განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
330210116001442002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001442002

საქმე №2ბ/3121-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ვ--–-------------–---

წარმომადგენელი - დ------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი---------–-–---–-

წარმომადგენელი - ქ--------------–-----

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში დავალიანების არარსებობის აღიარება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ ცვლილებების შეტანა, გარიგების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2017 წლის გადაწყვეტილებით ვ-–--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2013 წლის 31 აგვისტოს ზ-------–----–---–სა და ი---------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მიხედვითაც ი---------–-–---–მა ზ-------–----–---–ს ასესხა 7000,00 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3,5%-ის დარიცხვით და გადახდით, მხარეთა განცხადებით წინასწარ გადახდილი ერთი თვის სარგებელი; ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე.

 

ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა მიიღო სრულად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31).

 

2013 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ-------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ე. ბ-–---–---–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, №1 და №4 ნაგებობები მის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31).

2013 წლის 07 ივნისის ამონაწერი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.26-27).

 

2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა, რომ მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-31).

2015 წლის 15 ოქტომბერს ვ-–--------------–--ესა და ი---------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 1000,00 აშშ დოლარით, სარგებლის ოდენობა - 3,37%-ით.

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ნოემბერს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 15 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანა (ს.ფ. 35-37).

 

2013 წლის 31 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 05 სექტემბრიდან ვ-–--------------–--ე ირიცხება №1 და №4 შენობა - ნაგებობების მესაკუთრედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0---------------, მისამართი, ქ. თბილისი, ე----–-–---–---------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2013 წლის 05 სექტემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-34).

2015 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39).

 

2016 წლის 08 ივნისს ნოტარიუსის ე-–-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1-------), რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია ვ-–--------------–--ის საკუთრებაში არსებული შენობა - ნაგებობები №1 და №4 კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თბილისი, ე----–-–---–---------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 08 ივნისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 48-52).

 

2016 წლის 08 ივნისის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 8000 აშშ დოლარი, გადაუხდელი პირგასამტეხლო 1700 აშშ დოლარი (ძირი თანხის 0,3% ყოველგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე) სულ ჯამი შეადგენს 9 700,00 აშშ დოლარს, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 08 ივნისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 48-52).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ განმარტა, რომ არ დგინდება ვ-–--------------–--ის მიერ ი---------–-–---–-სათვის 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5635 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 550,00 აშშ დოლარი (ს. ფ. 7,78,44, ასევე, იხ. 2017 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:47:31).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

მოსარჩელის მითითება 5635 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას. მოსარჩელე მხარე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-------–----–---–სა და ი---------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ი---------–-–---–მა ზ-------–----–---–ს ასესხა 7000,00 აშშ დოლარი. ი---------–-–---–მა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რის საფუძველზედაც მოვალეს წარმოეშვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ათვისებული სესხის ძირი თანხის - 7000,00 აშშ დოლარისა დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მხარეების მიერ მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისათვის სესხისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 3,5%.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხიდან 5635 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მოვალის მიერ შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427 - ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარუდგენია.

 

ვ-–--------------–--ე უთითებს, რომ 2013 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5635 აშშ დოლარის ოდენობით დაფარული აქვს, თუმცა, მას არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა. ვ-–--------------–--ე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, ზოგადი მითითებებით. ის ზეპირსიტყვიერად მიუთითებს გარემოებაზე, რის დასადასტურებლადაც საქმეში მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ-–--------------–--ის მოთხოვნა 2013 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხიდან 5635 აშშ დოლარის შესრულებულად აღიარებისა და ამ ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 08 ივნისს ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, კრედიტორის ი---------–-–---–-ს სასარგებლოდ, მოვალის ზ-------–----–---–ის მიმართ. ამასთან, ვ-–--------------–--ესა და ი---------–-–---–ს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 1000,00 აშშ დოლარით.

 

ვ-–--------------–--ის მოთხოვნას წარმოადგენს 2015 წლის 15 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც მსესხებელს არ მიუღია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1000,00 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემული ნორმის თანახმად, სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამსესხებელი გადასცემს სესხის საგანს მსესხებელს და მას წარმოეშობა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ისე რომ მას მსესხებლის წინაშე ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო მსესხებელს წარმოეშობა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, ამასთან მას არ წარმოეშობა რამეს მოთხოვნის უფლება.

 

სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. მისი ბუნება ვლინდება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა მხოლოდ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, არამედ ფაქტობრივად სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სესხი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად იმ მომენტამდე, სანამ სესხის საგანი არ გადაეცემა მსესხებელს საკუთრებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსესხებელი ვერ მიიღებდა სესხის სახით 1000,00 აშშ დოლარის ოდენობის თანხას, აღნიშნული არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. თუკი, თანხის გადაცემა რეალურად არ მომხდარა, ეს არის არა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, არამედ აღნიშნული გავლენას ახდენს მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა - არ წარმოშობაზე.

შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, ვ-–--------------–--ის მოთხოვნა 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოკლებულია შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილოთ ვ-–--------------–--ის სარჩელი; გაუქმდეს 15.02.2017 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა აპელანტს მოწმის სახით ხ-----------–---–ის დაკითხვაზე და გაუქმდეს 15.02.2017 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა აპელანტს შპს ,,მ--------–-ს~ მიერ გაცემული 2016 წლის 28 ოქტომბრის ცნობის, შპს ,,მ--------–-ს~ სატელეფონო ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერის, შპს ,,ჯ------–ის~ 2016 წლის 28 ოქტომბრის ცნობის, შპს ,,ჯ------–ის~ სატელეფონო ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერის დართვასთან დაკავშირებით და ასევე, შპს ,,ჯ------–იდან~ (ს/კ 2--------, მისამართი: ქ. თბილისი, გ--------------) სიმ ბარათიდან ნომრით 9-----------, 2013 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 30 აგვისტომდე ნომრებზე _ 574 880746 და 0322 760622 შემომავალ-გამავალი სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შუამდგომლობებზე უარის თქმით, ის დატოვა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის კეთილი ნების ამარა, რა მიდგომაც ასეთ ტიპის დავებში, აზრს უკარგავს საქმის ზეპირ მოსმენას და შეუძლებელი ხდება გარკვეული ტიპის საპროცესო მოქმედებების(ახსნა-განმარტება, შეკითხვები) ჯეროვნად ჩატარება. ამასთან, სასამართლო მართალია დადგენილად მიიჩნევს 550 დოლარის ი---------–-–---–-სთვის გადახდის ფაქტს, თუმცა რა დატვირთვა მისცა საქმის შედეგისათვის გაუგებარია, აღნიშნული თანხის მიღება დასტურდება 15.05.2016 წლის ხელწერილით, რომელიც მიიღო ი---------–-–---–მა ვლადიმერ აბულაზის მეუღლისაგან, მოწმედ დასაკითხი ხ-----------–---–ისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარეს დადასტურებული აქვს შესაგებლის მე-12 ფაქტობრივ გარემოებაში. თუმცა, სად მოხდა ანგარიშში თუნდაც ამ თანხის გათვალისწინება ვერ დგინდება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს ვ-–--------------–--ესა და ი---------–-–---–ს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში სესხის თანხა განისაზღვრა 1000 დოლარით, მაშინ როცა იმავე შეთანხმებით სესხის თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, წინა სესხის თანხას დაემატა 1000 აშშ დოლარი, სარგებლის ოდენობა 3,5 %-დან შემცირდა 3,37 პროცენტით. სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა 2015 წლის 15 ნოემბრამდე, ანუ დაიდო ერთი თვის ვადით. სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაადგინა, რა უძღვოდა წინ 2015 წლის 15 ოქტომბრის შეთანხმებას, მიიღო თუ არა რეალურად აპელანტმა დამატებით 1000 აშშ დოლარი და რა მოხდა ამ შეთანხმების დადების შემდეგ.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქ. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ანუ, სასამართლოს მიერ წარმომადგენელის ახსნა-განმარტების გაზიარება, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფით. სასამართლოს რომ არ მიეცა შესაძლებლობა, წარმომადგენელი ასე გადაჭრით და კატეგორიულად ვერ უარყოფდა ყველა ფაქტობრივ გარემოებას და მინიმალური წარმოდგენა მაინც შეიქმნებოდა მხარეთა კეთილსინდისიერებაზე, რაც აპელანტის სასარგებლოდ სამართლებრივი შედეგის ნაწილობრივ მიღწევის წინაპირობა მაინც იქნებოდა, თუნდაც გადახდილი 550 და მეორე ხელშეკრულებით მიუღებელი 1000 აშშ დოლარის გაქვითვასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, სასამართლოს არასრულად კი არ უნდა ემსჯელა აპელანტის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, არამედ უნდა დაედგინა, მიიღო თუ არა მან დამატებით 1000 აშშ დოლარი და მინიმუმ მიუღებელი 1000 აშშ დოლარის ნაწილში უნდა გაეუქმებინა ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2013 წლის 31 აგვისტოს ზ-------–----–---–სა და ი---------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის მიხედვითაც ი---------–-–---–მა ზ-------–----–---–ს ასესხა 7000,00 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3,5%-ის დარიცხვით და გადახდით, მხარეთა განცხადებით წინასწარ გადახდილი ერთი თვის სარგებელი; ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე. ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, იპოთეკარმა მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ხოლო მესაკუთრემ თანხა მიიღო სრულად.

 

2013 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ-------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ე. ბ-–---–---–------------, საკადასტრო კოდი 0---------------, №1 და №4 ნაგებობები მის კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.

 

2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა, რომ მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე.

 

2015 წლის 15 ოქტომბერს ვ-–--------------–--ესა და ი---------–-–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 1000,00 აშშ დოლარით, სარგებლის ოდენობა - 3,37%-ით. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ნოემბერს.

 

2013 წლის 31 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 05 სექტემბრიდან ვ-–--------------–--ე ირიცხება №1 და №4 შენობა - ნაგებობების მესაკუთრედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0---------------, მისამართი, ქ. თბილისი, ე----–-–---–---------.

 

2016 წლის 08 ივნისს ნოტარიუსის ე-–-----–----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1-------), რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. იპოთეკის საგანია ვ-–--------------–--ის საკუთრებაში არსებული შენობა - ნაგებობები №1 და №4 კუთვნილ წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. თბილისი, ე----–-–---–---------.

2016 წლის 08 ივნისის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 8000 აშშ დოლარი, გადაუხდელი პირგასამტეხლო 1700 აშშ დოლარი (ძირი თანხის 0,3% ყოველგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე) სულ ჯამი შეადგენს 9 700,00 აშშ დოლარს, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებს, რომ არ დგინდება ვ-–--------------–--ის მიერ ი---------–-–---–-სათვის 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5635 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ამასთან, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის გადახდილი აქვს 550,00 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ.427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

შესაბამისად, აპელანტის მითითება 5635 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მას არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზ-------–----–---–სა და ი---------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ი---------–-–---–მა ზ-------–----–---–ს ასესხა 7000,00 აშშ დოლარი. ი---------–-–---–მა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რის საფუძველზედაც მოვალეს წარმოეშვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ათვისებული სესხის ძირი თანხის - 7000,00 აშშ დოლარისა დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

მხარეების მიერ მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისათვის სესხისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 3,5%.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხიდან 5635 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მოვალის მიერ შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის შემდეგ მსჯელობას: ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427 - ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარუდგენია.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიზანია, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა- არარსებობის ფაქტი, რა დროსაც ყოველი მტკიცებულების სათანადოობა მოწმდება სასამართლოს მიერ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ვ--–-------------–---ს 2013 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5635 აშშ დოლარის ოდენობით დაფარული აქვს, ეკისრება სწორედ სააპელაციო საჩივრის ავტორს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო, რის გამოც მის მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ 2013 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სესხის ძირი თანხიდან 5635 აშშ დოლარის შესრულებულად აღიარებისა და ამ ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 08 ივნისს ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, კრედიტორის ი---------–-–---–-ს სასარგებლოდ, მოვალის ზ-------–----–---–ის მიმართ. ამასთან, ვ-–--------------–--ესა და ი---------–-–---–ს შორის 2015 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის თანხა გაიზარდა 1000,00 აშშ დოლარით.

 

ვ-–--------------–--ის მოთხოვნას წარმოადგენს 2015 წლის 15 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც მსესხებელს არ მიუღია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1000,00 აშშ დოლარი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. მისი ბუნება ვლინდება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა მხოლოდ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, არამედ ფაქტობრივად სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სესხი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად იმ მომენტამდე, სანამ სესხის საგანი არ გადაეცემა მსესხებელს საკუთრებაში. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსესხებელი ვერ მიიღებდა სესხის სახით 1000,00 აშშ დოლარის ოდენობის თანხას, აღნიშნული არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. თუკი, თანხის გადაცემა რეალურად არ მომხდარა, ეს არის არა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, არამედ აღნიშნული გავლენას ახდენს მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა - არ წარმოშობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოკლებულია შესაბამის სამართლებრივ საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.02.2017 წლის საოქმო განჩინებები მოწმის დაკითხვაზე და ასევე, მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:

 

თბილისის საქალაქო სასმართლოს 15.02.2017 წლის საოქმო განჩინებით, მოსარჩელე ვ-–--------------–--ის წარმომადგენელის დავით ჩხაიძის შუამდგომლობა მოწმის სახით ხ-----------–---–ის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე, რომელიც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი---------–-–---–-სთვის სესხის გადაცემის ფაქტს, უსაფუძვლოა, ვინაიდან, მოწმის ჩვენებით საქმეზე ვერ დადგინდებოდა ვალდებულების შესრულების ფაქტი და აღნიშნული საფუძვლად ვერ დაედებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად.

 

15.02.2017 წლის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს ”მ--------–-ს” 2016 წლის 28 ოქტომბრის ცნობის; სატელეფონო ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერის; შპს ”ჯ------–ის” 2016 წლის 28 ოქტომბრის ცნობის; სატელეფონო ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების ამონაწერის დართვასთან დაკავშირებით და შპს ”ჯ------–იდან” 2013 წლის 25 აგვისტოს თვიდან 2015 წლის 30 აგვისტოს თვემდე, სატელეფონო ნომრებზე (5-----------; 0------------) შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

 

აპელანტის განმარტებით, მითითებული მტკიცებულებებით დასტუდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ-–--------------–--ის მეუღლეს ხ-----------–---–სა და ი---------–-–---–ს შორის მითითებული დროის მონაკვეთში არსებობდა ინტენსიური სატელეფონო საუბრები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და შპს ”ჯ------–იდან” გამოსათხოვი მასალების საფუძველზე არ შეიძლება დადასტურდეს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა და მათ ოჯახის წევრთა შორის არსებული სატელეფონო საუბრები შეიძლება შეეხებოდეს მხარეთა ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.02.2017 წლის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები–ყველა სარჩელზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი