განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001382290
საქმე №2ბ/530-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ ჭითანავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - დ----------------
წარმომადგენელი - ი----–---–---
მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–----------
წარმომადგენელი - ი-----–------–---
თავდაპირველი მოპასუხეები - ჯ------–----------, თ---------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. ს--------------–--------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1 დ----------------ს და თ---------------ს ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 93187,34 აშშ დოლარის ანაზღაურება.
1.2 დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ჯ------–----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ზ--------------------------------------, საკადასტრო კოდით #4-----------. ასევე დ----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–------------------------------------------, საკადასტრო კოდით #0----------------------.
1.3 იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კრედიტორის მოთხოვნას დადგინდა დ----------------სა და თ---------------ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა;
1.4 დ----------------ს ს---------------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7451,09 ლარი.
1.5 ს---------------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დ----------------ს მიმართ 1984,91 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2009 წლის 27 ნოემბერს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N0------ რომლითაც მსესხებელს გამოეყო საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 28 ივნისს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1------, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 145 000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, წლიური 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N0----- (ს.ფ 15-24)
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 25-26)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 27-28).
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს--------------–--------სა“ და ჯ------–----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკის დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ. ზ-------------------------------------, ს/კ 4-----------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 31-38)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 47-48)
ამავე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 28 ივნისს იპოთეკის დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–------------------------------------------, ს/კ 0----------------------.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე, 2013 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა დ----------------.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 39-46)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 49-50).
შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 28 ივნისს ს---------------–--------სა“ და თ---------------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ---------------მ იკისრა სოლიდარული ვალდებულება დ----------------სთან ერთად სოლიდარულად შეასრულოს ს---------------–--------ის“ მიმართ წარმოქმნილი ფულადი ვალდებულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 51)
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 52-55).
2015 წლის 30 სექტემბერს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის შედგა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება, რომლშიც შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა სესხის თანხის გადანაწილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობების დანართ N1(ს.ფ 29)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 30).
2010 წლის 4 ივნისს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათის N2------ განაცხადის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 4000ლარის ლიმიტით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ბარათის განაცხადი N2------(ს.ფ 56-57).
2015 წლის 21 მარტს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2999 ლარი, 24 თვის ვადით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015წლის 21მარტის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 58-60).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. კერძოდ ს---------------–--------ის“ მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთება, რომ დ----------------მ საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რის გამოც მისი დავალიანება 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 127146.81 აშშ დოლარს.
2015 წლის 21 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3128.34 ლარს, ხოლო, 2010 წლის 4 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6307.66 ლარს.
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების სრული მოცულობით შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეებს, რომლებმაც ს---------------–--------ის“ მიმართ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ წარმოადგინეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 71).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, დ----------------მ საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ს---------------–--------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტა და საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის 84 659.11 აშშ დოლარის, 2499.16 ლარის და 4492.98 ლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ს---------------–--------ის“ მიმართ სახელშეკრულებო პირობებით შეთანხმებული სარგებელი არ აუნაზღაურებია. აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი, ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 8478.23 აშშ დოლარის და 358.95 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ----------------ს მიერ სესხზე დარიცხული სარგებელი გადახდილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ზეწოლის განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 34009.47 აშშ დოლარს, 2015 წლის 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 629.18 ლარს, ხოლო 2010 წლის 4 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1455.73 ლარს. სასამართლოს მოსაზრებით, საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ: 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 50 აშშ დოლარი, 2015 წლის 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 ლარი, ხოლო 2010 წლის 4 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ---------------ს და ს---------------–--------ს“ შორის გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხე დ----------------ს ფულად ვალდებულებებზე. აქედან გამომდინარე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს--------------–--------სა“ და ჯ------–----------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკის დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ. ზ--------------------------------------, ს/კ 4-----------.
ამავე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 28 ივნისს იპოთეკის დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–------------------------------------------, ს/კ 0----------------------. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე, 2013 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა დ----------------.
საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები.
სასამართლომ მიუთითა, რომ ასევე, დასაბუთებულია ს---------------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დ----------------ს და თ---------------ს საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მისთვის 93187.34 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ----------------ს აღნიშნული თანხის სანაცვლოდ დაეკისრება 84187.34 აშშ დოლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2014 წელს დ----------------მ გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ს---------------–--------ში“ ვალის დაფარვის მიზნით შეიტანა ერთიანი თანხა - 30 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს სახით კი - 800 აშშ დოლარი. ხოლო, 2015 წლიდან, ეკონომიური მდგომარეობის გამო, ვეღარ მოახერხა ვალის გადახდა. ამასთან, მისი დავალიანება ბევრად ნაკლებია 127 146.81 აშშ დოლარზე, რაც დადგენილი იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულება დადებისთანავე იყო კაბალური, რადგან გათვალისწინებული იქნა მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2009 წლის 27 ნოემბერს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N0------ რომლითაც მსესხებელს გამოეყო საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 28 ივნისს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1------, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 145 000 აშშ დოლარი, 72 თვის ვადით, წლიური 13%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს--------------–--------სა“ და ჯ------–----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკის დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ. ზ-------------------------------------, ს/კ 4-----------.
ამავე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 28 ივნისს იპოთეკის დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–------------------------------------------, ს/კ 0----------------------.
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე, 2013 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა დ----------------.
შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 28 ივნისს ს---------------–--------სა“ და თ---------------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ---------------მ იკისრა სოლიდარული ვალდებულება დ----------------სთან ერთად სოლიდარულად შეასრულოს ს---------------–--------ის“ მიმართ წარმოქმნილი ფულადი ვალდებულება.
2015 წლის 30 სექტემბერს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის შედგა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება, რომლშიც შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა სესხის თანხის გადანაწილება.
2010 წლის 4 ივნისს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათის N2------ განაცხადის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 4000 ლარის ლიმიტით.
2015 წლის 21 მარტს ს---------------–--------სა“ და დ----------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2999 ლარი, 24 თვის ვადით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, ს---------------–--------სა” და აპელანტს შორის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ს---------------–--------ის“ მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იკვეთება, რომ დ----------------მ საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რის გამოც მისი დავალიანება 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 127146.81 აშშ დოლარს. 2015 წლის 21 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3128.34 ლარს, ხოლო, 2010 წლის 4 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6307.66 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ს---------------–--------ის“' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და დ----------------ზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ს---------------–--------სა“ და აპელნატს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება, ხოლო, აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებები აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცვლად 93187.34 აშშ დოლარისა მას უნდა დაეკისროს 9000 აშშ დოლარით ნაკლები, კერძოდ, 84187.34 აშშ დოლარი და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების დასაბუთება აპელანტმა ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. მართალია იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული 9000 აშშ დოლარი არის ზედმეტად დაანგარიშებული თანხა ს---------------–--------ის“ მხრიდან, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, გარდა აპელანტის ახსნა-განმარტებისა, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა