ მეტსახელად „გ------“, როდესაც იგი გავიდა მარკეტიდან. მარკეტის გარეთა მხარეს ორივე კუთხეში დამაგრებულია გარე სათვალთვა-ლო ვიდეოკამერები. მარკეტში შევდივართ ბეტონის კიბის საშუალებით. შესასვლელი-დან ჩრდილოეთის მხარეს არის განთავსებული მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდა, სადაც დადგმულია კომპიუტერის მონიტორი. ასევე, სალარო აპარატი, რომელსაც აქვს ფულის კუპიურების ჩასალაგებელი უჯრა, რომელიც იღება გასაღებით. მოლარე ოპერა-ტორის სავარძლის ჩრდილოეთის მხარეს მაგიდის ზედაპირის გვერდულზე დამაგრე-ბულია დაცვის პოლიციის გამოსაძახებელი ღილაკი. მარკეტის ტერიტორიაზე ჭერის სხვადასხვა ადგილებში განთავსებულია 13 ცალი შიდა სათვალთვალო ვიდეოკამერა.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს მიერ ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნის თანახმად, ბ----- ბ-–--ეს, 2017 წლის 26 მარტს ჩაუტარდა სამედი-ცინო შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე. შემოწმება დაიწყო 22:13 საათზე და ლაბორა-ტორიული გამოკვლევის დასკვნით მას დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სა-ხით დაკითხულმა ექსპერტმა ელენე ჟღენტმა.
საქმეში არსებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-ლისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2017 წლის 12 აპრილს გაცემული N---–- დასკვნის თანახმად, ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი დასაკეცი ტურისტული ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლე-ტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაა-დასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შალი-კიანმა.
საქმეში არსებული, ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს მიერ გაცემული სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლო-გიური ექსპერტიზის 2017 წლის 19 ივლისის N--------- დასკვნის თანახმად, ბ----- ბ-–--ე დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, ბ----- ბ-–--ე დაავადებული იყო არა-ფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით და მას შეეძლო გაეცნობიერებია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმ-დეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ბ----- ბ-–--ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვე-ნება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო დ სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსი-ქიკური მდგომარეობით, ბ----- ბ-–--ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღე-ბის უნარი. ბ----- ბ-–--ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ----- ბ-–--ე არა-ნებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ჟ----–---–----ა. მანვე აღნიშნა, რომ ბ----- ბ-–--ეს აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა. ეს აშლილობა გამოიხატება იმპულსურობაში, ადვილად აღგზნებადობაში. ახასიათებს აგრესიულობა და კონფლიქ-ტურობა. ამ დროს ადამიანი შეიძლება ადვილად გამოვიდეს მდგომარეობიდან და გამოიჩინოს აგრესია სხვების მიმართ.
საქმეში არსებული, 2017 წლის 30 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის განჩინე-ბის საფუძველზე, ქ.ზ----------–--------–-----–-------------ში მდებარე შპს „-----–------ გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 26 მარტის 15:30 საათიდან, 2017 წლის 26 მარტის 16:15 საათამდე პერიოდში კამერების ჩანაწერები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სუპერმარკეტ „-----–--- შიდა და გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერე-ბით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 მარტს, 16:05:50 საათზე ქ.ზ----------ში, აღმაშე-ნებლის ქუჩა N19-ში მდებარე სუპერმარკეტ ,------––-- შედის ბ----- ბ-–--ე, მასთან ერ-თად მაღაზიაში შედის ამავე სუპერმარკეტის თანამშრომელი ა-- პ------–-–---–ი. ბ----- ბ-–--ე დგას შესასვლელში არსებულ დახლებთან და შორიდან ესაუბრება სალაროსთან მყოფ თანამშრომელს. ბ----- ბ-–--ეს, მაღაზიაში შესვლისას, მარცხენა ხელში უჭირავს დანა, გაშლილ მდგომარეობაში, ხოლო მარჯვენა ხელში, რაღაც საგანი და მათ უსვამს ერთმანეთს. მაღაზიის თანამშრომლები, მაღაზიაში გადაადგილდებიან თავისუფლად, მოლარე ოპერატორი ი----- მ------–---–ი გაუვლის წინ ბ----- ბ-–--ეს და ხურავს მაღაზიის შესასვლელ კარებს, რომელიც იყო ღია მდგომარეობაში. ამის შემდეგ, მოლარე ჯდება სალაროსთან და სალაროსთან მიდის მაღაზიის ადმინისტრატორი ა-- პირველაშ-ვილი. ბ----- ბ-–--ე ინაცვლებს სალაროს მიმდებარედ, კვლავ განაგრძობს ხელში არსე-ბული საგნების ერთმანეთზე შეხებას და თან ესაუბრება მაღაზიის თანამშრომლებს. ბიძი-ნა ბ-–--ე საუბრობს ორივე ხელის, მათ შორის იმ ხელის მოძრაობით, რომელშიც უჭირავს დანა. ა-- პ------–-–---–ი სალაროში იხდის შეძენილი პროდუქტების საფასურს, რა დროსაც, მოლარე ი----- მ------–---–ი აღებს სალაროს ათი წამის განმავლობაში, სადაც მოთავსებულია ქაღალდის ფულის კუპიურები და ხურდას უბრუნებს ა-- პირველაშ-ვილს. ამ დროს ბ----- ბ-–--ე დგას სალაროსთან, მაგრამ არ ჩანს, რომ იგი ცდილობს დაეუფლოს ფულს ღია სალაროდან. ი----- მ------–---–ი კეტავს სალაროს და საუბარს განაგრძობს ა-- პ------–-–---–თან. ამავდროულად, სავარაუდოდ ღილაკის მეშვეობით იძახებს დაცვის პოლიციას. ბ----- ბ-–--ე, თითს იქნევს მაღაზიაში რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგომი ლ------ კ--–-------ის მიმართ, შემდეგ მიდის მაღაზიიდან გასასვლე-ლი კარების მიმართულებით და იქ დგება რამდენიმე წამის განმავლობაში. ი----- მ------–---–ი კვლავ დგება, გამოდის სალაროდან, გვერდით, ძალიან ახლო მანძილზე ჩაუვლის ბ----- ბ-–--ეს, ისე, რომ არ ეტყობა რაიმე შიში და დაძაბულობა და დგება დახ-ლებს შორის, საიდანაც ესაუბრება ბ----- ბ-–--ეს. 16:11:40 საათზე, ბ----- ბ-–--ე ტოვებს მაღაზიას ისე, რომ იგი არ ეუფლება არც ფულად თანხას და არც რაიმე სახის პროდუქტს. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, იგი მაღაზიის წინ არსებულ ნაგვის ურნას ისვრის ქუჩაში, რის დანახვაზეც მაღაზიის თანამშრომლები იწყებენ სირბილს მაღაზიაში. შემდეგ ბ----- ბ-–--ე მიდის და აბრუნებს მოსაცდელზე არსებულ ბეტონის სკამს. 16:12:40 საათზე მაღაზიას უახლოვდება დაცვის პოლიციის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის ორი დაცვის პოლიციის თანამშრომელი. აქედან ერთი თანამშრომელი შედის მაღაზიაში, ხოლო მეო-რეს უახლოვდება ბ----- ბ-–--ე და ჩერდება.
გააანალიზა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ ბ----- ბ-–--ის (ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში) ბრალის მადასტურებლად წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები:
– დაზარალებულების ი----- მ------–---–ის, ა-- პ------–-–---–ის, ლ------ კ--–-------ის ჩვენებები;
– პოლიციის თანამშრომლების ი-----–- ხ------–--ის, ზ----- ხ-------–---–ის, ვ--–------ მ-------–--ის, ა-–---------- წ----ის, ლ-–- პ------–-–---–ის ჩვენებები;
– მოწმეების ზ------ გ--–-–---–ის, ნ-----–---- ნ--------ის ჩვენებები;
– ბ----- ბ-–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.
– შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი;
– სუპკერმარკეტ „-----–--- შიდა და გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ამ მტკიცებულებებს შორის ძირითადი და უმთავრესია დაზარალებულების ი----- მ------–---–ის, ა-- პ------–-–---–ის, ლ------ კ--–-------ის ჩვენებები და სუპერმარკეტ „-----–--- შიდა და გარე პერიმეტრების სამე-თვალყურეო კამერების ჩანაწერები, რადგან სწორედ ამ მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე შეუძლია სასამართლოს იმსჯელოს სუპერმარკეტ „-----––-“ ბ----- ბ-–--ის შესვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და ბ----- ბ-–--ის ქმედების კვალიფიკა-ციაზე.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველნი და აღწერენ იმ მოვლენებს, თუ როგორ და სად მოხდა ბ----- ბ-–--ის დაკავება და პირადი ჩხრეკა.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განა-ჩენის დასკვნას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებები ეწი-ნაღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ სუპერმარკეტ „-----–--- შიდა და გარე სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერებს.
დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ ბ----- ბ-–--ემ ნისიად მოი-თხოვა სასმელი და სიგარეტი, უარის მიღების შემდეგ – ფული. ამაზეც რომ უარი მიიღო, დაიწყო მათ მიმართ მუქარა. ემუქრებოდა ყელის გამოჭრითა და თავების მოჭრით, ეუბ-ნებროდა, რომ ანანებდა ამ ქცევას და არ აპატიებდა. ძალიან შეეშინდათ მისი მუქარის და განერვიულდნენ. ბ----- ბ-–--ე დარბოდა დახლებს შორის და იწევდა სალაროსკენ და სასმელების მაცივრებისკენ.
სუპერმარკეტ „-----–--- სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებით კი არ დასტურდება დაზარალებულების მიერ ჩვენებებში აღწერილი გარემოებები (აღნიშნული ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის მიერაც, მტკიცებულებების შესწვალის პროცესში).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დანაშაულადაა მიჩნეული ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთლობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
ბრალდება ბ----- ბ-–--ეს ედავება, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა – თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივითის მართლსაწინააღმდეგო მისაკურების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯან-მრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციით, ბ----- ბ-–--ის ქმედება ობიექტური მხრივ გამოიხატა სხვისი მოძრავი ნივითის დასაუფლებლად თავდასხმაში, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა.
პირველ რიგში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რა-საც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა უეცარი და მოულოდნელია, თავდასხმის ფაქტი კარგად არის გაცნობიერებული დაზა-რალებულის მიერ.
ამდენად თავდასხმა და მის შედეგად განხორციელებული ძალადობა (ან ძალადობის მუ-ქარა) ყაჩაღობის შემადგენლობის ორი განუყოფელი ერთიანობაა და თუ თავდასხმას არ ახლავს ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქა-რა იგი კარგავს სისხლისსამართლებრივ მნიშვნელობას.
ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვ-ლენის ფორმას არ აქვს მნიშვნელობა და იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით თუ სხვა მოქმედებით, თუმცა მთავარია, რომ დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მუქარა იქნება რეალიზებული, თუ იგი არ დააკმაყოფილებს ქონების გადაცემის მოთხოვნას. დამნაშავის მხრიდან განხორციელებული მუქარის მიზანი სწო-რედ ისაა, რომ დათრგუნოს დაზარალებულის ნება.
კონკრეტულ შემთხვევაში, მაღაზია „-----–--- შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერე-ბის დათვალიერებით არ დასტურდება ბ----- ბ-–--ის ქმედებაში ყაჩაღობისათვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ როგორც ბ----- ბ-–--ე, ასევე დაზარალებუ-ლები განმარტავნ, რომ ბ----- ბ-–--ე ითხოვდა ნისიად, შემდგომში გადახდის პირობით გადაეცათ მისთვის პროდუქტები.
ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ბ----- ბ-–--ე გადაადგილდება მაღაზიაში და მას ხელი მიუწვდება დახლ-მაცივრებში (რომლებსაც კარის გაღებაც კი არ სჭირდება) განთვსებულ პროდუქტებზე, რადგან მის სიახლოვეს მაღაზიის არცერთი თანამშრომელი არ იმყოფება. თუმცა ბ----- ბ-–--ეს ასეთი რამ არ უცდია. ბ----- ბ-–--ეს არც თანხის დაუფლება უც-დია, როდესაც მოლარემ სალაროს უჯრა გააღო მყიდველისათვის თანხის დაბრუნების მიზნით. უჯრაში კარგად ჩანს უჯრის სხვადასხვა განყოფილებაში ჩალაგებული ფულის კუპიურები.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბ----- ბ-–--ე დაზარალებულების ჩვენების მიხედვით ემუქრებოდა მათ ყელის გამოჭრით და ეუბნებოდა, რომ ანანებდა, რამაც ისინი ძალიან შეაშინა, არც აღნიშნული დასტურდება ვიდეოკამერის ჩანაწერით. ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ მაღაზიაში სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა. მოლარე ოპერატორი ემსახურება მაღაზიაში შესულ მყიდველს და მაღაზიის გამყიდველებიც ისე თავისუფლად გადაად-გილდებიან, რომ არაფერი მიანიშნებს მათზე განხორციელებული თავდასხმისა და ამ თავდასხმის პროცესში, მათი მისამართით, ბ----- ბ-–--ის მუქარით გამოწვეული შიშის განცდაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თა-ნახმად კი მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურ-დება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განა-ჩენის დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცე-ბულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--ე სხვადასხვა პროდუქტებისა და თანხის დაუფლების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთე-ლობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა სუპერმარკეტ „-----–--- თანამ-შრომლებს. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი ბ----- ბ-–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ბ----- ბ-–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სას-ამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ----- ბ-–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ბ----- ბ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რომლის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 26 მარტიდან;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები – ბ----- ბ-–--ის დაკავებისას ჩატარებული პი-რადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ხისტარიანი, დასაკეცი ტიპის დანა, სამარკო ნიშნით „martins“ და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ლითონის რკალი და საკანცელარიო დანის ორი ნატეხი, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამ-მართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბ----- ბ-–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყავისფერი ტყავის საფულე, სამარკო ნიშ-ნით „CITYSTORY“, რომელშიც მოთავსებულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა №---------, გაცემული ბ----- ბ-–--ის სახელზე, იძულებით გადაადგილე-ბული პირის - დევნილის მოწმობა, გაცემული ბ----- ბ-–--ის სახელზე, ვეტერანის მოწმობა, გაცემული ბ----- ბ-–--ის სახელზე, მართვის მოწმობა N----------- გაცემული ბ----- ბ-–--ის სახელზე, „ლ-------- ბანკის“ ვიზა-პლასტიკური ბარათი, გაცემული ბი-ძინა ბ-–--ის სახელზე და მამაკაცის პატარა ზომის ფოტოსურათი, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ----- ბ-–--ეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე და სუპერმარკეტ „-----–--- ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერები DVD დის-კზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe