განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210117001875273
საქმე №2ბ/6051-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტები - ა-–---------------, ვ----------------
წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ-------------“
წარმომადგენელი - თ-------------
თავდაპირველი მოპასუხეები - შუ----------------, თ---------–----, თ------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. სს ,,კ-------------ს“ სარჩელი შუ----------------ს, ა-–---------------ს, ვ----------------ს, თ---------–----სა და თ------------------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. შ-----------------ს, ა-–--------------ს, ვ---------------ს, თ---------–---სა და თ-----------------ს სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 3450 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 314.80 აშშ დოლარის, დაზღვევის თანხის - 84.38 აშშ დოლარის, საკომისიოს - 24.15 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 1119.82 და 124.50 აშშ დოლარის გადახდა.
3. შ-----------------ს, ა-–--------------ს, ვ---------------ს, თ---------–---სა და თ-----------------ს სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი - 21 ლარის ანაზღაურება.
4. შ-----------------ს, ა-–--------------ს, ვ---------------ს, თ---------–---სა და თ-----------------ს სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 371.85 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2015 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ და შ-----------------მა დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა სესხის სახით მიიღო 5250 აშშ დოლარი 2017 წლის 5 სექტემბრამდე. ამავე ხელშეკურლების 3.8 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,35%. მტკიცებულებები: - სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 19-20); - სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 21).
სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე კი, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან).
მტკიცებულება: - სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 19-20).
ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს მომსახურების გადახდასაც.
მტკიცებულება: - სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 19-20).
სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. მტკიცებულებები: - სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 19-20). - შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს. ფ. 22-26); - საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს. ფ. 27-30); - სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისში ცვლილების შეტანის შესახებ (ს. ფ. 31-35).
სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი. მტკიცებულება: - სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 19-20).
ა-–--------------მა, ვ---------------მა, თ---------–----მ და თ-----------------მა ხელი მოაწერეს თავდებობის ხელშეკრულებებს, რომლითაც თავდებები კისრულობენ სოლიდარულ ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდებები ვალდებული არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ. მტკიცებულებები: - თავდების განცხადებები (ს. ფ. 36, 38, 40, 42); - თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 37, 39, 41, 43).
თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებენ სესხის ძირითად თანხაზე მაქსიმალურ 5 300 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1 400 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 200 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე მაქსიმალურ 100 აშშ დოლარზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 7 000 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
მტკიცებულებები: - თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 37, 39, 41, 43).
მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 5 სექტემბრის შემდგომ. მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.
მტკიცებულებები: - გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს. ფ. 45, 47, 49, 51, 53), - შეტყობინების ბარათები გზავნილების ჩაბარების შესახებ (ს. ფ. 46, 48, 50, 52, 54); - სესხის დაფარვის ისტორია (ს. ფ. 44).
შპს ,,მ-------------------------------–---------ომ" 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ, შპს ,,მ-----------------------------–-----------" 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება "მ-----------------------------–-----------დ“. მოგვიანებით მოსარჩელემ ასევე შეიცვალა სახელი და გახდა სს ,,კ-------------“. სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი.
მტკიცებულებები: - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 58-59); - მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 6).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დღეის მდგომარეობით სესხის საფუძველზე არსებული დავალიანება შეადგენს 5 117,66 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3450 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი - 314,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 84,38 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 24,15 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმა (0,27%) – 1119,83 აშშ დოლარი და ჯარიმა (5% არანაკლებ 2ლარისა) – 124,5 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებით დასტურდება, და არც მოპასუხეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ მსესხებელმა მიიღო 5250 აშშ დოლარი სესხის სახით. სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული იყო, თუ რა პერიოდულობითა და ოდენობით უნდა დაეფარა მსესხებელს სესხი. სადავო არ არის, ასევე, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს სიცოცხლის დაზღვევის თანხის და საკომიოს ოდენობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის ისტორიითა და 2017 წლის 5 აპრილის ცნობით დასტურდება არსებული დავალიანების ოდენობა, ხოლო, ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არცერთ მოპასუხეს არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება.
მტკიცებულება: - სესხის ხელშეკრულება (ს. ფ. 19-20); - სესხის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 21); - სესხის დაფარვის ისტორია (ს. ფ. 44); - ცნობა დავალიანების შესახებ (ს. ფ. 55).
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობია თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, არ იციან ქართული ენა, მათთვის არავის აუხსნია ხელშეკრულების შინაარსი და ეს მხოლოდ სესხის გაცემისათვის აუცილებელ პროცედურად მიაჩნდათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ხსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხეების განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა შემდეგი: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია როგორც თავდების განცხადებებზე, ისე თავდებობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერით. ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე, დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, ხელშეკრულების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ მათ არ გამოუთქვამთ. პრეტენზია არ გამოუთქვამთ მათ არც გაფრთხილების წერილების ჩაბარების შემდეგ, რაც ასევე ქართულ ენაზეა შედგენილი. აღნიშნული გარემოება არც საქმის მასალებით დასტურდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდებებმა იცოდნენ, რომ ხელს აწერდნენ თავდებობის ხელშეკრულებაზე.
მტკიცებულებები: - თავდების განცხადებები (ს. ფ. 36, 38, 40, 42); - თავდებობის ხელშეკრულებები (ს. ფ. 37, 39, 41, 43); - გაფრთხილებები მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს. ფ. 45, 47, 49, 51, 53), - შეტყობინების ბარათები გზავნილების ჩაბარების შესახებ (ს. ფ. 46, 48, 50, 52, 54).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,კ-------------ს“ მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 5 117,66 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3450 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი - 314,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 84,38 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 24,15 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმა (0,27%)–1119,83 აშშ დოლარი და ჯარიმა (5% არანაკლებ 2ლარისა) – 124,5 აშშ დოლარი, საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს მოსარჩელემ და შ-----------------მა დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა სესხის სახით მიიღო 5250 აშშ დოლარი 2017 წლის 5 სექტემბრამდე. ამავე ხელშეკურლების 3.8 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,35%-ს.
სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე კი, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო, ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან). ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს მომსახურების გადახდასაც (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.3. პუნქტები). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 5 სექტემბრის შემდგომ. ამასთან, სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი. 8.1. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი არღვევს ხელსეკრულების პირობებს, გამსესხებელს აქვს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2. პუნქტში გათვალისწინებული თანხების სრულად მოთხოვნის უფლება. აღნიშნული გარემოებები კი სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მსესხებლისათვის დავალიანებული თანხის დაკისრების საფუძველია. ასევე დადგენილია, რომ დღეისათვის დავალიანება შეადგენს 5 117,66 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3450 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი - 314,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 84,38 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 24,15 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმა (0,27%) – 1119,83 აშშ დოლარი და ჯარიმა (5% არანაკლებ 2ლარისა) –124,5 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ სს ,,კ-------------“-ს მოთხოვნა თავდებების - ა-–---------------ს, ვ----------------ს, თ---------–----ს და თ------------------სათვის დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრების შესახებ საფუძლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუმათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მოცემულ შემთხვევაში ა-–--------------თან, ვ---------------თან, თ---------–----სთან და თ-----------------თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა შუ----------------ს მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, მომსახურების საკომისიო, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამდენად, მათ ხელშეკრულებით ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც გულისხმობს კრედიტორის უფლებას დავალიანების გადახდევინება მოითხოვოს როგორც მსესხებლისაგან, ისე თავდებებისაგან, რაიმე რიგითობის დაცვის გარეშე. შესაბამისად, მითითება, რომ ვინაიდან სესხი აიღო შ-----------------მა და ნახა სარგებელი, მანვე უნდა დაფაროს დავალიანება, მათ მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლლად სასამართლომ არ მიიჩნია.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტების მითითებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ა-–---------------სა და ვ----------------ს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება მათ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტები განმარტავენ, რომ თავდებობის ხელშეკრულება სათანადოდ არ იქნა თარგმნილი მათთვის გასაგებ ენაზე. ამასთან, მათთვის უცნობია შუქურ ასკაროვის სესხის თაობაზე, რადგან ისინი არ არიან მისი თავდებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2015 წლის 31 აგვისტოს სს ,,კ------------მა“ და შ-----------------მა დადეს სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა სესხის სახით მიიღო 5250 აშშ დოლარი 2017 წლის 5 სექტემბრამდე. ამავე ხელშეკურლების 3.8 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,35%.
სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% (არანაკლებ 2 ლარისა), ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,27% (მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან). ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ასევე ითვალისწინებდეს მომსახურების გადახდასაც.
სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო, აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად.
სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად: მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისოს, ჯარიმის და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე, ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალი.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–--------------მა, ვ---------------მა, თ---------–----მ და თ-----------------მა ხელი მოაწერეს თავდებობის ხელშეკრულებებს, რომლითაც თავდებები კისრულობენ სოლიდარულ ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდებები ვალდებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.
თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებენ სესხის ძირითად თანხაზე მაქსიმალურ 5 300 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 1 400 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 200 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე მაქსიმალურ 100 აშშ დოლარზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგინოს 7 000 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
დადგენილია, რომ მსესხებელი უწყვეტ ვადაგადაცილებაშია 2016 წლის 5 სექტემბრის შემდგომ. მსესხებელსა და თავდებებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.
შპს ,,მ-------------------------------–---------ომ" 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ, შპს ,,მ-----------------------------–-----------" 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება "მ-----------------------------–-----------დ“. მოგვიანებით მანდ კვლავ შეიცვალა სახელი და გახდა სს ,,კ-------------“. სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი.
დღეის მდგომარეობით სესხის საფუძველზე არსებული დავალიანება შეადგენს 5 117,66 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3450 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი - 314,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 84,38 აშშ დოლარი, მომსახურების საკომისიო - 24,15 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმა (0,27%) – 1119,83 აშშ დოლარი და ჯარიმა (5% არანაკლებ 2ლარისა) – 124,5 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აკისრია.
დადგენილია, რომ მსესხებელმა მიიღო 5250 აშშ დოლარი სესხის სახით. სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული იყო, თუ რა პერიოდულობითა და ოდენობით უნდა დაეფარა მსესხებელს სესხი. სადავო არ არის, ასევე, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს სიცოცხლის დაზღვევის თანხის და საკომიოს ოდენობა.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობია თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, არ იციან ქართული ენა, მათთვის არავის აუხსნია ხელშეკრულების შინაარსი და ეს მხოლოდ სესხის გაცემისათვის აუცილებელ პროცედურად მიაჩნდათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ხსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მითითებას: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია როგორც თავდების განცხადებებზე, ისე თავდებობის ხელშეკრულებებზე ხელმოწერით. ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მათი მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე, დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა. მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას სს ,,კ-------------ს“ ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - თავდების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებზეც აპელანტების მიერ შესრულებულია ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები შესრულებულია ქართულ ენაზე. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე პრეტენზია ენის არცოდნის, ხელშეკრულების შინაარსის ახსნის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის შესახებ მათ არ გამოუთქვამთ. პრეტენზია არ გამოუთქვამთ მათ არც გაფრთხილების წერილების ჩაბარების შემდეგ, რაც, ასევე, ქართულ ენაზეა შედგენილი. აღნიშნული გარემოება არც საქმის მასალებით დასტურდება.
პალატა დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიზანია, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა- არარსებობის ფაქტი, რა დროსაც ყოველი მტკიცებულების სათანადოობა მოწმდება სასამართლოს მიერ. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის მიხედვით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აპელანტებისთვის ცნობილი არ იყო თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თაობაზე და რომ მათთვის გასაგებ ენაზე არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების გაცნობა, ეკისრება სწორედ სააპელაციო საჩივრის ავტორებს, რომლებმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით აღნიშნული გარემოების დადასტურება ვერ შეძლეს. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს აპელანტებისათვის ცნობილი იყო თავდების პასუხიმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------------სა და ვ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი