განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100117002317107
საქმე №1/ბ-413-2017 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - გ-------- ტ---–--ის,მსჯავრდებულის - რ----- ფ---–--–--ას,ადვოკატის - ე-----–- ჭ--–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ზ------ს ძე ფ---–---–--ას მიმართ, დაბადებული: 1--------- წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ე--------–---–ის ქუჩა №149.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- ფ---–---–--ამ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინა-აღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელო-ბისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 08:45 საათზე პლასტმასის პისტოლეტით შეიარაღებული რ-----ი ფ---–---–--ა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ქ---------–--------------------------------ში მდებარე ოფისში, თავს დაესხა შპს ,--------------“-ს თანამშრომელს მ---- ო-----–--ეს. ყაჩაღობის შედეგად თავდამსხმელებმა მართლსაწინაარმდეგოდ მიისაკუთრეს მ---- ო-----–--ის მობილუ-რი ტელეფონი (ღირებული 30 ლარად) და შპს „ჯ----------ი“-ს დიდი ოდენობით ფულადი თანხა 9 700 (ცხრა ათას შვიდასი) თურქული ლირა, 5685 (ხუთი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარი და 300 (სამასი) ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენით:
რ----- ფ---–---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით. რ. ფ---–---–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2016 წლის 08 ნოემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებულ რ----- ფ---–---–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატი ე-----–- ჭ--–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრე-ბული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და რ----- ფ---–---–--ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის განაჩენი რ----- ფ---–---–--ას მიმართ არის დაუსაბუთებელი და უკანონო. განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ პოლიციის მუშაკთა ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი ჩვენებები. სასამართლომ არ დაადგინა დაცული იყო თუ არა საპროცესო ნორმები და კანონის მოთხოვნები ბრალდებულისგან ნერწყვის (ბიოლოგიური მასალის) ნიმუშის აღებისას, ხომ არ იყო შესაძლებელი აღნიშნული ნიმუშის გამოცვლა ანდა გამოყენება ვინმე დაინტერესებული მხარის მიერ და ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული, დაუშვებელ მტკიცებულებას?!
სასამართლოს მიერ არასრულად იქნა გამოკვლეული და არასწორად იქნა შეფასებუ-ლი საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად მიღებული იქნა არასწორი დასკვნები. განაჩენში მითითებული ექსპერტ ვ---- ო-------ს ჩვენებიდან საერთოდ გაუგებარია ვისი ნერწყვის ნიმუში რა პაკეტში იდო და ამ პაკეტებს ვინ აწერდა ხელს.
რ----- ფ---–---–--ას ნერწყვის ნიმუში აღებულია და მოპოვებულია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, შესაბამისად კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე მიღებული მტკიცებულება, კერძოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც აუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ საქმეში არ არის დაცული.
ბრალდების მხარეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ რ----- ფ---–---–--ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ე-----–- ჭ--–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და რ----- ფ---–---–--ას მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯვრდეულ რ----- ფ---–---–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ე-----–- ჭ--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ---- ო-----–--ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ,,ჯ----------ში“ რომელიც მდებარეობს ქ---------–-----------------------ე №18-ში. აღნიშნული ოფისი ფუნქციონირებს და მომსახურებას უწევს მოქალაქეებს თურქეთში ტრანსპორტირებას და ასევე მათი გზავნილების უზრუნველყოფას. 2016 წლის 02 ნოემბერს, დილის დაახლოებით 09:00 საათზე მივიდა სამსახურში, სადაც ჰქონდა, როგორც თურქული ფული, ასევე ამერიკული დოლარი. წვიმიანი დღე იყო, მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში ოფისში შევიდა ორი მამაკაცი, რომლებსაც სახეზე ქოლგები ჰქონდათ აფარებული, ისინი შებრუნდნენ მისკენ ზურგით და როდესაც კვლავ შემობრუნდნენ, სახეზე უკვე ნიღბები ჰქონდათ აფარებული, მათი სახეების დანახვა ვერ შეძლო, ერთადერთი რაც დაამახსოვრდა, ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო მაღალი და ,,ჩაფსკვნილი’’ აღნაგობის, ხოლო მეორე ოდნავ დაბალი და სუსტი. დაზარალებულის განმარტებით მაგიდის ქვეშ დამონტაჟებული ჰქონდა სიგნალიზაცია, რომელზედაც ხელის დაჭერა მოასწრო, ამ დროს მას მაღალი აღნაგობის თავდამსხმელმა სახეში ჩაარტყა, რის შედეგად გონება დაკარგა და ჩაიკეცა. გონს მალევე მოეგო და იგრძნო, რომ ერთ-ერთი მათგანი, დაბალი აღნაგობის პირი, შეეცადა მის დახრჩობას. ორივე უმოწყალოდ და დაუზოგავად სცემდა, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აყენებდნენ ძლიერ დარტყმებს. მაღალ თავდამსხმელს ხელში პისტოლეტი ეჭირა. მან ვერ გაარჩია ნამდვილი იყო თუ სათამაშო, მაგრამ აღიქვა, როგორც ნამდვილი იარაღი. მან დაუყვირა ეთქვა თუ სად ჰქონდა ფული, შეშინებულმა, რომ მას მოკლავდნენ, თავის გადარჩენის მიზნით მიუთითა ფულის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა მის ცემას თავი დაანებეს, ფული აიღეს და გაიქცნენ. მოწმე განმარტავს რომ მას ფულთან ერთად ჰქონდა მობილური ტელეფონიც, რომელიც თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს. თავდამსხმელების წასვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა მის მიერ გამოძახებული დაცვის პოლიცია, შემდეგ მივიდა პოლიცია, რომელთაც მოახდინეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაკითხეს, ამოიღეს ქოლგა, რომელიც მძარცველებს დარჩათ. ასევე მისი დასისხლიანებული სვიტერი, კედლიდან აიღეს სისხლის ნიმუშები. რამდენიმე დღეში სამართალდამცავების მიერ მოყვანილი იქნა ერთ-ერთი თავდამსხმელი, მან შემთხვევის ადგილზე ყველაფერი აღიარა და ზუსტად მიუთითა ის ადგილები, სად რა მოიმოქმედა. თანხა, რომელიც თავდამსხმელება გაიტაცეს ეკუთვნოდა კომპანია ,,ჯ----------ს“, რომელიც განსაზღვრული იყო სტამბოლში მათი გაფუჭებული ავტობუსის შესაკეთებლად. თანხის დაზუსტებული რაოდენობა 9700 თურქული ლირა, 5690 აშშ დოლარი და 300 ლარი. მოწმის დაზუსტებით, თავდამსხმელი იყო ორი, მას მიაყენეს მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, რის მკურნალობისთვისაც რამდენიმე თვე დასჭირდა.
მოწმის სახით დაკითხულ ა------ მ–------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობდა დაცვის სამსახურ ,,v----------------”-ში 2016 წლის 02 ნოემბერს ,--------------დან“ შევიდა შეტყობინება დახმარების თაობაზე, ადგილზე მისულებს დახვდათ ნაცემი პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ სცემეს, დააყაჩაღეს და წაართვეს ფული, იქაურობა იყო არეული, შემთხვევის ადგილზე შეამჩნია ქოლგა, რომელიც ძირს ეგდო.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ,,v----------------”-ს თანამშრომელმა მ-----– ე-------ემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 02 ნოემბერს ,--------------ს“ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაზარალებული მ---- ო-----–--ე ნაცემ მდგომარეობაში, რომელმაც განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ, სცემეს და წაართვეს ფული, ოთახი იყო არეული, იქვე ეგდო მუქი ფერის ქოლგა.
მოწმე გ------- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელია, მოწმის განმარტებით, 2016 წლის 02 ნოემბერს, მიიღეს ინფორმაცია, ქალაქ ქუთაისში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე, კომპანია ,--------------ს“ დაყაჩაღების შესახებ, ინფორმაციის თანახმად ყაჩაღობა უნდა ჩაედინათ, ნ----–---–ის ქუჩაზე მცხოვრებ მამა-შვილს რ----- და ზ----- ფ---–---–--ებს, ხოლო რ----- ფ---–---–--ა მიდიოდა თურქეთში საკუთარი ავტომანქანით და თან მიჰქონდა ფული დასახურდავებლად. იმ პერიოდში იმყოფებოდა ქ. სამტრედიაში, ა----–-----–ის ქუჩაზე, ხოლო თვითონ რ----- ფ---–---–--ა იმყოფებოდა საკუთარ სახლში, სადაც ინახავდა წაღებული თანხის ნაწილს.
მოწმის სახით დაკითხულ ი-–-- ს-----ის ჩვენების თანახმად, მან 2016 წლის 02 ნოემბერს ,--------------ს“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით დაიწყო საქმის გამოძიება. 02 ნოემბერს, სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა დანაშაულის ჩამდენი პიროვნება, რის შემდეგაც მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ხოლო შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაზეც ბრალდებულმა რ----- ფ---–---–--ამ თანხმობა განაცხადა. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ექსპერტები დ----- დ--------ი და გ-------– კ-----ა. ბრალდებულმა თავდაპირველად აჩვენა ის ადგილი საიდანაც შევიდა, ოფისში, ასევე მიუთითა ის ადგილი, საიდანაც უკან დაბრუნდა, სადაც გადააგდო ქურთუკი, სადაც ნახა მისი უფროსი შვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი იქნა ოქმი, რომელიც გააცნო ექსპერი-მენტის მონაწილეებს.
მოწმის სახით დაკითხულ გ-------– კ-----ას ჩვენებით დადგენი-–--, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში, ბრალდებულ რ----- ფ---–---–--ას მითითებით გაემართნენ ჭ-------ის №13 ბინისაკენ, მოძრაობა გააგრძელეს ა----–-----–ის გამზირით, შემდეგ, ნ----–---–ის ქუჩით და შეუხვიეს კ-–----–---–ის ქუჩაზე, სადაც რ----- ფ---–---–--ას მითითებით გააჩერეს მანქანა და დაინახეს ავტოფარეხები, რომლის შემდეგაც გავიდნენ ჭ-------ის ქუჩაზე №18-სა და №20 ბინებს შორის, რ----- ფ---–---–--ამ მიუთითა გასასვლელი ადგილი, შემდეგ ის ადგილი სადაც შეხვდა დანაშაულში მონაწილე მეორე პიროვნებას, შემდეგ აჩვენათ ის გზა, სადაც გაიარა №18სა და №20 ბინებს შორის კიბეები და დაანახათ ,,ჯ-------------“ თურქული ოფისი, ოფისში შესულებს ბრალდებულ რ----- ფ---–---–--ამ მიუთითა ის ადგილი, სადაც ოფისის თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა და აიღო პარკში მოთავსებული ფულადი თანხა, შემდეგ დაბრუნდნენ უკან იმავე გზით, სადაც ბრალდებულმა მიუთითა ნაგვის ყუთზე, სადაც ჩააგდო შავი ფერის უმკლავო ქურთუკი, შემდეგ კი აჩვენა ის ადგილი, სადაც შეხვდა მის შვილს რ----- ფ---–---–--ას, მის კუთვნილ ავტომანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. საგამოძიებო ექსპერიმენტი ფოტოგრაფირებული იქნა ექსპერტების მიერ, რომლებიც შესაბამისად მონაწილეობდნენ აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში.
ექსპერტ ა-–---------- ა----–--ის ჩვენების თანახმად, იგი მონაწილეობდა 2016 წლის 08 ნოემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტში, აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულ რ----- ფ---–---–--ას დაკავებაში, რომელმაც აღიარა დანაშაული და დაკავების დროს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, საგამოძიებო ექსპე-რიმენტის დროს უშუალოდ ბრალდებულ რ----- ფ---–---–--ას მითითებით მასთან ერთად გაიარა ის გზა, რაც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულმა გაიარა, კერძოდ, მან მიუთითა ის ადგილი სადაც მას შეხვდა უცნობი პიროვნება, რომელიც მაშინ გაიცნო და წავიდნენ ჭ-------ის №18-ისკენ, სადაც შევიდნენ ,--------------ს“ ოფისში და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიღეს ცელოფნის პარკში მოთავსებული თანხა და წამოვიდნენ შემთხვევის ადგილიდან. რ----- ფ---–---–--ამ აჩვენათ ის ნაგვის ყუთი, სადაც ქურთუკი ჩააგდო. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა ი-–-- ს-----ემ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბრალდებული წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელია, მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 02 ნოემბერს დაიწყო გამოძიება შპს ,,ჯ----------ში“ მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით, შემდეგ მოხდა აღნიშნული ყაჩაღობის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ, როგორც გამომძიებლები, ასევე ექსპერტები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე მათ თანხმობა განუცხადა მ---- ო-----–--ემ. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ოფისს ჰქონდა მეტალო-პლასტმასის შესასვლელი კარი, გარედან რკინის გისოსებით, დათვალიერებისას ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვავი, მარჯვენა კუთხიდან ამოღებული იქნა სუნის კვალი, ოფისში იყო ორი სკამი, ასევე წაქცეული მაგიდა, ძირს ეყარა საკანცელარიო ნივთები, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს იდგა მაგიდა, რომელზედაც იდო საყვავილე ქოთანი, ასევე იდგა საკასო აპარ----. ოფისში შემთხვევის ადგილზე იდო ქოლგა გაშლილ მდგომარეობაში, რომელსაც ქონდა ორი ვერცხლისფერი კანტი, იატაკზე ეგდო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც დაზარალებულმა მიუთითა, რომ ამ პარკში ჰქონდა შენახული ფულადი თანხა, ხოლო ქოლგაზე, თქვა რომ იგი ერთ-ერთ თავდამსხმელს დარჩა, აღნიშნული მტკიცებულებები ამოღებული და დალუქული იქნა შესაბამისად. მოწმემ განმარტა რომ მის მიერ დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული და მისი შვილები, რის შემდეგაც მოხდა რ----- ფ---–---–--ას დაკავება. მის მიერ მოხდა რ----- ფ---–---–--ას სახლის ჩხრეკა და დათვალიერება, ჩხრეკის დროს ბრალდებულმა თვითონ მიუთითა პლასტმასის იარაღზე და ფულზე, ასევე ტელეფონზე, რომელიც თან ჰქონდა ყაჩაღობის დროს. ყველაფერი დეტალურად იქნა შეტანილი ოქმში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ.
მოწმე გ--- ხ----–--ის ჩვენების თანახმად, მის მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს, განხორციელდა ორი საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ ჩაატარა რ----- ფ---–---–--ას პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. მათ ჰქონდათ ოპერ----ული ინფორმაცია, რომ რ----- ფ---–---–--ა გადაადგილდებოდა ქუთაისიდან სარფის მიმართულებით, თავისი კუთვნილი ავტომანქანით, რომელსაც თან ჰქონდა ,--------------ს“ დაყაჩაღებისას აღებული ფულადი თანხა. რ----- ფ---–---–--ას პოლიცია დაეწია, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოსთან, გააჩერეს მანქანა და ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის ჯიბიდან ამოიღეს ფულადი თანხა, რომელიც დალუქეს სპეციალურ პაკეტში, ხოლო რ----- ფ---–---–--ა და მისი ავტომანქანა გადაიყვანეს პოლიციის პირველ განყოფილებაში.
მოწმე მ------ რ------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად, მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ბინის ჩხრეკასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში. ბინის ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ თავად ბრალდებული, ჩხრეკისას ბრალდებულმა თავად მიუთითა მისაღებში მდგარ კარადაზე, სადაც იყო პლასტმასის პისტოლეტი. ბრალდებულმა განმარტა რომ ამ პლასტმასის პისტოლეტით იყო შესული საყაჩაღოდ ,,ჯ----------ის“ ოფისში. ამოღებული იქნა ბრალდებულის მიერ ნაჩვენები მობილური ტელეფონი, რომელიც ბრალდებულისვე განმარტებით ,,ჯ----------ის“ ოფისიდან ჰქონდა წამოღებული მაგრამ კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი აღმოჩენილი ვერ იქნა.
მოწმე ზ------ ც-------ემ აჩვენა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ზ----- ფ---–---–--ას პირად ჩხრეკაში, მოწმემ განმარტა, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს მიიღეს ინფორმაცია, რომ ზ----- ფ---–---–--ა მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ქ.ქუთაისიდან სარფის მიმართულებით, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის შედეგად მითვისებული ფულადი თანხა. პოლიციელები ზ----- ფ---–---–--ას დაეწივნენ ქ.სამტრედიაში, შეაჩერეს ავტომანქანა ჩამოიყვანეს ავტომანქანიდან და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის კონვერტი, რომელშიდაც 5000 ლირა იყო. ამოღებული ფული დაილუქა. ზ----- ფ---–---–--ამ განმარტა, რომ თანხა მას გადასცა მისმა მამამ, რომელიც უნდა გადაეტანა თურქეთში და დაეხურდავებინა.
მოწმე რ---- ჭ---–-----ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის თვეში მან გამომძიებელ ლ---- შ--–--------ესთან ერთად ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა რ----- ფ---–---–--ა. რ----- ფ---–---–--ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს ჭ-------ის N18 მიუთითა ის ადგილი სადაც ,--------------ს“ ოფისი მდებარეობს, შემდეგ ნ----–---–ის ქუჩაზე სადაც ჩაისვა მამამისი მანქანაში, მანამდე მისი განმარტებით მან დილით გაიარა ,--------------ს“ ოფისთან და მამამისს შეატყობინა რომ ოფისი ღია იყო, როგორც რ----- ფ---–---–--ამ განმარტა, მისთვის მამას უთქვამს, რომ ოფისიდან თანხა ჰქონდა გამოსატანი და აინტერესებდა ღია იყო თუ არა, რ----- ფ---–---–--ამ განმარტა რომ მან მამა ჩაისვა ნ----–---–ის ქუჩაზე, მიიყვანა კლინიკურში და იქ დატოვა.
მოწმე ზ----- გ-----–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 24 იანვარს მან გამომძიებლს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცა 2016 წლის 02 ნოემბრის შპს ,,ჯ--------------ის“ კამერის ჩანაწერი, იგი გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა, გამომძიებელმა ყველაფერი გადაიტანა დისკზე, დალუქა შესაბამისი წესით.
მოწმე ი----- დ---------ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, მან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებლს წარედგინა ,,ა--------------დან“ აღებული ვიდეო ჩანაწერები, იგი გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმს და ხელი მოაწერა მას.
მოწმე მ--–----------–--ემ აჩვენა, რომ 2016 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, მუშაობდა ქუთაისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. მის მიერ დაკითხული იქნა ბრალდებული რ----- ფ---–---–--ა მოწმის სახით, დაკითხვის დროს მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგადაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. შესაბამისად ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღო ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, მოახდინა ბრალდებულისგან ნერწყვისა და თმის ნიმუშის აღება, ასევე მოახდინა ახლო მდებარე ოფისებიდან ვიდეო-კამერების ამოღება და მათი დათვალიერება, მოახდინა მობილური ტელეფონის დათვალიერება რითაც დადასტურდა, რომ მობილური ტელეფონი ეკუთვნოდა დაზარალებულ მ---- ო-----–--ეს. ასევე მის მიერ იქნა დაკითხული მოწმეები რ----- გ----–--, ი----- დ---------ე, ზ----- გრიგალაშვილი, მის მიერ იქნა შედგენილი დაკავების ოქმი, რაზეც ბრალდებულმა მოაწერა ხელი.
მოწმე გ------ კ-----ას ჩვენებით დგინდება, რომ იგი შსს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის დაწესებულების მთავარი ექსპერტია, იგი მონაწილეობდა ნიმუშის აღებაში, რომელიც ჩატარდა პოლიციის პირველ განყოფილებაში, ბრალდებულისაგან აღებულ იქნა ნერწყვისა და თმის ნიმუშები. შესაბამისად მოხდა მათი დალუქვა და გამომძიებლისათვის გადაცემა. მისი განმარტებით იგი გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმებს და ხელი მოაწერა მათ. მან წაიკითხა საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დამთავრების დრო, რომელიც სწორად იყო აღნიშნული, რაზეც თვითონაც და ბრალდებულმაც მოაწერა ხელი. ექსპერტმა აჩვენა, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს მას დ----- დ--------თან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებოო ექსპერიმენტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამომძიებელი ი-–-- ს-----ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მითითებით გაიარეს ის მარშრუტი კ-–----–---–ის ქუჩიდან ჭ-------ის გამზირამდე რომელიც რ----- ფ---–---–--ამ გაიარა, შემდეგ შევიდნენ ჭ-------ის №18 - ში მდებარე ,--------------ს“ ოფისში, სადაც ბრალდებულმა მიუთითა ის ადგილი, საიდანაც მოახდინა თანხის აღება, შემდეგ კი მიუთითა იმ მიმართულებაზე, რომელიც გამოსვლის შემდეგ გაიარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ხდებოდა აღნიშნული გამოძიების ფოტოგრაფირება.
მოწმე ლ---- შ--–--------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მას მონაწილეობა აქვს მიღებული რ----- ფ---–---–--ას პირადი ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით ოპერ----ული შეტყობინების საფუძველზე გააჩერეს ქუთაისი-სარფის მიმართულებით მიმავალი ლურჯი ფერის ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, პირადი ჩხრეკის დროს მის მიერ რ----- ფ---–---–--ას შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული 1200 ლარი. რ----- ფ---–---–--ას განმარტებით მას ეს თანხა მიჰქონდა თურქეთში გადასახურდავებლად. თანხა გადასცა მამამისმა, ასევე ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად არაფერი არ იქნა აღმოჩენილი.
ექსპერტი მ------ ნ-----–--ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი სამედიცინო ექსპერტია 12 წლის სტაჟით, მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს მან მოახდინა რ----- ფ---–---–--ას პირადი გასინჯვა, შესამოწმებელი პირის გადმოცემით იგი დაკავებული იქნა 2016 წლის 08 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჭ-------ის გამზირზე არსებული თურქული ოფისის დაყაჩაღების გამო, სადაც მან მისთვის უცნობ პიროვნებას წაართვა 9400 ლირა.
მოქალაქე რ----- ფ---–---–--ას სხეულზე, გარეგნულად რაიმე ფიზიკური დაზიანებები არ აღნიშნებოდა. მის მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს შემოწმებული იქნა ასევე მოქალაქეები რ----- ფ---–---–--ა და ზ----- ფ---–---–--ა, რომელთა გადმოცემით ისინი დაკავებულები იყვნენ პოლიციის თანამშრომელიბის მიერ 2016 წლის 02 ნოემბერს. ქ.ქუთაისში, ჭ-------ის გამზირზე მომხდარი ძარცვის გამო. მათ სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდათ.
ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტად 17 წლის სამუშაო სტაჟით. ექსპერტმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2016 წლის 02 ნოემბერს სასამართლო ექსპერტიზის შენობაში ჩატარდა მ---- ო-----–--ის გამოკვლევა რის შედეგადაც დადგინდა, რომ “02.11.2016წ. 16:35-16:50 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. მ---- ო-----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით - განთავსებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლე-ლად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.
მოწმე ლ-–- ჯ--------ამ აჩვენა, რომ იგი პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, მან მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 08 ნოემბერს ლ---- შ--–--------ესთან და მ------ რ------ესთან ერთად რ----- ფ---–---–--ას საცხოვრე-ბელი სახლის ჩხრეკაში, რომელიც მდებარეობს ქ.ქუთაისში ნ----–---–ის ქ. №149. ჩხრეკის დროს კარადიდან ამოღებული იქნა პლასტმასის პისტოლეტი, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა დოლარებისა და ლირის კუპიურებით, ზუსტად თანხის ოდენობა არ ახსოვს.
მოწმე რ----- გ----–--მ აჩვენა, რომ მუშაობს ,,მ------------–ში“ აიტი სპეციალისტად, მისი მონაწილეობით მოხდა ვიდეო ჩანაწერის ამოღება, რაზედაც შედგენილი იქნა საგამოძიებო ოქმი და ხელი მოეწერა მის მიერ.
მოწმე გ--- ბ------ემ აჩვენა, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. მოწმემ განმარტა, რომ ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს ბრალდებული რ----- ფ---–---–--ას შვილი ზ----- ფ---–---–--ა მიკრო ავტობუსით მიემართებოდა სარფის მიმართულებით, რომელსაც თან მიჰქონდა ,--------------ს“ დაყაჩაღების დროს წამოღებული ფული. პოლიციელები აღნიშნულ მიკრო ავტობუსს დაეწივნენ ქ. სამტრედიაში, ჩაატარეს ზ----- ფ---–---–--ას პირადი ჩხრეკა, რომლის შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი და მონაწილე პირებმა ოქმზე მოაწერეს ხელი.
ექსპერტ ო----- ხ-----------ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოწმემ განმარტა რომ იგი აღნიშნულ საქმეზე, როგორც ექსპერტი გამოძახებული იქნა ო----- შ--–--------ის მიერ. მან დაზარალებულის პირის ღრუდან აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა, რაზედაც გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, რასაც თვითონ როგორც ექსპერტი გაეცნო და ხელი მოაწერა. ექსპერტმა განმარტა რომ ნიმუშის აღებას ახდენდა სპეციალური ჩხირით, რომელსაც დებენ პირის ღრუში, ენის ქვეშ აჩერებენ 50 წამი, იღებენ და ათავსებენ სპეციალურ მუყაოს ყუთში, რაც შემდეგ ილუქება სპეციალურად დასალუქი პარკით. ექსპერტებს პროცედურის ჩატარების დროს ხელებზე ეკეთათ ხელთათმანები.
ექსპერტ დ----- დ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი მუშაობს იმერეთის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარ ექსპერტად. მონაწილეობა მიიღო, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ნიმუშების აღებაში. მოწმემ განმარტა რომ შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ დაზარალებული, რომელმაც თანხმობა განაცხადა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე, აღმოჩენილი იქნა სისხლისმაგ-ვარი ლაქა, სიგარეტის ნამწვი, ქოლგა და მაისური. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს ბრალდებულის მითითებით და მისი ჩვენების საფუძველზე ახდენდნენ მის მიერ ნაჩვენები ადგილების დასურათებას, ხოლო გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი. მოახდინეს ასევე თმისა და ნერწყვის ნიმუშის აღება ორი ადამიანისაგან.
ფორმა №1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენი-–--, რომ 2016 წლის 02 ნოემბერს დაიწყო გამოძიება ქუთაისში ი. ჭ-------ის გამზირზე №18-ში მდებარე ტურისტული ბიუროს თურქეთის ოფისში მ---- ო-----–--ის გაძარცვის ფაქტზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2016 წლის 02 ნოემბრის ოქმით დადგენი-–-- რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში ი. ჭ-------ის გამზირზე №18-ში მდებარე შპს ,--------------ს“ ოფისში, რომელიც განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ოფისში შესასვლელი კარი არის ი.ჭ-------ის გამზირეზე მდებარე საავტომობილო გზისკენ, ოფისში ავდივართ რამოდენიმე საფეხურიანი კიბის ავლით, კარი არის პლასტმასის კონსტრუქციით, რომელსაც გარე მხრიდან აქვს რკინის კონსტრუქციის სპეციალური ე.წ. ,,გისოსები“, ოფისში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს კედელზე იკითხება საცხოვრებელი კორპუსის მისამართი, ხოლო მარცხენა მხარეს კართან გარე მხრიდან კედელზე არის სარეკლამო აბრა, რომელზეც არის წარწერები ქართულ ენაზე ,,სტამბოლი, ანკარა...“ ხოლო მარჯვენა მხარეს ასევე წარწერებიანი ლოგო ინგლისურ და ქართულენოვანი წარწერით ,,ანკარა, ანტალია, იზმირი...“, ოფისში შესასვლელ კიბესთან მარცხენა მხარეს საცხოვრებელი კორპუსის კედლის სიახლოვეს ერთმანეთის სიახლოვეს მიწაზე დაყრი-–-- ორი პარლამენტისა და ერთი კენტის ფირმის სიგარეტის ნამწვი, რომლებიც ამოღებულ იქნა და ცალ ცალკე მოთავსდა მუყაოს ქაღალდში, რის შემდეგაც დაილუქა ერთ პოლიეთილენის F--------- ლუქის მქონე პაკეტში (პაკეტი №1) ოფისში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს იატაკიდან სადაც მ---- ო-----–--ის განმარტებით თავდამსხმელები იდგნენ, აღებული იქნა სუნის ნიმუში რომელიც მოთავსდა მინის ქილაში და დაილუქა №3------- ლუქის ბეჭდით. ოფისში შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე მხარეს კედელთან ახლოს იატაკზე წაქცეულ მდგომარეობაში დევს სამუშაო ხის მაგიდა მის ირგვლივ იატაკზე ყრია მაგიდის ტელეფონი და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე კედელზე მიდგმულია მცირე ზომის მაგიდა რომელზეც დევს ყვავილის ქოთნები და სალარო საკასო აპარატი. იმავე კედელზე მიდგმულია ორი ხის სკამი, შესასვლელი კარიდან მარცხენა კედელზე არის მეორე ოთახში გასასვლელი, რომელიც იზოლირებულია სქელი ფარდით, საიდანაც გავდივართ სამზარეულო ოთახში, სადაც რაიმე არეულობის კვალი არ შეინიშნება. ოთახში შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე კედელზე მიდგმულ სკამებზე დევს შავი ფერის ქოლგა, რომელსაც აქვს რუხი ფერის ზოლი, რომელიც მ---- ო-----–--ის განმარტებით ხელში ეჭირა ერთ-ერთ თავდამსხმელს. იმავე სკამებთან იატაკზე დაგდებულია შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, წარწერით ,,sateen” რომელშიც მ---- ო-----–--ის განმარტებით მოთავსებული ქონდა ფულადი თანხა, რომელიც წაიღეს თავდამსხმელებმა. აღნიშნული პოლიეთილენის პარკი მოთავსდა F--------- ლუქის მქონე პაკეტში და დაილუქა F--------- დაილუქა ზემოთ მითითებული ქოლგა (პაკეტი №3) ოფისში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ მდივანზე მოთავსებულია მოყავისფრო-მოთეთრო ფერის ზოლებში გაწყობილი მაისური, რომელსაც აქვს მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული მაისური მოთავსდა F--------- ლუქის მქონე პაკეტში და დაილუქა (პაკეტი №4). ოფისში შესასვლელი კარიდან მარჯვენა კედელზე, საწერი მაგიდის სიახლოეს შეინიშნება კედელზე მოწითალო ფერის ლაქები რომლიდანაც აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის F--------- ნომრის მქონე პაკეტში (პაკეტი №5) და დაილუქა. შემთხვევის ადგილი დამუშავებული და დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ, სხვა რაიმე ნივთი კვალი ან საგანი ამოღებული და დალუქული არ ყოფილა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის 2016 წლის 08 ნოემბრის ოქმით დადგენილია რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2016 წლის 08 ნოემბერს 17:40 წუთზე და დამთავრდა 2016 წლის 08 ნბოემბერს 18:25 წუთზე, აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარდა რ----- ფ---–---–--ასგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი ჩასხდნენ პოლიციის პირველი განყოფილების ბალანსზე რიცხულ ,,ტოიოტა ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანაში და ბრალდებული რ----- ფ---–---–--ას მონაწილეობით დ----- ა----–-----–ის გამზირით გაემართნენ ი.ჭ-------ის გამზირის N18-ის მიმართულებით, ა----–-----–ის გამზირიდან გადავიდნენ ნ----–---–ის ქუჩაზე, საიდანაც გადავიდნენ ს. კ-–----–---–ის ქუჩაზე, სადაც რ. ფ---–---–--ას მითითებით ავტომანქანა გააჩერეს აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხების უკან, საიდანაც ავტოფარეხებს შორის გამავალი გზით გადავიდნენ ი.ჭ-------ის გამზირზე. აღნიშნულ ადგილზე რ. ფ---–---–--ამ მიუთითა საავტომობილო გზაზე და განმარტა რომ აღნიშნული გზით გადაკვეთა ი.ჭ------ის გამზირი, N18 ბინის უკან ავტოფარეხებს შორის არსებული გზის გავლის შემდეგ მან მიუთითა იმ ადგილზე სადაც შეხვდა მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე მეორე პიროვნებას, რის შემდეგაც გავიდნენ N18-სა და N20 ბინებს შორის არსებულ გზაზე, რომელი მხრიდანაც შევიდა N18-ში არსებულ შპს „ჯ----------ში“. აღნიშნული ოფისის ასასვლელ კიბეებზე მან მიუთითა იმ ადგილზე სადაც შეიძლებოდა და მოახდინა სახის დამალვა. ოფისის თანამშრომელმა თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტზე. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა რ. ფ---–---–--ამ ოფისის შენობაში მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ოფისის თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა და დაემუქრა ,,ცელოიდის’’ შავი ფერის პისტოლეტით. აღნიშნულის შემდეგ მიუთითა იმ ადგილზე სადაც ამოიღო პოლიეთილენის პარკიდან ფულადი თანხა თურქული ლირები, აღნიშნულის შემდეგ რ. ფ---–---–--ას მითითებით გაიარეს იგივე მარშუტი, რა გზითაც მივიდა მითითებულ ადგილზე. აღნიშნულის შემდეგ მისი მითითებით გავიდნენ ისევ ნ----–---–ის ქუჩაზე, სადაც გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მიუთითა ნაგვის ბუნკერზე, სადაც მისი ქურთუკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გადააგდო. აღნიშნულის შემდეგ მიუთითა გზის სავალი ნაწილის იმ ადგილზე სადაც გააჩერა მისი უფროსი შვილი რ-----ი ფ---–---–--ა, მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანით. საგამოძეიბო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ესპერტების მიერ, რითაც საგამოძიებო ექსპერიმენტი დამთავრდა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის 2016 წლის 08 ნოემბრის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2016 წლის 08 ნოემბერს 19:10 წუთზე და დამთავრდა 2016 წლის 08 ნბოემბერს 19:25 წუთზე, აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარდა ზ----- ფ---–---–--ასგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება რომ მოწმე ზ----- ფ---–---–--ას წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება რომლის სისწორეც მან სრულად დაადასტურა რის შემდეგაც სამსახურეობრივი ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაი ლუქსით“ W------ ექსპერიმენტის მონაწილეები გავიდნენ პოლიციის პირველი განყოფილებიდან გაიარეს ა----–-----–ის გამზირი შემდეგ ასათიანის და თავისუფლების ქუჩაზე და გავიდნენ ი-–-- ჭ-------ის გამზირზე, სადაც შუქნიშანთან შეუხვიეს „მ---------–----ს“ წინამდებარე ტერიტორიაზე გაიარეს ატოსადგური შპს ,,ი---------------------“ ქუთაისის ,,ტ----------ს“ წინამდებარე ტერიტორია და მივიდნენ ი-–-- ჭ--------ის გამზირზე №18-ში განთავსებულ თურქეთის ოფისს „ჯ----------თან“, სადაც ზ----- ფ---–---–--ამ მიუთითა ოფისი უკანა ტერიტორიაზე სადაც გავიდნენ და შეჩერდნენ ს------ კ-–----–---–ის ქ. №40-თან სადაც ზ----- ფ---–---–--ამ ხელით მიანიშნა რომ სწორედ ამ ადგილზე დახვდა იგი მამას რ----- ფ---–---–--ას, აღნიშნული გადაღებული იქნა ექსპერტების მიერ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ზ----- ფ---–---–--ა გადაყვანილი იქნა პოლიციის პირველ განყოფილებაში.
2016 წლის 08 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–-- რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2016 წლის 08 ნოემბერს 19:25 წუთზე და დამთავრდა 2016 წლის 08 ნოემბერს 19:50 წუთზე, აღნიშნული ექსპერიმენტი ჩატარდა რ----- ფ---–---–--ასგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე რ----- ფ---–---–--ას კიდევ ერთხელ წაეკითხა მის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენების შინაარსი, რაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა. აღნიშნულის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები, „ნისანის“ მარკის ავტომანქანით გაემართნენ დ----- ა----–-----–ის გამზირიდან გამსახურდიას გამზირის გავლით, გავიდნენ ი-–-- ჭ-------ის გამზირზე მდებარე ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და შეჩერდნენ N18-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე. რ----- ფ---–---–--ას მითითებით 2016 წლის 01-02 ნოემბერს დილის საათებში მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანით გაიარა ი. ჭ-------ის გამზირზე საიდანაც შეხედა, რომ „ჯ----------ის“ ოფისის კარი ღია იყო, აღნიშნულის შემდეგ რ. ფ---–---–--ას მითითებით ი.ჭ------ის გამზირიდან გავიდნენ ნ----–---–ის ქუჩაზე, სადაც რ----- ფ---–---–--ამ მიუთითა ადგილი, სადაც 2016 წლის 02 ნოემბერს ავტომაქანაში ჩაჯდა მისი მამა, შემდეგ მისივე მითითებით გაემართნენ გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით, სადაც შეჩერდნენ რ----- ფ---–---–--ას მითითების საფუძველზე. აღნიშნულ ადგილზე რ----- ფ---–---–--ას მითითებით მან ავტომანქანიდან ჩამოსვა მამამისი რ----- ფ---–---–--ა, რითაც საგამოძეიბო ექსპერიმენტი დასრულდა.
ლ---- სამხარაუყლის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 თჱბერვლის N5--------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია „პაკატებში წარწერით ,,...შემთხვერვის ადგილის დათვალიერებისას შპს ,--------------ს“ ოფისში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს არსებული კედლის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგავრი ლაქა....“ მოთავსებულ ანაწმენდზე და პაკეტში წარწერით ,, ...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შპს ჯ----------ის ოფისში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ კედელზე მიდგმული დივნიდან ამოღებული მოყავისფრო-მოთერო ფერში გაწყობილი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1-3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ---- ო-----–--ეს (ობ.№9; პაკეტი, წარწერით: ,, ... მ---- ო-----–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში“);
- პაკეტში წარწერით: ,,... ჭ-------ის გამზირზე №18-ში მდებარე „ჯ----------ის“ ოფისში შესასვლელ კიბესთან ბეტონის სკამიდან ამოღებული ორი „პარლამენტისა“ და ერთი „კენტის“ სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ ერთ-ერთ სიგარეტის ნამწვზე წარწერით ,,PARLIAMENT“ არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.№4) გენეტიკური პროფილი შერეულია რომელშიც არ ვლინდება შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. სიგარეტის ნამწვზე წარწერით ,,KENT“ არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ№5 ) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილებისაგან. მეორე სიგარეტის ნამწვზე წარწერით ,,PARLIAMENT“ (ობ.№6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისია ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
- პაკეტში წარწერით ,,...შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შპს ,--------------ს’’ ოფისში შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე კედელზე მიდგმული სკამიდან ამოღებული შავი ფერის ქოლგა ...“ მოთავსებულ ქოლგაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ№7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ფ---–---–--ას (ობ. №11) პაკეტი წარწერით ,,... რ-----ი ფ---–---–--ას ნერწყვის ნიმუში ...“ )
- პაკეტში წარწერით ,,...შემთხვევის ადგილის დათთვალეირებისას შპს ჯ----------ის ოფისში შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე კედელთან იატაკიდან ამოღებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკი...“ მოთავსებულ პოლიეთილენის პარკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ№8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ.ო-----–--ეს(ობ.№9);
2016 წლის 08 ნოემბერს რ----- ფ---–---–--ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დადგენი-–--, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყეო 12:20 და დამთავრდა 13:10 წუთზე, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მისაღებ ოთახში განთავსებული ხის კარადის ზემოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პლასტმასის კონსტრუქციის პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომელსაც კორპუსზე აქვს წარწერა S------------ რ----- ფ---–---–--ამ განმარტა რომ სწორედ აღნიშნული პისტოლეტი ჰქონდა მას ,--------------ს“ ოფისზე ყაჩაღური თავდასხმისას. აღნიშნული კარადის ზემოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი ,,ალკატელის ფირმის“ ორ სიმბარათიანი, რ----- ფ---–---–--ამ განაცხადა რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი მან გაიტაცა ყაჩაღური თავდასხმის დროს ფულად თანხასთან ერთად. ზემოთაღნიშნულ კარადის თაროდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 100 დოლარიანი ქაღალდის კუპიურა, სამი ერთ დოლარიანი ქაღალდის კუპიურა, ერთი ას ლარიანი ქაღალდის კუპიურა, ერთი ოც ლარიანი ქაღალდის კუპიურა, ორი ხუთლარიანი ქაღალდის კუპიურა, ფულადი თანხა საერთო რაოდენობით 103 დოლარი და 130 ლარი. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვა რაიმე ნივთი ამოღებული და დალუქული არ ყოფილა.
2016 წლის 08 ნოემბერს ზ----- ფ---–---–--ას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენი-–--, რომ მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის მუყაოს კონვერტი მასში მოთავსებული თურქული ლირებით, კერძოდ: 2 ც -10 ლირა, 6ც.-20 ლირა, 26ც.-50 ლირა, 28ც.-100 ლირა და 5ც.-200 ლირა სულ 5240 ლირა. ზ----- ფ---–---–--ამ განაცხადა რომ ამოღებული თანხა მისცა მამამ რ----- ფ---–---–--ამ გადასახურდავებლად.
2016 წლის 08 ნოემბერს რ----- ფ---–---–--ას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენი-–--, რომ რ----- ფ---–---–--ას ტანთცმული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 5 ერთეული 200 ლირიანი თურქული ლირა და 4 ერთეული 50 ლირიანი თურქული ლირა, სულ 1200 თურქული ლირა. რ----- ფ---–---–--ამ განაცხადა რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული თურქული კუპიურები 1200 ლირის ოდენობით გადასცა მისმა მამამ რ----- ფ---–---–--ამ რათა გადასულიყო თურქეთში გადაეხურდავებინა ისინი და აღებულა თანხა გადაეცა მისთვის.
ლ---- სსამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 09 ნოემბრის №5--------- დასკვნით დადგენილია, რომ ,,მოქალაქე მ---- ო-----–--ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 14 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენი-–--, რომ წარმოდგენი-–-- შპს ,,ა--------------ს“ ვიდეომეთვალყურეობის კამერების 2016 წლის 02 ნოემბრის ჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს რომ შპს,,ა--------------ს“ წინამდებარე ტერიტორია, კერძოდ კამერა რომელიც დამონტაჟებულია ი.ჭ-------ის გამზირ №31 შენობაზე მიმართულია ი.ჭ-------ის გამზირისაკენ. ვიდეოჩანაწერში პირდაპირ ჩანს შპს ,--------------ს“ შესასვლელი რომელიც მდებარეობს საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ჩანაწერი გრძელდება 0:04:10 წუთი, მასში 0:03:32 წუთზე 08:53:55 საათზე ჩანს რომ ორი პიროვნება რომელთაც ხელში უჭირავთ შავი ფერის ქოლგები, მათ შორის ერთ ქოლგას აქვს თეთრი ფერის ზოლი, შედიან შპს ,--------------ს“ ოფისში. ვიდეოჩანაწერი დათვალიერების შემდეგ ატვირთული იქნა საქმის ელექტრონული წარმოების სისტემაში. DVD დისკი დაილუქა ქაღალდის კონვერტში, ლუქის ბეჭდით 3------- ლუქის ბეჭედზე გაკეთებული იქნა ხელმოწერა.
ექსპერტმა ვ---- ო-------ს ჩვენების თანახმად, მან მ--–----------–--ის მიმართვისა და დადგენილების საფუძველზე, 2016 წლის 24 ნოემბერს, ექსპერტმა დაადასტურა მის მიერ კვლევაში არსებული პაკეტების დაცულობა, ლუქის მთლიანობა და სისწორე. ექსპერტის განმარტებით პაკეტ №6-ში მოთავსებული იყო მ---- ო-----–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, მითითებულ სახელზე და გვარზე: მ--–----------–--ე - არის გაურკვეველი ხელმოწერა, გ------ კ-----ას სახელის და გვარის გასწვრივ კი ხელმოწერა არ იკითხება. ექსპერტის განმარტებით პაკეტ №6-ში იყო მ---- ო-----–--ის ნერწყვის ნიმუში, მაგრამ მოცემულ პაკეტზე არც მ---- ო-----–--ის სახელი და გვარი იყო დაფიქსირებული და არც ხელმოწერა იკითხებოდა. მოცემულ პაკეტზე ეწერა მხოლოდ შემდეგი სახელი და გვარები: მ--–----------–--ე, გ------ კ-----ა და რ----- ფ---–---–--ა. რ----- ფ---–---–--ას ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული იყო პაკეტ №8-ში, პაკეტზე დატანილი იყო შემდეგი სახელი და გვარები: მ--–----------–--ე, რომლის ხელმოწერაც ექსპერტის განმარტებით იყო გაურკვეველი, გ------ კ-----ა, რომლის გასწვრივაც ხელმოწერა არ იყო და რ----- ფ---–---–--ა, რომლის გასწვრივაც ხელმოწერა იყო გაურკვეველი. ექსპერტის განმარტებით დასკვნა კატეგორიულია და იქნება თუ არა მის წინაშე კვლევის საგნად წარდგენილ პაკეტებზე შესაბამისი ხელმოწერები, ან სახელები და გვარები, ის მაინც ვალდებულია ჩაატაროს ექსპერტიზა თუ მის წინაშე დასმულია შესაბამისი კითხვები. კვლევისათვის რა ნიმუშებიც იქნა წარდგენილი, თითოეული პაკეტი იყო დალუქულ მდგომარეობაში და მინიჭებული ჰქონდა შტრიხკოდი. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე იქნა ასახული დასკვნის აღწერილობით ნაწილში პაკეტი №1, №2 და ა.შ. აღნიშნულ პაკეტებზე ნომრები მათ მიერ იქნა პირობითად მინიჭებული. დასკვნის მესამე გვერდზე პაკეტ №6, ექსპერტის მიერ პირობითად მიენიჭა №9 და მასში მოთავსებული იყო მ---- ო-----–--ის ნერწყვის ნიმუში. მოხდა პაკეტის აღწერა და ჩატარდა კვლევა. ექსპერტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, პაკეტში არსებული ნიმუშის კვლევა და არა ის გარემოება, თუ ვინ აწერს ხელს და ვისი ხელმოწერა ფიქსირდება პაკეტზე, მაგრამ ადასტურებს, რომ აღნიშნულ პაკეტში მოთავსებული იყო დაზარალებულ მ---- ო-----–--ის ნერწყვის ნიმუში, მაგრამ პაკეტზე მ---- ო-----–--ის ხელმოწერა, რომ ყოფილიყო აუცილებლად იქნებოდა მითითებული მის მიერ. ექსპერტის განმარტებით, ექსპერტი არ ახდენს კვლევისათვის მოპოვებული ნიმუშის კანონიერად მოპოვების შემოწმებას. ისინი ახდენენ მხოლოდ წარმოდგენილი ნიმუშის კვლევას, ექსპერტისთვის საინტერესო არ არის ის გარემოება, თუ ვინ და როგორ მოიპოვა ეს ნიმუში, მოაწერეს თუ არა ხელი და ა.შ. ნივთმტკიცების ექსპერტიზაზე წარდგენისას მიმღები პირი ამოწმებს ლუქის მთლიანობას, თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამის შესახებ აუცილებლად იქნება აღნიშნული. კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზაზე წარდგენილი ყველა პაკეტი იყო დალუქულ მდგომარეობაში. ექსპერტის მიერ კვლევის ჩატარების შემდეგ, ხდება მისი დალუქვა, ედება სპეციალური ინდივიდუალური შტრიხკოდის მქონე ლუქი, სადაც მითითებულია ექსპერტის სახელი და გვარი და საექსპერტო დაწესებულება. შესაბამისად, აღნიშნული მიჩნეული არის საკმარისად და ექსპერტი პაკეტზე ხელმოწერას საჭიროდ აღარ მიიჩნევს.
სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ----- ფ---–---–--ას მიმართ შერაცხულ ბრალდებას. აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს. კერძოდ, საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულია, რომ რ----- ფ---–---–--ა მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თანდართულ ფოტოილუსტრაციებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ლ. სამხარაულის სასამართლო-ბიოლოგიური ექსპრტიზის დასკვნებს, რ. ფ---–---–--ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, 2017 წლის 14 თებერვლის დათვალიერების ოქმს, რომელთა ერთობლიობითაც დასტურდება რ----- ფ---–---–--ას მიმართ შერაცხული ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან.
ყაჩაღობის მთავარ და განმსაზღვრელ ობიექტად აღიარებულია პიროვნების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა ყაჩაღობის მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაძლეულ იქნას დაზარალებულის წინააღმდეგობის უნარი, რათა დამნაშავე დაეუფლოს მის ნივთს.
სასამართლო ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ მ. ო-----–--ის ჩვენებებს, სადაც მან დეტალურად აღწერა 2016 წლის 02 ნოემბერს, დილის საათებში განვითარებული მოვლენები, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდნენ ორი ნიღბიანი პიროვნება, მას აყენებდნენ ძლიერ დარტყმებს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მაღალი აღნაგობის თავდამსხმელს ხელში პისტოლეტი ეჭირა, რომელიც აღიქვა როგორც ნამდვილი იარაღი, შეშინებულმა რომ მას მოკლავდნენ, თავის გადარჩენის მიზნით მიუთითა ფულის ადგილმდებარეობა, თავდამსხმელებმა მის ცემას თავი დაანებეს, ფული აიღეს და გაიქცნენ. ფულთან ერთად ჰქონდა მობილური ტელეფონიც, რომელიც თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს.
ასევე, 2016 წლის 08 ნოემბრის რ. ფ---–---–--ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, რომლითაც დადგენილია, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა შავი ფერის პლასტმასის კონსტრუქციის პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომლის ამოღებისას რ----- ფ---–---–--ამ განმარტა, რომ სწორედ ეს პისტოლეტი ჰქონდა მას ,--------------ს’’ ოფისზე თავდასხმის დროს. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, რომელიც მსჯავრდებულის განმარტებით წამოღებული ჰქონდა ყაჩაღურის თავდასხმის დროს ფულთან ერთად. აღნიშნული ოქმი ხელმოწერილი იქნა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების მიერ, თვით რ. ფ---–---–--ას, მ------ რ------ის და ლ-–- კანკავას მიერ.
2017 წლის 09 თებერვლის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ,,პაკეტში წარწერით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შპს ,--------------ს’’ ოფისში შესასვლელი კარიდან მოპირდაპირე კედელზე მიდგმული სკამიდან ამოღებული შავი ფერის ქოლგაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ფ---–---–--ას.
2016 წლის 08 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენი-–--, რომ რ. ფ---–---–--ას ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (№561 აპ-15) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაუშვებულია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რ.ფ---–---–--ას ჩვენება არ მიუცია. საგამოძიებო ექსპერიმენტისას განხორციელდა ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა, რაც ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც ამ შემთხვევაში არ ვრცელდება მოქმედი სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილი იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის.
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 08 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, თუ როგორ გადაადგილდებოდა რ----- ფ---–---–--ა 2016 წლის 02 ნოემბერს, დეტალურად მიუთითა ის მარშრუტი, რომელიც მან გაიარა ი. ჭ-------ის №18-ის მიმართულებით, ასევე ადგილი, სადაც შეხვდა მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე მეორე პიროვნებას, საიდან შევიდა ,,ჯ----------ის’’ ოფისში, ოფისის შენობაში კი მიუთითა ის ადგილები, სადაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრა შავი პლასტმასის პისტოლეტით, მიუთითა ასევე საიდანაც აიღო თანხა (იხ. ტ1. ს.ფ. 100-108). აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რ. ფ---–---–--ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებას მიუთითა ისეთი დეტალების შესახებ, რაც შეუძლებელია სცოდნოდათ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია რ----- ფ---–---–--ას მიმართ შერაცხული ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი რ----- ფ---–---–--ადან (2016 წლის 08 ნოემბერს) აღებული ნერწყვის ნიმუში და მის საფუძველზე მოპოვებული ბიოლოგირი ექსპერტზის დასკვნა, ვინაიდან ნიმუშის აღების დროს დარღვეულია პროცედურები, ექსპერტის ხელმოწერის არ არსებობა პაკეტზე მიუთითებს ნიმუშის აღებისა და დალუქვის წესების დარღვევაზე, და რომ უარყოფილი არ არის მისი ნიშან-თვისების არსებითი შეცვლის და ამ მტკიცებულების გამოცვლის გონივრული ეჭვი. აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 08 ნოემბრით დათარიღებული ნიმუშის აღების ოქმით ირკვევა, რომ რ----- ფ---–---–--ამ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა მისგან ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, რის შემდეგაც ექსპერტ გ------ კ-----ას მიერ სპეციალური ჩხირის საშუალებით რ. ფ---–---–--ას პირის ღრუდან მოხდა ნერწყვის ნიმუშის აღება, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა f---------- ლუქის მქონე პაკეტში. აღნიშნული ოქმი ხელმოწერილია როგორც ექსპერტ გ------ კ-----ას მიერ, ასევე თვით მსჯავრდებულ რ.ფ---–---–--ას და ოქმის შემდგენი პირის მ--–----------–--ის მიერ (ტ. 1. ს. ფ. 117-118);
აქვე სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ვ---- ო-------ს ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ გამომძიებელ მ--–----------–--ის მიმართვისა და დადგენილების საფუძველზე, 2016 წლის 24 ნოემბერს, ექსპერტმა დაადასტურა მის მიერ კვლევაში არსებული პაკეტების დაცულობა, ლუქის მთლიანობა და სისწორე. ნივთმტკიცების ექსპერტიზაზე წარდგენისას მიმღები პირი ამოწმებს ლუქის მთლიანობას, თუკი რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამის შესახებ აუცილებლად იქნება აღნიშნული. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ყველა პაკეტი იყო დალუქულ მდგომარეობაში. ექსპერტის მიერ კვლევის ჩატარების შემდეგ, ხდება მისი დალუქვა, ედება სპეციალური ინდივიდუალური შტრიხკოდის მქონე ლუქი, სადაც მითითებულია ექსპერტის სახელი და გვარი და საექსპერტო დაწესებულება. შესაბამისად, აღნიშნული მიჩნეული არის საკმარისად და ექსპერტი პაკეტზე ხელმოწერას საჭიროდ აღარ მიიჩნევს.
ამდენად, საქმეზე დაკითხულ ექსპერტს თავის ჩვენებაში არ მიუთითებია, რომ პაკეტის მთლიანობა დარღვეული იყო. რაც შეეხება პაკეტზე ექსპერტის ხელმოწერის არ არსებობას, არ შეიძლება აღნიშნული მიჩნეული იქნეს ისეთ საპროცესო დარღვევად, რაც შეიძლება საფუძველი გახდეს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარ-ტებით დასტურდება, რომ რ----- ფ---–---–--ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ----- ფ---–---–--ას ინტერესების დამცველი ადვოკატის, ე-----–- ჭ--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
რ----- ფ---–---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
რ----- ფ---–---–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 08 ნოემბრიდან.
რ----- ფ---–---–--ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 3 (სამი) სიგარეტის ნამწვი; სუნის ნიმუში; პოლიეთილენის პარკი; ქოლგა; მაისური; სისხლის ლაქა, ზ------ ფ---–---–--ას თმის და ნერწყვის ნიმუშები, რ-----ი ფ---–---–--ას თმის და ნერწყვის ნიმუშები, რ-----ი ფ---–---–--ას თმის და ნერწყვის ნიმუშები, მ---- ო-----–--ის ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;
- ზ------ ფ---–---–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- რ-----ი ფ---–---–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს,-შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები; შპს ა--------------დან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი; შპს „ჯ----“ კრედიტიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი; შპს მ------------–იდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი; საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით,-რ-----ი ფ---–---–--ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პლასტმასის იარაღის მაგვარი საგანი, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
-შავი ფერის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ ბარათი, ფულადი თანხა 103 დოლარი და 130 ლარი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე