განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
060100118002471831
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002471831

№1/ბ-734-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - მ------ მ--–--ის

ადვოკატის - ნ----–ი ქ-----ას მონაწილეობით

გამართლებულის - ლ------ე შ----ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------ე ვახტანგის ძე შ----ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პირადი №0-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: სამტრედია, ლ-–----------ის ქ.№61/15-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ------ე შ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 1000 საათზე, ლ------ე შ----ე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. სამტრედია, ლ-–----------ის ქუჩის N61/15-ში, რა დროსაც ყოფით პრობლემებზე კამათის გამო, სახის არეში თავის ერთჯერ დარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან მეუღლეზე - ლ-------------ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ლ------ე შ----ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ------ე შ----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. მიუხედავად დაზარალებულის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარე თვლის, რომ ლ------ე შ----ის სისხლის სამართლის საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ლ.შ----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ მ------ მ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ლ------ე შ----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----–ი ქ-----ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, მეუღლემ - დაზარალებულმა ლ-------------მ და დედამ - მოწმე ე----- შ----ემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ლ------ე შ----ის წინააღმდეგ.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის - მ------ დ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილ--, რომ 2018 წლის 21 აპრილს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, გამოკითხული და დაკავებული იქნა ლ------ე შ----ე, ასევე ლ.შ----ის დედის, ე----- შ----ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი და გამოიკითხა მეზობლად მცხოვრები მოწმე ლ--–- ლ---------ძე.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის - გ--- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ლ------ე შ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მის მიერ გამოკითხულ იქნა არასრულწლოვანი დაზარალებული ლ------------- და ბრალდებულის დედა ე----- შ----ე. მის მიერვე დაზარალებულს დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ვინაიდან ლ-------------მ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ, დედასთან ე----- შ----ესთან წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც სისხლი წამოუვიდა ტუჩიდან და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ლ------ე შ----ის მეზობლის - მოწმე ლ--–- ლ----------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილ--, რომ 2018 წლის 21 აპრილს დაახლოებით 1000 საათზე გაიგონა ზედა სართულზე მცხოვრები ე----- შ----ის ხმა, რომელიც ეძახდა მას, ხმაურზე იგი ავიდა მეხუთე სართულზე მდებარე ე----- შ----ის საცხოვრებელ სახლში სადაც ბინის კარი ღია იყო და იქვე იდგნენ დედა-შვილი ე----- და ლ------ე შ----ეები, ოთახში კი იყო ლ------ე შ----ის მეუღლე ლ-------------, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ შეიმჩნეოდა. იგი დაბრუნდა მის ბინაში და თან ჩამოჰყვნენ ლ------ე და ე----- შ----ეები. შეკითხვაზე ე----- შ----ემ განმარტა, რომ ლ------ეს და ლ--ს ერთმანეთში მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება. ამ საუბრის შემდეგ მის კარებზე დააკაკუნა ლ-------------მ და სთხოვა ტელეფონი, რაზედაც უარი მიიღო, ცოტა ხნის შემდეგ მის კარებთან ატყდა ძლიერი ბრახუნი, გარეთ გასულს კვლავ დახვდა ლ-------------, რომელიც ითხოვდა მასთან მყოფი ლ------ე შ----ის გარეთ გასვლას, მან დაუკეტა კარები ლ-------------ს, რის შემდეგაც იგი აღარ დაბრუნებულა მასთან.

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ლ-------------ს ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში აღნიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, კერძოდ, ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ შიგნითა ზედაპირზე, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 0.5 სმ0,3 სმ. ზე. აღნიშნული დაზიანება განვითარებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

სააპელაციო პალატას ლ------ე შ----ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ლ------ე შ----ის მიერ, მეუღლის - ლ-------------ს მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელ-- ამ ძალადობის შედეგად ლ-------------მ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, ასევე ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მისცა ფაქტის შემსწრემ მოწმე ე----- შ----ემ.

მართალ-- საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც ლ------ე შ----ის მიერ განხორციელდა ოჯახური ძალადობა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ლ------ე შ----ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილ-- დაზარალებულ ლ-------------ს და მოწმე ე----- შ----ის ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენებები ბრალდებულ ლ------ე შ----ის წინააღმდეგ.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელ-- პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ლ------ე შ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ლ------ე შ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ------ე შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულ-- და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს მ--- შ----ეს (პ/ნ 3----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 3000 ( სამი ათასი) ლარის ოდენობით.

გამართლებულ ლ------ე შ----ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე