განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001610748
საქმე №2ბ/4894-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს ,,ე-------------------–--------------–--“
წარმომადგენელი - გ--------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,კ-–---------------“
წარმომადგენელი - ა----------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. შპს „კ-–-----------------“ - ის სარჩელი მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--“-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1 მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--“-ს შპს „კ-–-----------------“ - ის სასარგებლოდ დაეკისრა 6506,00 ლარის გადახდა;
1.2 მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--“-ს შპს „კ-–-----------------“ - ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის 04 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,3 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2016 წლის 30 მაისს შპს „ე-------------------–--------------–--“-სა და შპს „კ-–-----------------“-ს შორის გაფორმდა №I------------ ხელშეკრულება, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემსრულებელმა შპს „კ-–-----------------“-მა იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, მდებარე სამი საცხოვრებელი ბინისათვის განკუთვნილი კონდიციონერებისა და სპრინკლერების მიწოდება და მონტაჟი, რაც გულისხმობდა სულ 6 კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს. დამკვეთმა შპს „ე-------------------–--------------–--“-მა აიღო შემსრულებლისათვის შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა- განმარტება (ს.ფ. 2-3; იხ, 2017 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:18:28).
2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულება (ს. ფ. 16-19).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2017 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:35:10).
ინვოისი №0------------------, №0------- (ს.ფ. 20-22).
2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა- განმარტება (ს.ფ. 2-3).
2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულება (ს. ფ. 16-19).
შპს „ე-------------------–--------------–--“-ს შპს „კ-–-----------------“-ისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით 2016 წლის 09 ივნისს გადახდილი აქვს 10000,00 ლარი ავანსის სახით, ხოლო 2016 წლის 04 ივლისს - 5000,00 ლარი, ჯამში - 15000,00 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა- განმარტება (ს.ფ. 2-3).
საგადახდო დავალებები №2978, №559 (ს. ფ. 23-24).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
შპს „კ-–-----------------“-ის მიერ 2016 წლის 30 მაისის №I------------ ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთისათვის შპს „ე-------------------–--------------–--“-სათვის შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 21506,00 ლარი.
2016 წლის 30 მაისის №I------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე-------------------–--------------–--“-ს შპს „კ-–-----------------“-ისათვის გადასახდელი აქვს 6506,00 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მენარდის ვალდებულება განისაზღვრა ქ. ბათუმში, მდებარე სამი საცხოვრებელი ბინისათვის განკუთვნილი კონდიციონერებისა და სპრინკლერების მიწოდება და მონტაჟი, რაც გულისხმობდა სულ 6 კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს და რაც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას დამკვეთის მხრიდან. სასამართლომ გაიზირა შპს ,,კ--–------------- ის“ მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც მის მიერ 2016 წლის 30 მაისის №I------------ ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთისათვის შპს „ე-------------------–--------------–--“-სათვის შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 21506,00 ლარი.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 6 კონდიციონერიდან განხორციელდა სამი კონდიციონერის მონტაჟი, ხოლო დანარჩენი სამის მონტაჟი არ მომხდარა, არამედ შპს „ე-------------------–--------------–--“-ს მიეწოდა შესაბამისი მასალები დამონტაჟების გარეშე (იხ, 2017 წლის 16 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:38:28; 11:35:10). შპს ,,კ-–--------------“-ის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა მოიცავს 3 კონდიციონერის მიწოდებისა და დამონტაჟების ღირებულებას და ასევე, დანარჩენი 3 მიწოდებული კონდიციონერის ღირებულებას დამონტაჟების საფასურის გარეშე. ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ე--------------------–------------–--ის“ მიერ გადახდილია 15000,00 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი დავალიანება უნდა განისაზღვროს სხვაობით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ შესრულებული პროექტის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის, რაც შეადგენს 6506,00 ლარს.
ზემოაღნიშნული დასაბუთების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ გაუქარწყლებია მოსარჩელის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, ისევე, როგორც არ დაუმტკიცებია ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული მასალების მიხედვით მოპასუხის დარჩენილი, გადაუხდელი დავალიანება შეადგენს 6506,00 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობა, ფაქტობრივად არსებული ურთიერთობიდან და განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, ექვემდებარება ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებების მარეგულირებელი ნორმებით მოწესრიგებას.
მხარეთა შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მენარდის ვალდებულება განისაზღვრა სამი საცხოვრებელი ბინისათვის განკუთვნილი კონდიციონერებისა და სპრინკლერების მიწოდებითა და მონტაჟით, რაც გულისხმობდა სულ 6 კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს, დამკვეთის მიერ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცლოდ. მენარდემ მიაწოდა და დაამონტაჟა 3 კონდიციონერი, ხოლო დანარჩენი სამი მონტაჟი არ მომხდარა, თუმცა, შპს „ე-------------------–--------------–--“-ს მიეწოდა შესაბამისი მასალები, დამონტაჟების გარეშე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც საპროექტო სამუშაოებში შედის როგორც დამონტაჟებული კონდიციონერების მასალების შეძენისა და მისი დამონტაჟებისათვის განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების ღირებულება, ასევე, მიწოდებული და დაუმონტაჟებელი 3 კონდიციონერის მასალების ღირებულება. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 6 კონდიციონერის მასალების საფასური შეადგენს 15515,00 ლარს, ხოლო სამი კონდიციონერის დამონტაჟების ღირებულება - 5991,45 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულების არსით შეთანხმებული 3 კონდიციონერის დამონტაჟების ნაწილში, ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებით მოწესრიგებას და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესაბამისად გადანაწილებას. მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს ეკისრებოდათ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები, ერთი მხრივ, შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია შეთანხმებული საგნების მიწოდება და დამონტაჟება დამკვეთისათვის, ხოლო მეორე მხრივ, დამკვეთი ვალდებული იყო აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაო. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მენარდემ შეასრულა 3 კონდიციონერის მიწოდებისა და დამონტაჟების სამუშაო და შესაბამის ფართში დამონტაჟებით ხელშეკრულების საგანი, როგორც რეზულტატი დამკვეთისათვის გადაცემულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ხელშეკრულების საგნის, 3 კონდიციონერის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით ექვემდებარება ნასყიდობის ნორმებით მოწესრიგებას. მიეწოდა რა შპს „ე-------------------–--------------–--“-ს კონდინციონერების შესაბამისი მასალები, მყიდველს გამყიდველმა გადასცა საკუთრების უფლება მიწოდებულ ნასყიდობის საგანზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, მყიდველი შპს „ე-------------------–--------------–--“ ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს გადაცემული ნასყიდობის საგნის ღირებულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, შპს „ე-------------------–--------------–--“-ს ეკისრება ვალდებულება გადაუხადოს შპს „კ-–-----------------“-ს მიწოდებული 6 კონდიციონერის ღირებულება 15515,00 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს 3 კონდიციონერის დამონტაჟებისათვის გაწეული სამუშაოების ღირებულება -5991,45 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს 15 000,00 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება, როგორც უკვე აღინიშნა, შეადგენს 6506,00 ლარს.
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება გადაუხდელი ძირითადი დავალიანების, მოსარჩელის მიერ მიწოდებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების 6506,00 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება, რის გამოც შპს „კ-–-----------------“-ს სარჩელი ძირითადი დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღნიშნული ნორმების მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ მიწოდებული მასალისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება შპს „ე-------------------–--------------–--“-ს სრულად არ შეუსრულებია. ასევე, მხარეები შეთანხმებულნი არიან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.2%-დან შემცირდეს 0.02%-მდე და ნაცვლად 13 ლარისა, მისი ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვროს 1,3 ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, სასამართლომ მსჯელობისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებით პირობად დათქმული მუხლები: მუხლი 2-,,მომსახურების ფასი და ანგარიშსწორების წესი" ამ მუხლის 2.1. პუნქტით დათქმულია, რომ ,,მომსახურების სრულად ანდა ეტაპობრივად შესრულებისა და დამკვეთისათვის გადაცემის თაობაზე მხარეთა შორის ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტი. დამკვეთს უფლება აქვს მიღებაზე უარი განაცხადოს მხოლოდ ავტორიტეტული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება საექსპერტო დასკვნაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის, ან საექსპერტო დასკვნის გაქარწყლების შემდეგ“.
2.2. პუნქტიით დაითქვა შესასრულებელი მომსახურების ჯამური ღირეულება 26484 ლარი - დამკვეთისათვის მიწოდებული NN010-0516; 011-0516; 0------- ინვოისების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით გადასახადების და დღგ-ს ჩათვლით, 4.2.1 მუხლით მოწინააღმდეგე მხარე შპს კლ-------------+ ვალდებული იყო წარედგინა ინფორმაცია შესასრულებელი ან შესრულებული მომსახურების შესახებ აპელანტისათვის მოთხოვნისთანავე. 4.2.3 მუხლით შპს კლ-------------+მა ივალდებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვა დამკვიდრებული სტანდარტებით, ხელშეკრულების 1.1. მუხლით მითითებული მომსახურების მაქსიმალური სიზუსტითა და ხარისხიანად შესრულება.
აპელანტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლო დავალების შედეგად წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა მხოლოდ მისი ხელმოწერით ანუ ცალმხრივი, რომელშიც უცვლელად გადაიტანა ინვოისებში მითითებული მოსაწოდებელი პროდუქციის რაოდენობა, ანუ სადაო სამი ცალი კონდიციონერის მათი შესაბამისი სახარჯი მასალით, რაც ფაქტობრივად მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტისათვის არ მოუწოდებია. სასამართლომ ცალსახად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოს დავალებით წარმოდგენილი ცალმხრივი ხარჯთაღრიცხვა, 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აპელანტის დავალიანებად განსაზღვრა სხვაობა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ შესრულებული პროექტის ღირებულებასა და აპელანტის მიერ უკვე გადახდილ თანხას შორის, რამაც შეადგინა 6506 ლარი.
საქმეში არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ინვოისებით გაწერილი და შემდგომ უკვე შესრულებულ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვით გაწერილი პროდუქციიდან 3 ცალი გაუხარჯავი კონდიციონერი და ამ კონდიციონერთა მონტაჟისთვის საჭირო შესაბამისი სახარჯი მასალა როგორც საქონელი ან/და სასაქონლო ნაშთი გადასცა ან/და გადააწერა აპელანტს. მტკიცების ტვირთი იმ გარემოებისა, რომ შპს კლ-------------+მა ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი საქონელი სრულად მიაწოდა აპელანტს როგორც გამყიდველმა, არის მის მხარეს. აპელანტის, როგორც მყიდველის მტკიცების ტვირთია მიღებული მომსახურების საფასურის გადახდა, რაც უკვე განხორციელებული აქვს.
აპელანტი მიუთითებს, რომ გარდა სიტყვიერი განმარტებისა სასამართლოს ვერ წარუდგენდა ვერანაირ წერილობით მტკიცებულებას მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარისაგან მიიღო ან არ მიიღო ინვოისებში და სასამართლოსთვის წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პროდუქციის ზუსტი რაოდენობა. რამეთუ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შედგენილი და გამოწერილი სასაქონლო ზედნადები.
სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ შპს კლ-------------+მა თუ რამდენად პირნათლად და ნამდვილად განახორციელა სადაო ინვოისებსა და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი პროდუქციის მოწოდება. სასამართლომ სრული მოწოდების ერთადერთ მტკიცებულებად მიიჩნია სწორედ ეს ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც არ ადასტურებს აპელანტი არც ხელმოწერით, არც სიტყვიერად და რაც ასევე არ დასტურდება შესრულებისას გაუხარჯავი მასალის სასაქონლო ნაშთად გადაცემის სასაქონლო ზედდებულით შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო პროდუქციის აპელანტის მიერ მიღება არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ინვოისებით და პროცესზე წარმოდგენილი ინვოისების იდენტური ხარჯთაღრიცხვით, ასეთი ფაქტი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს საერთოდ არ უნდა მოეთხოვა პირგასამტეხლო, რამეთუ მხარეს არ დაუსაბუთა მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა საამისოდ კანონით, ასევე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით დადგენილი და სამშენებლო-სარემონტო საქმიანობაში პრაქტიკულად დამკვიდრებული წესით, არამედ 2016 წლის 22 ივლისს ელ ვერსიით გადმოუგზავნა კორექტირებული ისევ 30.05. 2016 წლით დათარიღებული ინვოისები ანუ პროდუქცია-მომსახურების განფასება. აპელანტის განმარტებით, ის რომ კორექტირებულ ინვოისთა მოცულობებს (რაოდენობრივ მოწოდებებს) ხდიდა სადაოდ სწორედ ამიტომ ითხოვდა მისგან შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტს და თუ ამ დოკუმენტთა წარმოდგენის შემდეგ არსებულ რაიმე დავალიანებას არ გადაიხდიდა, მხოლოდ მაშინ წარმოიქმნებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და ისიც განსაზღვრულ პერიოდამდე ანუ მათ მიერ სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2016 წლის 30 მაისს შპს „ე-------------------–--------------–--“-სა და შპს „კ-–-----------------“-ს შორის გაფორმდა №I------------ ხელშეკრულება, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემსრულებელმა შპს „კ-–-----------------“-მა იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, მდებარე სამი საცხოვრებელი ბინისათვის განკუთვნილი კონდიციონერებისა და სპრინკლერების მიწოდება და მონტაჟი, რაც გულისხმობდა სულ 6 კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს. დამკვეთმა შპს „ე-------------------–--------------–--“-მა აიღო შემსრულებლისათვის შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
შპს „ე-------------------–--------------–--“-ს შპს „კ-–-----------------“-ისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით 2016 წლის 09 ივნისს გადახდილი აქვს 10000,00 ლარი ავანსის სახით, ხოლო 2016 წლის 04 ივლისს - 5000,00 ლარი, ჯამში - 15000,00 ლარი.
შპს „კ-–-----------------“-ის მიერ 2016 წლის 30 მაისის №I------------ ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთისათვის შპს „ე-------------------–--------------–--“-სათვის შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 21506,00 ლარი.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ 2016 წლის 30 მაისის №I------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე-------------------–--------------–--“-ს შპს „კ-–-----------------“-ისათვის გადასახდელი აქვს 6506,00 ლარი და სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებების საპირისპიროდ მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მენარდის ვალდებულება განისაზღვრა ქ. ბათუმში, მდებარე სამი საცხოვრებელი ბინისათვის განკუთვნილი კონდიციონერებისა და სპრინკლერების მიწოდება და მონტაჟი, რაც გულისხმობდა სულ 6 კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს და რაც ექვემდებარებოდა ანაზღაურებას დამკვეთის მხრიდან. პალატა იზიარებს შპს ,,კ--–------------- ის“ მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც მის მიერ 2016 წლის 30 მაისის №I------------ ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთისათვის შპს „ე-------------------–--------------–--“-სათვის შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 21506,00 ლარი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში სადავოდ გამხდარი გარემოება მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების, კერძოდ, აპელანტისათვის საქონლის სრულად მიწოდების თაობაზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. კერძოდ, სარჩელში მითითებული გარემოებები მასზედ, რომ 6 კონდიციონერიდან განხორციელდა სამი კონდიციონერის მონტაჟი, ხოლო, დანარჩენი სამის მონტაჟი არ მომხდარა, არამედ შპს „ე-------------------–--------------–--“-ს მიეწოდა შესაბამისი მასალები დამონტაჟების გარეშე.
გარდა ზემოხსენებულისა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ პროდუქციის მიწოდების დასადასტურებლად ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი. პალატა აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითებს, რომ საქონლის მიწოდების ფაქტის გამორიცხვა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობაზე მითითებით არასწორია და ვერ იქნება გაზიარებული, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა არ გამორიცხავს პროდუქციის მიწოდების გარემოების დადგენის შესაძლებლობას, თუ აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მოპასუხის (აპელანტის) მხრიდან სადავო არ გამხდარა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას (2017 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი).
დადგენილია, რომ შპს ,,კ-–--------------“-ის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა მოიცავს 3 კონდიციონერის მიწოდებისა და დამონტაჟების ღირებულებას და ასევე, დანარჩენი 3 მიწოდებული კონდიციონერის ღირებულებას დამონტაჟების საფასურის გარეშე. შესაბამისად, აპელანტის მიერ 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი დავალიანება უნდა განისაზღვროს სხვაობით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ შესრულებული პროექტის ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის, რაც შეადგენს 6506,00 ლარს, ვინაიდან, შპს ,,ე--------------------–------------–--ის“ მიერ გადახდილია 15000,00 ლარი მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.
მხარეთა შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მენარდის ვალდებულება განისაზღვრა სამი საცხოვრებელი ბინისათვის განკუთვნილი კონდიციონერებისა და სპრინკლერების მიწოდებითა და მონტაჟით, რაც გულისხმობდა სულ 6 კონდიციონერის მიწოდებასა და მონტაჟს, დამკვეთის მიერ შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცლოდ. მენარდემ მიაწოდა და დაამონტაჟა 3 კონდიციონერი, ხოლო დანარჩენი სამი მონტაჟი არ მომხდარა, თუმცა, შპს „ე-------------------–--------------–--“-ს მიეწოდა შესაბამისი მასალები, დამონტაჟების გარეშე.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილია ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც საპროექტო სამუშაოებში შედის როგორც დამონტაჟებული კონდიციონერების მასალების შეძენისა და მისი დამონტაჟებისათვის განხორციელებული ტექნიკური სამუშაოების ღირებულება, ასევე, მიწოდებული და დაუმონტაჟებელი 3 კონდიციონერის მასალების ღირებულება. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 6 კონდიციონერის მასალების საფასური შეადგენს 15515,00 ლარს, ხოლო სამი კონდიციონერის დამონტაჟების ღირებულება - 5991,45 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მაშასადამე, იმისთვის, რომ სამართალურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებად შეფასდეს, უნდა არსებობდეს შემკვეთი, მენარდე და მათ შორის შეთანხმება სამუშაოების საზღაურზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულების არსით შეთანხმებული 3 კონდიციონერის დამონტაჟების ნაწილში, ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებით მოწესრიგებას და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესაბამისად გადანაწილებას. მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს ეკისრებოდათ ორმხრივი უფლებები და მოვალეობები, ერთი მხრივ, შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია შეთანხმებული საგნების მიწოდება და დამონტაჟება დამკვეთისათვის, ხოლო მეორე მხრივ, დამკვეთი ვალდებული იყო აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაო. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მენარდემ შეასრულა 3 კონდიციონერის მიწოდებისა და დამონტაჟების სამუშაო და შესაბამის ფართში დამონტაჟებით ხელშეკრულების საგანი, დამკვეთისათვის გადაცემულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ხელშეკრულების საგნის, 3 კონდიციონერის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით ექვემდებარება ნასყიდობის ნორმებით მოწესრიგებას. მიეწოდა რა შპს „ე-------------------–--------------–--“-ს კონდინციონერების შესაბამისი მასალები, მყიდველს გამყიდველმა გადასცა საკუთრების უფლება მიწოდებულ ნასყიდობის საგანზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, მყიდველი შპს „ე-------------------–--------------–--“ ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს გადაცემული ნასყიდობის საგნის ღირებულება. შესაბამისად, შპს „ე-------------------–--------------–--“-ს ეკისრება ვალდებულება გადაუხადოს შპს „კ-–-----------------“-ს მიწოდებული 6 კონდიციონერის ღირებულება 15515,00 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ის ვალდებულია შპს ,,კ-–--------------“ს აუნაზღაუროს 3 კონდიციონერის დამონტაჟებისათვის გაწეული სამუშაოების ღირებულება -5991,45 ლარი. ვინაიდან, აპელანტს შპს ,,კ-–--------------“ის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი აქვს 15 000,00 ლარი. აპელანტის მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 6506,00 ლარს.
გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
პალატას დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს აპელანტისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების საფუძველი. ოდენობასთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.2%-დან შემცირებას 0.02%-მდე და ნაცვლად 13 ლარისა, მის ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,3 ლარის ოდენობით განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ე-------------------–--------------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი