განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
020100118002388201
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-808-18წ.

(020100118002388201)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის _ ლ--- ბ---–-ას,ადვოკატის - გ------- ს----–--ს,მსჯავრდებ---–-ს - ზ------ ი-–-------–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ი-----ს ძე ი-–-------–ის მიმართ, დაბადებ---–- 1----–-–----- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ.ფოთი, ვ-–----–----–-- №4, დანაშაულისათვის გათვალისწინებ---–- საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ზ------ ი-–-------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ზ------ ი-–-------–ისთვის შეფარდებ---–- აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ზ------ ი-–-------–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებთ 20 საათსა და 30 წუთზე ქ. ფოთში, 9-------–------------, ა----–-----–-- ქუჩის მიმართულებით მოძრავი ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, 1--- წელს დაბადებ---–- ზ------ ი-----ს ძე ი-–-------–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე, 1--- წელს დაბადებულ გ--- რ-----ის ძე ჯ-----ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებ---–- ჯანმრთელობის დაზიანებებით ქვეითად მოსიარულე გ--- ჯ----- ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ნ---- თ---–------ა სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ზ------ ი-–-------–ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დამნაშავედ ცნობას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: გამამართლებელი განაჩენი ზ------ ი-–-------–ის მიმართ არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარედგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა ბრალდებულ ზ------ ი-–-------–ის მიერ ჩადენილ ქმედებას, რაც გათვალისწინებ---–-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რომლებიც ბრალდების მხარის მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული სასამართლოზე, მათი მოპოვების კანონიერება არ გამხდარა საეჭვოდ. ეს მტკიცებულებებია: რ----------------------------------------------------------------------–------–-----------–---------------------–---------------–----- ჩვენებები, ზ------ ი-–-------–ის დაკავების ოქმი, დადგენილება დაზარალებ---–-ს უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემატური ნახაზი და ფოტოსურათები, ამოღების ოქმები, ოქმი ალკოტესტით სიმთვრალე/ სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ, ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა - რომ ბრალდებულმა ზ------ ი-–-------–მა ნამდვილად ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაული.

საქმეს ერთვის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის რომელი მუხლის რომელი პუნქტი იქნა დარღვეული ბრალდებულ ზ. ი-–-------–ის მიერ. ამდენად, სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, ის ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ჩიხში შეიყვანოს ბრალდება, გაამართლოს ბრალდებ---–-, სადაოდ გახადოს ის, რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და არც იყო სადაო, რაც მიუთითებს მისი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე და მოსამართლის მცდელობაზე შექმნას ილუზია თითქოს დარღვეული იქნა კანონის მოთხოვნა. სასამართლოს არ მოუხდენია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი ანალიზი და შეფასება, რამაც მიიყვანა სასამართლო მცდარ დასკვნამდე და ბრალდებ---–- ზ. ი-–-------–ი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ბრალდების დადგენილებაში ნამდვილად არის მოცემული იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დაეყრდნო ბრალდება და მათ შორის უმთავრესია ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოცემულია ინკრიმინირებ---–- ქმედების აღწერა და მითითებ---–-ა იმ წესზე , რომლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში არსებობს ეს დანაშაული და ეს არის„ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. და ყველაფერი ეს არამარტო დასკვნით სიტყვაში, არამედ ბრალდების დადგენილებაშია მოცემული. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან იმ მტკიცებულებათა სტანდარტს, რაც გათვალისწინებ---–-ა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13-ე ნაწილით - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს ზ------ ი-–-------–ის ბრალეულობაში. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, მხედველობაში მიიღო და განაჩენი ფაქტიურად დაამყარა საკუთარ ვარაუდზე და ბრალდებულ ზ. ი-–-------–ის ჩვენებაზე, რომელიც არანაირი ფაქტობრივი გარემოებით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებ---–-, პირიქით ამ უკანასკნელის საწინააღმდეგო იყო ყველა მტკიცებულება, როგორიცაა ადვოკატის მიერ შედგენილი ბრალდებ---–-ს გამოკითხვის ოქმი და მით უფრო ამის საფუძველზე ჩატარებ---–- საგამოძიებო ექსპერიმენტი (რომელმაც სასამართლო გამოკვლევისას ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო და თავად დ-–--- მხარის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს), ექსპერიმენტში მონაწილე პირთა ჩვენებები და ალტერნატიული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რადგანაც თითოეული მათგანი არ გამომდინარეობს დადგენილი გარემოებებიდან და წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებ---–-ს ჩვენებასთან, და წარმოადგენს დ-–--- მხარის მცდელობას აერიდებინა ბრალდებ---–- პასუხისმგებლობისაგან. ამასთან ამ უკანასკნელის ჩვენების საწინააღმდეგო იყო ყველა მტკიცებულება რომელიც ბრალდების მხარემ წარუდგინა სასამართლოს.მოსამართლემ განაჩენი ააგო მხოლოდ მის ფანტაზიაზე, არ გაითვალისწინა და სწორად არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა ზ------ ი-–-------–ის მიერ ჩადენილ ქმედებას, რასაც განვიხილავთ და გავაანალიზებთ ცალ-ცალკე.

წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად და უტყუარად ადასტურებს, რომ

ბრალდებულს მოცემულ სიტუაციაში, თავისუფლად შეეძლო უსაფრთხო ინტერვალით გვერდი აევლო საავტომობილო გზის კიდესთან სწორხაზოვნად მოძრავი ქვეითისათვის და თავიდან აერიდებინა ავტოსაგზაო შემთხვევა. გზის სიფართე - 12 მეტრი, გზაზე დაბრკოლების არ არსებობა სხვა ავტომანქანის ან ობიექტის სახით, აძლევდა შესაძლებლობას წინდახედულ და უსაფრთხოდ მოძრაობაზე ორიენტირებულ მძღოლს გვერდი აექცია სავალი გზის უკიდურეს კიდესთან მოძრავ ქვეითისთვის და თავიდან აერიდებინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გ--- ჯ-----ს გარდაცვალება.

ზემოაღნიშნული არგუმენტაცია და წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად

მიუთითებს ბრალდებ---–-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე. აქედან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასმართლო საერთოდ არ მსჯელობს და გვერდს უვლის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ავტო-ტექნიკური დასკვნაში აღნიშნულ გარემოებას, რომ მოცემულ სიტუაციაში ბრალდებულს შეეძლო გვერდი აევლო და თავიდან აერიდებინა შეჯახება. სასამართლო დაუსაბუთებელი და საქმეში არსებ---–- მტკიცებულებების საწინააღმდეგო არგუმენტებითა და მსჯელობით ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ბრალდებულ ზ------ ი-–-------–ს არ დაურღვევია „საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები. სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, საგზაო მოძრაობის წესებისადმი მცდარი შეხედულებითა და დამოკიდებულებით, მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნა, რომ მასში მოცემულია ქმედების სამართლებრივი შეფასება და არ არის ჩატარებ---–- სათანადო გამოთვლები.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი არ არის ჩატარებ---–- სწორად და კანონიერად, მისი მიზანი არ ყოფილა ობიექტური სიმართლის დადენა, არამედ როგორც დ-–--- ერთერთმა მოწმემ ბრძანა უნდა მოეპოვებინათ გამამართლებელი მტკიცებულება და ამისათვის დაცვამ გააკეთა ყველაფერი, არ იყო იგივე განათება, მოწმის ჩვენებით გარდა „ვ------“ ბანკისა იქ იყო მწვანე ზოლის განათებაც, ექსპერიმენტის მონაწილეებმა განმარტეს რომ მხოლოდ „ვ------“ ბანკის განათება იყო, ასევე მანქანა სხვა მოდელისაა და არ ვიცით რამდენად მსგავსია მისი მონაცემები ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მონაცემების სურათების მიხედვით კი საერთოდ გაურკვეველი და დაუდგენელია რა ავტომანქანაა ეს. ასევე არ ვიცით რამდენად შეესაბამება და საერთოდ მიახლოებ---–- არის თუ არა ექსპერიმენტში მონაწილე პირის ფიზიკური მონაცემები გარდაცვლილის ფიზიკურ მონაცემებთან, ასევე ვნახეთ რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირს არ აცვია ისე, როგორც გ--- ჯ-----ს ეცვა ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, უმცირეს დეტალსაც კი ვთვლი რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისას, მითუმეტეს, რომ გარდაცვლილს იმ დღეს ეცვა შუქამრეკლი წარწერებით არსებ---–- ტანსაცმელი.

სასამართლო გამოძიებით კი უდაოდ დადასტურებ---–-ა, რომ ზ. ი-–-------–ს აწ გარდაცვლილი გ. ჯ----- არ დაუნახია და შესაბამისად არც მუხრუჭი გამოუყენებია.ზ. ი-–-------–ს, მუხრუჭი რომ არ გამოუყენებია ასევე დადასტურებ---–-ა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემატური ნახაზით, სადაც მუხრუჭის კვალი აღმოჩენილი არ არის.

მოსამართლის ნააზრევი ნამდვილად არ გამომდინარეობს სასამართლო გამოძიებით დადგენილი გარემოებებიდან, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა დ-–--- მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელ მტკიცებულებებსაც ის თვითონ არ იზიარებს სამოტივაციო ნაწილში მსჯელობისას და უგულებელყოფს უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ მოსამართლე უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილების დასასაბუთებლად არაერთხელ განმარტავს, რომ დ-–--- მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საგამოძიებო ექსპერტიმენტი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც საერთოდ თავდაყირად დადგა სასამართლოში მათი გამოკვლევის დროს და გაცამტვერებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებ---–- არგუმენტებით) ანალიზით დაასკვნა, რომ ბრალდებ---–- ზ. ი-–-------–ი ვერ შეძლებდა ავტომობილის გაჩერებას მას შემდეგ, რაც 17 მეტრში დაინახა გ--- ჯ-----. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს იმაში, რომ მან თავიდან არ აიცილა ავტოსაგზაო შემთხვევა, რაც საერთოდ არაა დაკავშირებ---–- ავტომობილის გაჩერებასთან. იმ გამოთვლებითაც კი რასაც დ-–--- მხარე და მათი ექსპერტები ავითარებენ, სავსებით საკმარისია, რომ 12 მეტრიან გზაზე, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე, ბრალდებულს თავისუფლად აეცილებინა ესოდენ დიდი ტრაგედია ჯ-------- ოჯახისათვის და სიცოცხლეს არ გამოესალმებინა ახალგაზრდა მამაკაცი, რითაც დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმები. მოსამართლე განზრახ ცდილობს ისრების გარდაცვლილზე გადმოტანას და თითქოს პ---–-–-ის თანამშრომელი, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და აღჭურვილი იყო სპეც.ტანსაცმლით (შუქამრეკლი წარწერებით), მოძრაობდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილის შუაში (რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმხილველი მოწმის ჩვენებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემატურ ნახაზს) და სწორედ მისი ბრალია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რადგან, მოსამართლის მსჯელობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ------ ი-–-------–ი არღვევდა მხოლოდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაული არ შეინიშნება.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ მოახდინა მტკიცებულებების ანალიზი, ასევე არასწორად მოახდინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების განმარტება, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.

 

გამართლებ---–- ზ------ ი-–-------–ი წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ლ--- ბ---–-ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

ზ------ ი-–-------–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- ს----–--ს, რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 21 თებერვალს, დაახლოებთ 20 საათსა და 30 წუთზე ქ. ფოთში, 9-------–------------, ა----–-----–-- ქუჩის მიმართულებით მოძრავი ,,ბ--’’-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, 1--- წელს დაბადებ---–- ზ------ ი-----ს ძე ი-–-------–ი, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე, 1--- წელს დაბადებულ გ--- რ-----ის ძე ჯ-----ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებ---–- ჯანმრთელობის დაზიანებებით ქვეითად მოსიარულე გ--- ჯ----- ადგილზე გარდაიცვალა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას ზ------ ი-–-------–ის სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გამართლების თაობაზე შემდგე გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხულ ს-------- ბ-----ას ჩვენების თანახმად, რომ 2018 წლის 21 თებერვალს გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც შენიშნა სისხლის ლაქები, პლასტმასის ნამსხვრევები, ქუდი, იდგა დაზიანებ---–- ავტომანქანა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ზ----- რ-------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქმეში არსებ---–- მასალების მიხედვით, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი იყო მძღოლის – ზ------ ი-–--------–ის მოქმედება, რაც არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.15 და 33.11 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დ-–--- შემთხვევაშიც მას შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ განათების არარსებობა, სავალ ნაწილზე შავებში ჩაცმული ქვეითის ყოფნა შეიძლება იყოს მძღოლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება, თუმცა რომ ხელის შემშლელი გარემოებები არ არსებობდა. მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს განათების პირობები. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მას რაიმე სახის ტექნიკური გაანგარიშება არ უწარმოებია, რადგან ამის მონაცემები არ იყო დადგენილებაში. მისივე განმარტებით, მძღოლის სარეაქციო დრო შექმნილ პირობებში არის 1,2 წმ. კანონი მძღოლს ავალდებულებს საფრთხის დროს გაჩერებას და არა გვერდის ავლას. თუ ხელისშემშლელი პირობები არსებობდა, საგამოძიებო ექსპერიმენტი აუცილებლად უნდა ჩატარებ---–-ყო, მაგრამ გამომძიებელი ეუბნებოდა დადგენილებით, რომ ხელის შემშლელი პირობები არ იყო. რომ სცოდნოდა, რომ მძღოლმა ვერ შეამჩნია ქვეითი, მოითხოვდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას და მის გარეშე არ გასცემდა დასკვნას.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------- ა-–---ას ჩვენების თანახმად, 5-6 საათი იქნებოდა, როცა შეხვდა ზ------ ი-–-------–ს. მათ ნახევარი ლიტრი არაყის დალევა გადაწყვიტეს. 1-2 საათი ისხდნენ ერთად, მერე ჩასხდნენ ავტომანქანაში. რადგან მთვრალი იყო, თვალები დახუჭა, გამოფხიზლდა შუშის გაბზარვის ხმაზე. არ იცოდა, თუ რა მოხდა. გადმოვიდა ბრალდებულთან ერთად ავტომანქანიდან. ხიდი სადაც იწყება, იმ ადგილას განათების ბოძი არ არის. ბოლო განათების ბოძი ვ------ ბანკამდე ტერიტორიაზე მდებარეობს. შემთხვევის ადგილას განათება არ არის. იმ გზაზე განლაგებ---–-ა ე.წ. “დაწოლილი პ---–-–-ელი”, რის შემდეგაც არის 100-120 მეტრი, სადაც შეიძლება 60-80 კმ/სთ. სიჩქარის განვითარება, მაგრამ რა სიჩქარით მოძრაობდნენ, არ იცის, რადგან ეძინა.

 

მოწმის სახით დაკითხულ რ----- თ-------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 21 თებერვალს 9-------–------------ ვ------ ბანკისკენ მიდიოდა. გ--- ჯ----- მისკენ მოდიოდა ვ------ ბანკის მხრიდან. ჩიხის შუაში რომ მივიდა, უკნიდან შეეჯახა ავტომანქანა. გ--- ჯ----- გადავარდა ადმინისტრაციული შენობის ეზოში. მძღოლმა გააჩერა, ცდილობდა დახმარებას. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომელიც მოვიდა და წაიყვანეს გ--- ჯ-----. დაჯახებამდე ავტომანქანამ მკვეთრად მარჯვნივ მოუხვია და უცებ გაასწორა. ვ------ ბანკის და კიდევ რაღაც განათება იყო იქ. დამუხრუჭება არ უნახავს. რამდენიმე მეტრში გაჩერდა ავტომანქანა, რომელიც მარჯვენა კუთხეში მოძრაობდა 70–80 კმ/სთ. სიჩქარით. ავტომანქანის სიჩქარე ზუსტად არ იცის, შეიძლება 60 კმ/სთ. ყოფილიყო. ვ------ ბანკის წინ იმ დროს ავტომანქანა არ იდგა. 9-------–-- და ჩიხის შეერთების ზოლში მიდიოდა გ--- ჯ-----, რომელიც მოძრაობდა სავალი გზის კიდეზე, ტროტუარიდან 10 სმ-ში. ავტომანქანა მოძრაობდა ტროტუარიდან ნახევარ მეტრში. ავტომანქანა შეჯახების ადგილიდან გაჩერდა დაახლოებით 15 მეტრში, ჩიხის შუიდან კუთხეში გადააგდო ქვეითი შეჯახებამ, ზუსტად ბორდი-----ს კუთხეში დაეცა ქვეითი, თავი ვ------ ბანკისკენ ჰქონდა, ფეხები – მისკენ, გვერდულად იწვა. ჩიხში მწვანე საფარი იყო და იქ საკონცერტო დარბაზის განათება იყო. ავტომანქანა მთლად სწორად არ მიდიოდა, მარჯვნივ მოდიოდა ცერად, მარჯვნივ ჰქონდა აღებ---–- ოდნავ. შუა ჩიხიდან გზა ოდნავ მარცხნივ უხვევს, სწორი არ არის. ავტომანქანას მარცხნივ უნდა მოეხვია ცოტათი, რომ არ დაჯახებოდა გ--- ჯ-----ს, არ მოუხვია და დაეჯახა.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ-------– დ--------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის მარტის შუა რიცხვებში საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, დადგა 9-------–-- ქუჩაზე ა----–-----–-- ქუჩისკენ სახით. ტროტუარიდან 2 მეტრში იდგა. დ-–--- პ---–-–-ის ფორმა ეცვა და მუქი ტანსაცმელი. გაიზომა მანძილი მასა და ავტომანქანის ცხვირს შორის, ფოტოები გადაიღეს, ოქმი შეადგინეს. ოქმში ყველაფერი სწორად არის ასახული. იქ 1 ლამპიონი დგას და იმის იქით ბანკისკენ სიბნელეა. გაზონისკენ ცალ მხარეს არის განათებ---–-. ბანკთან ქუჩა ოდნავ უხვევს.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა-----–--- გ------–--–---–ის ჩვენების თანახმად,საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ავტომანქანაში იჯდა უკან. ნელი სვლით დაიძრა ავტომანქანა. როცა ნახა ქვეითი, გაჩერდა. 17 მეტრი იყო მანძილი ქვეითამდე. ავტომანქანის გაჩერებისას ვერ შეამჩნია ქვეითი, მაგრამ გაჩერების მერე ნახა. არ იცის რა სიჩქარით მოძრაობდნენ, მაგრამ ფეხით მოძრაობის მსგავსად ნელა მოძრაობდნენ. ადამიანის სილუეტი შენიშნა გაჩერების შემდეგ. ა----–-----–-- ქუჩამდე ცოტა მოხვეულად გრძელდება ქუჩა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ი-----–- გ----------ის ჩვენების თანახმად, ექსპერიმენტის დროს ავტომანქანის საჭესთან იჯდა. 9-------–------------ ბ---ს მარკის ავტომანქანით უნდა წასულიყო. როგორც კი ადამიანის სილუეტი დაინახა, გააჩერა ავტომანქანა. გაზომეს მანძილი, სურათები გადაიღეს. 17 მეტრი იყო მანძილი ქვეითამდე. ბანკს განათება ჰქონდა და მერე სიბნელეში უნდა შესულიყვნენ, რაც დისკომფორტს ქმნიდა. სილუეტი იდგა სიბნელეში. ბანკის განათება და გაზონის განათებდა ანათებდა გზას. ქვეითს დ-–--- პ---–-–-ის ამრეკლი წარწერა ჰქონდა. ბანკის განათება უშლიდა ხელს, დაენახა სილუეტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვა ავტომანქანას არ გაუვლია. ადამიანის მოძრაობის სიჩქარით მიდიოდა ავტომანქანით. წარწერა და სილუეტი ერთდროულად ნახა. ახლო განათების მაშუქი ფარებით მიდიოდა.

 

ბრალდებ---–- ზ------ ი-–-------–ის განმარტებით, 2018 წლის 21 თებერვალს 18 საათზე 9-------–------------ მოძრაობდა ა----–-----–-- ქუჩისკენ, შეხვდა მეგობარს, 15-20 წუთი ისაუბრეს, შევიდნენ პარალელურ ქუჩაზე, დალიეს ნახევარი ლიტრი არაყი, რის შემდეგაც ისევ ა----–-----–-- ქუჩისკენ წავიდნენ. ავტომანქანას თვითონ მართავდა. ვ------ ბანკს რომ გასცდა, დაეჯახა ქვეითს. ბანკი განათებ---–-ა. როგორც კი გასცდა ბანკს, სიბნელე იყო. 10-15 მეტრში სილუეტი შეამჩნია და შეეჯახა. დამუხრუჭებაც ვერ მოასწრო. დაჯახების შემდეგ გაჩერდა, სცადა დახმარება. ნასვამი იჯდა საჭესთან და სიჩქარეს აკონტროლებდა, რადგან არ უნდოდა პატრულს შეემჩნია. ფხიზელ მდგომარეობაშიც იგივე დაემართებოდა. ავტომანქანის მიმართულება არ შეუცვლია. რესტორანში იმყოფებოდა 2 საათი. 2 ცალი 250 გრამიანი არაყი იყიდეს. გ--- ჯ-----ს შავი ტანსაცმელი ეცვა, ჩიხის შუაში იდგა, გზაზე 2 მეტრით იყო გადმოსული. იქ გზა სწორია, ოდნავ მოხვეული არ არის. დაახლოებით 5 მეტრზე გადავარდა ქვეითი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ----- გ---–-----ის ჩვენების თანახმად, ავტომანქანა გაჩერებ---–-ა გზის კიდიდან 2 მეტრში. კიდიდან 1.3 მეტრში არის ჩამონაყარი. ქვეითი გადავარდებოდა წინ და მარჯვნივ. ამიტომ შეჯახება ავტომანქანის სავალ ნაწილზე მოხდებოდა. ჩამონაყარიც წინ და მარჯვნივ დაცვივდებოდა. მაღალი სიჩქარის დროს ქვეითი მაღლა ვარდება და საქარე მინას არ ენარცხება. ენარცხება 50-60 კმ/სთ დროს. გაჩერებას სჭირდება 45 მეტრი. რეაქციის დროა 1,2 წმ. ამ დროს გადის ავტომანქანა 20 მეტრს. ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლი თავიდან ვერ აიცილებდა შეჯახებას. B-- 5--- და B-- 5--- ერთი და იგივე მოდელის ავტომანქანებია განსხვავებ---–- კომპლექტაციით, ძრავი აქვთ განსხვავებ---–-, ფარები და სამუხრუჭე სისტემა იგივეა. მხედველობა ყველას ინდივიდუალური აქვს. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი საფრთხის მოხვევით აცდენას არ ავალდებულებს მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში მხოლოდ გაჩერებას ავალდებულებს. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილი 17 მეტრი და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი 45 მეტრი არ არის შესაბამისობაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების სქემატურ ნახაზთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაცემები არ უნდა შედარდეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაცემებს. ისინი ერთმანეთს ვერ დაედრება. ახლო განათების ფარებით ზოგადად 30-50 მეტრში უნდა გამოჩნდეს ამრეკლი წარწერა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტს უნდა გაერკვია ეს გარემოება. ახლო მაშუქი ფარის ნათების მინიმალური მანძილია 30 მეტრი საგზაო ნიშნის მიმართ, მაგრამ არა ობიექტის მიმართ. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომ არ ყოფილიყო ჩატარებ---–-, აუცილებლად მოითხოვდა მის ჩატარებას. მის გარეშე ვერ შეადგენდა დასკვნას. შეჯახება უნდა მომხდარიყო არა იმ ადგილზე, რაც მითითებ---–-ა საქმის მასალებში, არამედ უფრო ბანკისკენ, ჩიხის დაწყებამდე, ჩამონაყარის განლაგებამდე 10-15 მეტრის დაშორებით.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ი----- ჭ--–--ის ჩვენების და სატრანსპორტო ტექნიკური ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილზე არსებ---–- დაზიანებები შესაბამისობაშია ავტომობილის მძღოლის მიერ გამოკითხვის ოქმში აღნიშნულ 60 კმ/სთ სიჩქარესთან. ავტომობილის მძღოლ ზ------ ი-–-------–ს ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. შეჯახება მოხდა ავტომანქანის სავალ გზაზე. საფრთხის არსებობისას მძღოლმა უნდა მიიღოს ზომები გაჩერების მიზნით. რეაქციის დრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო 1,2 წმ. გაჩერებისთვის კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებოდა 45 მეტრი. მძღოლს უნდა დაეცვა გზის კიდიდან დაახლოებით 50 სმ. მანძილი, შეიძლება ზოგჯერ ეს მანძილი 20 სმ. იყოს. ეს მანძილი პირობითია. B-- 5--- და B-- 5--- არის იგივე მოდელის ავტომანქანები განსხვავებ---–- კომპლექტაციით. ისინი ერთმანეთის მსგავსია, განსხვავებ---–- აქვთ ძრავა, ძარული აგრეგატებით შეიძლება განსხვავებ---–- იყოს. შეიძლება 2,5 ლიტრის ბენზინის ძრავს მეტი ცხენის ძალა ჰქონდეს, ვიდრე 3,0 დიზელის ძრავს. ორივე ავტომანქანის ფარები ქარხნულად ერთი და იგივეა, ფორმაც მსგავსი იქნება. ახლო მაშუქი ფარები 100-150 მეტრზე უნდა ანათებდეს. რეაქციის დრო ინდივიდუალური არ არის, დამოკიდებ---–-ა საგზაო პირობებზე და არა ინდივიდუალურ მონაცემებზე. 1,2 წამში ავტომანქანა 20 მეტრს გაივლიდა. შეჯახება უფრო ადრე მოხდებოდა, ვიდრე საქმეშია მოცემული. 1,2 წამში 2 ნაბიჯზე მეტს ვერ გადადგამდა ქვეითი, რაც იქნებოდა 1,2 მეტრი. საფრთხის შემთხვევაში მანევრის აკრძალვა არ არის, მაგრამ ვალდებულებაც არ არსებობს. საგამოძიებო ექსპერიმენტის გარეშე დასკვნას ვერ გასცემდა. ავტომანქანას 80 კმ/სთ. სიჩქარით რომ ემოძრავა, შეიძლება საქარე მინა არ დაზიანებ---–-ყო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ფოთში, 9-------–------------ გამავალ საავტომობილო გზის მონაკვეთზე. გზა განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობისთვის. შემთხვევის ადგილზე გარე განათების საშუალება არ არის. შემთხვევის ადგილზე, 9-------–-- ხეივნისგან მარჯვენა მხარეს არის ასფალტირებ---–- ჩიხი, რომლის სიგანეა 11,35 მეტრი. შემთხვევის ადგილის გზა არის ასფალტირებ---–-, მშრალი უდეფექტო.

 

ტრასოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის წინა ბამპერზე, მოპირკეთებაზე, წინა საქარე მინაზე, ძრავის სახურავზე, წინა საქარე მინის მარჯვენა ძელზე, წინა მარჯვენა მაშუქ ბარზე, წინა მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელ მაშუქ ფარზე და მარჯვენა უკანა ხედვითი სარკის კიდეზე არსებ---–- დაზიანებები თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარების ხარისხით დამახასიათებელია მათი რამე რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახება– ურთიერთქმედებისთვის, როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც. ავტომანქანის საჭითი მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

2----–-–----- მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 9-------–-- ხეივანზე. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ გ-------– დ--------ე, ი-----–- გ----------ე, ა-----–--- გ------–--–---–ი. გ-------– დ--------ეს ტანთ აცვია მუქი ფერის ქურთუკი წარწერით ,,დ-–--------–-–--’’, მუქი ფერი შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი და თავზე ახურავს მუქი ფერის ქუდი წარწერით ,,დ-–--- პ---–-–-ა’’. აღნიშნული პირი დადგა 9-------–------------ ა----–-----–-- გამზირისკენ მიმავალი გზის სამოძრაო ზოლში მარჯვენა მხარეს, სამოძრაო ზოლის მარჯვენა ნაპირიდან 2,3 მეტრის დაშორებით სახით ა----–-----–-- ქუჩისკენ, მარჯვნივ არსებ---–- ჩიხის შესასვლელის შუა ნაწილში ჩიხის შესასვლელის დასაწყისამდე 5,5 მეტრში. ,,B--’’-ს მარკის ავტომობილის საჭესთან ზის ი-----–- გ----------ე, რომელმაც ჩართო ახლო მაშუქი ფარები და ნელი სვლით მოძრაობდა ა----–-----–-- ქუჩისკენ და მის წინ გზის სავალ ნაწილზე მდგარი ქვეითის შემჩნევისთანავე გაჩერდა. შემხვედრი მიმართულებით სხვა ავტომობილი არ მოძრაობდა. ავტომანქანის წინა მარჯვენა ნაწილიდან ქვეითად მდგომამდე მანძილმა შეადგინა 17,1 მეტრი.

 

ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 21.15 და 33.11 მუხლის მოთხოვნები. 21.15 მუხლის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. აღნიშნული ნორმის ბრალდებ---–-ს მიერ დარღვევას თავად დ-–--- მხარეც ადასტურებს, თუმცა სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ბრალდებ---–-ს სიმთვრალე მიზეზობრივ კავშირშია შეჯახებასთან. 33.11 მუხლის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

 

ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად „ზ------ ი-–-------–ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 2, 01 % ეთილის სპირტი, შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.

 

საქმის განხილვისას სასამართლომ ამომწურავად შეისწავლა ყველა მტკიცებულება, გაანალიზა წარმოდგენილი მასალები და პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ ი-–-------–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენა დადასტურებ---–-ა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სააპელაციო სასამართლო მიჩნევს, რომ ზ------ ი-–-------–ის ჩვენება, ასე დ-–--- მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები არ შეესაბამება ფაქტობრივ რეალობას და შეგროვებ---–-ა ი-–-------–ისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

დადგენილია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1---- დასკვნით „მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლის, ზ------ ი-–-------–ის მოქმედება, რაც მოცემულ სიტუაციაში არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.11 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დ-–--- შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

მოწმე რ----- თ-------ს ჩვენებით რომელიც ერდადერთი თვითმხილველი მოწმეა დადგენილია, რომ: ის მოძრაობდა რა ბანკის მიმართულებით მარცხენა სამოძრაო ზოლში კიდესთან, შენიშნა, რომ შემხვედრად ფეხით მოდიოდა მისი თანამშრომელი გ--- ჯ-----. ჯ----- მოძრაობდა „ვ------“ ბანკის მხარეს ტროტუართან. იმყოფებოდა რა ჯ-----დან ათ მეტრში, დაინახა რომ უკნიდან მომავალი ავტომობილი შეეჯახა ჯ-----ს. შეჯახების შედეგად გ--- ჯ----- გადავარდა მოწმისგან მარცხენა მხარეს და დავარდა რამდენიმე მეტრში, იქვე არსებ---–- ადმინისტრაციული შენობის ეზოს მხარეს. მოწმის განმარტებით გზა იყო თავისუფალი და მძღოლს თავისუფლად შეეძლო გვერდი აევლო ტროტუართან ახლოს მიმავალი ჯ-----სათვის. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ შეჯახება მოხდა ა----–-----–-- ქუჩის მიმართულებით მარჯვენა მხარეს ანუ ც-----------–----------ა და მარჯვენა მხარეს არსებ---–- ჩიხის შეერთებასთან.

დადგენილია, რომ გ--- ჯ-----ს ეცვა პ---–-–-ის ფორმა, რომელიც აღჭურვილ იყო სპეციალური შუქამრეკლი წარწერით. მოწმის განმარტებით, მანქანა რომელიც მოდიოდა ჯ-----ს, უკან გადავიდა ჩიხისკენ, დაეტაკა ჯ-----ს “ცხვირით“ გადააგდო მარჯვენა მხარეს, ამის შემდეგ გაასწორა მანქანა მარცხენა მიმართულებით და დაახლოებით თხუთმეტ მეტრში გააჩერა. რ.თ-------ს მუხრუჭის ხმა არ გაუგონია, ხოლო ავტომანქანა შეჯახებამდე დაახლოებით 80 კმ. საათი სიჩქარით მოძრაობდა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილას გზა ოდნავ მოხრილია, უხვევს მარჯვენა მხარეს და აქვს ოდნავი კუთხე. მოწმის განმარტებით ავტომანქანის სამოძრაო ხოლი იყო თავისუფალი, მანქანები არ მოძრაობდნენ არც შემხვედრი მხრიდან. რადგანაც შეჯახება მოხდა რ. თ-------საგან დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით, მან კარგად დაინახა ყველაფერი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე რ----- თ------- არის ის ერთადერთი მიუკერძოებელი თვითმხილველი მოწმე, რომელიც თანმიმდევრულად აღწერს გარემოებებს. ყველა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნები თვითმხილველი მოწმის ჩვენებებზე დაყრდნობით უნდა იყოს აგებ---–- და სპეციალური გამოანგარიშებებითა და კანონის დანაწესებითა გამყარებ---–-.

 

დადგენილია, რომ სამოძრაო ქუჩაზე არ დგას განათების ბოძები, თუმცა გზაზე იყო ვ------ ბანკის სარეკლამო განათება, ასევე მწვანე გაზონის პატარა ზომის ფარნები.(იხ. შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება).

მოწმე ზ----- რ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მძღოლ ზ------ ი-–-------–ს შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება. მძღოლი ვალდებ---–- იყო ემართა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ და ისეთი სიჩქარით რომ მთლიანად აკონტროლოს საგზაო პირობები, მათ შორის ხილვადობაც. მოწმის ჩვენებით ზ. ი-–-------–ი მანქანას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში, შესაბამისად გაორმაგებ---–- იქნებოდან მისი რეაქციის დრო. 12 მეტრიანი სიგანის გზაზე, ასფალტირებ---–- ზედაპირის პირობებში მძღოლს თავისუფლად შეეძლო აევლო გვერდი მარჯვენა მხარეს გზის უკიდურეს კიდესთან ქვეითად მიმავალი ჯ-----სათვის. მოწმის განმარტებით ავტომანქანის სიჩქარის დასადგენად აუცილებელია მუხრუჭის კვალის არსებობა. რადგანაც ასეთი კვალი არ არსებობს, შეუძლებელია ზუსტად დადგენილიყო სიჩქარე.

დადგენილია, რომ ზ------ ი-–-------–ი ნამდვილად იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- ექსპერტიზის დასკვნით ზ------ ი-–-------–ის სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.

 

დადგენილია, რომ დ-–--- მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები დ. გ---–-----ი და ი. ჭ--–--ე ამომწურავ პასუხს ვერ იძლევიან მოძრავი მანქანის სიჩქარის შესახებ. დ.გ---–-----ის დასკვნით მანქანა მოძრაობდა 60 კმ საათის სიჩქარით რაც დაადასტურა ქვეითის კაპოტზე შეგდებით, საქარე მინაზე დაცემით, წინ მოსროლით. იგივე გარემოებები დაასახელა ექსპეტმა ი.ჭ--–--ემაც, თუმცა მან სიჩქარის სიდიდეთ 80 კმ საათი მიუთითა.(იხ. სხდომის ოქმი)

დადგენილია, რომ ზ------ ი-–-------–ს ქვეითად მოსიარულე საერთოდ არ დაუნახავს, ამის შესახებ აცხადებს ავტომანქანის მგზავრი, მოწმე ა-–---ა, მან დაჯახების ხმა გაიგონა და ასევე იგივე გარემოებას ადასტურებს შემთხვევის ადგილზე დამუხრუჭების კვალის არარსებობა.

 

სასამართლო სრულიად ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დ-–--- მხარის მიერ წარმოდგენილმა ორივე ექსპერტმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ ზემოაღწერილ ვითარებაში ავტომობილის სრულად გასაჩერებლად საჭირო იყო 45 მეტრი, საქმის მონაცემების მიხედვით ვიცით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაახლოებით 11,35 მეტრიანი ჩიხის შუა ნაწილში, ჩიხის დასაწყისში კი კორპუსია რომლის ბოლოს დამონტაჟებ---–-ა „ვ------“ ბანკის გარე განათების მკვეთრი ნათურები. პროკურორის თხოვნით, სასამართლო პროცესზე ექსპერტებს დაევალათ, ექსპერიმენტით დადგენილი ხედვის მანძილის გათვალისწინებით, დაედგინათ ავტომობილის საბოლოო გაჩერების წერტილსა და სავარაუდო და ნახვისწერტილს შორის მანძილი - ორივე ექსპერტმა გადათვალა მანძილი ავტომობილის საბოლოო გაჩერების წერტილიდან-ნახაზზე მანძილი გაზომილია ავტომობილის უკანა ნაწილიდან ჩიხის ბოლომდე და იგი შეადგენს 9, 70 მეტრს, რასაც დაამატეს მძღოლის მიერ ქვეითის დანახვის ექსპერიმენტით დადგენილი მანძილი 17,10 მეტრი, გამოვიდა 32,4 მეტრი, რასაც დაუმატეს ავტომობილის სიგრძე, რომელიც ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არაა, კავშირი და მნიშვნელობა ექნებოდა მაშინ თუკი გამომძიებლის მიერ გაზომილი 9.70 მეტრი აითვლებოდა მანქანის წინა ნაწილიდან და არა უკანა ნაწილიდან, მიუხედავად ამისა ექსპერტებმა დაუმატეს მანქანის სიგრძე 4 მეტრი და მიიღეს 36 მეტრი მანძილი, რომელშიც ზ------ ი-–-------–ს სავარაუდოდ შეეძლო დაენახა, აღექვა საფრთხე და გაეჩერებინა ავტომანქანა, რაც მათ მიერ დაწერილ კატეგორიულ დასკვნასთან ავტომანქანის სრულად გასაჩერებლად საჭირო 45 მეტრთან საერთოდ შეუთავსებელია.

ორივე ექსპერტმა განუმარტა სასამართლოს, რომ ვინაიდან ავტომანქანას ამ ვითარებაში გასაჩერებლად ესაჭიროება 45 მეტრი მანძილი, ვინაიდან მძღოლს ესაჭიროება რეაქციისათვის ანუ საფრთხის დანახვა და აღქმიდან მოქმედებამდე გადასვლისათვის დრო 1,2 წამი, ამ დროის განმავლობაში 60 კმ/სთ-ით მოძრავი ავტომანქანა გადის დაახლოებით 20 მეტრს, მოცემული ტიპის შეჯახებისას სხეული კავშირში მოდის წინა მარჯვენა ნაწილთან, შემდეგ შეიგდებს ავტომანქანაზე, მიინარცხებს საქარე მინაზე და ქვეითიანად გადაადგილდება წინ და მერე ხდება გადაგდება წინ და მარჯვნივ, ამ დროში ავტომობილი გადაადგილდება და პატარა მანძილზე არ გადაადგილდება. ორივე ექსპერტმა დაასკვნა, რომ არ იყო მათთვის მასალები სრულად მიწოდებ---–- და ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდებოდა გაცილებით უკან, რაც - დ----- გ---–-----ის შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 10-15 მეტრს და მეტს, ხოლო ი----- ჭ--–--ის შემთხვევაში დაახლოებით 5-7 მეტრს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეითიც სწორხაზოვნად მოძრაობდა ანუ მან მძღოლის მიერ მისი დანახვიდან შეჯახებამდე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, 2-3, რაც მაღალი ადამიანის პირობებში შესაძლებელია უტოლდებოდეს 2-2,5 მეტრს, ექსპერტთა ლოგიკით -თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაახლოებით 10 მეტრის უკან და დავამატებთ ქვეითის გ--- ჯ-----ს მიერ გავლილ მანძილს დაახლოებით 2 მეტრს გამოდის დაახლოებით 12 მეტრი. ანუ მათი ამ განცხადების საფუძველზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი გავიდა ჩიხის გაუნათებელი მონაკვეთიდან და შედის უკვე „ვ------“ ბანკის მიერ განათებ---–- გზის ტერიტორიაზე და გამოდის რომ საგამოძიებო ექსპერიმენტიც არაფერ შუაში არ არის, ვინაიდან ეს უკვე ,,ვ------’’ ბანკის ნათურებით განათებ---–- ტერიტორიაა, რომელიც ბრალდებ---–-სათვის, საუარესოდ მოქმედებს და ადასტურებს იმას, რომ მან განათებულ დაცარიელ 12 მეტრის სიგანის გზაზე ვერ მოახერხა ავტომობილის უსაფრთხო მართვა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაეჯახა ქვეითს, რომელსაც აცვია შუქამრეკლი საშუალებით აღჭურვილი უნიფორმა, რაც აშკარად მიუთითებს, რომ იგი იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რამაც ხელი შეუშალა თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საგამოძიებო ექსპერიმინტის შედეგებს და მიიჩნევს, რომ იმ ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით რა გარემოებებშიც ჩატარდა ექსპერიმენტი, კერძოდ ავტომანქანა არ არის იგივე მარკის, დ-–--- ექსპერტების მიერ ზუსტად არაა განსაზღვრული შეჯახების ადგილი, ექსპერტები ასევე ვერ თანხმდებიან ავტომანქანის სიჩქარეზე,- წარმოუდგენელია ერთმნიშვნელოვნად იყოს უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეული. აღნიშნული ექსპერიმენტის დროს ექსპერტებს უნდა დაედგინათ, სატრანსპორტო საშუალების დაშორება დაჯახების ადგილიდან საფრთხის წარმოქმნის მომენტში, ამ საკითხის გადასაწყვეტად მხოლოდ და მხოლოდ მძღოლ ი-–-------–ის ჩვენება არ წარმოადგენს უცილობელ გარემოებას, რადგანაც სხვა ფაქტებით არ დასტურდება საფრთხის დაფიქსირების კონკრეტული ადგილი. რადგანაც ეს საკითხები გაურკვეველი და საეჭვოა, შეუძლებელია გადაწყდეს საკითხი კონკრეტულ ვითარებაში მძღოლს ჰქონდა თუ არა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სატრანსპორტო საშუალების სრულად გაჩერებისა ან პირიქით, რადგანაც ასეთი დგინდება დაშორების მანძილისა და მოცემულ სიჩქარეზე სატრანსპორტო საშუალების მთლიანად გაჩერებისათვის საჭირო მანძილის ურთიერთშედარებით. (იხ. ექსპერტთა ჩვენებები).

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგ, საექსპერტო კვლევის დროს აუცილებელია გაანგარიშებით დადგინდეს სატრანსპორტო საშუალების დაშორება დაჯახების ადგილიდან იმ მომენტისათვის, როდესაც მძღოლისთვის წარმოიქმნა საფრთხე, საფრთხეს კი წარმოადგენდა ქვეითი, რახან საფრთხის წარმოქმნის მომენტად ითვლება ის გარემოება, როცა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეები თავისი მოქმედებით ხელს უწყობენ საგზაო შემთხვევის მოხდენას. აუცილებელია განისაზღვროს ასევე რომელ კოორდინატებში მოხდა დაჯახება. მოცემულ შემთხვევაში უტყუარ მტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ თვითმხილველი მოწმის თ-------ს ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ ავტომანქანა მოძრაობდა საკმაოდ სწრაფად (80კმ საათი სიჩქარით), გზა იყო თავისუფალი, არ მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალებები არცერთი მხრიდან, ჯ----- გადაადგილდებოდა სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და რაც მთავარია მან კარგად დაინახა შეჯახების ადგილი.

სასამართლოსათვის მნიშვნელოვან და უტუარ უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშაა, რაც ზრდის მისი რეაქციის დროს საფრთხის დაფიქსირებიდან მანქანის გაჩერებამდე ან კონრეტული მანევრის შესრულებამდე. პალატა სრულად იზიარებს ასევე ექსპერტ ზ----- რ-------ის მიერ გაცემულ საექსპერტო კრიმინალისტიკურ დასკვნას და მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას: „..გ--- ჯ----- მოძრაობდა საავტომობილო გზის კიდესთან სწორხაზოვნად, თუ გავითვალისწინებთ საავტომობილო გზის სიგანეს და იმ ფაქტს, რომ იმ დროისათვის როდესაც მოხდა საგზაო სატრანსპორტო ემთხვევა საავტომობილო გზაზხე მოძრაობა არ იყო, ცხადია რომ მძღოლს ჰქონდა იმის საშუალება მოძრაობის პროცესში თავისუფლად აევლო გვერდი საავტომობილო გზის კიდესთან სწორხაზოვნად მოძრავი ქვეითისათვის, ვინაიდან ის არ უქმნიდა საფრთხეს ან დაბრკოლებას მძღოლს, და თავისუფლად შეეძლო უსაფრთხო ინტერვალით აევლო გვერდი ქვეითისათვის..“

 

საგზაო მოძრაობის შესახებ საქაერთველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.

ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევებით თავის ქალის რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. ქალა-სარქველისა და ქალას-უძის ძვლების დამსხვრეული მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები. თავის ტვინის ნივთიერებების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღერის დისლოკაციითა და ჩაჭედვით. ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, მოტეხილი ბოლოების შეღწევით პლევრის ღრუში, ორთვაე ფილტვების ქსოვილის და მფარავი პლევრის დაზიანებით, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ორთავე ფილტვების ქსოვილზე. პლევრის ღრუში მარჯვნივ 350 მლ-მდე და მარცხნივ 200 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ღვიძლისა და ელენთის დაზიანება - მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ირგვლივ სისხლჩაქცევებით. პერიტონეუმის ღრუში 250-მლ-მდე მოცულობით თავისუფალი სისხლისა და სისხლის კოლტები, მარცხენა დიდი და მცირე წვივის ძვლების დახურული მოტეხილობა. ქვედა მესამედის დონეზე, ტერფის ძირიდან 20 სმ-ის დაშორებით, ნაჭდევი მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში“. განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით- ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლოც ვალდებ---–-ა მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი სახის მტკიცებულებებს დაეყრდნოს. მოწმე რ----- თ-------ს ჩვენება გამყარებ---–-ა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნებით: ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა # 1----, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------, მოწმე ექსპერტ ზ----- რ-------ის ჩვენებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- ექსპერტიზის # 0-------- დასკვნა.

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.1. მუხლის თანახმად „საქართველოს ყველა გზაზე მოძრაობის მიმართულებად დადგენილია მარჯვენა მხარეს მოძრაობა.“ თუმცა კანონით აკრძალული არაა საფრთხის დაფიქსირების შემთხვევაში შეჯახების თავიდან ასაცილებლად მარცხენა მხარეს გადასვლა, ან ამ მიმართულებით საჭის მიმართვა, ამავე კანონის 33.2. მუხლის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ------ ი-–-------–მა ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ანუ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებ---–- ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული), დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მსჯავრდებ---–-ს პიროვნების მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას(პირველადაა ბრალდებ---–-), მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ ზ------ ი-–-------–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით. მასვე, 1(ერთი)წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ნ---- თ---–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ზ------ ი-–-------–ის მიმართ.

 

ზ------ ი-–-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მასვე, 1(ერთი)წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ზ------ ი-–-------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 თებერვლიდან - 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

 

ზ------ ი-–-------–ი დაკავებ---–- იქნეს სხდომის დარბაზში და მოთავსდეს სპეციალური პენიტენცი----- სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები:

- ავტომანქანა, პლასტმასის დეტალი და ზ------ ი-–-------–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზ------ ი-–-------–ს;

- გ--- ჯ-----ს ტანსაცმელი და ქუდი დაუბრუნდეს დაზარალებ---–-ს უფლებამონაცვლეს;

- სისხლისმაგვარი ლაქა, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში და მიკრონაწილაკები განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე