განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
330210017002030861
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002030861

საქმე №2ბ/7434-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - გ--------–----–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ფ------------------

წარმომადგენელი - მ--------------–--

 

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (ალიმენტის დაკისრების ნაწილში)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. ფ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. დაეკისრა მოპასუხე გ--------–----–---ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ------–----–--ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა 2017 წლის 31 ივლისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

3. დაეკისრა მოპასუხე გ--------–----–---ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 30 ნოემბერს დაბადებული და---–----–--ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა 2017 წლის 31 ივლისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფ-------------------- და გ--------–----–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 18 ნოემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2012 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ------–----–--ე და 2014 წლის 30 ნოემბერს დაბადებული და---–----–--ე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა #01141022379 (ს.ფ.13);

-დაბადების მოწმობა #01136084762 (ს.ფ.14);

-დაბადების მოწმობა #01146095898 (ს.ფ.15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ფ------------------ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 24.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

ფ------------------ და გ--------–----–--- იმყოფებიან კონფლიქტურ ურთიერთობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე #3/3377-17, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და გ--------–----–---ს აეკრძალა მსხვერპლთან - ფ------------------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ.43-46);

- განცხადებები (ს.ფ.42, 48, 50,- რეაგირების ოქმები (ს.ფ. 52-53, 56-60).

 

2017 წლის 06 ოქტომბერს შედგენილი მორიგების აქტის თანახმად, გ--------–----–---ს თავის არასრულწლოვან შვილებთან, ნ------–----–--ესთან და და---–----–--ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი, ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 16:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას (გარდაბნის რაიონი, სოფელი კუმისი) წაყვანისა და ფ-----------------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. გ--------–----–---ს მიეცა უფლება არასრულწლოვნები პარასკევი დღის 17:00 საათზე წაიყვანოს როგორც შესაბამისი სასწავლო ან/და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან, ასევე, ფ-----------------ის საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, გ--------–----–---ს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი ყოველი წლის 01 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით და 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შესაბამისი სასწავლო ან/და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის განსაზღვრული საშობაო-საახალწლო არდადეგების მეორე ნახევარი თავის საცხოვრებელ ადგილას (გარდაბნის რაიონი, სოფელი კუმისი) წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით, მოსარჩელე ფ-----------------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მორიგების აქტი (ს.ფ.100-101).

 

გ--------–----–---ს, არასრულწლოვანი ნათია და და---–----–--ეების გარდა, კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ფ------------------ს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია (ს.ფ. 145-146).

 

გ--------–----–--- დასაქმებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მისი მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა - 1127 ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია (ს.ფ.23-28);

-ცნობა (ს.ფ.102).

გ--------–----–---სა და სს ,,--------------ს“ შორის 2017 წლის 27 სექტემბერს დადებული საკრედიტო ბარათით საგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს აღებული აქვს კრედიტი 1680 ლარის ოდენობით, ლიმიტის მოქმედების ვადაა - 11595 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.104-109).

 

2017 წლის 25 მაისს სს ,,--------------თან“ დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გ--------–----–---ს აღებული აქვს კრედიტი 700 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადაა - 15291 დღე, ვადაგადაცილების პირგასამტეხლოა - 20 (ოცი) ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.111-119).

 

გ--------–----–---ს 2017 წლის 13 სექტემბერს, მისივე მითითებით, მობილური ტელეფონის ნასყიდობის მიზნით, აღებული აქვს კრედიტი 533.74 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 379 დღე, ყოველთვიური შენატანი - 45,98 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თავსართი (ს.ფ.121);

-საბანკო ამონაწერი (ს.ფ.122).

 

გ--------–----–---ს 2016 წლის 22 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ზიპ კრედიტის მიმართ, 2017 წლის 22 ოქტომბრისათვის ერიცხება დავალიანება 964.47 ლარის ოდენობით, სესხის დაფარვის ვადაა - 22.05.2018 წ, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 201.38 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.124-125);

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.126-130).

 

გ--------–----–---ს 2017 წლის 16 მარტს სს ,,--------------ში“ 5 წლის ვადით აღებული აქვს სამომხმარებლო სესხი 7900 ლარის ოდენობით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 230 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-გადახდის გრაფიკი (ს.ფ.132-137).

 

შპს ,,----------------------სა“ და გ--------–----–---ს შორის 2017 წლის 15 აგვისტოს დადებული საკრედიტო შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს აღებული აქვს სესხი 1500 ლარის ოდენობით, 3 წლის ვადით, ყოველთვიური შენატანი - 91 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.139-142).

 

გ--------–----–---ს სს ,,ს----------–--------ში“ 2017 წლის 03 ივლისს აღებული აქვს კრედიტი 700 ლარის ოდენობით, ყოველთვიური გადასახადი - 35 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.144).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2012 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ------–----–--ე და 2014 წლის 30 ნოემბერს დაბადებული და---–----–--ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი დ--- და ნ------–----–--ეები ცხოვრობენ დედასთან, ფ------------------სთან ერთად. მამას, გ--------–----–---ს შვილების ნახვისათვის განსაზღვრული აქვს 3 დღე. მხარეებიდან, მოსარჩელე ფ------------------ს ყოველთვიური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უდასტურდება, ხოლო მოპასუხე, გ--------–----–--- დასაქმებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მისი მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა - 1127 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლომ, ასევე, მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების, ნათია და და---–----–--ეების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ. მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, გარემოება იმის თაობაზე, რომ ბავშვები არიან მცირეწლოვნები, ესაჭიროებათ განსაკუთრებული კვება, ნივთები, ასაკის ზრდასთან ერთად გაიზრდება მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება უმეტესად მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. განსახილველ შემთხვევაში უდავოა გარემოება, რომ არასრულწლოვნების ძირითადი საცხოვრებელი ადგილია დედის, საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ივარაუდება რომ ბავშვებზე ძირითადი მზრუნველობისა და ხარჯის გაწევა უწევს მოსარჩელეს. საწინააღმდეგო გ--------–----–---ს სათანადო დასაბუთებით არ დაუდასტურებია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ამასთან, სასამართლომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, ნათია და და---–----–--ეებისა, სხვა პირი არ ჰყავს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2017 წლის სექტემბრის თვისათვის - 168.8 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს სარჩელის აღძვრის შემდეგ, გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ამასთან, სასესხო ვალდებულების აღება პირის გადახდისუნარიანობაზე მიუთითებს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 130-130 ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 31 ივლისიდან, დ--- და ნ------–----–--ეების სრულწლოვანებამდე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2017 წლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში და აპელანტს - გ--------–----–---ს დაეკისროს 85 ლარის გადახდა თითოეული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი ფაქტობრივი შემოსავლებისა და ყოველთვიური დანახარჯების ურთიერთშეჯერების შემდეგ, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისთვის თვეში 130 ლარის გადახდა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ არის არაგონივრული. ამასთან, აპელანტი მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მისი არასრულწოვანი შვილები კვირის 3 დღეს ატარებენ მასთან, რა დროსაც იგი ისედაც ზრუნავს შვილებზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, გ--------–----–--- აპელირებს მის სასესხო ვალდებულებებზე სხვადასხვა საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებთან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ფ-------------------- და გ--------–----–--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 18 ნოემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2012 წლის 30 ივლისს დაბადებული ნ------–----–--ე და 2014 წლის 30 ნოემბერს დაბადებული და---–----–--ე.

 

ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ფ------------------ არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 24.

 

ფ------------------ და გ--------–----–--- იმყოფებიან კონფლიქტურ ურთიერთობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე #3/3377-17, დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და გ--------–----–---ს აეკრძალა მსხვერპლთან - ფ------------------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

2017 წლის 06 ოქტომბერს შედგენილი მორიგების აქტის თანახმად, გ--------–----–---ს თავის არასრულწლოვან შვილებთან, ნ------–----–--ესთან და და---–----–--ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი, ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 16:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას (გარდაბნის რაიონი, სოფელი კუმისი) წაყვანისა და ფ-----------------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. გ--------–----–---ს მიეცა უფლება არასრულწლოვნები პარასკევი დღის 17:00 საათზე წაიყვანოს როგორც შესაბამისი სასწავლო ან/და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან, ასევე, ფ-----------------ის საცხოვრებელი ადგილიდან. ასევე, გ--------–----–---ს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი ყოველი წლის 01 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით და 01 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შესაბამისი სასწავლო ან/და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის განსაზღვრული საშობაო-საახალწლო არდადეგების მეორე ნახევარი თავის საცხოვრებელ ადგილას (გარდაბნის რაიონი, სოფელი კუმისი) წაყვანისა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით, მოსარჩელე ფ-----------------ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.

 

გ--------–----–---ს, არასრულწლოვანი ნათია და და---–----–--ეების გარდა, კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს.

 

2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ფ------------------ს არ უფიქსირდება მიღებული შემოსავალი.

 

გ--------–----–--- დასაქმებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მისი მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა - 1127 ლარს.

 

გ--------–----–---სა და სს ,,--------------ს“ შორის 2017 წლის 27 სექტემბერს დადებული საკრედიტო ბარათით საგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს აღებული აქვს კრედიტი 1680 ლარის ოდენობით, ლიმიტის მოქმედების ვადაა - 11595 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%.

 

2017 წლის 25 მაისს სს ,,--------------თან“ დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, გ--------–----–---ს აღებული აქვს კრედიტი 700 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადაა - 15291 დღე, ვადაგადაცილების პირგასამტეხლოა - 20 (ოცი) ლარი.

 

გ--------–----–---ს 2017 წლის 13 სექტემბერს, მისივე მითითებით, მობილური ტელეფონის ნასყიდობის მიზნით, აღებული აქვს კრედიტი 533.74 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 379 დღე, ყოველთვიური შენატანი - 45,98 ლარი.

 

გ--------–----–---ს 2016 წლის 22 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ზიპ კრედიტის მიმართ, 2017 წლის 22 ოქტომბრისათვის ერიცხება დავალიანება 964.47 ლარის ოდენობით, სესხის დაფარვის ვადაა - 22.05.2018 წ, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 201.38 ლარი.

 

გ--------–----–---ს 2017 წლის 16 მარტს სს ,,--------------ში“ 5 წლის ვადით აღებული აქვს სამომხმარებლო სესხი 7900 ლარის ოდენობით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 230 ლარი.

 

შპს ,,----------------------სა“ და გ--------–----–---ს შორის 2017 წლის 15 აგვისტოს დადებული საკრედიტო შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს აღებული აქვს სესხი 1500 ლარის ოდენობით, 3 წლის ვადით, ყოველთვიური შენატანი - 91 ლარი.

 

გ--------–----–---ს სს ,,ს----------–--------ში“ 2017 წლის 03 ივლისს აღებული აქვს კრედიტი 700 ლარის ოდენობით, ყოველთვიური გადასახადი - 35 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი დ--- და ნ------–----–--ეები ცხოვრობენ დედასთან, ფ------------------სთან ერთად. მამას, გ--------–----–---ს შვილების ნახვისათვის განსაზღვრული აქვს 3 დღე. მხარეებიდან, ფ------------------ს ყოველთვიური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უდასტურდება, ხოლო, გ--------–----–--- დასაქმებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და მისი მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენდა - 1127 ლარს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აპელანტს არასრულწლოვანი შვილების გარდა კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი არ ჰყავს.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია აპელანტი მიუთითებს მის მატერიალურ მდგომარეობაზე, კერძოდ, მისი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში თუმცა, პალატა ითვალისწინებს რა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი გადახდისუუნარობა არ დასტურდება აღნიშნული სასესხო ვალდებულებებით და ამასთან, არც სარწმუნო მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ იმის თაობაზე, რომ ის არის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.

 

პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არის სწორედ თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 130 (ასოცდაათი) ლარი.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას (იხ. სუსგ Nას-1356-1194-2010, 04.03.2011 წელი). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტის - გ--------–----–--ის მატერიალური მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შეცვლის, კერძოდ, თვეში 130 (ასოცდაათი) ლარზე ნაკლები ოდენობით (თითოეულ ბავშვზე) განსაზღვრის წინაპირობები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------–----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი