განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
090100118002766054
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 090100118002766054

№1/ბ-196-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ზ------ის ძე ლ---------ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ონის მუნიციპალიტეტი, ბ-------ის ქ.N151.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------ი ლ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ------ი ლ---------ემ, 2018 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 1200 საათზე, ქ.ონში, ყოფილი პირველი საშუალო სკოლის მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში ხელის დარტყმით იძალადა ძმაზე - ლ---- ლ---------ეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენით გ------ი ლ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ------ი ლ---------ეს, 2018 წლის 12 ნოემბრიდან - 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 10 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ----- შ--–--------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი ლ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: N0----- შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, N0----- შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, დაკავების ოქმით, მოწმის სახით დაკითხული ლ---- ლ---------ის ჩვენებით, მოწმის სახით დაკითხული მ------ ლ---------ის ჩვენებით, მოწმეთა სახით დაკითხული გ------ი დ----------------------------------–-----------------------------------ის, ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი ლ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ------ი ლ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განაჩენი გ------ი ლ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ------ი ლ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ------ი ლ---------ეს, 2018 წლის 12 ნოემბრიდან - 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 10 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

გ------ი ლ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე