განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001956731
საქმე №2ბ/7450-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ს----------–----–---------------------------ო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ო----- ჯ-----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) – სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ი’’ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა------- პ---------ი
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს----------–----–---------------------------ომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის’’ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის განადგურებული ავტომანქანების: „შ------------------------ი“, სახ. ნომერი A-------- საბაზრო ღირებულებით 23 150,81 ლარი, „შ---------------ა“ სახ. ნომერი A-------- საბაზრო ღირებულებით - 22 111,20 ლარი, „შ---------------ა“ სახ. ნომერი N------ საბაზრო ღირებულებით - 14 478,48 ლარი სხვა იგივე მოდელის ავტომანქანებით ჩანაცვლება, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ღირებულების ფარგლებში (მოსარჩელემ 24.05.2018 წელს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე თანხმობა განაცხადა , ავტომანქანების ჩანაცვლების შემთხვევაში, დაზიანებული ავტომანქანების როგორც ჯართის მოპასუხისათვის გადაცემაზე).
2. ს----------–----–---------------------------ო სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
მხარეებს შორის 2--------- წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება შ---------------ს ბალანსზე მყოფი ავტომანქანების დაზღვევის თაობაზე. სადაზღვევო პერიოდში განადგურდა სამი ავტომანქანა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად. შესაბამისად, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შემცირებას.
შ-----------------------------მ მოპასუხეს მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს განადგურებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ნარჩენი ღირებულების შესაბამისად. თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე. იგი თანახმაა მხოლოდ ისეთ ანაზღაურებაზე, რა დროსაც დაზღვეული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნარჩენ ღირებულებასთან ერთად სადაზღვევო თანხას გამოაკლდება უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის თანხა.
3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----მა’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანია მზადყოფნას აცხადებს მოახდინოს ახალი (მსგავსი) ავტომანქანების ჩანაცვლების ნაცვლად ფულადი თანხით ანაზღაურება, ხოლო ანაზღაურებისას, სადაზღვევო თანხას დააკლდება როგორც ავტომანქანის ჯართის ღირებულება, ასევე, უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის თანხები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს--------------------------------------–-----ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაევალა განადგურებული ავტომანქანების ჩანაცვლება მსგავსი მოდელის ავტომანქანებით, რომელთა საბაზრო ღირებულების ფარგლები განისაზღვრა: სატრანსპორტო საშუალების - შ------------------------ის“, სახ. ნომერი A-------- მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 22 490,81 ლარით, სატრანსპორტო საშუალების -„შ---------------ას“ სახ. ნომერი A-------- მგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 19 735,2 ლარით და სატრანსპორტო საშუალების- „შ---------------ას“ სახ. ნომერი N------ მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 13 995,48 ლარით. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი ჯართი საკუთრების უფლებით გადაეცემოდა სს „ს--------------------------------------–-----ს“.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო თანხა (თანხის მაქსიმალური ოდენობა, რაც უნდა გადაიხადოს სადაზღვევო კომპანიამ ზარალის დადგომისას) დაზღვეული ობიექტის ტოლი ღირებულების თანხით განისაზღვრა და შეადგენდა: სახ. ნომერი A-------- ავტომანქანის შემთხვევაში 23 150,81 ლარს, სახ. ნომერი - A-------- ავტომანქანის შემთხვევაში - 22 111,20 ლარს და სახ. ნომერი - N------ ავტომანქანის შემთხვევაში - 14 478,48 ლარს. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლეოდა ხელშეკრულების NN- დანართის ერთ-ერთი პირობა, რომლის თანახმად, ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად.
სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო თანხის ოდენობა ხელშეკრულებით თანხმდება. სამოქალაქო კოდექსის 821-ე და 823-ე ნორმების შინაარსიდან გამოდინარე, ასანაზღაურებელი თანხა, არის თანხა, რაც ქონების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვეველმა უნდა აანაზღაუროს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო ანაზღაურება კი ზოგადი წესების თანახმად, სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს. თავის მხრივ, სადაზღვევო თანხა არის თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველმა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნდა აუნაზღაუროს დამზღვევს ზიანი და მისი ოდენობა, ზოგადი წესებიდან გამომდინარე, არ უნდა აღემატებოდეს დაზღვეული ქონების ღირებულებას. ქონების დაზღვევის არსის გათვალისწინებით, ქონების დაზღვევისას დამზღვევს ეკრძალება დამდგარი ზიანის ზუსტ ოდენობაზე მეტი ანაზღაურების მიღება. ანაზღაურების პრინციპის მიზანია, დამზღვევი ჩააყენოს იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ის ზიანის დადგომამდე იმყოფებოდა, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა იმ დაზღვეული რისკის (სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის) ანაზღაურება, რაც ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების სრულად განადგურების დროს, როდესაც მთლიანი სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ანაზღაურება, ასანაზღაურებელ თანხას უნდა გამოაკლდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში ცალკეული სადაზღვევო შემთხვევების დროს მანამდე ანაზღაურებული თანხები.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით და მისი დანართებით ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნით დაზღვეული იქნაNN- დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, ასევე, მათი მთლიანად განადგურების რისკები. ამავე დროს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო თანხა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების ტოლი ღირებულების თანხით განისაზღვრა. მხარეებს შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების სრულად განადგურებამდე სს „ს--------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და მისი ოდენობა შეადგენდა 2376 ლარს, 483 ლარს და 660 ლარს. სწორედ ამ თანხებით შემცირდა სადაზღვევო თანხების ოდენობა და ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა შეესაბამებოდა დაზღვეული ავტომანქანების ღირებულებებს, უკვე ანაზღაურებული ზიანის თანხის ოდენობით შემცირდა მათი ღირებულებაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით და მისი დანართებით ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნით დაზღვეული იქნა #- დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, ასევე, მათი მთლიანად განადგურების რისკები, რა დროსაც დაკონკრეტდა, თუ რა შემთხვევა ითვლება სატრანსპორტო საშუალების სრულად განადგურებად და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს დამზღვევის დაკმაყოფილება. შეთანხმების თანახმად, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით, განადგურებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად. ამდენად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა დაზღვეული ქონების სრულად განადგურებით დამდგარი ზიანის სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო თანხა მოიცავდა როგორც ქონების მიმდინარე ზიანით ასანაზღაურებელ თანხას, ასევე სრული განადგურების შემთხვევაში დამდგარი ზიანის ოდენობას. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების სრულად განადგურებამდე სს „ს--------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მათი სრულად განადგურებისას ანაზღაურება უნდა მომხდარიყო დარჩენილი ლიმიტის ფარგლებში.
ამავდროულად, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განადგურების შემდგომ სამივე სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა ნარჩენი ღირებულება და ისინი ჯართის სახით საკუთრებაში უნდა გადასცემოდა სს „ს--------------------------------------–-----ს“.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------–----–---------------------------ომ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 30.1 მუხლზე (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემს მზღვეველს, მის მიერ ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურების ან დაზიანებული ნივთის იდენტური დაუზიანებელი ნივთის გადაცემის სანაცვლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობებით), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 3----------–-–------- ხელშეკრულების დათქმაზე (ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში, დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად) და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შემცირებას.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 821-ე და 823-ე მუხლები. სასამართლომ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა აანაზღაუროს მოპასუხე მხარემ სადაზღვევო ზიანი დარჩენილი ლიმიტის ფარგლებში და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით - ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად.
8. ს----------–----–---------------------------ოს სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----მა“, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-821- ე მუხლები. ს----------–----–---------------------------ოს როგორც მოთხოვნა (ჩანაცვლება), ასევე, მისი მოცულობა (თავდაპირველი სადაზღვევო თანხების ჯამი) არ გამომდინარეობს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმებიდან. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების პირობებში, სადაზღვევო კომპანია მზადყოფნას აცხადებს დაუყოვნებლივ დაარეგულიროს რა სადაზღვევო შემთხვევები, აანაზღაუროს ზიანი, რა დროსაც დაზღვეული სადაზღვევო სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო თანხას გამოაკლდება დაზიანეული სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი ღირებულება (სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისად: 2 000 აშშ დოლარი, 2 000 აშშ დოლარი და 1000 აშშ დოლარი, ჯამში, 5 000 აშშ დოლარი) და უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის თანხა სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისად: 660 ლარი, 2 376 ლარი და 483 ლარი, ჯამში - 3 519 ლარი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადაზღვევო ორგანიზაცია სადავოდ ხდის 5 000 აშშ დოლარის (13 313 ლარის) ნაწილში ვალდებულების დაკისრების წესს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. 3--------- წ. ს----------–----–---------------------------ოს და სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დანართი N--ით განსაზღვრული, შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა, წინამდებარე ხელშეკრულების და დანართი N----------------- და N--ის პირობების შესაბამისად (2.1. პუნქტი); ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 104 193 ლარით (3.1. პუნქტი), ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი - 2017 წლის 01 თებერვალი (14.1. პუნქტი), (ტომი 1; ს.ფ. 16-32 - სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 3----------–-–------- ხელშეკრულება).
11. 3----------–-–------ შეთანხმებით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 3----------–-–------- ხელშეკრულებაში, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით (ტომი 1; ს.ფ. 48-49 - ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 3----------–-–------ შეთანხმება).
12. ხელშეკრულების დანართი N--ით შეთანხმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებები S------------------ სახელმწიფო ნომრით - A--------, S------------, სახელმწიფო ნომრით - A-------- , S-------------, სახელმწიფო ნომრით - N------), რომელთა მიმართ კომპანია კისრულობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული დაზღვევების მომსახურებას (ტომი 1; ს.ფ. 29-32 - დანართი 2).
ამასთან, დანართი N--ით განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვის გაფორმების დროისთვის დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის სადავო ავტომანქანების ღირებულება, კერძოდ: სახელმწიფო ნომრით - A-------- სატრანსპორტო საშუალების ღირებულება განისაზღვრა - 23 150,81 ლარით, სახელმწიფო ნომრით - A-------- სატრანსპორტო საშუალების - 22 111,20 ლარით, სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების - 14 478,48 ლარით.
13. ხელშეკრულების დანართი N--ით განისაზღვრა სადაზღვევო რისკები და ტარიფები. სადაზღვევო რისკად მიჩნეული იქნა დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რაც გამოწვეულია რაიმე საგნის დაცემით, მოხვედრით. ხოლო, სრულ განადგურებად მიჩნეული იქნა ისეთი შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება აღემატება დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 65%-ს ან მეტს პროცენტს (ტომი 1; ს.ფ. 22 - დანართი N3).
14. ხელშეკრულების დანართი N--ით განისაზღვრა ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ინსტრუქციების და ზარალის ანაზღაურების პირობების სქემა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების ფაქტის დადგომისას, ზიანის ანაზღაურება განხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: „თუკი სერვის-ცენტრის მიერ შედგენილ და მხარეთა წარმომადგენლების მიერ ხელმოწერით დამოწმებულ დეფექტურ აქტში დაფიქსირებული თანხა აღემატება სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 65%-ს, ავტომატურად ფიქსირდება სრული განადგურების შემთხვევა, რის საფუძველზეც დამზღვევი უნდა დაკმაყოფილდეს სხვა (მსგავსი) სატრანსპორტო საშუალებით .... ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად“ (ტომი 1; ს.ფ. 25-27 - დანართი N-).
15. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების N- დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სრულად განადგურდა სამი ავტომანქანა: S------------------ სახელმწიფო ნომრით - A--------, S------------, სახელმწიფო ნომრით - A--------, S-------------, სახელმწიფო ნომრით - N------.
16. საქმის მასალებში წარმოდგენილი მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის წერილებით და შეფასების აქტით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული. აღდგენის ღირებულება აღემატება ავტომობილის სადაზღვევო თანხის (საბალანსო ღირებულების) 65%-ს (ტომი 1; ს.ფ. 41; ს.ფ. 42; ს.ფ. 46 - სადაზღვევო კომპანიის 13.10.2016 წ. 18.11.2016 წ. და 20.02.2017 წ. წერილები).
17. ზიანის შეფასების აქტების თანახმად, სრული განადგურების შემდგომ სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სახელმწიფო ნომრით - A-------- სატრანსპორტო საშუალების - 2000 აშშ დოლარით, სახელმწიფო ნომრით - A-------- სატრანსპორტო საშუალების - 2000 აშშ დოლარით და სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების - 1000 აშშ დოლარით (ტომი 1; ს.ფ. 73; 74; 75 - შპს „ავტოექსპერტიზის“ 23.12.2016 წლის, 12.10.2016 წლის და 16.06.2017 წლის დასკვნები).
18. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამივე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მათ სრულად განადგურებამდე, სს „ს--------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რამაც შეადგინა: სახელმწიფო ნომრით - A-------- სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 2 376 ლარი, სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 483 ლარი, სახელმწიფო ნომრით A-------- სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში- 660 ლარი (ტომი 1; სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტები; მიღება-ჩაბარების აქტები; საგადახდო დავალებები).
19. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ს----------–----–---------------------------ო მოითხოვს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიისათვის 3--------- წ. ს----------–----–---------------------------ოს და სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაკისრებას, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად განადგურებული ავტომანქანების: „შ------------------------ი“, სახ. ნომერი A-------- საბაზრო ღირებულებით 23150,81 ლარი, „შ---------------ა“ სახ. ნომერი A-------- საბაზრო ღირებულებით - 22111,20 ლარი, „შ---------------ა“ სახ. ნომერი N------ საბაზრო ღირებულებით - 14478,48 ლარი, სხვა იგივე მოდელის ავტომანქანებით ჩანაცვლებას, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ღირებულების ფარგლებში (მოსარჩელემ 24.05.2018 წელს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე თანხმობა განაცხადა, ავტომანქანების ჩანაცვლების შემთხვევაში, დაზიანებული ავტომანქანების როგორც ჯართის მოპასუხისათვის გადაცემაზე).
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე № ას-664-635-2016, პუნქტი 187).
21. სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ
მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ‐ის მე‐4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
22. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ 3--------- წ. ს----------–----–---------------------------ოსა და სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით და N----2, N----- და N- დანართების შესაბამისად, ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნის საფუძველზე, დაზღვეული იქნა N- დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, S------------------ სახელმწიფო ნომრით - A--------, S------------, სახელმწიფო ნომრით- A-------- , S-------------, სახელმწიფო ნომრით - N------, დაზიანების, ასევე, მათი მთლიანად განადგურების რისკები. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისიწნებული იქნა, თუ რა შემთხვევა მიიჩეოდა სატრანსპორტო საშუალების სრულად განადგურებად და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო დამზღვევის დაკმაყოფილება. შეთანხმების თანახმად, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით, განადგურებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების N- დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სრულად განადგურდა სამი ავტომანქანა: S------------------ სახელმწიფო ნომრით - A--------, S------------, სახელმწიფო ნომრით - A--------, S-------------, სახელმწიფო ნომრით - N------; აღდგენის ღირებულებამ გადააჭარბა ავტომობილის სადაზღვევო თანხის (საბალანსო ღირებულების) 65%-ს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას საფუძვლიანად მიაჩნია ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნა დაზღვეული ქონების სრულად განადგურებით დამდგარი ზიანის სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით ანაზღაურების თაობაზე.
23. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, ახალი (მსგავსი) ავტომანქანების ჩანაცვლების ნაცვლად, ფულადი თანხით ანაზღაურების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N- ითვალისწინებს ანაზღაურებას სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით, განადგურებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად და არა ფულადი თანხით.
24. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო თანხა (თანხის მაქსიმალური ოდენობა, რაც უნდა გადაიხადოს სადაზღვევო კომპანიამ ზარალის დადგომისას) დაზღვეული ობიექტის ტოლი ღირებულების თანხით განისაზღვრა და შეადგენდა: სახელმწიფო ნომრით - A-------- ავტომანქანის შემთხვევაში - 23 150,81 ლარს, სახელმწიფო ნომრით - A-------- ავტომანქანის შემთხვევაში - 22 111,20 ლარს და სახელმწიფო ნომრით - N------ ავტომანქანის შემთხვევაში - 14 478,48 ლარს.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
26. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს----------–----–---------------------------ოს სააპელაციო პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის არასწორად განმარტების თაობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ სკ-ის 821-ე მუხლით გათვალისიწნებული სადაზღვევო თანხა მოიცავს როგორც ქონების მიმდინარე ზიანით ასანაზღაურებელ თანხას, ასევე, სრული განადგურების შემთხვევაში დამდგარი ზიანის ოდენობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა იმ დაზღვეული რისკის (სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის) ანაზღაურება, რაც ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების სრულად განადგურების დროს, როდესაც მთლიანი სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ანაზღაურება, ასანაზღაურებელ თანხას უნდა გამოაკლდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში ცალკეული სადაზღვევო შემთხვევების დროს მანამდე ანაზღაურებული თანხები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებების სრულად განადგურებამდე, სს „ს--------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ანაზღაურებულმა ზიანის ოდენობამ სახელმწიფო ნომრით - A-------- სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში შეადგინა - 2 376 ლარი, სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 483 ლარი, სახელმწიფო ნომრით A-------- სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 660 ლარი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მათი სრულად განადგურებისას ანაზღაურება უნდა მოხდეს დარჩენილი ლიმიტის ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების - შ------------------------ის“, სახ.N A-------- მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 22 490,81 ლარით (23 150,81 ლარს - 660 ლარი), სატრანსპორტო საშუალების -„შ---------------ას“ სახ.N A-------- მგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 19 735,2 ლარით (22 111,20 ლარს - 2 376 ლარი) და სატრანსპორტო საშუალების - „შ---------------ას“ სახ.N N------ მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 13 995,48 ლარით (14 478,48 ლარს - 483 ლარი).
27. თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად დაასკვნა, რომ განადგურების შემდგომ სამივე სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა ნარჩენი ღირებულებები და ამდენად, ისინი ჯართის სახით საკუთრებაში უნდა გადასცემოდა სს „ს--------------------------------------–-----ს“.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარსა და შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
29. საჩივრების იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
30. აპელანტი ს----------–----–---------------------------ო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის - სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის’’ მიერ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–----–---------------------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ის’’ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი