განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
330310017002072568
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002072568

საქმე №3ბ/1673-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

05 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - თამარ ონიანი, გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შ-- „ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენელი - მ-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - თ----- ბ--------

 

მესამე პირი - შ-- „დ-----ე“

წარმომადგენელი - თ------- ჭ----------–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

2.2. შ-- „დ-----ეს“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შ-- „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

შ-- „დ-----ე“ მისამართზე - თ---–---, ჯ--------ს ქ. შ------ 1---- ნაკვეთი №--–- რეგისტრირებულია შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

 

შ-- „დ-----ე“ (დ----------------ძე) 2--- წლის 0- ა-----–- ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ და აცნობა ჯ--------ს ქუჩა (ტ----------- წინ) არსებული სასმელი წყლის მილის დაზიანების თაობაზე. 2--- წლის 0- ა-----–-- დაზიანება შ-- ,,ჯ---------------------------------მა“ 2--- წლის 0- ა-----–- გამოასწორა.

 

შ-- „დ-----ეს“ (მის: ს--------, ჯ--------ს ქ. შენ. (ბ---------- მ/ტ) 1----, ნაკვეთი 7, სააბონენტო ნომერი 7--------) მრიცხველის (1-------) ჩვენება 2--- წლის 2- მ------ დაფიქსირდა - 6--.00 კუბ.მ., ხოლო 2--- წლის 1- ა-----–- - 2-----00 კუბ.მ. აბონენტს 2--- წლის ა-----––- დაერიცხა მოხმარებული სასმელი წყლის (1---.00 კუბ.მ) საფასური 8------- ლარი.

 

შ-- „დ-----ეს“ (მის: ს--------, ჯ--------ს ქ. შენ. (ბ---------- მ/ტ) 1----, ნაკვეთი 7, სააბონენტო ნომერი 7--------) მიერ 2--- წლის თებერვალში მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა (მრიცხველის 1-------) შეადგენდა 7-.00 კუბ.მ.-ს, ხოლო მ-----–- 2-- კუბ.მ.

 

2--- წლის 3- მ----, შ-- „დ-----ემ“ №7------ საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას და 2--- წლის ა-----––- სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვის გაუქმება და მის მიერ ამავე წლის 3- მ---- გადახდილი 8--- ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ი--–---- №--/2- გადაწყვეტილებით შ-- „დ-----ეს“ დირექტორის - დ----------------ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ეზე“ (აბონენტი №7--------) 2--- წლის ა-----––- მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. ამავე გადაწყვეტილებით შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა 2--- წლის ა-----––- შ-- „დ-----ეზე“ (აბონენტი №7--------) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილებების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში, ასევე, აბონენტის მიერ გადახდილი სასმელი წყლის საფასურის დაბრუნება შესაბამის ანგარიშზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მრიცხველი დამონტაჟებულია ტერიტორიის გარეთ, ჭაში. დაზიანება და სასმელი წყლის დაღვრა მოხდა ობიექტის გარეთ, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა წყალმომარაგების ქსელის დაზიანების გამო. შესაბამისად, შ-- ,,ჯ---------------------------------მა“ დარიცხვა უნდა განახორციელოს წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებზე“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს.

 

მითითებული წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

დადგენილია, რომ შ-- „დ-----ე“ მისამართზე: თ---–---, ჯ--------ს ქ. შ------ 1---- ნაკვეთი №--–- რეგისტრირებულია შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

 

შ-- „დ-----ეს“ (მის: ს--------, ჯ--------ს ქ. შენ. (ბ---------- მ/ტ) 1----, ნაკვეთი 7, სააბონენტო ნომერი 7--------) მრიცხველის (1-------) ჩვენება 2--- წლის 2- მ------ დაფიქსირდა - 6--.00 კუბ.მ., ხოლო 2--- წლის 1- ა-----–- - 2-----00 კუბ.მ. შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ეს“ 2--- წლის ა-----––- დაერიცხა მოხმარებული სასმელი წყლის (1---.00 კუბ.მ) საფასური - 8------- ლარი.

 

,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს.

 

2--- წლის 3- მ----, შ-- „დ-----ემ“ №7------ საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას და 2--- წლის ა-----––- სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვის გაუქმება და მის მიერ ამავე წლის 3- მ---- გადახდილი 8--- ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ი--–---- №--/2- გადაწყვეტილებით შ-- „დ-----ეს“ დირექტორის - დ----------------ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ეზე“ (აბონენტი №7--------) 2--- წლის ა-----––- მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. ამავე გადაწყვეტილებით შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა 2--- წლის ა-----––- შ-- „დ-----ეზე“ (აბონენტი №7--------) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილებების შეტანა მომხმარებლის პირადი აღრიცხვის ბარათში, ასევე, აბონენტის მიერ გადახდილი სასმელი წყლის საფასურის დაბრუნება შესაბამის ანგარიშზე.

 

მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო პერიოდში დაზიანების არსებობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული დაზიანება იყო შ-- „დ-----ეს“ მრიცხველამდე, დაზიანების შედეგად დაღვრილი წყლის ხარჯი არ აისახებოდა მრიცხველის ჩვენებაზე და არ არსებობს დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შ-- „დ-----ე“ (დ----------------ძე) 2--- წლის 0- ა-----–- ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ და აცნობა ჯ--------ს ქუჩა (ტ----------- წინ) არსებული სასმელი წყლის მილის დაზიანების თაობაზე. 2--- წლის 0- ა-----–-- დაზიანება შ-- ,,ჯ---------------------------------მა“ 2--- წლის 0- ა-----–- გამოასწორა. მხარეთა შორის ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ სასმელი წყლის მრიცხველი არ იყო დამონტაჟებული მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე და 2--- წლის 6 ა-----–- დაზიანებაც აღნიშნული ტერიტორიის გარეთ მოხდა.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზიანებული აღიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შოის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მომხმარებელია ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ იმ მოწყობილობების შენახვა, რომელიც მის კუთვნილ ტერიტორიაზეა განთავსებული და შესაბამისად გააჩნია მათზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. რაც შეეხება აღნიშნული ტერიტორიის გარეთ არსებულ მოწყობილობებს, დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირს მიმწოდებელი წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის №ბს-626-596(კ-07) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლოსო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დადგენილია, რომ 2--- წლის 0- ა-----–- შ-- „დ-----ეს“ კუთვნილი ტერიტორიის გარეთ (ამავე ტერიტორიის მიმდებარედ) დაფიქსირდა დაზიანება, თუმცა მოსარჩელემ, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული დაზიანება იყო შ-- „დ-----ეს“ მრიცხველამდე. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ 2--- წლის ა-----––- შ-- „დ-----ეს“ მრიცხველის ჩვენებაში დაფიქსირებული მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა (1---.00 კუბ.მ) ბევრად აღემატება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო ოდენობას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ ვინაიდან 2--- წლის ა-----––-, შ-- „დ-----ეს“ მრიცხველის ჩვენებაში აისახა დაზიანების შედეგად დაღვრილი წყლის ოდენობაც, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია მომხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა.

 

სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომელიც არეგულირებს შემთხვევას, როდესაც შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა. კერძოდ, „თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდში დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობს პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე“.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შ-- „დ-----ეზე“ (აბონენტი №7--------) 2--- წლის ა-----––- მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევა და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე მითითება, კანონშესაბამისია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ი--–---- №--/2- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სასმელი წყლის მილის დაზიანება მოხდა შ-- „დ-----ეს“ ტერიტორიის გარეთ არსებულ ჭაში, მისი მრიცხველის შემდეგ. აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა შ-- „დ-----ეზე“ განხორციელდა 2--- წლის 2- მ---------- 2--- წლის 1- ა-----–----- პერიოდზე. მოსარჩელის მიერ წარდგენილი, მის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინენების ანალიზით კი დასტურდება, რომ ამ პერიოდში შ-- „დ-----ეს“ დირექტორისაგან შეტყობინება კომპანიაში შესულია ორჯერ, 2--- წლის 6 ა-----–- და 1- ა-----–-, შეტყობინება შესულია დღის საათებში და კავშირი არ აქვს მომხმარებლის ჭასთან, რაც დასტურდება წარდგენილი ფოტომასალითაც და თვით შ-- „დ-----ეს" წარმომადგენლის შესაგებლით და ახსნა-განმარტებით. რაც შეეხება ჭაში არსებულ დაზიანებას, რაზედაც აპელირებას აკეთებდა კომისიაც და შ-- „დ-----ეს“ წარმომადგენელიც, ამის თაობაზე კომპანიაში შეტყობინება შესულია 2--- წლის 2- ა-----–-, 1-:43 სთ-ზე, რა დროსაც აბონენტზე სადავო დარიცხვა უკვე განხორციელებული იყო. ამასთან, ამ დროს დაზიანება მოხდა შ-- „დ-----ეს“ მრიცხველამდე, რის გამოც დაღვრილი წყლის მოცულობა ვერ აისახებოდა მომხმარებლის მრიცხველზე. მაშასადამე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ სადავო დარიცხვის პერიოდში (2-.0-.2--- - 1-.0-.2---წწ.) შ-- „დ-----ეს" სასმელი წყლის მილი დაზიანდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე, რაც აისახა მის მრიცხველზე. „წესების" მე-6 მუხლის მე-პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მომხმარებელია პასუხისმგებელი მის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის მილების შენახვაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა შ-- „ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ესთვის“ 2--- წლის ა-----––- მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გაანგარიშების წესის განსაზღვრა.

 

სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

მითითებული წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზიანებული აღიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შოის, დანადგარებისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე).

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

 

ამდენად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემების საფუძველზე. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მხოლოდ იმ მოწყობილობების შენახვა, რომელიც მის კუთვნილ ტერიტორიაზეა განთავსებული და შესაბამისად, გააჩნია მათზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. რაც შეეხება აღნიშნული ტერიტორიის გარეთ არსებულ მოწყობილობებს, დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირს მიმწოდებელი წარმოადგენს. თავის მხრივ, სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-- „დ-----ე“ მისამართზე - თ---–---, ჯ--------ს ქ. შ------ 1---- ნაკვეთი №7 რეგისტრირებულია შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ აბონენტად (სააბონენტო ნომერი 7--------) და სასმელი წყლის გადასახადი ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით. შ-- „დ-----ეს“ მრიცხველის (1-------) ჩვენება 2--- წლის 2- მ------ დაფიქსირდა - 6--.00 კუბ.მ., ხოლო 2--- წლის 1- ა-----–- - 2-----00 კუბ.მ. შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ეს“ 2--- წლის ა-----––- დაერიცხა მოხმარებული სასმელი წყლის (1---.00 კუბ.მ) საფასური - 8------- ლარი. ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 1- ი--–---- №--/2- გადაწყვეტილებით შ-- „დ-----ეს“ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ-- ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ეზე“ 2--- წლის ა-----––- მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება. ამავე გადაწყვეტილებით შ-- ,,ჯ---------------------------------ს“ დაევალა 2--- წლის ა-----––- შ-- „დ-----ეზე“ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა „წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მრიცხველი დამონტაჟებულია ტერიტორიის გარეთ, ჭაში. დაზიანება და სასმელი წყლის დაღვრა მოხდა ობიექტის გარეთ, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა წყალმომარაგების ქსელის დაზიანების გამო. შესაბამისად, შ-- ,,ჯ---------------------------------მა“ დარიცხვა უნდა განახორციელოს წესების 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით.

 

აპელანტი (მოსარჩელე) მიიჩნევს, რომ დაზიანება იყო შ-- „დ-----ეს“ მრიცხველამდე, ამდენად, დაზიანების შედეგად დაღვრილი წყლის ხარჯი არ აისახებოდა მრიცხველის ჩვენებაზე.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, შსპ „ჯ---------------------------------ის“ მიერ შ-- „დ-----ესთვის“ 2--- წლის პირველ სექტემბერს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილის თანახმად, დავალიანება წარმოშობილია 2--- წლის 2- მ---------- 1- ა-----–-----. აბონენტის წარმომადგენელი უთითებს, რომ მრიცხველის ჭაში არსებულმა დაზიანებამ გამოიწვია ხარჯის ზრდა. გადამოწმებული იქნა ცხელ ხაზზე არსებული ინფორმაცია, ჩანს, რომ აბონენტის წარმომადგენლისგან (დ----------------ძისგან) მ-------- და ა-----–-- თვეში შესულია 5 შეტყობინება დაზიანების შესახებ, მაგრამ აქედან სადავო პერიოდს ემთხვევა ორი შეტყობინება : 1. შეტყობინება შესულია - 0-.0-.2---წ., 1-:1- სთ, გამოსწორებულია - 0-.0-.2---წ., 1--- სთ; 2. შეტყობინება შესულია - 1-.0-.2---წ., 1-:1- სთ, გამოსწორებულია - 1-.0-.2---წ., 1-:3- სთ. აღნიშნული დაზიანებების შესახებ მოკვლეულ იქნა და დადგინდა, რომ 2--- წლის 6 ა-----–-- დაზიანებას არ ჰქონდა კავშირი ჭასთან, ხოლო ინფორმაცია 2--- წლის 1- ა-----–- დაზიანების შესახებ არასწორი იყო. ადგილზე მივიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და დაზიანება არ აღმოჩნდა. ერთადერთი ინფორმაცია ჭაში დაზიანების შესახებ შესულია 2--- წლის 2- ა-----–-, როდესაც ჩვენება იყო აღებული. (ს.ფ. 1------). ცხელი ხაზიდან ამონაწერის სახით მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2--- წლის 6 ა-----–- შესულია შეტყობინება ჯ--------ს ქ, „ტ-----------“ წინ სასმელი წყლის მილის დაზიანების შესახებ, აღნიშნულია, რომ გამოსწორებულია - 0-.0-.2---წ., იმავე მისამართზე, იმავე მიზეზით შეტყობინება ასევე შესულია 2--- წლის 1- ა-----–-, ხოლო გამოსწორების თარიღად მითითებულია 1-.0-.2---წ. (ს.ფ. 1--). ამდენად, რადგან აპელანტის მიერ მესამე პირის ყველა შეტყობინებაზე მითითებულია, რომ გამოსწორებულია, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს დაზიანების არსებობას და აღნიშნულის კავშირს შ-- „დ-----ეს“ მრიცხველთან. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ასევე დგინდება, რომ 2--- წლის ა-----––- შ-- „დ-----ეს“ მრიცხველის ჩვენებაში დაფიქსირებული მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობა (1---.00 კუბ.მ) ბევრად აღემატება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო ოდენობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვინაიდან 2--- წლის ა-----––-, შ-- „დ-----ეს“ მრიცხველის ჩვენებაში აისახა დაზიანების შედეგად დაღვრილი წყლის ოდენობაც, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც შეუძლებელია მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობის განსაზღვრა. კერძოდ, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდში დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობს პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შ-- „დ-----ეზე“ (აბონენტი №7--------) 2--- წლის ა-----––- მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 8--- ლარის დარიცხვის უსაფუძვლოდ მიჩნევა და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე მითითება კანონშესაბამისია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-- „ჯ---------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე