განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
050100119002798050
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002798050

№1/ბ-178-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------ი შ-----ს ძე თ---------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჩოხატაური, სოფელი ე------ი.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით დ------ი თ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 22 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 1010 საათზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ე------ში, დ------ თ---------ემ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან და საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სამზარეულო სახლის წინ იმ მოტივით, რომ მამამისი - შ----- თ---------ე ეტანებოდა ალკოჰოლს, კამათისას ერთხელ დაარტყა მუჭი სახის არეში (ტუჩზე), ასევე თავში (შუბლის არეში) ჩაარტყა შეშის ნაჭერი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით დ------ი თ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - რ----- შ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ------ი თ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შ----- თ---------ის, გ------------------------------–------------ გამოკითხვის დროს მიღებული ინფორმაციებით, დ------ თ---------ის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ------ი თ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ დ------ი თ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი დ------ი თ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

დ------ი თ---------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ დ------ი თ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 ოქტომბრიდან, 2018 წლის 1 ნოემბრამდე.

მსჯავრდებულ დ------ი თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. დ------ი თ---------ის (პ/ნ 4---------- ) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული დ------ი თ---------ის (პ/ნ 4----------), თ----- თ---------ის (პ/ნ 4----------), თ--- თ---------ის (პ/ნ 4----------), თ------- თ---------ის (პ/ნ 4----------), ნ-------ი თ---------ის (პ/ნ 4----------), ნ-----–---- თ---------ის (პ/ნ 0----------, ნინო თ---------ის (პ/ნ 4----------), შ----- თ---------ის (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებიდან დ------ი თ---------ის (პ/ნ 4----------), თ--- თ---------ის (პ/ნ 4----------), თ------- თ---------ის (პ/ნ 4----------), ნ-------ი თ---------ის (პ/ნ 4----------), ნ-----–---- თ---------ის (პ/ნ 0----------, ნინო თ---------ის (პ/ნ 4----------), შ----- თ---------ის (პ/ნ 4----------) წილი ქონება, კერძოდ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3200.00 კვ.მ. მდებარე ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ქვემო ე------ი, საკადასტრო კოდი 2----------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს .

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

"CD" დისკი რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე