განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110100118002281774
№1/ბ-763-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - კ-----------ის
ადვოკატის - ნ------–---–---ის მონაწილეობით
გამართლებულის - ზ----------------–---–ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------–-----------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ----------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 1700 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ თ-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ზ----------------–---–ს დედამ - ლ---------------–---–მა სთხოვა ტანსაცმლის გამოცვლა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ზ---------------–---–მა, არასრულწლოვანი შვილების - 17 წლის გ-----------------–---–ის და 15 წლის გ---–-----------–---–ის თანდასწრებით, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში ლ--------------–---–ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ლ--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ზ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ-----------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ----------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ კ-----------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ზ----------------–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ------–---–---ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, დაზარალებულმა ლ--------------–---–მა, მოწმეებმა ვ-–-------------–---–მა, გ-----------------–---–მა და გ---–-----------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ზ-----------------–---–მა, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის - დ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის საფუძველზეც, მეწყვილე ნ----–---------–-–---–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულებს, დახვდათ ზ---------------–---–ი, ვ-–-------------–---–ი, ლ--------------–---–ი და ზ----------–---–ის ორი შვილი. ვ-–-------------–---–მა მათ განუმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ----------–---–ი, დედას, ლ--------------–---–ს წვდა ყელში და მოუჭირა ხელი. აღნიშნულის საფუძველზე, ადგილზე დაკავებული იქნა ზ----------–---–ი, რომელსაც განემარტა მისი უფლებები და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ლ-–----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხული ჰყავს არასრულწლოვანი მოწმეები გიორგი და გ---–-----------–---–ები.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შსს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის - თ-------–------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ----------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
2018 წლის 23 დეკემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაზარალებულ ლ--------------–---–ისგან, ნებაყოფლობით ამოღებული იქნა დაზიანებული სვიტერი. სვიტერი არის შინდისფერი, ნაჭრის. მას საყელოს არეში, ელვა შესაკრავთან აღენიშნება დაზიანება, კერძოდ: მოხეულია ელვა შესაკრავი.
სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნა ზ----------–---–ის მიმართ, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა ლ--------------–---–ის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 8 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნა. ასევე, უდავოდ იქნა მიჩნეული და აღარ დაკითხულან მოწმეები მ----------–-–---–ი, გ--------------ე, ო----------------ია, ზ----------–-–---–ი, ნ----–---------–-–---–ი, ნ-----------ე და ნ------------–---ი.
სააპელაციო პალატას ზ----------------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ზ----------------–---–ის მიერ, დედის - ლ--------------–---–ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, ასევე ოჯახის წევრის - მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მისცეს ფაქტის შემსწრე მოწმეებმა ვ-–-------------–---–მა, გ-----------------–---–მა და გ---–-----------–---–მა.
მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც ზ----------------–---–ის მიერ თითქოს განხორციელდა ოჯახური ძალადობა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ზ----------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ლ--------------–---–ის ასევე, ვ-–-------------–---–ის, გ-----------------–---–ის და გ---–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენებები ბრალდებულ ზ----------------–---–ის წინააღმდეგ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი ზ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ზ---------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N12/31-2018 განჩინებით, ვ-–-------------–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდი: N2-----------);
გამართლებულ ზ----------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: ლ--------------–---–ისაგან ამოღებული სვიტერი დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ლ--------------–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ,,CD-R’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე