განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
030100118002638777
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-47-2019წ.

(030100118002638777)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-------------------------------–--- მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- ივლისს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ფ--------------- ქ. #179/53

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე---------------–--- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 07 აგვისტოს, დაახლოებით 21 საათზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე---------------–--- ქ. ფოთში, გ-----------------ში თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთსელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილებში მამინაცვალს ა--–-----------------, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ე------- ფ-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ე------- ფ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ე------- ფ-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 03 სექტემბრიდან.

 

აპელანტი - მსჯავრდებული ე------ ფ-----–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ა--- ბ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, ე------ ფ-----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირეაბას და 01 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ე------ ფ-----–-- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცებულებები სადაო არ გაუხდია, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, მსჯავრდებული არის ორი მცირეწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალი და მზრუნველი, რადგან მისმა ყოფილმა მეუღლემ შვილებიც მიატოვა და მათზე არ ზრუნავს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------ ფ-----–--ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა--–------------------ გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ------- მ-------ის, ს-----–--- ფ-----–--ს, მ------ დ------ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად,მსჯავრდებულ ე------ ფ-----–--ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირეაბას.

 

მსჯავრდებულ ე------ ფ-----–--ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე------ ფ-----–--ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ე------ ფ-----–--ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა--- ბ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ე------- ფ-----–-- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ე------- ფ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ე------- ფ-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 03 სექტემბრიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე