განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002589777
საქმე №2ბ/24-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გოდერძი გიორგიშვილი
მოსამართლეები - ნათია გუჯაბიძე
ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ნ----------–---–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ----- ფ-----ე (მოპასუხე)
თანამოპასუხე - შპს ,,ს--------------------------------–--’’
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ----------–---–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - შპს ,,ს--------------------------------–--ს’’, მ----- ფ-----ის მიმართ და 2----–-–--------–--ის N1---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 18 000 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 1 425.00 აშშ დოლარის და მიყენებული ზიანის - 810 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.
2. ნ----------–---–ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
2----–-–--------–--ს, შპს „ს--------------------------------–--მ“ მოსარჩელე ნ----------–---–ის დედასთან - ლ---–- რ---–---–თან დადებული N1---- სესხის ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაებრუნებინა სესხი გამსესხებლისათვის. სესხის ოდენობამ შეადგეინა 18 000 აშშ დოლარი, სესხის გაიცა 4 თვის ვადით, წლიური 25%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის გათვალისწინებით, სესხს ყოველ 30-ე დღეს ერიცხებოდა 356.25 აშშ დოლარი სარგებელი, რომლის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, გატანის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით ლარში. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა საურავი 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულება დასრულდა 2016 წლის 06 ნოემბერს, თუმცა N1---- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კომპანიამ ვერ შეასრულა, მან ვერ შეძლო ძირი თანხისა და სარგებლის დაბრუნება, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს სესხის ძირი თანხის, სარგებელისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ლ---–- რ---–---–მა გარდაცვალებამდე დაუთმო მოსარჩელე ნ----------–---–ს.
ს----------–------------------------------------------------------ში დაიწყო გამოძიება შპს
„ს--------------------------------–--ს“ ხელმძღვანელი პირების: თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის და მ----- ფ-----ის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი ანაბრების დიდი ოდენობით მითვისების ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნ----------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით შპს „ს--------------------------------–--ს“ ხელმძღვანელი პირების თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის და მ----- ფ-----ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, მ----- ფ-----ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რამდენადაც მოსარჩელეს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა კომპანიასთან და არა ფიზიკურ პირ მ----- ფ-----ესთან.
შპს „ს--------------------------------–--ს“ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარუდგენია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ”ს----------------------------------–--ს“ ნ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–---------–----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 18 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 425 აშშ დოლარი, მიყენებული ზიანი - 810 აშშ დოლარი. ნ----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მ-----ი ფ-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ლ---–- რ---–---–ი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე შპს „ს--------------------------------–--სთან“, რომელსაც ხელშეკრულების დადებისას წარმოადგენდა დირექტორი თ----- ლ---–----ე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, მოსარჩელისგან სესხის თანხა - 18 000 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა უშუალოდ შპს „ს--------------------------------–--ს“. შესაბამისად, გამსესხებელს მოთხოვნის უფლება გააჩნდა კომპანიის მიმართ, თანახმად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით).
სასამართლოს მითითებით, არ დგინდებოდა მ----- ფ-----ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის დედა სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ს--------------------------------–--სთან“. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი არ დასტურდებოდა ლ---–- რ---–---–სა და შპს „ს--------------------------------–--ს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მ----- ფ-----ის მონაწილეობა. საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ დავის განხილვის მომენტისათვის არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება, მათ შორის არც კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის მ----- ფ-----ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 404-ე, 417-418-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ს--------------------------------–--ს“ მიმართ N1---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დასაბუთებული იყო და სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საქალაქო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეებად დასახელებული შპს „ს--------------------------------–--ს“ და მ----- ფ-----ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძვლი (სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლები) არ იკვეთებოდა და სასარჩელო მოთხოვნა მ----- ფ-----ის მიმართ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება, მ----- ფ-----ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ნ----------–---–მა, რომელმაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
აპელანტის მითითებით, არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი, რომლითაც დგინდებოდა მ----- ფ-----ის ბრალეულობა და მისი გამოკვეთილი როლი საფინანსო კომპანიის საქმიანობაში. აღნიშნული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და გარდა გადაწყვეტილებებისა არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია მ----- ფ-----ის მიერ კომპანიიდან გატანილ სესხებზე, რომლებიც მის მიერ არ არის დაბრუნებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 0--------- წ., შპს „ს--------------------------------–--ს“ (მსესხებელი) და ლ---–- რ---–---–ს (გამსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N1----.
ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, გამსესხებელი იღებს ვალდებულებას მისცეს სესხი მსესხებელს, ხოლო, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს. სესხის ოდენობა განისაზღვრა 18 000 აშშ დოლარით, სესხის გაიცა 4 თვის ვადით, წლიური 25%-ის დარიცხვით.
ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, ყოველ 30-ე დღეს ძირითად თანხას ერიცხებოდა სარგებელი 356.25 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას, გატანის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით ლარში.
ხელშეკრულების 2.4 მუხლით განისაზღვრა, რომ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა საურავი 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1, ს.ფ. 15-18).
9. ლ---–- რ---–---–მა შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელს - შპს „ს--------------------------------–--ს“ 2----–-–--------–--ს გადასცა 18 000 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 14).
10. შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (06.11.2016 წ.) და არც მის შემდეგ შეუსრულებია N1---- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კომპანიამ ვერ შეძლო გამსესხებლისათვის ძირი თანხისა და სარგებლის დაბრუნება.
11. 2----–-–---------------ს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ს--------------------------------–--ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) დირექტორს წარმოადგენს თ----- ლ---–----ე, ხოლო 100% წილის მესაკუთრეს (პარტნიორი) - თ----- მ---------–ი.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1----------–----------–--–----------------------------–------------–--–------“ ქ/პუნქტებით, ხოლო თ----- მ---------–ი და მ----- ფ-----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 2----------------–----------–--–-----------------------–----------–--–------ ქ/პუნქტებით (ტომი 1, ს.ფ. 26-125).
13. 0---------წ., ლ---–- რ---–---–მა მოთხოვნის უფლება, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა N1---- ხელშეკრულებით, დაუთმო ნ----------–---–ს (ტომი 1, ს.ფ. 21-22).
14. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით ნ----------–---–ი მოითხოვდა მოპასუხეებისათვის: შპს ,,ს--------------------------------–--სა’’ და მ----- ფ-----ისათვის 2----–-–---------–----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 18 000 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 1 425.00 აშშ დოლარის და მიყენებული ზიანის - 810 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრებას.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ნ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა იმდაგვარად, რომ მხოლოდ მოპასუხე შპს „ს--------------------------------–--ს“ დაეკისრა 2----–-–---------–----------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მ----- ფ-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს დასკვნით, სარჩელში მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის გათვალისწინებით, არ დგინდებოდა მ----- ფ-----ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს.
15. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
16. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეებად დასახელებული შპს „ს--------------------------------–--სა“ და მ----- ფ-----ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძვლი არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა მ----- ფ-----ის მიმართ არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით).
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ს--------------------------------–--ს“ დირექტორს თ----- ლ---–----ე წარმოადგენს. დადგენილია ასევე, რომ ლ---–- რ---–---–ი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე შპს „ს--------------------------------–--სთან“, რომელსაც ხელშეკრულების დადებისას წარმოადგენდა დირექტორი თ----- ლ---–----ე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად, მოსარჩელის მიერ სესხის სახით გაცემული 18 000 აშშ დოლარი მიღებული აქვს უშუალოდ შპს „ს--------------------------------–--ს“.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და მით უფრო, დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მ----- ფ-----ე შპს „ს--------------------------------–--ს“ არც დირექტორი და არც პარტნიორი არ ყოფილა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს (გამსესხებელს), სარჩელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ კომპანიის მიმართ.
18. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ დათქმას კომპანიის ვალდებულებებისათვის კომპანიის დირექტორებსა და მის პარტნიორებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება. დასახელებული კანონი კომპანიის პარტნიორთა გამჭოლ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მაშინ, როდესაც ისინი ბოროტად იყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას.
საკასაციო პალატა ერთ-ერთ განჩინებაში განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით (იხ, სუსგ №ას-1307-1245- 2014, 6 მაისი, 2015 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებენ მოპასუხის, როგორც სადავო სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (მსესხებელის) - შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენებაზე, პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებაზე და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებაზე კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით.
19. მოპასუხის, როგორც შპს ,,ს--------------------------------–--ს’’ დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
ძირითადი მიზანი, რომლის მისაღწევადაც მიმართულია კომპანიის ხელმძღვანელთა საქმიანობა, არის მოგების მიღება. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოება ვალდებულია მოითხოვოს ზრუნვის მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დირექტორისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორს ასეთი მოთხოვნა საზოგადოების მიმართ არ დაუყენებია და არც სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებშია აღნიშნული მ----- ფ-----ის, როგორც დირექტორის მიერ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის ფაქტის არსებობა.
ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს მ----- ფ-----ის, როგორც ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობის სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მ----- ფ-----ისათვის, როგორც ფიზიკური პირისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
20. ამასთან, როგორც აღინიშნა, სადავო პერიოდში მ----- ფ-----ე არ წარმოადგენდა მოპასუხე საზოგადოების დირექტროს ან მის პარტნიორს.
21. პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართალურთიერთობიდან; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მ----- ფ-----ის მიმართ მოთხოვნას ვერ განიხილავს საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის ჭრილში, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. ამდენად, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დადგენილია მ----- ფ-----ის ბრალეულობა და მისი გამოკვეთილი როლი საფინანსო კომპანიის საქმიანობაში, არ განეკუთვნება განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავს მითითებას და მოთხოვნას დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძლით მოპასუხე მ----- ფ-----ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ დგინდება მოპასუხე მ----- ფ-----ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
24. აპელანტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი
მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე
ვ. წიკლაური