განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
020100118002566743
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002566743

№1/ბ-214-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

პროკურორის - კ------------ე ა------ას

მსჯავრდებულის - ლ---- ნ--------ას

ადვოკატის - გ-----–ი მ--------ას მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლ---- რ-----ის ძე ნ--------ას მიმართ - საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1---------- დაბადებული 1--- წლის 0- ივნისს, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–----------------------ში.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ნ--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 0- საათსა და 15 წუთზე ქალაქ ზუგდიდში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, ნიკოსეული (დადიანი) სასახლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ლ---- ნ--------ამ დანით, გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მარცხენა მხარის მიდამოში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა მისი ოჯახის წევრს, დას - ლ---–ა ნ--------ას, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით, ლ---- ნ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით.

ლ----ი ნ--------ას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ლ---- ნ--------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ-----–ი მ--------ას მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ---- ნ--------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ.ნ--------ას მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვეს.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტებს - მსჯავრდებულ ლ---- ნ--------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-----–ი მ--------ას, რომლებმაც დააზუსტეს მათი სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებასთან ერთად მოითხოვეს ლ.ნ--------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქება.

 

მოწინააღმდეგე მხარეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ კ------------ე ა------ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული ა-–---------ე კ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, დილით ბავშვები მიყავდა ბაღში, მცირე ხნით ბავშვებთან ერთად ჩამოჯდა სკამზე დადიანების პარკში. მოპირდაპირე სკამზე ისხდნენ ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც გადაჯდნენ სხვა სკამზე, დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით. 5 წუთში მოესმა ქალის ყვირილის ხმა, გაიხედა და დაინახა, რომ მამაკაცი დამჯდარ ქალბატონს დანას უქნევდა (მოუქნია ალბათ 3-4 ჯერ), მამაკაცი ცდილობდა ქალბატონისათვის მიეყენებინა ჭრილობა, ქალბატონი კი ეწინააღმდეგებოდა და ეხვეწებოდა მამაკაცს, რომ არ დაერტყა მისთვის, არ დაეტოვებინა მისი შვილები ობლად. რამდენადაც შვილები თან ახლდა, ა. კ------მ დაახლოებით ხუთი ნაბიჯით მიიწია კონფლიქტის ადგილთან და მიმართა მამაკაცს: ,,რას აკეთებ, რას შვები?!’’ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა გააკეთა თავისი საქმე - ჩააჭირა დანა გულ-მკერდზე ქალბატონს, ა.კ------ს შეკითხვაზე თუ რა გააკეთა ბავშვების თვალწინ, მოწმეს მამაკაცმა უპასუხა: ,,ღირსი იყო ქალბატონი’’, რის შემდგომაც მამაკაცი წავიდა შემთხვევის ადგილიდან და თან წაიღო დანა. მოწმის განმარტებით ბრალდებული მანამდე არ უნახავს, მისი აქცენტი გადატანილი იყო ქალბატონზე, რომ იგი გადარჩენილიყო. მოწმეს არ შეუძლია თქვას შემთხვევის ადგილას მყოფი მამაკაცი იყო თუ არა ლ---- ნ--------ა, იგი მამაკაცის სახეს ვერ იხსენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მამაკაცი იყო ფიზიკურად დიდი.

მოწმის სახით დაკითხული დ----- ფ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ყოველ დილით ვარჯიშობს დადიანების ცენტრალურ პარკში. შემთხვევის დღეს დაახლოებით 10 საათი იქნებოდა დაწყებული, მოწმემ დაასრულა ვარჯიში და უახლოვდებოდა დადიანების სახლმუზეუმს ღობეს, რა დროსაც შემოესმა ქალის კივილის ხმა რამოდ---მეჯერ, იგი მოტრიალდა და მოესმა ამავდროულად მამაკაცის ყვირილიც: ,,არ ქნა ბიჭო, რას შვები ?!’’ ამის შემდგომ დ----- ფ----- მიტრიალდა და აღნიშნულმა მამაკაცმა, სახელად ა-–---------ემ (რომელიც ნახა 03.10.2018 წელს სასამართლოს შენობის გარეთ) მას უთხრა, რომ პირმა დანა ჩაარტყა მეორეს და მგონი მოკლაო, რის შემდგომ დ----- ფ-----მ დაინახა, რომ სკამზე იჯდა ქალი, ხოლო სკამიდან მოშორებით შემთხვევის ადგილს ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით ტოვებდა მოწმისათვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა სისხლიანი დანა. ისე, რომ მოწმე ქალბატონთან არ მისულა, სავარჯიშო ჯოხებით (ე.წ. რიჩაგოები) გაჰყვა მამაკაცს კვალდაკვალ, ასევე მან გამოიძახა პოლიცია. მამაკაცმა მოწმეს უთხრა: ,,მე და მოვკალი, შენ ვინ ხარ, რა გესაქმება, რას მომსდევ?’’. მოწმემ უპასუხა მამაკაცს, რომ არის ყოფილი პოლიციელი და მის კვალს არ დაკარგავდა, რაზეც მამაკაცმა განუმარტა დ----- ფ-----ს, რომ ისიც ყოფილი პოლიციელი იყო. მოწმემ თეატრის ქუჩის მახლობლად შენიშნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც გადაუდგა წინ და მიუთითა, მამაკაცზე, რომელიც იყო დანით შეიარაღებული და სავარაუდოდ სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ქალბატონისათვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, იგი დაუმიზნა ბატონს და უთხრა, რომ დაეგდო დანა, ეს ბრძანება პირმა შეასრულა. დაკავების შემდგომ, რამდენადაც მოწმეს საუბრისას მამაკაცმა უხსენა, რომ იგი იყო ყოფილი პოლიციელი, მოწმე დაინტერესდა და კითხა მამაკაცს მისი ვინაობა, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო ლ---- ნ--------ა, ბრალდებული.

 

მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის ი-----–ი ნ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილესთან ლ---- შ-------სთან ერთად, რა დროსაც მათთან შევიდა შეტყობინება დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ პირი, რომელიც აღმოჩნდა დ----- ფ----- და რომელმაც მათ მიუთითა სხვა პირისათვის ჭრილობის მიმყენებელ პიროვნებაზე. ამ უკანასკნელს მოწმე და მისი მეწყვილე დაედევნა, მისი დაკავება მოხდა თეატრის ქუჩაზე. დაკავებული აღმოჩნდა ლ---- ნ--------ა. მოწმის განმარტებით დაკავებული ლ---- ნ--------ა ჩასვეს პოლიციის მანქანაში, რა დროსაც იგი იძახდა უწმაწურ სიტყვებს და დარდობდა იმაზე, რომ ხომ არ იყო მისი და გარდაცვლილი.

 

მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის - ლ---- შ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 19 ივნისს ახორციელებდა პატრულირებას ი-----–ი ნ--------სთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით ათის ნახევარზე შევიდა შეტყობინება პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრის ფაქტის შესახებ და დაკავებულ იქნა ლ---- ნ--------ა, რომელიც დაკავების შემდგომ ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც იგინებოდა და დარდობდა ეს რა დამემართაო. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე ის პიროვნება, რომელმაც მიუთითა მას და მის მეწყვილეს ლ---- ნ--------აზე, აღმოჩნდა დ----- ფ-----.

 

მოწმის სახით დაკითხული ი-----–ი ჯ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 19 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე პირთან ერთად გავიდა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდა ი-----–ი ნ--------ს მიერ დაკავებული ბრალდებული ლ---- ნ--------ა. ი-----–ი ნ--------მ მოწმეს განუცხადა, რომ დაკავებულს დაკავებამდე ეკავა დანა. მოწმემ ნახა, რომ იქვე ეგდო სისხლიანი დანა და იდგა დ----- ფ-----, რომელმაც განაცხადა, რომ დაკავებულმა დაჭრა ქალბატონიო. დანა ამოღებული იქნა ი-----–ი ჯ---–---–ის მიერ, მანვე შემოაკავა ტერიტორია მისი დაცულობის მიზნით.

მოწმის სახით დაკითხული მ-----ა გ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ ლ---–ა ნ--------ას მეუღლე. მოწმის განმარტებით ლ---–ა ნ--------ას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და დახმარების მიღების მიზნით ის და მისი მეუღლე დადიანების ბაღში შეხვდნენ ლ---- ნ--------ას. ამ უკანასკნელის თხოვნით მ-----ა გ-----მ დატოვა მარტო და-ძმა ლ---–ა და ლ---- ნ--------ები. ცოტა ხანში მოწმეს დაურეკა ლ---–ა ნ--------ამ, რომელმაც უთხრა, რომ იყო დაჭრილი, მოწმემ შეიტყო, რომ მისი მეუღლის დაჭრის გამო დაკავებული იქნა ლ---- ნ--------ა.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ---- ე-------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მან მონაწილეობა მიიღო პოლიციის სამმართველოში ჩატარებულ ამოცნობაში, რა დროსაც იგი იდგა მესამე პირად მარჯვნივ. ამომცნობმა პირმა ამოიცნო შუაში მდგომი პიროვნება, რომელსაც ლ---- ე-------ა არ იცნობდა. ამოცნობის შემდგომ ლ---- ე-------ასათვის ცნობილი გახდა, რომ შუაში მდგომი პირი ყოფილა ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე.

 

მოწმის სახით დაკითხული დადიანების მუზეუმის დაცვის თანამშრომელის - გ------ი შ--–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გაიგონა ქალბატონის ყვირილი, რომელიც ითხოვდა შველას. მოწმემ დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო. ადგილზე მისულ გ------ი შ--–--ს დახვდა საპატრულო პოლიცია და მჯდომარე ქალბატონი, რომელსაც სდიოდა სისხლი.

 

მოწმის სახით დაკითხული პოლიციის გამომძიებლის - დ---ს ვ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დილის საათებში სამორიგეო განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, რის გამოც დაიწყო გამოძიება. დ---ს ვ----- გავიდა შემთხვევის ადგილას, სადაც ერთ-ერთი სკამის საზურგეზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც ასევე აღინიშნებოდა სკამის ქვეშ ქვაფენილზე აღმოცენებულ ნედლ მცენარეზე. დ---ს ვ-----ს მიერ გამოძახებულ იქნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პატრულ-ინსპექტორებთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირებული იქნა, ანათლების სახით სკამის ზედაპირზე აღებულ იქნა მოწითალო ფერის დეტალები და ასევე ამოღებულ იქნა მცენარე, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლისმაგვარი ლაქები. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ფაქტს ჰყავდა თვითმხლველები დ----- ფ----- და ა-–---------ე კ------. ასევე ლ---–ა ნ--------ასაგან აღებულ იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა. მოწმის განმარტებიტ მან ჩაატარა ამოცნობის პროცედურა, რა დროსაც დ----- ფ-----მ ამოიცნო ლ---- ნ--------ა.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ---–ა ნ--------ას ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის სს კოდექსის 180-ე მუხლით, რადგან ჩაიდინა დანაშაული, რითაც ზიანი მიაყენა დაზარალებულებს. რამდენადაც მას აწუხებდნენ დაზარალებულები, ფინანასური დახმარების მიღების მიზნით თავის მეუღლესთან ერთად 2018 წლის 19 ივნისს ეკლესიის ეზოში შეხვდა ძმას - ლ---- ნ--------ას, რის შემდგომაც ლ---–ა ნ--------ას მეუღლემ ისინი დატოვა მარტო. ლ---–ა ნ--------ას განმარტებით, დანით, რომელიც ოჯახის წევრებისაგან მალულად წამოიღო სახლიდან, მან თავისი ძმის - ლ---- ნ--------ას თანდასწრებით თავად მიიყენა ჭრილობა გამომდინარე იქედან, რომ ვერ მიიღო დახმარება ძმისგან. ჭრილობის მიყენების შემდგომ დანა მას წაართვა მისმა ძმამ, რის შემდგომაც თუ როგორ გაგრძელდა მოვლენები არ ახსოვს.

მოწმის სახით დაკითხული ლ---- ნ--------ა დაეთანხა დაზარალებულის ჩვენებას.

 

2018 წლის 19 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსი და მასზედ თანდართული ფოტოილუსტრაცია ცხადყოფს, რომ ქ.ზუგდიდში, ცენტრალური პარკის, ნიკო დადიანისეული სასახლის წინა მიმდებარე ტერიტორიის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამომძიებლის - დ---ს ვ-----ს მიერ ექსპერტების და პატრულ-ინსპექტორების მონაწილეობით ამოღებული იქნა: სკამის საზურგის ხის ზედაპირიდან ანათლები სახით მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნედლი მდელო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, რაც დაილუქა

2018 წლის 19 ივნისს გამომძიებელ თ-----ა უ---–---ს მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ.ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის მარჯვენა ტროტუარზე ექსპერტებისა და ინსპექტორ-გამომძიებლების მონაწილეობით ამოღებულ იქნა დანის მაგვარი ნივთი, რომელიც დაილუქა და განხორციელდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება.

17.07.2018 წელს შედგენილი პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ----- ფ-----ს წარედგინა რამდენიმე პიროვნება, საიდანაც მან ამოიცნო შუაში მდგომი ლ---- ნ--------ა, როგორც 2018 წლის 19 ივნისს ქ.ზუგდიდში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დანის გამოყენებით ქალბატონისათვის ჭრილობის მიმყენებელი პირი.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად (უდავოდ) დადგენილა, რომ ლ--–- ნ--------ას აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მარცხენა მხარის მიდამოში. ამასთან, დაზიანებები განვითარებული არის რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის №0------- დასკვნით დადგენილ იქნა, რომ პაკეტებში, წარწერით ,,…მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა ანათალი ხის ზედაპირიდან’’... და ,,ნედლი მდელო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით’’ ... მოთავსებულ მცენარისმაგვარ ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N 1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ---–ა ნ--------ას (ობ. N10. პაკეტი, წარწერით: ლ---–ა ნ--------საგან აღებული სისხლის ბიოლოგიური ნიმუში…’’);

პაკეტში წარწერით: ,,ერთი ცალი დანა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით…’’ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ლ---–ა ნ--------ას (ობ. N10). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---- ნ--------ას (ობ. N11 პაკეტი, წარწერით: ,,ლ---- ნ--------ას ნერწყვის ნიმუში’’);

პაკეტში წარწერით: ,,…ლ---–ა ნ--------ას ტანსაცმელი…’’ მოთავსებულ შავი და მოწითალო ფერის ფრაგმენტებზე (ობ. N5,6) და აზღუდზე (ობ. N8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ---–ა ნ--------ას (ობ. 10).

გამოსაკვლევი დანა (F---------) დამზადებულია ქარხნული წესით და წარმოადგენს საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების დანას, რასაც გააჩნია მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებები, რის გამოც საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტეოროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 18 ივნისის N35 განკარგულების შესაბამისად, მიჩნეულია ცივ იარაღად.

ლ---–ა ნ--------ას ტანსაცმლიდან (უსახელო შემოსაცმელი- ე.წ ჟილეტი, პერანგი, ქვედაბოლო, მოკლეტოტებიანი ქვედა საცვალი- ე.წ ,, ბანდაჟი’’, აზღუდი), მხოლოდ ჟილეტზე მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, გულ-მკერდის არეში და პერანგზე, როგორც წინა ზედაპირზე მარცხნივ გულ-მკერდის მიდამოში, ასევე მარცხენა სახელოზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. დამაზიანებელი ობიექტის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანის (F---------) პირის მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს ხსენებული დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას (იხ. მესამე ტომი).

ბიოლოგიური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და მათი შინაარსის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ვ---------------მ და თ------–--–----–---–მა.

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ---- ნ--------ას უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. თითქოს, ლ---- ნ--------ას ლ---–ა ნ--------აზე არ მიუყენებია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც დაცვის მხარის მხრიდან ლ.ნ--------ას მიერ ლ---–ა ნ--------ასადმი დანით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების უარყოფას ნიშნავს - აღნიშნული გარემოება, არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.

მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში მსჯავრდებულ ლ---- ნ--------ას მიერ, ლ---–ა ნ--------ას მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად პალატას მიაჩნია მოწმის სახით დაკითხული ა-–---------ე კ------ს ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ ,,მამაკაცი ცდილობდა ქალბატონისათვის მიეყენებინა ჭრილობა, ქალბატონი კი ეწინააღმდეგებოდა და ეხვეწებოდა არ დაერტყა მისთვის. მამაკაცმა ჩააჭირა დანა გულ-მკერდზე ქალბატონს.’’ მოწმე დ----- ფ-----მ უჩვენა, რომ შემოესმა ქალის კივილის ხმა, ამავდროულად მამაკაცის ყვირილიც: ,,არ ქნა ბიჭო, რას შვები ?!’’ ამის შემდგომ ა-–---------ემ უთხრა, რომ პირმა დანა ჩაარტყა მეორეს და მგონი მოკლაო, რის შემდგომ დ----- ფ-----მ დაინახა, რომ სკამზე იჯდა ქალი, ხოლო შემთხვევის ადგილს ტოვებდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა სისხლიანი დანა, რომელმაც მოწმეს უთხრა: ,,მე და მოვკალი, შენ ვინ ხარ, რა გესაქმება, რას მომსდევო’’. მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების ი-----–ი ნ--------ას და ლ---- შ-------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ თეატრის ქუჩაზე დააკავეს ლ---- ნ--------ა, რომელიც ჩასვეს პოლიციის მანქანაში, რა დროსაც იგი დარდობდა იმაზე, რომ ხომ არ იყო მისი და გარდაცვლილი. აღნიშნულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- ნ--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით. ასევე, ლ---- ნ--------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა ჩადენა პალატას დადასტურებულად მიაჩნია, საქმეში არსებულ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის №0------- დასკვნით.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

რაც შეეხება დაცვის მხარის დაზუსტებულ მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

პალატის შეხედულებით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი და ყავს მცირეწლოვანი შვილი - არასამართლიანია მისთვის სანქციის მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა. ამავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ უკიდურესად საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ისე განუსაზღვრავს მსჯავრდებულ ლ.ნ--------ას სამართლიან სასჯელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ---- ნ--------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----–ი მ--------ას დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენში ლ---- ნ--------ას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება:

ლ----ი ნ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 2 თვის ვადით.

ლ----ი ნ--------ას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან.

ლ----ი ნ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილზე სკამის საზურგიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ნედლი მდელო მოწითალო ფერის ლაქებით, თეატრის ქუჩის ტროტუარის დათვალიერებისას ამოღებული დანა, ლ----ი ნ--------ასგან აღებული ნერწყვის ბიოლოგიური ნიმუში და ლ---–ა ნ--------ას სისხლის ბიოლოგიური ნიმუში განადგურდეს.

ლ----ი ნ--------ას და ლ---–ა ნ--------ას დაუბრუნდეთ კუთვნილი ტანსაცმელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე