განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2019
საქმის ნომერი
330310018002364631
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002364631

საქმე №3ბ/2805-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---- ბ---------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ------–---–---–---–-

 

მ-სამ- პირი - გ------- ყ-----–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

ნ------–---–---–---–-, როგორც მოწინააღმდეგე მხარე და გ------- ყ-----–-–---–ის კანონისმიერი წარმომადგენელი, არ დაეთანხმნა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ------–---–---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმი N-- (2--- წლის 2- დ---------) ნ------–---–---–---–-ს ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- თ-------–-- №--- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ------–---–---–---–-ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2--- წლის 1- დეკემბერს ნ------–---–---–---–-ს და გ------- ყ-----–-–---–ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები, რომელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, იძულებით გადაადგილებამდე, მითითებულია ც------–-, 0- ი------ ქუჩა N--, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შ---- ქ------–-, გ-----, ი. ს----–---–-- ქუჩა N--, შ-- „-----------“.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0- მ------- N------ მიმართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ------–---–---–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 2- თ-------–-- N--/6---- მომართვის მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ერთიანი, ელექტრონული მონაცემების ბაზის მიხედვით, ნ------–---–---–---–-ს მიმართ ქორწინების სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის.

 

გ------- ყ-----–-–---–ის დაბადების მოწმობის მიხედვით, იგი დაიბადა 2--- წლის 0- მ---- ქ. თ---–--–-. დედა - ნ------–---–---–---–-, მამა - დ----- ყ-----–-–---–ი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 0- მ------- N------ მიმართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, დ----- ყ-----–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 1-.0-.2---) უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თ---–---, მ-------, მ------ რ------ I--, კ--------- 1-, ბ--- 1--, საკადასტრო კოდი 0----------------------- რეგისტრირებულია ო---- ყ-----–-–---–ის საკუთრების უფლება.

 

სსიპ გ------ ს----–-–----- უ--------------- 2--- წლის 1- იანვრის ცნობის მიხედვით, ნ------–---–---–---–- 2--- წლიდან დღემდე მუშაობს უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

ქ. გ------ N-- ბაგა-ბაღის მიერ 2--- წლის 1- იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, გ------- ყ-----–-–---–ი 2--- წლიდან 2--- წლამდე ნამდვილად ირიცხებოდა ქ. გ------ N-- ბაგა-ბაღში.

 

სსიპ ქალაქ გ------ N- საჯარო სკოლის 2--- წლის 1- იანვრის ცნობის მიხედვით, გ------- ყ-----–-–---–ი 2-1- წლის 1- მ---- ჩაირიცხა სსიპ ქალაქ გ------ N- საჯარო სკოლის პირველ კლასში და სწავლობდა 2--- წლის 3- ი---------.

 

სსიპ ვ-–----–----–--------–---------–-- გ------ N- საჯარო სკოლის 2--- წლის 1- იანვრის ცნობის მიხედვით, გ------- ყ-----–-–---–ი ნამდვილად სწავლობს სსიპ ვ-–----–----–--------–---------–-- გ------ N- საჯარო სკოლის მ--- კლასში, 2----2-1- სასწავლო წლის დაწყებოდან დღემდე.

 

2--- წლის 0- ი------ მონიტორინგის მასალების მიხედვით, ნ------–---–---–---–- რეგისტრირებულია ქ. გ----–-, ი. ს----–---–-- ქუჩა N--, კ--------- N-. ნ------–---–---–---–-ს ყოფილი მ-უღლე - დ----- ყ-----–-–---–ი ცხოვრობს ქ. თ---–--–-, მ-------, დ-------- ქუჩაზე ბ---ში, მშობლებთან ერთად. ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.

 

2--- წლის 1- ნ--------- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, ნ------–---–---–---–-ს მეუღლის - დ----- ყ-----–-–---–ის მამის - ო---- ყ-----–-–---–ის განმარტებით, მისი შვილი - დ----- ყ-----–-–---–ი, დაახლოებით, 10-12 წელია ცხოვრობს გ----–- ბებიასთან (დედის დედა) - ნ--- თ------ესთან. დ----- ყ-----–-–---–ი მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს, დაახლოებით, 4-5 წელია. ნ------–---–---–---–- ცხოვრობს ქ. გ----–-, ტ------ტში. მათი შვილი - გ------- ყ-----–-–---–ი არის ხან დედასთან, ხან - მამასთან.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 2- დ--------- №-- გადაწყვეტილებით, ნ------–---–---–---–-ს დედა - მ----- ფ--–---–აშვილი დაკმაყოფილებული იქნა ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით, ხოლო ნ--- მ-–---–---–---–ს და გ------- ყ-----–-–---–ს უარი ეთქვათ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე შ-- „----------–-“ ფაქტობრივად არცხოვრებისა და მეუღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2--- წლის 0- თ-------–-- №--- ბრძანებით, ნ------–---–---–---–-ს ოჯახს უარი ეთქვა ქ. გ----–-, ა-–-----–---- ქ. N--ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე შ-- „----------–-“ ფაქტობრივად არცხოვრებისა და მ-უღლესთან თანაცხოვრებაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

 

მ--–-----ს - ხ------- ლ---–----ის და თ----- ჯ--------ის ჩვენებებით, ნ------–---–---–---–-, დედასთან - მ----- ფ--–---–აშვილთან და შვილთან - გ------- ყ-----–-–---–თან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შ-- „----------–-“. გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს „----------–-“. სხვაგან არასოდეს უცხოვრია.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მ--2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2--- წლის 2- დ--------- №-- სხდომის ოქმი და ამავე სამინისტროს 2--- წლის 0- თ-------–-- №--- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, აქტების კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

დადგენილია, რომ ნ--- მ-–---–---–---–ს და მის შვილს - გ------- ყ-----–-–---–ს აქვთ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ხოლო ამავე მუხლის ”ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ. ამავე წესის მეორე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).

 

სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-6 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

უდავოა, რომ მოსარჩელე ნ------–---–---–---–- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმის მასალებით, დადგენილია, რომ ქ. გ----–- ი. ს----–---–-- ქუჩა N--, შ-- „-----------“ წარმოადგენს მოსარჩელე ნ------–---–---–---–-ს ოჯახის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების დროებითი რეგისტრაციის ადგილს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შ-- „----------–-“ მცხოვრები ოჯახების (მათ შორის, მოსარჩელის) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი. საქმეზე დადგენილი გარემოებები ადასტურებენ იმას, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გ-----, ი. ს----–---–-- ქუჩა N--, შ-- „-----------“.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია, რომ ნ------–---–---–---–- არ ცხოვრობდა შ-- „----------–-“. დადგენილია, რომ ნ--- მ-–---–---–---–ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, იგი მუშაობდა და მუშაობს სსიპ გ------ ს----–-–----- უ-------------ში, მისი შვილი გ------- ყ-----–-–---–ი სწავლობდა ქ. გ------ ბაგა-ბაღში, ხოლო ახლა სწავლობს ქალაქ გ------ საჯარო სკოლაში. მ--–----- მიუთითებენ, რომ ნ------–---–---–---–-, დედასთან - მ----- ფ--–---–აშვილთან და შვილთან - გ------- ყ-----–-–---–თან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შ-- „----------–-“. გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს „----------–-“. სხვაგან არასოდეს უცხოვრია. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ქ. გ----–-, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - შპს „----------–-“, მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ბ---ში ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები და ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები, ხოლო მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------–---–---–---–-ს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული იმ მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რომლებიც გაცილებით მეტი ინფორმაციის მომცველია და თვალნათლივ ასახავს მოსარჩელის ოჯახის სადავო ფართში არცხოვრების და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის შეუზღუდავ სარგებლობაში არსებობის ფაქტს. რაც შეეხება მოსარჩელის შპს „----------–-“ რეგისტრაციის ფაქტს, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი იქ ფაქტობრივად ცხოვრების უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ დევნილთა გარკვეულ ნაწილის რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი განსხვავებულია, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ ორგანიზებულად განსახლების ობიექტებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობდნენ განსხვავებული, უფრო მეტი შეღავათებითა და სიკეთეებით სახელმწიფოს მიერ, ვიდრე კერძოდ განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირები.

 

აპელანტი აღნიშნავს, სამინისტროს მიერ მოცემულ ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გადამოწმება მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც საკმარისია იმის დასადგენად, ცხოვრობდა თუ არა ესა თუ ის პირი რეგისტრაციის მისამართზე. აპელანტი თვლის, რომ სასამართლო თავისი მსჯელობით ეწინააღმდეგება იმ კანონის მიზანს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა კონკრეტულად ამ საცხოვრებელ ფართში ფაქტობრივად მაცხოვრებელი დევნილი ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭება. არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოებას, ფაქტობრივად იმყოფებოდა და ცხოვრობდა დევნილი ოჯახი მოცემულ საცხოვრებელ ფართში, თუ გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრისი შეუზღუდავ სარგებლობაში.

 

აპელანტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ 2--- წლის 2- დეკემბერს ჩატარებული კომისიის სხდომის შედეგად (ოქმი N--) მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტის (მის: გ-----, ს----–---–-- ქ. N-- შ-- „-----------“, კორპ. N-, N- და N-) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებულიყვნენ საგამონაკლისო წესით, ხსენებული ნორმის მ--5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმ-ბის გარეშე. ვინაიდან ნ--- მ-–---–---–---–ი, მისი დედა - მ----- ფ---–---–-–-ილი და შვილი - გ------- ყ-----–-–---–ი რეგისტრირებული იყვნენ შ-- „-----------ს“ შენობაში, ერთ სარეგისტრაციო ნომერზე, სამინისტროს მიერ განხორციელდა მონიტორინგი მათი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტების მიზნით. 2017 წლის 6 ივნისსა და 16 ნოემბერს სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგად გამოვლინდა, რომ ნ------–---–---–---–-ს დედა - მ----- ფ---–---–-–-ილი ნამდვილად ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე, თუმცა მოსარჩელესთან მიმართებით მიჩნეულ იქნა, რომ ის ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ამ მისამართზე და განქორწინების თაობაზე მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას. ამდენად, მოსარჩელის დევნილი ოჯახი ვერ მოექცეოდა იმ პირთა წრეში, რომლებიც საგამონაკლისო წესის შესაბამისად სახელმწოფოს მიერ დაკმაყოფილდნენ ახლადაშენებულ კორპუსებში, 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ სადავო აქტები არის კანონიერი, გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, არის დასაბუთებული და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნ------–---–---–---–-ს, როგორც დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.

 

დადგენილია, რომ ნ------–---–---–---–- არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგო----ეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

დადგენილია, რომ ქ. გ----–- ი. ს----–---–-- ქუჩა N---ში არსებული შ-- „-----------“, რომელიც წარმოადგენს ნ------–---–---–---–-ს ოჯახის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების დროებითი რეგისტრაციის ადგილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შპს „----------–-“ მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა. მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით აპელანტმა მიიჩნია, რომ არ დასტურდება მისი შ-- „----------–-“ ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შეუზღუდავ სარგებლობაში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონა ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთანავე, პირის საცხოვრებელი ადგილის დადგენა სწორედ პირის თავისუფალი ნების გამოვლენას, მის არჩევანსა და კონკრეტულ ადგილას ფაქტობრივად ყოფნას უკავშირდება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის სადავო მისამართზე არყოფნის ფაქტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების ერთადერთი საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ამ მხრივ გასათვალისწინებელია მისამართზე არყოფნის მიზეზი, პერიოდი. გარდა ამისა, საკითხის გამოკვლევა უნდა მოხდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერებით.

 

დადგენილია, რომ ნ--- მ-–---–---–---–ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია, იგი მუშაობდა და მუშაობს სსიპ გ------ ს----–-–----- უ-------------ში, მისი შვილი გ------- ყ-----–-–---–ი სწავლობდა ქ. გ------ ბაგა-ბაღში, ხოლო ახლა სწავლობს ქალაქ გ------ საჯარო სკოლაში. მ--–----- მიუთითებენ, რომ ნ------–---–---–---–-, დედასთან - მ----- ფ--–---–აშვილთან და შვილთან - გ------- ყ-----–-–---–თან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შპს „----------–-“. გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს „----------–-“. სხვაგან არასოდეს უცხოვრია. შესაბამისად, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ქმნის გონივრულ და დასაბუთებულ ეჭვს მოსარჩელის სხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ნ--- მ-–---–---–---–ს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ამასთანავე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი