განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119002842821
საქმე №1/ბ-292-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რამაზ გ-------ის ძე მ–---------ის მიმართ, დაბადებული: 0-.0-.1--- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო შ-------ი.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით რ----- მ–---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
რ----- მ–---------ე დედის - თ----- მ–---------ის მშობლებს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შ-------ში მცხოვრებ ბებიას - ციცილია გ------–--ლს და პაპას - გ-- მ–---------ეს, 2017 წლიდან ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, სრულიად უმიზეზოდ სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, კერძოდ მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც გ-- მ–---------ე და ც-–--–-ა გ------–--ლი განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას. 2019 წლის 01 იანვარს დაახლოებით 19:30 საათზე, მთვრალმა რ----- მ–---------ემ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს სრულიად უმიზეზოდ დედას - თ----- მ–---------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მის დაწყნარებას შეეცადნენ ც-–--–-ა გ------–--ლი და გ-- მ–---------ე. აღნიშნულით განაწყენებულმა რ----- მ–---------ემ კვლავ იძალადა ბებია-პაპაზე, კერძოდ შეურაცხყო და დაამცირა ც-–--–-ა გ------–--ლი და გ-- მ–---------ე, დაუწყო მათ გინება დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც ც-–--–-ა გ------–--ლმა და გ-- მ–---------ემ განიცადეს სულიერი ტანჯვა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად დაუკავშირდნენ 112-ის ოპერატორს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენით რ----- მ–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შ----ა ჩ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი რომლიტაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- მ–---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დადგენილებით ც-–--–-ა გ------–--ლის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმებით, დადგენილებით გ-- მ–---------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და მისი გამოკითხვის ოქმით, რ----- მ–---------ის დაკავების ოქმით, მოწმეების: თ----- მ–---------ის, მ-----– ჩ----ის, თ-------ე კ------------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ----- მ–---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ რ----- მ–---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი რ-----ი მ–---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
რ----- მ–---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ რ----- მ–---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 2 იანვრიდან, 2019 წლის 10 იანვრამდე.
მსჯავრდებულ რ----- მ–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. რ----- მ–---------ის (პ/ნ 6----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გ-- მ–---------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1878.00 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელი შ-------ი საკადასტრო კოდი 2--0-.4-.0--- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: "DVD" დისკი რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე