განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002355637
№1/ბ-180-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-------–ა ს------ის ძე მ--------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ლანჩხუთი უ----–--ის ქუჩა N 1.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ა-------–ა მ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 ივნისს ა-------–ა მ--------მა ცოლად შეირთო ჟ--ნა გ-------–იანი, რომელსაც ქორწინების დღიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად ცემდა, რის გამოც იგი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 2017 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი უცნობია, ა-------–ა მ--------მა მეუღლეს - ჟ--ნა გ-------–იანს ლანჩხუთში, უ----–--ის ქუჩა N1-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის, სახის და ტანის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 25 ნოემბერს, საღამოს საათებში, ლანჩხუთში, ნ. ჟ---------ას ქუჩა N 136-ში მდებარე ,,ავერსის’’ აფთიაქში, ჟ--ნა გ-------–იანს, რომელიც მუშაობდა ფარმაცევტად, მეუღლემ - ა-------–ა მ--------მა, კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე, ფანჯარასთან საუბრისას მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ასევე კისრის არეში ხელის იდაყვის დარტყმით და თმების მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე ლანჩხუთში, უ----–--ის ქუჩა N1-ში, ა-------–ა მ--------მა სახლში ყოფნისას, ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ჟ--ნა გ-------–იანს ესროლა დანა, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა ხელის იდაყვთან, ამასთან ხელი დაარტყა სახეში, ხოლო შეკრული მუშტი თავში, რის შედეგად ჟ--ნა გ-------–იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო თავის ტვინის შერყევა, რაც განეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას ჯანმრთელობის მოუშლელად. ჟ--ნა გ-------–იანმა ა-------–ა მ--------ის მხრიდან, მასზე განხორციელებული სისტემატური ცემის შედეგად განიცადა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით ა-------–ა მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ა-------–ა მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 8 თებერვლიდან - 2018 წლის 12 თებერვლამდე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ნ--- მ-------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ბრალდების მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-------–ა მ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-12 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჟ--ნა გ-------–იანის ჩვენებებით, მოწმეების: ტ---------------–----------------------–------------------------------ს და მხითარ გ-------–იანის ჩვენებებით, ჟ--ნა გ-------–იანის სამედიცინო დოკუმენტაციით, 2017 წლის 26 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტრიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა-------–ა მ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-12 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი - ბრალდების მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ა-------–ა მ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი ა-------–ა მ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ა-------–ა მ--------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ა-------–ა მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 8 თებერვლიდან, 2018 წლის 12 თებერვლამდე.
მსჯავრდებულ ა-------–ა მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ა-------–ა მ--------ის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული ხ------------------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ლანჩხუთი თ---–--ის ქუჩა #17, კერძოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობით 975.00 კვ.მ. დამაგრებულ შენობა-ნაგებობაში მე-5 სართულზე მდებარე ბინა #10, ფართით 27.70 კვ.მ საკადასტრო კოდი 2------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე