განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001056770
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7484 - 17 “ 28” თებერვალი, 2019წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარეები წარმომადგენელი _ _ - - მ------ ფ-–---–------, ნ-----–---- ჯ-----–---–- კ------------- გ--–-–---–- შპს ,--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------ გ---–- რ------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.11.2017წ. გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 13.11.2017წ. განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება 1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. შპს '---------------------–----------–-----------–-------–--------–-----------------------------–-------- სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხეებს - მ------ ფ-–---–------ და ნ-----–---- ჯ-----–---–-, მოსარჩელე შპს '--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------- სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 5 065.53 ლარის გადახდა.
3. მ------ ფ-–---–------ს და ნ-----–---- ჯ-----–---–-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. 2-----–-–-----------–---, შპს ,---------------------–----------–-----------–------–--------–----------------------------–-------- და მ------ ფ-–---–------ შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მ------ ფ-–---–------, ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება. 2.2. 2----–-–---------------, მ------ ფ-–---–------ გაწერილი იქნა სამედიცინო დაწესებულებიდან. მკურნალობის თანხამ შეადგინა 6065.33 ლარი. იმავე დღეს გადახდილი იქნა 200 ლარი და ნ-----–---- ჯ-----–---–-- ვალის აღიარების აქტით, იკისრა მ------ ფ-–---–------ს მკურნალობის მკურნალობის ხარჯების 6065 ლარის ანაზღაურება არაუგვიანეს 2012 წლის 3 ოქტომბრამდე. 2----–-–--------------- ვალის აღიარების აქტი და ვალის არსებობის აღიარების შესახებ განცხადება ხელმოწერილი იქნა მხარეთა, ნ-----–---- ჯ-----–---–-ს და '--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------- უფლებამოსილი პირის მიერ, რაც ასევე დამოწმებული იქნა შესაბამისი ბეჭდით. 2.3. მოპასუხეებს ნ-----–---- ჯ-----–---–- და მ------ ფ-–---–------ მოსარჩელე - შპს '--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------- მიმართ სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 5 065.53 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.4. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–---------–---, შპს ,--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------ს და მ------ ფ-–---–------ შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მ------ ფ-–---–------, ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 6265 ლარით. დადგენილია, რომ მ------ ფ-–---–------ს მკურნალობაზე გაწეული ხარჯებიდან ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 5065.53 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მ------ ფ-–---–------ს და ნ-----–---- ჯ-----–---–-ს მითითება გადახდის ვალდებულების არარსებობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ დამატებითი მკურნალობის საჭიროება გამოწვეული იქნა არასათანადო სამედიცინო მომსახურებით. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადაო თანხა წარმოადგენს არასწორი მკურნალობის შედეგად გაწეულ ხარჯს მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. სასამართლომ არ გაიზიარა მ------ ფ-–---–------ს და ნ-----–---- ჯ-----–---–-ს პოზიცია სამედიცინო დაწესებულებას და მ------ ფ-–---–------ შორის 1--------–--–- დადებული ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით, რამდენადაც ცალსახადაა დადგენილი, რომ მ------ ფ-–---–------- მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო სამედიცინო მომსახურება და წარმოეშვა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ 2----–-–---------–---, შპს ,--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------ს და მ------ ფ-–---–------ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის პაციენტის მიერ, გავლენას ვერ მოახდენს გაწეული მომსახურების ფაქტზე და მისი ბათილობის მიმართ არ არსებობს მხარის იურიდიული ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, მ------ ფ-–---–------ და ნ-----–---- ჯ-----–---–- შეგებებული სარჩელით მოითხოვენ ასევე 2----–-–--------------- აქტის და ვალის აღიარების შესახებ განცხადების ბათილად ცნობას იმ საფუძველით, რომ სადაო გარიგებები დადებულია ნების გამოვლების ნაკლის პირობებში. სასამართლომ დასაბუთებულად არ ჩათვალა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები,შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მხრიდან სახეზე არ არის ნების გამოვლენა მიმართული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსენსუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2----–-–--------------- ვალის აღიარების აქტითა და ვალის არსებობის აღიარების შესახებ განცხადებით ირკვევა, რომ ნ-----–---- ჯ-----–---–--, როგორც პაციენტის მ------ ფ-–---–------ს წარმომადგენელმა, იკისრა ვალდებულება პაციენტის მ------ ფ-–---–------სათვის გაწეული მკურნალობის დარჩენილი თანხა, რომელმაც შეადგინა 6065.33 ლარი გადაეხადა არაუგვიანეს 2012 წლის 3 ოქტომბრამდე. იმავე დღეს მან გადაიხადა 200 ლარი, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა ვალდებულების არსებობა. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სადავო გარიგებები ხელმოწერილია ნ-----–---- ჯ-----–---–-ს მიერ. ხელშეკრულების შინაარსი ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით და ვალის აღიარების აქტიდან გამომდინარე ნ-----–---- ჯ-----–---–- თანხის გადახდით ასევე აღიარებული აქვს ვალდებულების არსებობა. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგებები დადებულია ნების გამოვლების ნაკლის პირობებში და არ შეესაბამებოდა სავარაუდო მოვალის ნებას აკისრია შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებს, რაც მათ მიერ ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად, არ არსებობს სადაო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ შპს '--------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–-------- სარჩელი საფუძვლიანად ჩათვალა და დააკმაყოფილა, ხოლო მ------ ფ-–---–------ს და ნ-----–---- ჯ-----–---–-ს შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. 3. სააპელაციო საჩივარი 3.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული დოკუმენტებით დადასტურებული არ არის სოლიდარული ვალდებულების ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნ-----–---- ჯ-----–---–- არის ის პირი, რომელთანაც შეიძლებოდა გაფორმებულიყო ამგვარი სახის დოკუმენტი. 3.2. აპელანტის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც ე.წ ხელშეკრულება ხელმოუწერელია, გაურკვეველია, როგორ დაადგინა სასამართლომ ის ფაქტი, რომ მ------ ფ-–---–------- მოსარჩელესთან გააფორმა ხელშეკრულება. 3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდებოდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც მ------ ფ-–---–------ შესაგებელში და შეგებებულ სარჩელში მიუთითებს. სასამართლომ დაარღვია პრინციპი, რომლის შესაბამისადაც მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებების სახეს, რომელზე დაყრდნობითაც სურს ამტკიცოს თავისი პოზიცია. 3.4. აპელანტის განმარტებით, 1---------–- მ------ ფ-–---–------ მოსარჩელე კლინიკაში ჩაუტარდა გეგმიური ოპერაცია - შუნტირება და სრულად იქნა გადახდილი მკურნალობის საფასური. ოპერაცია ჩატარდა ხარვეზებით, დაფიქსირდა სისხლდენა და მეორე დღეს მოხდა ჭრილობის რევიზია. მ------ ფ-–---–------ პოსტოპერაციულად განუვითარდა ინფექცია - მწვავე ოსტეომიელი, მაგრამ იგი კლინიკიდან მაინც გაწერეს 2----–-–------------- და არაოფიციალურად გააგზავნეს ი-----–---------------------–- ჭრილობის დასამუშავებლად, თუმცა უშედეგოდ. 2----–-–---------–---- მ------ ფ-–---–------ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ჭრილობა ხელახლა დამუშავდა და 2----–-–---------------- პაციენტი კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა. მოსარჩელე ითხოვს 2----–-–---------–---- ოპერაციის ღირებულებას, რომლის ჩატარება ამოწვეული იყო უხარისხოდ ჩატარებული პირველი ოპერაცით, რაც კლინიკის პასუხისმგებლობაა და ექიმის შეცდომის გამოსწორების ხარჯის გადახდა პაციენტს ვერ დაეკისრება. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საქმეზე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ საკითხზე მსჯელობა არ ცდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ იგი მიღებულია საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით, რასაც შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოჰყვა. აპელანტი არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად პრეტენზიას აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.11.2017წ. განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ------ ფ-–---–------ს და ნ-----–---- ჯ-----–---–-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 76). სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის გამოკვლევით დგინდება, რომ სასამართლოს უარი მოტივირებული იყო რამდენიმე გარემოებით. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მხარის მითითებული არ იყო მოწმედ დასაკითხი პირების რეკვიზიტები სრულად. ამასთან, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული ვერ იქნებოდა ის გარემოებები, რა გარემოებების დადასტურებაც სურდა მოპასუხეს/შეგებებული სარჩელის ავტორს (13.11.2017წ. სხდომის ოქმი, 15:54:48 – 15:56:40). საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.01.2016წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეების : გ---- ვ-–-------, ზ---- კ-–-------, ე-----–- გ--–---- და ც---- გ--------- დაკითხვის თაობაზე (იხ.: ოქმი, ტ.2, 1-4; სხდომის ოქმის CD დისკი, ტ.2, ს.ფ. 56). სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ 14.01.2016წ. სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკითხა იგივე მოწმეები, რომელთა დაკითხვაზეც მოგვიანებით, 13.11.2017წ. სხდომაზე უარი განაცხადა. 14.01.2016წ. საოქმო განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ 13.11.2017წ. განჩინებისგან განსხვავებით მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები შესაძლოა შემხებლობაში ყოფილიყო დავის საგანთან და მისი სხვა მტკიცებულებთან ერთობლიობაში შეფასებით შეიძლებოდა დადგენილიყო მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება განმეორებითი ოპერაციის საჭიროებაში კლინიკის ბრალთან დაკავშირებით (იხ.:სხდომის ოქმის CD დისკი, ტ.2, ს.ფ. 56, 16:20:33- 16:23:11). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარმეოებაზე, რომ 13.11.2017წ. სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოს უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობა, თუმცა, ვინაიდან სასამართლომ იმ მომენტში ასეთი საოქმო განჩინება საქმის მასალებში ვერ მოიძია, მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვის შესახებ (15:35:23 – 15:39:00), რაც საბოლოოდ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა და უარის თქმის საფუძვლად მიჩნეული იქნა როგორც რეკვიზიტების არარსებობა, ასევე ის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე დაყრდნობით, მოწმეთა ჩვენებები ვერ მიიჩნეოდა სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად (13.11.2017წ. სხდომის ოქმი, 15:54:48 – 15:56:40). სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუმტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი აყალიბებს მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის ცნებას. აღნიშნული ნორმის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის აღნიშნული დანაწესის თანახმად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე გარკვეული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე, ვალდებულია სათანადოდ, კანონის მოთხოვნის განუხრელი დაცვით წარუდგინოს საქმის განმხილველ სასამართლოს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამავდროულად, სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე როგორც შესაგებელში, ისე შეგებებულ სარჩელს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ პაციენტისთვის განმეორებითი ოპერაციის ჩატარების საჭიროება გამოიწვია თავად კლინიკის ბრალეულმა ქმედებამ, კერძოდ, ექიმის დაუდევრობამ, რის გამოც პაციენტს ინფექცია შეეჭრა ჭრილობაში და საჭირო გახდა განმეორებითი მანიპულაცია, რის ღირებულებასაც ითხოვს მოსარჩელე (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ. 49,50; შეგებებული სარჩელი, ტ.2, ს.ფ. 7). პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარმოებები, რასაც ეფუძნება შესაგებელი და შეგებებული სარჩელი, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს, რომელთა დადასტურებისთვისაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული მტკიცებულების ესა თუ ის სახე. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე დაყრდნობით მოწმეთა ჩვენებების არასათანადო მტკიცებულებად მიჩნევის და ამ საფუძვლით მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით. რაც შეეხება სადავო გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხს, აღნიშნული წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანს, რა დროსაც სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 13.11.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით. დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპს, სასამართლოს მხრიდან აღნიშნული პრინციპის დარღვევა სწორედ ხსენებული ფუნდამენტური პრინციპის დარღვევად განიხილება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველია. პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან და ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დებულებიდან (პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], # 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), #. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), #. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.11.2017წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები რადგან სააპელაციო პალატა სარჩელზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ იღებს და საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, წინამდებარე განჩინებით პალატა არ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის საკითხზე. ხარჯები განაწილებული იქნება საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. მ------ ფ-–---–------ს და ნ-----–---- ჯ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 3. ხარჯები განაწილებული იქნება საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით. 4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ამირან ძაბუნიძე